» » სიძულვილის კოლექციონერობა და ცრუ რეალობები
ეზოთერიკა / Slide

სიძულვილის კოლექციონერობა და ცრუ რეალობები

სიძულვილის კოლექციონერობა და ცრუ რეალობები"უფრო ადვილია, ადამიანებს რაღაც შეაძულო, ვიდრე შეაყვარო"
პიტერ პენი


"საქართველოს სიძულვილი მართავს"
პაატა ქურდაძე


ყველა ადამიანი ცრუ რეალობაში იბადება და წლები სჭირდება იმისთვის, რომ გაერკვეს - ვინაა რეალურად თვითონ, რა არის კარგი და ცუდი, სად ცხოვრობს, რამდენად სწორია ის, რასაც მას ბავშობიდან ასწავლიდნენ, რამდენი არასწორი წარმოდგენა აქვს არაცნობიერად, რის მიხედვითაც, სამყაროს არაჯანსაღად აფასებს. ადამიანის ტვინს აქვს ფუნქცია - ყველაფერს თავისეური ინტერპრეტაცია გაუკეთოს... ბევრ წმინდა წერილთან დაკავშირებით არის მოცემული მკაცრი აკრძალვა, რომ ის გადაიცეს პირდაპირ, ყოველგვარი შესწორების და ინტერპრეტაციის გარეშე, რომ ადამიანმა ის თავისებურად არ უნდა მოუყვეს სხვას, თორემ ამისთვის მკაცრად დაისჯება. ეს ჩვენს დაბადებამდე იცოდნენ მათ, ვინც იცოდა ადამიანის აგებულება, იცოდნენ, რომ ხუთი საუკუნის, ათი საუკუნის და ოცი საუკუნის შემდეგაც დაიბადებოდნენ ადამიანები და ისინიც დაამახინჯებდნენ რეალობას თავისი ეგოს გავლით. მაგრამ ჩვენ იმის აღიარებ,ა რომ რაღაცაში ვცდებით, ძალიან, ძალიან გვიჭირს...
დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერი, რაც გვგონია, არის სწორი და გვაქვს დამოკიდებულება „შენ არასწორად ცხოვრობ, მე გასწავლი სწორ ცხოვრებას“. ეს ყველა ადამიანშია, ეს ტვინის ფუნქციაა, ტვინი ხომ მანქანაა, რაც იღებს ინფორმაციას, აგროვებს და მერე უკან გაწვდის და, ის ყველაფერი, რაც მას ბავშობიდან, შექმნიდან უთხრეს, რაც მასზე ჩაიწერა, გონია, რომ რეალობაა და ყველაფერი დანარჩენი, რაც მასში არ არის ჩაწერილი, გონია, რომ არასწორია. სანამ ადამიანები ცრუ ეგოს გავლენის ქვეშ ვართ, მუდამ გვეგონება, რომ სხვა რელიგიის ადამიანი ყველა არასწორ გზაზეა, სხვა ცხოვრების სტილის მქონე, სხვა ქვეყნის მოქალაქე, ყველა „სხვა“, ვინც ჩვენს ტვინში ჩაწერილ და დამუშავებულ მოდელს არ მიეკუთვნება, არასწორია, უფრო სწორედ, ჰგონია ეს ჩვენს ტვინს და, რადგან ჭეშმარიტი შინაგანი „მე“ არ გვყავს გაღვიძებული, რადგან ნამდვილი რეალობა არ გვიგრძვნია, მუდამ ამ მცირე, ცრუ რეალობების ციხიდან ვიყურებით გარეთ და ყველა, ვინც სხვნაირ ციხეშია, გვგონია არასწორი და, ჩვენი ციხე კი ყველაზე კარგ ადგილად გვეჩვენება...
დაბადებიდან სხეული ექცევა უმარავი ენერგიის გავლენის ქვეშ, მზის, მთვარის, მერკურის, იუპიტერის, ნეპტუნის, სატურნის და ა.შ.. დედამიწაზეც ზემოქმედებენ პლანეტები. ბავშვი ყოველთვის კონრეტული იდეოლოგიის ოჯახში იბადება, სადაც მას ეუბნებიან, რომ მისი ერი ყველაზე მაღლა დგას, ან პირიქით, შეიძლება, სიძულვილშიც გაიზარდოს, შესაძლოა, პატარაობიდან დაიჯეროს, რომ ცუდია და არ იმსახურებს სიყვარულს და ბედნიერებას, ან დაიჯეროს, რომ ბევრი ფული მხოლოდ ცუდ ადამიანებს აქვთ, ან რომ, მეგობრობა არ არსებობს, რომ ქალმა არ უნდა იმუშაოს, რომ ტყუილის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია, რომ თუ ქვეყნის პატრიარქმა არ დალოცა, ისე ვერ მოხვდება სასუფეველში და ათასი მსგავსი ტყუილია, რისაც მის მშობლებს სჯერათ. წარმოიდგინეთ, რამდენად დამახინჯებული ცნობიერებით აღწევს ადამიანი ზრდასრულობის ასაკს, მას უკვე რამდენი რამის სჯერა, რამდენი რამისთვის მზადაა, სხვას ეჩხუბოს, ზოგი ცნობიერად და ზოგიც