ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » წყლის დამუხტვა- მინერალების "ელექსირი"

წყლის დამუხტვა- მინერალების "ელექსირი"

ძალიან ბევრმა ადამიანმა მკითხა წყლის დამუხტვის შესახებ, როგორც მახსოვს რამდენიმე სტატიაში ვახსენე სიტყვა „ელექსირი“ და ამის შემდეგ თხოვნები არ შეწყვეტილა. მოკლედ, როგორც იქნა მოვიცალე და გთავაზობთ ერთ-ერთ ყველაზე მარტივ მეთოდს წყლის დასამუხტად.

სანამ საქმეზე გადავიდოდე, გეტყვით, რომ ის წყალი, რომელსაც ყოველი ჩვენთაგანი, მთელი დღის განმავლობაში სვამს, არის „დაზიანებული“. დამეთანხმებით, უმეტესობა ონკანიდან ისხამთ წყალს და არც კი ფიქრობთ თუ რა გამოიარა ამ წყალმა სანამ თქვენს ჭიქამდე მოვიდოდა. წყალსაცავი, კილომეტრი თუარა ათეული მეტრი მილები, სიბნელე, ქაოსი და ა.შ. დამერწმუნებით, რომ ადამიანის ორგანიზმი 50-65% წყლისგან შედგება, და რას უნდა ველოდოთ როდესაც მას მსგავს ქაოსს ვაწვდით ყოველ დღე, დღეში რამდენჯერმე? არაფერს კარგს. გამუდმებული დაღლილობა, ძილიანობა, ნერვული სისტემის დაავადებები, შინაგანი ორგანოების პრობლემები, შიშები, მოუსვენრობა.. მოკლედ ჩამონათვალი დიდია.

ერთ-ერთი მეთოდი ამ პრობლემის გამოსასწორებლად არის წყლის დამუხტვა. მე თუ მკითხავთ ეს პროცედურა აუცილებელიც კია.

ამ სტატიაში გასწავლით ყველაზე მარტივ მეთოდს, რომელიც წყალგაუმძლე ქვებზეც კი გამოიყენება, როგორიცაა სელენიტი, რადგანაც კრისტალებს სითხესთან უშუალო კავშირი არ ექნებათ.

დავიწყოთ:

პირველ რიგში დაგჭირდებათ ქვები, წყალი და ჭიქა :) აარჩიეთ ქვები სხვადასხვა დანიშნულებებით, მაგალითად მე ვიყენებ ლაზურიტს, ღია და მუქ სარდიონს. თქვენ შეგიძლიათ 3 ან მეტი ქვაც კი შეურიოთ ერთმანეთს, ეს პრობლემას არ წარმოადგენს, უბრალოდ მე ამ კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ ლაზურიტის და სარდიონის ენერგეტიკა მჭირდება.
წყლის დამუხტვა- მინერალების "ელექსირი"













დაიჭირეთ თითოეული ქვა და დააპროგრამეთ ისინი. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც განსაზღვრავს თუ რამდენად ძლიერად დაიმუხტება წყალი.
წყლის დამუხტვა- მინერალების "ელექსირი"
წყლის დამუხტვა- მინერალების "ელექსირი"
წყლის დამუხტვა- მინერალების "ელექსირი"






მოათავსეთ თქვენი ქვა ხელის გულზე, ან გულის ან მესამე თვალის ჩაკრაზე და დამუხტეთ ის. მაგალითად სარდიონი ენერგიისსა და კონცენტრაციის მოსამატებლად მჭირდება, ამიტომაც მას ვეტყვი, რომ ეს თვისებები გაიძლიეროს და დამეხმაროს.

ხოლო ლაზურიტი ინტუიციის გასამაგრებლად.

დააპროგრამეთ ქვები და მოათავსეთ წყლიანი ჭიქის ან რაიმე ჭურჭელის გარშემო და დატოვეთ ერთი დღის განმავლობაში. ეს არ არის საჭირო ვადა, შეგიძლიათ უფრო მეტი ან ნაკლები დროითაც.
წყლის დამუხტვა- მინერალების "ელექსირი"











შემდგომ უკვე შეგიძლიათ მიიღოთ ეს წყალი, რომელიც იქნება მშვიდი, გაწმენდილი, დამუხტული და დაგეხმარებათ გამოჯანმრთელებაში, ან უბრალოდ ბედნიერად ყოფნაში. თუ წყალს სწორად დამუხტავთ, ეფექტს მისი მიღებისთანავე იგრძნობთ და ამას გარშემომყოფებიც შეამჩნევენ. თქვენი კანის ფერი, ენერგია და განწყობა გაუმჯობესდება. თუ დამუხტული წყლის მიღებას ჩვევაში გადაიტანთ, პრაქტიკულად აღარ შეგაწუხებენ ვირუსები, სხვადასხვა გადამდები დაავადებები და გექნებათ ძლიერი იმუნიტეტი. ნუთუ ეს ყველაფერი წამლებით გაჭყეპვას არ ჯობს?

კრისტალებისა და მინერალების დასამუხტად არსებობს კიდევ რამდენიმე მეთოდი, რომლის შესახებაც მოგვიანებით მოგაწვდით სტატიებსა და ვიდეოებს. ამჟამად კი სცადეთ ეს ყველაფერი სახლში და თავად ნახავთ შედეგს. არ დაგავიწყდეთ! ქვის დაპროგრამება აუცილებელია! ამ ნაწილში განსაკუთრებული მონდომება გჭირდებათ, რაც დროთაგანმავლობაში უფრო და უფრო კარგად გამოგივათ.

სიყვარულით კელისგან <3


წყარო: Keli Create-ს ბლოგი


.скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 2754
 

ASTRO TV LIVE