Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » რატომ არის რეკომენდირებული სექსუალური კავშირებისგან თავის შეკავება

რატომ არის რეკომენდირებული სექსუალური კავშირებისგან თავის შეკავება

რატომ არის რეკომენდირებული სექსუალური კავშირებისგან თავის შეკავებასექსუალური ურთიერთობებისგან თავის შეკავებას ტყუილად არ მოუწოებენ სულიერი სწავლებები. ადამიანები, უმრავლეს შემთხვევაში, ცხოვრობენ მხოლოდ ფიზიკურ სხეულსა და ტვინში, ისინი უსმენენ ფიქრებს და საუბრობენ, რასაც ლაპარაკობენ. ყვებიან ემოციებს, ვნებებს, სურვილებს და, მოქმედებენ ფიქრების და ემოციების მიხედვით, წარმოდგენაც არ აქვთ, რომ ეს მათი რეალური მე-ს გამოვლინება კი არა, თოჯინების თეატრში თოკებზე ჩამოკიდული თოჯინის მდგომარეობას გავს. დედამიწაზე, ჩვენს გარესამყაროში, ყველაფერია იმისთვის, რომ ჩვენს მე-ს დავშორდეთ, თავი არ შევიცნოთ და ჩვენს თავში ღმერთი არ ვიპოვოთ... ადამიანს თვითშემეცნების დიდი გზა აქვს გასავლელი სანამ ეს მოხდება, მაგრამ ახლა ვისაუბრებ ასკეზის ერთ სახეზე, რომელიც, შეიძლება, ზოგისთვის გაუგებარია და ვერ ხვდება თუნდაც ქრსტიანული ეკლსია რატომ კრძალავს ამას ქორწინებამდე და მარხვების პერიოდში.
სექსუალური კონტაქტისას, ადამიანი იცლება თავის სექსუალური ენერგიისგან, ენერგიისგან, რომელიც კონცეტრირებულია პირველ ჩაკრაში, მას სასქესო ორგანოს ადგილას გამოსახავენ ხოლმე ორ ფოთლიანი წითელი მანდალა ყვავილის სახით. ამის შემდეგ, მას აღარ აქვს ის ენერგია, რაც შინაგანი პროცესებისთვის უნდა გამოიყენოს რომ თავის თავი მე-ს უმაღლეს ცნობიერებამდე აამაღლოს. ხშირად, სექსუალური კავშირების დამყარება ამიტომაც არაა რეკომენდებული, ადამიანი, ჯერ ერთი, დაბალ ცნობიერებაში რჩება და, მეორე მხრივ, ბინძურდება იმ ადამიანის ენრგიით, ვისთანაც ქონდა სექსი. განსაკუთრებით არასასურველია ეს ქალებისთვის, ქალი მამაკცზე ბევრად მიმღებია და თავის თავზე გადააქვს მამაკაცის ხასიათი, პრობლემები, ასე ვთქვათ, „კარმა“, ანუ ინაწილებს მის ცხოვრებისეულ სულიერ გაკვეთილებს. ქრისტიანული ქორწინების შემთხვევაში, ცოლ-ქმარი თავისი ნებით ისედაც იღებს პასუხიმგებლობას, თავისი მეუღლის ცუდი და კარგი გაინაწილოს, თავისი ეგო დათმოს და მეორე ადამიანს მიუძღვნას ცხოვრება. ამ შემთხვევაში, ენერგიის გაცვლა გაცნობიერებულია და ის ყოველი სულიერი გაკვეთილიც, რაც მამაკაცს აქვს, ცოლის მიერ თავის თავზე თანხმობითაა აღებული. მაგრამ ეს ხდება ცნობიერი გადაწყვეტილების მიღებისას. რატომ ემსგავსებიან ცოლი და ქმარი ერთმანეთს დროთა განმავლობაში? იმიტომ, რომ ისინი მუდამ ცვლიან თავის ენერგეტიკულ ველს და აქვთ ხშირი შეხება, თუნდაც თანაცხოვრებისთვის.
ახლა წარმოიდგინეთ რა ხდება, როდესაც სექსუალურ კავშირს ამყარებ არაცნობეირად, მხოლოდ ვნების და დროებითი ფიზიკური სიამოვნების გამო. არაცნობიერად უკავშირებ შენს ენერგეტიკულ ველს სხვა ადამიანს და იღებ შენ თავზე მის ყველაფერ კაგს და ცუდს. მაგრამ თქვენი კონტაქტი შეიძლება იყოს ერთჯერადი და, ამის შემდეგ, აღარც შეხვდეთ ერთმანეთს. თქვენ რა ქენით? თქვენ დახარჯეთ ენერგია და დაიბინძურეთ ველი, რომელიც მხოლოდ თქვენი განსაწმენდი იქნება მომავალ ცხოვრებაში და სხვა არავისი. ველის დაბინძურება კი ძალიან რთული რმეა, ჯერ ისედაც ადამიანები რამდენით ვართ სავსე და ამას ვუმატებთ სხვის სიბიძურესაც, რომელიც გამოვლინდება ფიქრებში, შიშებში, მიდრეკილებებში... შეიძლება ასეც ვთქვათ, სხვების ცოდვებიც ავიკიდეთ ჩვენს თავზე რაღაც დროებითი ფიზკური სიამოვნებისთვის, რომელიც, სრულიად არაფერია იმ ენითაღუწერელ ბედნიერებასთან, რასაც საკუთარ მე-ში ღვთიური ბუნების შეცნობა ქვია.
