ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » პროფესიები ასტროლოგიაში

პროფესიები ასტროლოგიაში

1. საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები: ძლიერად აქცენტირებული ნიშნები ცეცხლის და მიწის ტრიგონი, მაგრამ უმჯობესია განლაგებული იყვნენ ჰორიზონტზე, უმჯობესია იყოს ასცენდენტით ლომი ან ნიშანი ჰაერის ტრიგონიდან. ასევე ქცენტირებული უნდა იყოს თხის რქა (ამბიციურობა) და სასწორი (საჯაროობა, საზოგადო საქმიანობები).
2. სულიერი პირები: ძლიერად აქცენტირებული ნიშანი მშვილდოსანი, მზე ქალწულში ან თევზებში. მარსისა და მერკურის ასპექტი, უმჯობესია თუ მარსს ექნება კარგი ასპექტები სხვა პლანეტებთან, მერკური დაზიანებული სატურნით.
3. მწარმოებელი: იდალურია —თუ მარსი შეერთებაშია, აქვს კვადრატი ან ოპოზიცია სატურნთან. პრიორიტეტული ნიშნებია ვერძი, ლომი, მშვილდოსანი, პლანეტებიდან — მარსი, სატურნი, მერკური, ურანი და რაც უფრო მეტი შეერთებები, კვადრატურები და ოპოზიციებია მით უფრო კარგია.
4. ბიზნესმენები, კომერსანტები, სპეკულანტები, ვაჭრები: ძლიერად აქცენტირებული II სახლი (სტელიუმი!), სატურნი II სახლში (შემგროვებელი, შეიძლება ეს იყოს არა მატერიალურიც, ცოდნა და ა.შ).
აქცენტირებული IX სახლი — ცნობილი ბიზნესმენი, კონტაქტები უცხოეთთან და უცხოელებთან. ქვეყანაზე მიუთითებს ნიშანი, რომელიც იმყოფება IX სახლის კუსპიდზე.
აქცენტირებული V სახლი — სპეკულაციური საქმიანობა, ყიდვა-გაყიდვა. აქცენტირებული კარდინალური (კუთხე) სახლი მიუთითებს დამოუკიდებელ საქმიანობაზე, ასევე აქცენტირებული ქალწული. მზეს, მერკურს, იუპიტერს, აქვს ძლიერი კოსმიური სტატუსი.
5. ბუღალტრები: აქცენტირებული ქალწული.
6. საინჟინრო და ტექნიკური პერსონალი: აქცენტირებული ნიშნები ჰაერის ტრიგონი, განსაკუთებით — სასწორი (მეცნიერება!). ძლიერი მარსი, მერკური, ურანი შეერთებაში ან ასპექტებით.
7. პროექტის ავტორები: ძლიერი მერკური.
8. არქიტექტორები, მშენებლები: ძლიერი სატურნი მიწის და ჰაერის ნიშნებში ასპექტებით მარსთან და ვენერასთან.
9. იურისტები: აქცენტირებული VII, XII სახლები, ძლიერი მერკური, სუსტი იუპიტერი.
10. იუველირები: ძლიერად აქცენტირებული ნიშანი ლომი.
11. პროფესიონალები ან ავტომოყვარულები: აქცენტირებული ნიშნები ვერძი, მორიელი. ძლიერი მარსი, ხშირად ასპექტი იუპიტერთან.
12. ექიმები: აქცენტირებული VI და XII სახლები (ხშირად სტელიუმით). ძლიერი მარსი დომინირებს ქირურგებში. რეტროგრადიული მარსი და სატურნი თევზებში და XII სახლი ფსიქიატრებში. მარსი კარდინალურ სახლებში ყოველთვის მიუთითებს აგრესიულ ქირურგს, განსაკუთრებით მერკურთან ასპექტის დროს. მთვარე ჰაერის ტრიგონის ნიშნებში. მზე კუროში და მორიელში ამძაფრებს ინტერესს ორგანიზმის შესწავლის მიმართ; ქალწულში — ჰიგიენისტი, დიეტოლოგი; ლომში —კარდიოლოგი; მორიელში — გინეკოლოგი; სასწორში — დერმატოლოგი, ვენეროლოგი; ვერძში — ქირურგი, სტომატოლოგი, ტრავმატოლოგი; მზე შეერთებაში მარსთან X სახლი — ქირურგი, ფსიქიატრი.