არაცნობიერადაა დამახსოვრებული პირად კომპიუტერში. რატომ არ მოგწონს ვიღაც კუნთიანი ბიჭი შავი მაისურით? იმიტომ, რომ მრავალი წლის წინათ, შენმა ტვინმა ჩაიწერა ინფორმაცია - ის, ვინც შავ მაისურს ატარებს და კუნთებიანია, სასიშია, მან შეიძლება დაგაზიანოს და უფრთხილდი. რატომ არ მოსწონთ ახალგაზრდებში მწვანე, ყვითელი თმები? დრედები, საყურეები ბიჭზე? იმიტომ, რომ მათი კომპიუტერისთვის ეს გარეგნული ნიშნები ეწინააღმდეგება პირად იდეალს, რომელსაც თავად ბაძავს. ესეთი რამ ნებისმერი იდეოლოგიის ადამიანს შეიძლება დაემართოს, ამიტომ, მუდამ ფრთხილად უნდა ვიყოთ, შეიძლება მე თავისუფლების მოყვარული ვიყო და თუ ვინმე ირჩევს სახლში შრომას ან სახელმწიფო სამსხურს, მე მას ცუდად შევხედო, რადგან ჩემს კომპიუტერში ჩაწერილ ტიპაჟს ის არ შეესაბამება. ყველაზე ცუდი ისაა, რომ სანამ ადამიანს ახლოს გავიცნობთ, ეს წარმოდგენები მანამდე წინ კედლად აგვეღობება და სრულიად უსაფუძვლოდ გაგვიჩენს უარყოფით დამოკიდებულებას.
სიძულვილის კოლექციონერობა და ცრუ რეალობებიგძულს ის, რაც შენნაირი არაა, გძულს ის, რაც შენზე უკეთესია, გძულს ის, რაც შენზე უარესია. თუ ადამიანს გარკვეულ დონეზე მაინც არ შეუმეცნებია თავი, თუ ის შინაგან სულიერ „მე“-ს არ გრძნობს, თუ სტერეტიპების და წარმოდგენების განზომილებაშია, თუ ადამიანს არ უგრძვნია, რომ ისაა, ვინც უბრალოდ არის რეალობა და არსებობს მატერიის მიღმა, თუ მას ჩვენში არ ვგრძნობთ, მაშინ ჩვენს არსებობას ვამართლებთ ტვინის ინფორმაციულ დისკზე ჩაწერილი ინფორმაციებით: მე ვარ ქართველი, მე ვარ რუსი, მე ვარ იტალიელი და ა.შ.. ასაკი, სამსახური, სოციალური სტატუსი და სხვების აზრები... ესაა, რაც შეგვადგენს ჩვენ და მზად ვართ ყველა გვანდგუროთ, ვინც ჩვენს თავზე ამ წარმოდგენას საფრთხეს უქმნის. როდესაც ჭეშმარიტ „მე“-ს გრძნობ, მაშინ არავის განდგურების სურვილი არ გიჩნდება, შენ იცი, ვინც ხარ და ამას ფიქრების სიბრტყე ვერაფერს დააკლებს, ვერც რაიმე წარმოდგენა რადგან ის პირდაპირი მნიშვნელობით, სხვა განზომილებაშია, ანუ შენ შენი „მე“-ს სხვა განზომილებას გრძნობ.
ბოლომდე რთულია ახსნა სიძულვილი, მაგრამ ის გაზომვადი, გამოთვლადი და ახსნადია, საკამრისია, კარაგდ მოუსმინოთ ადამიანს, როცა ის საუბრობს იმაზე, რაც სძულს, შემდეგ დაფიქრდეთ იმაზე, სად გაიზარდა, გადახედოთ მის დაბადების ასტროლოგიურ მონაცემებს და მარტივი ხდება, როგორ მივიდა დაბადებიდან ეს ადამიანი ამ სიძულვილამდე. სამწუხაროდ, ადამიანები არ იკვლევენ სიძულვილს, ადვილია, გძულდეს, მითუმეტეს, როდესაც გარშემო სხვებსაც სძულთ და ძალიან მარტივი და მიმზიდველია ერთობლივი სიძულვილი გამოხატვა რაიმეს მიმართ, სასიამოვნოც კია. მე ასე არ ვუყურებ, მე ყოველთვის ვიკვლევ, რატომ მძულს, საიდან მოდის ჩემი ეს დამოკიდებულება და ყველას ამას ვურჩევდი, რადგან აღმოაჩენ, რომ ყველაფერი შენშია, შენშია ყველაფრის საწყისი და კიდევ ერთი ახალი მეგოაბრი, თუნდაც კარგი ნაცნობი, არ უნდა დაკარგო რაღაც წარმოდგენების გამო, როდესაც ამ ცხოვრებაში ისედაც რთულია ყევლაფერი და კეთილიმსურველი ჰიპპი, ემო, ბუდისტი, თუნდაც ეროვნებით შენი ქვეყნის მტერი... არ გაწყენს! პირიქით - გაგზრდის პიროვნულად!

ანა თოფურიძე
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

ეზოთერია - განსხვავებული აზრი (გადაცემა 3, სტუდია „GeoAstro“-ს პროდუქტი)

როგორ წელს "უწინასწარმეტყველებენ" ასტროლოგები საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს