» » როგორ ვისწავლოთ თვალებიდან აზრის წაკითხვა
ეზოთერიკა / Slide

როგორ ვისწავლოთ თვალებიდან აზრის წაკითხვა

როგორ ვისწავლოთ თვალებიდან აზრის წაკითხვათვალებს სულის სარკეს ეძახიან. საკმარისია ადამიანს ჩახედო თვალებში, რომ მაშინვე გაიგებ ბევრ რამეს მის შესახებ, ასევე შესაძლებელიცაა, რომ წავიკითხოთ მისი აზრები. თქვენ ფიქრობთ, რომ აზრების კითხვა მხოლოდ ექსტრასესებს შეუძლიათ? ძალიან ცდებით! საკუთარი ძალებით რომ ვისწავლოთ აზრებს კითხვა, ამისათვის დაგვჭირდება მოთმინება და დაკვირვება. არ ღირს საუბარი იმაზე რომ თქვენ არ შეგიძლიათ მიიღოთ სხვის ფარულ ფიქრებზე ინფორმაცია. თუ თქვენ მოინდომებთ, შეძლებთ კიდეც აზრების კითხვას და ჩათვალეთ, რომ ყველაფერი თქვენს ხელშია: ზეგავლენა, წარმატება, ფული, სიყვარული.
როგორ ვისწავლოთ სხვისი აზრის კითხვა?
არსებობს აზრთა კითხვის უამრავი სავარჯიშო. ყველა გვეხმარება მიზნის მიღწევაში. რთულ სისტემებზე გადასვლამე, უმჯობესია, მარტივი სავარჯიშოებით დაიწყოთ.
ადამიანის აზრების წაკითხვა ხდება თვალებიდან. ამისათვის საჭიროა ყურადღებით დააკვირდეთ მის მიმიკებს საუბრისას. თუ ადამიანი ფოკუსირებას ახდენს მარცხენა ზედა კუთხეში, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მომენტში ადამიანი ვიზუალიზაციას ახდენს ფაქტისას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მის თვალწინ გამოსახულებაა, რომელიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიზუალური თვალსაზრისით. მაგალითად, თუ ადამიანს დაუსვამთ კითხვას მისი ბებია ძმის ქორწილში როგორი კაბით იყო, ადამიანი ვიზუალიზაციისათვის მაშინვე მარცხენა კუთხეს მიაპყრობს მზერას და გონება დაკავდება წარმოსახვით.
როდესაც თქვენი მოსაუბრე იყურება მარჯვენა ზედა კუთხეში ის გადაშვებულია ოცნებებსა და ფანტაზიებში, ასე, ძირითადად ისინი იქცევიან, ვინც „ღრუბლებში დაფრინავს“.

როგორ ვისწავლოთ თვალებიდან აზრის წაკითხვა













როცა ადამიანი იხედება მარცხნივ, მის აზრებში ხმოვანი ფრაზები და სიტყვებია. იგი შეიძლება იხსენებდეს მოსმენილ ინფორმაციას. კვლევების თანახმად, სტუდენტები გამოცდაზე ხშირად იხედებიან მარცხნივ და ხშირად თავსაც კი ატრიალებენ, რომ გაიხსენონ ლექციაზე მოსმენილი ინფორმაცია.
იმ შენთხვევაში, თუ პიროვნება იხედება მარჯვნივ, ცდილობს საჭირო სიტყვების შერჩევას. შესაძლოა თავს უხერხულად გრძნობს ან უბრალოდ არ უნდა თქვენი გაბრაზება და ცდილობს იპოვოს გამოსავალი.
იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის მზერა მიმართულია მარცხენა ქვედა კუთხისაკენ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ის მოცემულ მომენტში ჩაფლულია თავის ფიქრებში. უფრო მეტიც, ის დაკავებულია თვითანალიზით. ჭრის რაიმე პრობლემას. მოცემულ მომენტში ის ვერ ხედავს ვერაფერს და არ ესმის არაფერი. მისი აზრობრივი პროცესები ჩართულია მოგონებებში.
როგორც ხედავთ, აზრების კითხვა ამის შემდეგ არც ისე რთულია.

მოამზადა AquaRius-მა
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

...

მზის ქვა - ოლიკოგლაზი

Guide to cats and kittens