Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          

წყლის დიდი ტრიგონი

წყლის დიდი ტრიგონი






















ყველამ ვიცით, რომ 2011დან მოყოლებული დედამიწაზე რთული პერიოდი დაიწყო და რამოდენიმე წელი გაგრძელდება. ეს არის ტრანსფორმაციის პერიოდი, რაც მძიმე გადასატანია უკვე მოძველებული სისტემებისთვის და სისტემებზე მორგებული ადამიანებისთვის. მაგრამ 2013 წლის განმავლობაში პლანეტების განლაგებით იქმნება ერთი მეტად მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელსაც წყლის დიდი ტრიგონი ეწოდება.

წყლის დიდი ტრიგონი – რომელმაც ჩამოყალიბება დაიწყო 2013 წლის ივნისში, გაგრძელდება მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლომდე. ეს „წყლის სამკუთხედი“ შეკრულია“:

1) იუპიტერი და შავი მთვარე - კირჩხიბში.

2) სატურნი, პროზეპრინა და აღმავალი კვანძი -მორიელში.

3) ნეპტუნი და ქირონი – თევზებში.

რადგან ეს ტრიგონი წყლის ზოდიაქოების შეერთბეითაა მიღებულია, შესაბამისად დიდი ზეგავლენა ექნება წყლის სტიქიას და დიდ აქტივობას მისი მხრიდან. ძლიერი და გადაბმული წვიმები, ცუნამები და წყალდიდობები, შტრომები - ყველა ეს მოვლენა მეტნაკლებად გამოვლინდება და შეეხება ჩრდილოეთ ნახევარსფეროს რეგიონებს. ზაფხული ძალიან ტენიანი, ხოლო შემოდგომა ძლიერი წვიმებით იქნება.

იუპიტერი კირჩხიბში მომავალი წლის ზაფხულამდე გაჩერდება, ადამიანებს მისცემს ოჯახური ფასეულობებისკენ შემობრუნებს იმპულსს, ბევრს მოუნდება მიწასთან ურთიერთობა, ბევრი თავისი მშობლიურ მხარეში დაბრუნებას გადაწყვეტს და თითქმის ყოველმეორე ადამინს მოუნდება ქონდეს შეიძინოს მიწა ან ხის სახლი სადმე ტყეში. ამასთან ერთად გაძლიერდება პარტნიორული ტენდენციები, შიდაეთნიკური კონფლიქტები მოიმატებს (ეს უკვე შავი მთვარის ზეგავლენაა).

სატურნი მორიელში ძირითადად საზოგადოების „გაპურიტანებით“ და მთავრობების და ხელისუფლებების შეზღუდვებით დაკავდება. შესაბამისად რადგან ეს ეპოქა მზად არ არის გახდეს კეთილშობილი სატურნის მოქმდება ძირითადად დამსჯელობითი ღონისძიებებით გამოვლინდება – მსოფლიო ეკონომიკური კრიზისები, ხელსუფლებების შეცვლა, ქონების და აქტივების გადანაწილება მსოფლიო მაშტაბით (ეს დაახლოებით 2015 წლის შემოდგომამდე გაგრძელდება). აქვე აღასანიშნავია, რომ სატურნთან ერთად მორიელში აღმავალი კვანძიცაა მოთავსებული, რაც იმას ნიშნავს რომ კვანძი ეს მდოგომარეობა მსოფლიო ეკონომიკას ამ ქაოსის შემდეგ დახმარება გადავიდეს განვითარების ახალ საფეხურზე.

ნეპტუნი თევზებში, თავის სახლში, რომელსაც მხარდაჭერა აქვს სატურნი და იუპიტერისგან, დაეხმარება საზოგადოებას და ინდივიდებს დაძლიონ და ნელნელა დაიწყონ გამოსვლა იმ საშინელი მდგომარეობიდან, რასაც ძლიერი სულიერი დეგრადაცია და სიღარიბე ქვია. ახალი ძალით გააქტიურდება რელიგიური ეთიკა (შეძლებისდაგვარად დარჩება მარტო პირველწყარო და ჩამოცილდება ყველა „დამახინჯებულად“ გადაწერილ-ნაქადაგები მოტივები), რაც ხელს შეუწყობს ადამინებში მიტევების და სიკეთისკენ მისწრაფებას, მატერიალურ კეთილდღეობაზე უარის თქმას (აქ საუბარია მომხვეჭელობაზე). გაძლირდება სურვილი რომ ადამინებმა იზრუნონ სულის გადარჩენისთვის. რაც შეეხება ქირონს თევზებში – ის საზოგადოების ყურადღებას გადაიტანს ეკოლოგიაზე და გააძლიერებს ადამინის კავშირს ბუნებსათან.

ბავშვები, რომლებიც დაიბადებიან დიდი წყლის ტრიგონის ზეგავლენით, ექნებათ კარგი ფსიქოლოგიური დაცვა, მდიდარი წარმოსახვა, დიდი შემოქმედებითი უნარები (მუსიკა, ფერწერა, კინო). ეს თაობა მსოფლიოს ბევრ ტალანტს და გენიოსს აჩუქებს. ამავე დროს ეს ბავშვები იქნებიან ძალიან ჩაკეტილები, მიდრეკილები თვითშეცნობისკენ. მათი ფასეულობები ჩენისგან განსხვავებით იქნება ძალინ ჰუმანური და მიმართული ინება სულიერების განვითარებისაკენ.

* (გამოყენებულია ე.დანილოვას ლექციები.)

* N.G.- © GA20131298скачать dle 11.3
ნახვები: 5 044
 

ASTRO TV LIVE