ეზოთერიკა / Slide

"დეჟავუ" (DEJA VU)

"დეჟავუ" (DEJA VU) „დეჟავუ“ - ეს სიტყვა ხშირად გვხვდება ხოლმე ყოველდღიურობაში. ესა შეგრძნება, რომ თითქოს რაც ხდება, აქამდე უკვე იყო... მაგალითად, თქვენ მიდიხართ ისეთ ქალაქში, რომელშიც არასდროს ყოფილხართ, მაგრამ ქალაქის ნახვისთანავე გიჩნდებათ შეგრძნება, რომ იქ უკვე ნამყოფი ხართ. სანამ ამ ყველაფერს მისტიურობას მიაწერთ, ყურადღებით შეისწავლეთ თქვენი ოჯახის ისტორია, შესაძლოა ბავშვობაში თქვენ ამ ადგილას ხართ ნამყოფი და ეს ინფორმაცია ცნობიერიდან გადავიდა ქვეცნობიერში და ახლა ტვინმა აღიდგინა მივიწყებული სურათი. თუმცა, შესაძლოა თქვენ მსგავს ადგილას არასდროს ყოფილხართ.
სამწუხაროდ, ამ თემაზე ნათელი ჰიპოთეზა არ არსებობს. დედამიწის ენერგეტიკა გამოუკვლევი და საკმაოდ უცნაურია. განსაკუთრებით უცნაურად მოქმედებს ადამიანზე. ამის ფონზე ჩნდება პირველი ჰიპოთეზა, რომელიც დაკავშირებულია რეინკარნაციასთან. თქვენ გაგახსენდათ წინა ცხოვრება. ზუსტად ამ ადგილას და პერსონალურად თქვენთვის ენერგეტიკული და ძალის ველი გაიშალა ამ გზით. შეჩერდით, დაფიქრდით, იქნებ გაიხსენოთ სხვა დეტალებიც წინა ცხოვრებიდან.
დედამიწის სფეროში შედის არა მხოლოდ ენერგეტიკული ნაკადები, არამედ ინფორმაციულიც, რომლებიც აერთიანებეს ადამიანებს, ხოლო ტვინი მუშაობს როგროც ანტენა. ზოგჯერ ძალიან მგრძნობიარეა, ზოგჯერ - ნაკლებად. აქედან გამომინარეობს მეორე ჰიპოთეზა: თქვენში გაიღვიძა ტელეპატიურმა შესაძლებლობებმა. ასევე შესაძლებელია ეს მიუთითებდეს ერთდროულად ინფორმაციის მიღებაზე და გადაცემაზე.

მოამზადა AquaRius-მა
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

...

ეზოთერია (I გადაცემა, სტუდია „GeoAstro“-ს პროდუქტი)

Guide to cats and kittens