13. ფარმაცევტი, აფთიაქარი: აქცენტირებული ნიშანი მორიელი. პლუტონი ან ნეპტუნის ასპექტი მზესთან. მზე II ან VIII ასხლებში, სხვა ვარიანტში მოცემული სახლების კუსპიდებთან შეერთებაში, ან შეერთებაში მოცემულ სახლებში განლაგებულ პლანეტებთან.
14. ქიმიკოსები, ფსიქოთერაპევტები: აქცენტირებული ნიშანი მორიელი, თევზები. მარსი წლის ნიშანში. ხშირად ამ თამაშში ნეპტუნი ერევა.
15. ზოგადად სამედიცინო პერსონალი: აქცენტირებული VI და XII სახლები. ძლიერი ნეპტუნი VI სახლში მერიდიანული ტრიგონით (ცნობილი ექიმები) და ასპექტი მთვარესთან (პოპულარობა). მზე ვერძში ტრინი ნეპტუნთან (ჰიპნოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ბიორადიოლოგი-ექსტრასენსი). მზე მორიელში ტრინი მარსთან (ქირურგი), ნეპტუნთან (ფსიქოთერაპევტი).
16. პროზაიკოსები, პოეტები: აქცენტირებული ნიშნები ტყუპები, ქალწული, მორიელი და თევზები (ფანტასტიკური ჟანრის მწერლები და მთხრობელები). ძლიერი მერკური. ძლიერი ვენერა შეერთებაში ან ასპექტით სატურნთან, ურანთან. ასცენდენტი მორიელში იხრება მისტიკური და ეროტიკული მწერლობის მხარეს. კირჩხიბი - სასიყვარულო ისტორიები. მზე IX სახლში შეერთებაში ვენერასთან და ასპექტი მერკურთან მიუთითებს ფილოსოფიურ თემებზე, მოგზაურობის აღწერა. მთარეს VI სახლში კირჩხიბში მოაქვს სახალხო პოპულარობა.
17. კომპოზიტორები, მუსიკოს-შემსრულებლები: აქცენტირებული ნიშნები ტყუპები, ქალწული, თევზები, კირჩხიბი. ძლიერი ვენერა, მზე, ნეპტუნი XII სახლში (შტრაუსი). ვენერას შეერთება მზესთან და ასცენდენტთან (ვაგნერი). მზის შეერთება მარსთან ტყუპებში, 6 სახლში (შუმანი). ასცენდენტი კირჩხიბში, ვენერა კუროს ტრიგონი ურანთან ქალწულში და სექსტილი იუპიტერთან კირჩხიბში (პიანისტ-ვირტუოზი ბროკგრაუზი).
ძლიერი ვენერა ასპექტით ნეპტუნთან ან ურანთან, ასპექტი სტელიუმთან კირჩხიბში (ტემპერამენტი, გრძნობები, ემოციონალურობა), სტელიუმი ტყუპებში (ვირტუოზული ტექნიკა), თევზებში (ტონი, ხმოვანება, გრძნობები, ემოციები).
18. მხატვრები, ხელოვნები: აქცენტირებული ნიშნები — კურო, ტყუპები, კირჩხიბი, სასწორი. ძლიერი მერკური, ვენერა, მზე, კარგი ასპექტებით იუპიტერთან კუროში, სასწორში. IV სახლი აქცენტირებული ხშირად დომინირებს (მშობლიური მხარის) პეიზაჟისტების რუკაში, IX სახლი — მარინისტების, III სახლი — ანიმალისტების (ან IX სახლი). დიურერს ჰქონდა აქცენტირებული X სახლი სტელარიუმი ვენერით, მზით, სატურნით, მერკურით, მთვარით. დიკსს ჰქონდა აქცენტირებული IV სახლი სტელარიუმი მზით, მთვარით, მერკურით და ვენერით. ოემას კი ჰქონდა აქცენტირებული II სახლი სტელიუმი ვენერით, რეტროგრადიული მერკურით და მზით (მერწყულში).
19. მოქანდაკეები: აქცენტირებული აღმოსავლეთი ნაწილი ნიშნებით კურო, ტყუპები ან მორიელი ძლიერი მარსით, სატურნით, მზით ან სტელიუმში მოცემული პლანეტები.
20. თეატრის ან კინო მსახიობები: აქცენტირებული ნიშნები სასწორი და ლომი. აქცენტირებული სახლები — VII, V, X. ძლიერი ქირონი და ვენერა, მარსი, ნეპტუნი, პლუტონი, პროზერპინა. ან სტელიუმი მოცემული პლანეტებით, სხვა ვარიანტში ასპექტები ერთმანეთთან. პოპულარულობას ყოველთვის განსაზღვრავს მთვარე.
21. კომიკოსები და ჯამბაზები: ძირითადად გამოკვეთილი II და VII სახლები, აქცენტირებული კურო ძლიერი პლანეტებით, სტელიუმით.
22. თარჯიმნები, ჟურნალისტები: აქცენტირებული ნიშნები ტყუპები და ქალწული, სახლები III, VI, IX ძლიერი პლანეტებით ან სტელიუმით. ძლიერი მერკური და ნეპტუნი მოცემულ სახლებსა და ნიშნებში. მერკურის ასპექტი მთვარესთან, სატურნთან, ნეპტუნთან.
23. მომღერლები: აქცენტირებული ნიშანი კურო, აქცენტირებული სახლები VII, X ძლიერი ვენერით ან სტელიუმით, მერკური - რეტროგრადიული.
24. ბალერინები, მოცეკვავეები: აქცენტირებული ნიშნები ტყუპები, სასწორი, მერწყული ან კირჩხიბი, მორიელი ან თევზები. აქცენტირებული სახლები V, VII, XII. მარსი V სახლში (კლასიკური ბალეტი). XII სახლი და თევზები (მედიალური ცეკვები, ნიღბებით). აქცენტირებული თხის რქა (საკულტო ცეკვები). აქცენტირებული კირჩხიბი და ძლიერი მთვარე (ნაციონალური ცეკვები).
25. სპორტსმენები: ძლიერად აქცენტირებული ნიშნები მშვილდოსანი, ვერძი, კურო, კირჩხიბი, მორიელი, თევზები, აქცენტირებული სახლები I, III, V, VII, X.
ნეპტუნის და პლუტონის სექსტილი. მზე ვერძში (კრივი), კუროში (რესლინგი), ტყუპებში (მსუბუქი ათლეტიკა), წყლის ნიშნებში (ცურვა, დაივინგი), მშვილდოსანში (ჰოკეი, ფეხბურთი), მორიელში (სროლა).
26. პედაგოგები, ლექტორები: აქცენტირებული ნიშნები ტყუპები, ქალწული, კირჩხიბი, მორიელი, თევზები. აქცენტირებული სახლები V და XI. ძლიერი მზე ქალწულში, კირჩხიბში, მორიელში, თევზებში (ანალიზი). ძლიერი მთვარე კირჩხიბში (პასუხისმგებელი), თხის რქაში (დიპლომატიურობა), ვერძში (მრჩეველი), ლომში (შემომთავაზებლობა), სასწორში (მოქმედებითობა).
27. მოგზაურები: აქცენტირებული ნიშნები წყლის და ჰაერის ტრიგონი, აქცენტირებული სახლები IX და X. ძლიერი პლანეტები მზე, მარსი, იუპიტერი, ნეპტუნი, ან მონაწილეობენ სტელიუმში, სხვა ვარიანტში ასპექტები ერთმანეთთან.
28. ფილოსოფოსები: აქცენტირებული ნიშნები — მშვილდოსანი, თხის რქა, ვერძი, კურო, აქცენტირებული სახლები — IX, X, I. ძლიერი პლანეტები — მერკური, ვენერა, იუპიტერი, სატურნი, ნეპტუნი, ურანი.
მერკური და სატურნი აძლიერებენ მატერიალისტურ ხედვებს, ვენერა და ნეპტუნი — იდეალისტურს. აქცენტირებული კურო - ნოვატორობა, რაციონალისტობა. მორიელი — მეტაფიზიკა. თევზები —ფსიქოანალიტიკა. მთვარე და მერკური იძლევა არგუმენტების კარგ ფორმულირებას; მერკური და სატურნი — ლოგიკურობა და კრიტიკულობა; მერკური და მარსი ხელს უწყობს წარმოსახვის გადმოცემას; მერკური და ურანი — მეცნიერება; მზე და ურანი — აძლიერებს შემეცნებით-თეორიულ ინტერესებს, ორიგინალურ მიდგომებს და დასკვნებს.
უარყოფითი ასპექტები ზემოთხსენებულ პლანეტებს შორის მიუთითებს კონფლიქტებზე, უთანხმოებებზე თანამედროვე ტენდენციებსა ზოგადად კაცობრიობასთან დაკავშირებით.
მერკურის შეერთება მზესთან კუროში, XII სახლში (კრიტიკა) ტრიგონალური ასპექტი რეტროგრადიულ სატურნთან IX სახლიდან და მთვარესთან V სახლიდან (იმანუელ კანტი).
მზე, ნეპტუნი და სატურნი კუროში IV სახლში (იოჰანეს ფერვერა). ასცენდენტი მორიელში, მზე კუროში ქმნის სინთეზს მეტაფიზიკასა და რაციონალიზმს შორის, ძლიერი ნეპტუნი და ურანი ზრდის მსოფლმხედველობას.
29. მკვლევრები, სწავლულები: აქცენტირებული ნიშნები ტყუპები, ქალწული, სასწორი, მორიელი, მშვილდოსანი, თევზები. აქცენტირებული სახლები — III, VI, VII, IX, XII.
მთავარი და ძირითადი მაჩვენებლებია პლანეტები: მერკური, სატურნი, იუპიტერი, ურანი, სტელიუმი მოცემული პლანეტებით. უმეტეს შემთხვევაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა წარმომადგენელთა რუკაში პლანეტები განლაგებულია აღმოსავლეთ ნაწილში განსაკუთრებით - III სახლში. მერკურს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანია ასპექტები სხვა პლანეტებთან და ჰოროსკოპის ელემენტები, ვიდრე დანარჩენი ფაქტორები. მათემატიკოსების, ფიზიკოსების, ასტრონომების მერკური ძირითადად კარდინალურ ნიშნებშია.
ისააკ ნიუტონი: მზე III სახლში; მერკური და ნეპტუნი მშვილდოსანში; იუპიტერი და სატურნი თევზებში და კავშირში V სახლთან.
ალფრედ რასელი: სტელიუმი ხუთი პლანეტით — ნეპტუნი და ურანი, რომელიც შეერთებაშია მზესთან, მერკური და ვენერა, რომელიც აგრეთვე შეერთებაშია, იმყოფება თხის რქაში. პირველი ორი ასევე შეერთებაშია III სახლის კუსპიდთან, დანარჩენი გადანაწილებულია III სახლში.
30. ბნელი სამყარო: აქცენტირებული ნებისმიერი ნიშანი და ნებისმიერი სახლი სტელიუმი ბოროტი პლანეტებით. შეერთების ნებისმიერი ვარიანტი მარსი-პლუტონი-ნეპტუნი—მთვარის კვანძები-პროზერპინა-ლილიტი. ძლიერად დაზიანებული მერკური შეერთებაში ნეპტუნთან (კლეპტომანია, უპრინციპობა). სუსტი იუპიტერი მიუთითებს ამორალურობაზე.
სტელიუმი კუროში და დაზიანებული ვენერა მიუთითებს ცივსისხლიან დამნაშავეზე. ძლიერი მარსი VII სახლში კვადრატი მთვარესთან XI სახლში და ვენერასთან V სახლში მიუთითებს მეგობართან ღალატზე. მზე და ურანი კარდინალურ ნიშნებში და კარდინალურ სახლებში კვადრატით მარსთან და სატურნთან მიუთითებს სუიციდზე. იგივე შედეგს გვაძლევს სატურნის და პლუტონის ოპოზიცია და მათი კვადრატი მზესთან და ურანთან.

თარგმნა: მიზანთროპი
скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 7912
 

ASTRO TV LIVE