Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » ტაროლოგია დამწყებთათვის - ხშირად დასმული კითხვები

ტაროლოგია დამწყებთათვის - ხშირად დასმული კითხვები

ტაროლოგია დამწყებთათვის - ხშირად დასმული კითხვები
ტაროლოგია უფრო და უფრო პოპულარული ხდება. დღეს უკვე ტაროს დასტის შეძენა და მასთან მუშაობა პრობლემას აღარ წარმოადგენს. ინტერნეტში გაჩნდა მასალები, წიგნები ჩანაწერები. უკვე ყველას შეუძლია დაკავდეს ამ სფეროს შესწავლით, მაგრამ დასაწყისში ყველას გარკვეული შეკითხვები უჩნდება, რაზეც პასუხის ცოდნა აუცილებელია.

- რა არის ტარო?
ტარო არის 78 კარტიანი დასტა, რომელიც შეიცავს ღრმა ოკულტურ ინფორმაციას. თანამედროვე დროში გამოიყენება მანტიკისთვის (სამკითხაოდ), მედიტაციისთვის, ცერემონიალური მაგიისთვის. ტაროს ასევე იყენებენ ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები თავიანთ სამუშაოში.

- აქვს თუ არა ტაროს სქესის და ასაკის შეზღუდვა?
ტაროს სქესის და ასაკის შეზღუდვა არა აქვს.

- რისთვის გვჭირდება ტარო?
ტარო ეს არის ყველა ადამიანისთვის მეგზური. ერთგული მეგობარი, რომელსაც შეუძლია უამრავი მძიმე სიტუაციიდან გვაჩვენოს გამოსავალი და დაგვეხმაროს სულიერი ევოლუციის გზაზე. ასევე შეიძლება გამოყენებული იყოს საკონსოლუტაციო ინსტრუმენტად (იგულისხმება ტაროთი პროგნოზი, დაინტერესებული პირებისთვის). ადამიანებს რომლებიც დაკავებულნი არიან მედიტაციებით დამატებითი საშუალება ეძლევათ გამოსცადონ ის ფენომენი რაც ტაროა - რომელიც საშუალებას იძლევა ადამიანი დაუკავშირდეს აბსოლუტის ყველა ბიოველს.

- არის თუ არა ტაროზე მუშაობა „ცოდვა’’?
ტარო - ეს არის სამყაროს მაკეტი. თუ ტარო ცოდვაა, მაშინ სამყაროს არსებობაც არის ცოდვა. თვითონ ტაროს არსი, ეს არ არის კლასიკური გაგებით ცოდვა. ხოლო კონკრეტული პირის მიერ ამ ინტრუმენტის გამოყენება - პიროვნებაზეა დამოკიდებული. ამით იმის თქმა გვინდა, რომ თუ ვიღაც იმ ინსტუმენტს იყენებს არასახარიბიელო მიზნებისთვის, ეს არ ნიშნავს რომ ტაროლოგია ცოდვაა. როგორც იტყვიან დანით ზოგი პურს ჭრის და ზოგიც კაცს.

- როგორ უნდა შევარჩიო დასტა?
ცნობილი ამერიკული ტაროს საიტის www.aeclectic.net-ის ინფორმაციით, 2015 წელს ტაროს დასტების რიცხვი 1 000-ს გადასცდა. რაც მეტია არჩევანი მით რთულია არჩევა. ბევრი ტაროლოგის აზრით ადამიანმა უნდა აირჩიოს ის დასტა, რომელიც მას ვიზუალურად მოსწონს. თუმცა ვაი რომ ტარო მხოლოდ ვიზუალი არ არის და ამის შემდეგ უამრავი ადამიანი წბილდება. საჭიროა პირველი დასტა იყოს კლასიკური ტაროს დასტებიდან. კლასიკური ტარო - ეს არის ტაროს ის სახეობა,რომელიც მუშაობს ყველა თემაზე და არის კლასიკური ტაროს ტრადიციაზე შექმნილი. ტრადიციული ტაროებია: „გრანდ ეტეილა’’, „მარსელი’’, „ბოჰემური ტარო’’, „თოტი’’, „რაიდერ ვეიტი’’. დასაწყისისთვის კარგი იქნება აირჩიოთ ტარო „რაიდერ ვეიტი’’. ამ დასტას აქვს დასურათებები დაბალ არაკნებზე და როგორც ტაროლოგიური პრაქტიკა აჩვენებს ყველაზე მისაღებია დამწყებისათვის.
ტაროლოგია დამწყებთათვის - ხშირად დასმული კითხვები