საოცარი ტრადიცია ქონდათ ხევსურებს, „სწორფრობა“, რომელიც, ჩემი აღქმით, სწორედ ამ სექსუალური ენერგიის კონტროლის სწავლა იყო და მე-ს უფრო მაღლა დაყენება, ვიდრე ფიზიკურ მოთხოვნილებებზე მიჯაჭვულობა და ფიზიკური მოთხოვნილების მონობაა. ამას ხევსურები პატარა ასაკიდან სწავლობდნენ, გოგონებიც და ბიჭებიც და იზრდებოდნენ სულიერად ძლიერი ადამიანები, რომელთა პირადი ნება უფრო ძლიერი იყო, ვიდრე სხეულის მოთხოვნილება.
რატომ არის რეკომენდირებული სექსუალური კავშირებისგან თავის შეკავებაინდურ რელიგიაში, მაგალითად, ცოლ-ქმარს სექსი მხოლოდ ბავშვის შექმნისთვის აქვთ. მათი მთავარი მოწოდება ღმერთის მსახურებაა, კრშნას მსახურება. ისინი სიყვარულით უნდა ემსახურონ ღმერთს, ერთმანეთს და გაზარდონ ბავშვი, თუ იმდენი სიყვარული აქვთ, რომ თავს ვერ იკავებენ, მაშინ მეორე ბავშვი უდნა შექმნან და მასზე გადაანაწილონ ეს ენერგია, თუ კიდევ მაინც ენდომებათ ერთმანეთი, მაშინ კიდევ ერთ ბავშვს მოავლენენ ქვეყანას და მათი ენერგია გადანაწილდება უკვე სამ ბავშვზე. ყველაფერი გამომდინარეობს ადამიანის განვითარების ეტაპიდან და, იმაზეა დამოკიდებული, თუ სადაა და საით მიდის. თუ მას ჯერ არ გამოუცდია და აქვს სურვილი, მაშინ აბსურდია გახდეს ასკეტი. ამაზე ძალიან კარგად აქვს დაწერილი ილია ჭავჭავაძეს „განდეგილში“. ქალმა კი არ აცდუნა განდეგილი, განდეგილში იყო ის დაუკმაყოფილებლობა, რამაც თავისთან მიიზიდა ღამეში გზააბნეული ქალი და მან დაკარგა ღმერთთან კავშირი. ასევე აკაკი წერეთლის „გამზდელში“ ძალიან კარგად ჩანს რომ, სექსუალური დაუკმაყოფილებლობა მართავს გონებასაც და თანაგაზრდილი ძმად მიღებულის ცოლისადმიც ვერ დაიკოს შეიძლებმა მამაკცმა სურვილი. ორივე ნაწარმოების სათქმელი - ეს სექსუალური ენერგიის დაუკმაყოფილებლობაა, რომ ზოგჯერ ის სულს გიქრობს და ზოგჯერ ძმასაც უღალატებ, ყველაზე ცუდს გაუკეთებ - მის ცოლს გააუპატიურებ. მარხვის და დღესასწაულების დროს ქრისტიანული მოწოდება, რომ სექსისგან თავი შეიკავონ, სრულიად ბუნებრივია ადამიანებისთვის, ვისაც სულიერი ამაღლება სურს. ასევე იქცევიან ბუდისტი ბერებიც, ასევე იქცევიან სხვადასხვა სასულიერო რიტუალებში მოღვაწე პირებიც, რიტუალამდე ორი კვირა ქალს არ ეკარებიან, რომ ცნობეირება გაიწმინდონ. რომ არ მიეჯაჭვონ სხეულს და თავისი ენერგია ღვთის შემეცნებისკენ მიმართონ. თუმცა, ქრისტემ ავაზაკი წაიყვანა ღვთის სასუფეველში, რომელიც მის გვერდით ჯვარზე იყო გაკრული. მან მარია მაგდალინელი შეიწყალა და აღდგომის შემდეგ პირველად მას ეჩვენა. ღმერთს ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვს და ინდვიდუალურად ასწავლის და მიყავს ყველა თავისთან თავის გზით.

ანა თოფურიძე
скачать dle 11.3
ნახვები: 7 240
 

ASTRO TV LIVE