(სურათზე „რაიდერ ვეიტი’’-ის დასტა)















- როდის შეიძლება ტაროს გაშლა და როდის არა?
ზოგი ტაროლოგის აზრით ტაროს გაშლა უნდა მოხდეს მთვარის დღეების გათვალისწინებით. ე.წ „სატანურ’’ დღეებში ტაროლოგთა ნაწილი ერიდება ტაროს გაშლას და მასთან მუშაობას. ასევე ქალებისთვის კრიტიკულ დღეებში არ არის მიზანშეწონილი ამ დასტასთან კავშირი. ტაროს გაშლა არ შეიძლება, როდესაც ადამაინზე არის ნეგატიური ენერგეტიკული ზეგავლენა, ან როცა იმყოფება არაფხიზელ მდგომარეობაში (ალკოჰოლი, ნარკოტიკი). ასევე ტაროს გაშლისას ყველას მოეთხოვება იყოს მშვიდი და არ ქონდეს ემოციური დაინტერესება.

- შეიძლება თუ არა გავშალოთ ჩვენი თავისთვის?
შეიძლება, მაგრამ საჭიროა პრაქტიკა, რათა არ მოხდეს იმის წაკითხვა „რაც გაწყობთ’’ და არ მოხდეს იმის უკუგდება რაც არის.

- შეიძლება თუ არა ერთი და იგივე შეკითხვა დავუსვათ ტაროს ორჯერ ან მეტჯერ?
თუ შეკითხვაზე დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერ მიიღეთ დაელოდეთ შემდეგ დღეს,იგივე დღეს შეკითხვის გამეორება არ არის რეკომენდირებული

- გვიჩვენებს თუ არა ტარო მომავალს?
ტარო გვიჩვენებს მომავლის განვითარების ყველაზე დიდ ალბათობას. ამ სამყაროში ყველაფერი იცვლება და თუ არ გვაქვს კარმული ფაქტორი, შეიძლება გადაილახოს სიტუაცია. არის განსაკუთრებული შემთხვევები რა დროსაც არ მუშაობს პროგნოზები. მაგ:მაგიური ნეგატივი,ენერგეტიკული დისონანსი,ემოციური ფორიაქი და ა.შ

- როგორ უნდა მოვახდინოთ გაშლა?
ტაროსთან მუშაობის დროს შეარჩეთ სუფთა ადგილი სადაც შლით და ხელები დაიბანეთ. დაიმახსოვრეთ ტარო თქვენი მეგობარია და მას პატივი უნდა სცეთ. გაშლა მოახდინეთ მშვიდ ადგილას, სადაც საშუალება გექნებათ არაკნების (კარტების) წყნარი ინტერპრეტაციის.

- სად და როგორ შევინახოთ ტარო?
ტაროს ინახავენ ან ყუთში (ქარხნული ყუთი რომელიც მოყვება) ან ქისაში. ტარო უნდა დადოთ მშრალ ადგილას სადაც მზე არ აღწევს

- ჭირდება თუ არა ტაროს წმენდა და მუხტვა?
ტაროს ჭირდება წმენდაც და დამუხტვაც. დამუხტვა ე.წ „სულის შთაბერვაა’’-დამუხტვის რამდენიმე მეთოდი არსებობს: სტიქიები, მინერალური ქვები და ა.შ. წმენდა-აუცილებელია რათა ტაროს მოშორდეს ის ნეგატიური ენერგია, რასთანაც შეხება მოუწია გაშლის დროს. წმენდის ოპტიმალური დროის მონაკვეთია - თვეში ერთხელ.
ტაროლოგია დამწყებთათვის - ხშირად დასმული კითხვები




















- როგორ შევისწავლოთ ტარო?
ტაროლოგიაზე დევს უამრავი ინფორმაცია ინტერნეტში. არსებობს ტაროს სკოლები, სადაც შეიძლება ტაროლოგიის შესწავლა, ასეთი სკოლა უკვე არსებობს საქართველოშიც. რაც შეეხება ინდივიდუალურ მეთოდებს შეგიძლიათ არკანებზე მედიტაციით, ელ.წიგნებით დაიწყოთ ამ მოძღვრების შესწავლა.

....ბოლოს ჩემსგან წარმატებები ამ გზაზე, დარწმუნებული ვარ ტაროლოგია გახდება თქვენი ცხოვრების მეგზური და დამხმარე.

Da To
скачать dle 11.3
ნახვები: 4 882
 

ASTRO TV LIVE