Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » როგორ აზიანებს ტელევიზორი ცნობიერებას

როგორ აზიანებს ტელევიზორი ცნობიერებას

როგორ აზიანებს ტელევიზორი ცნობიერებასპატარა რომ ვიყავი, ანძის აფეთქებას ვფიქრობდი, რომ ხალხი გამენთავისუფლებინა ტელევიზორებისგან, თუმცა, მივხდი, რომ ხალხშია თავად ის სიცარიელე, რის შევსებასაც ადამიანები ტელევიზორის ყურებით ცდილობენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს შეიძლება შეიცვალოს და, თუ ადამიანის თავის ცხოვრებას აავსებს თავის საყვარელი საქმით, აღარ დასჭირდება ტელევიზორით ამ სიცარიელის კომპენსირება. რამდენიმე წელიწადია, ტელევიზორს კატეგორიულად არ ვუყურებ, თუ თავისუფალი არჩევანი მაქვს და იძულებული არ ვარ, ოჯახის და სტუმრად ყოფნის გამო ვუყურო ტელევიზორს. რატომ? იმიტომ, რომ ის, ვინც ტელევიზორს უყურებს, დღის უმეტეს ნაწილში, ვერ რჩება თავის თავთან მარტო. მისი ყურადღება მუდამ სხვა ადამიანების ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მიღებაზეა გადასული, მისი სხეული იღებს იმ უხეშ ბგერებს, რასაც აგრესიული ხასიათის გადაცემები ატარებს. ადამიანს განვითარებისთვის, წინსვლისთვის, პიროვნული ზრდისთვის ესაჭიროება მარტოობა, სიჩუმეში ყოფნა და თავისი შინაგანი სამყაროს ღრმად წვდომა, თვითდაკვირვება, საკუთარ ფიქრებში გარკვევა. ეს ყველაფერი შეუძლებელია, როდესაც ჩართულია რაიმე სერიალი, შოუ ან ინფორმაცია, სადაც ვიღაცის მკვლელობაზე ყვებიან და პოლიტიკოსების დადგმულ კამათებს უსმენ. ასეთი რამეები საკუთარ „მე“-სგან გაშორებს. ძალიან შორს, სადღაც ილუზიურ რეალობაში გადაყავხარ.
ამ განუწყვეტელი ინფორმაციული ტერორის გამო, რატომ არ უნდა შეეძლოს ადამიანს თავისი ცხოვრების, თუნდაც დღევანდელი დღის მიმდინარეობაზე დაფიქრება? რატომ უნდა ვუსმინოთ სერიალს, რომლის სცენარიც სრული ალოგიზმია და არაფრისმომცემია, როცა შეგიძლია, ამ დროს, ჩართო ბახი, მოცარტი, ან ნებისმერი მუსიკა, რომელიც გაბედნიერებს. ან წაიკითხო წიგნი, ან მოიძიო შენი საქმიანობის შესაფერისი პროფესიული გადაცემა, უყურო სამეცნიერო ან დოკუმენტურ ფილმს ბუნებაზე? ელემენტარულად, გაუგებარია, რატომ უნდა დავუთმო ისედაც პატარა ცხოვრების პერიოდი ტელევიზორს?!. დღეში მხოლოდ 24 საათია, 10 საათი გძინავს, 8 საათი მუშაობ, რაღა რჩება? ის დარჩენილი დროც, საკუთარ „მე“-სთან მარტო დარჩენის მაგიერ, რაღაც ხმაურიან ყუთს რატომ უნდა დავუთმო, რომელიც საჭორაო თემის გარდა არანაირ სარგებლობას არ მომიტანს? რა თქმა უნდა, არის ზოგჯერ რაღაც კარგი გადაცემაც, საინტერესო შოუ, თუმცა, ეს იმდენად იშვიათი მოვლენაა, აღნიშვნაც არ ღირს... შეიძლება მოგწონდეს ერთი გადაცემა, ერთი ფილმი, მაგრამ რეალურად, ტელევიზორს, კვირაში რამდენჯერმე, რამდენიმე საათით ჩართვის გარდა, მეტი არაფერი ეკუთვნის... წუთისოფლის რა მონაკვეთში იქნები ტელევიზორის მაყურებელი, საკუთარი „მე“-სგან სრულიად გათიშული ადამიანი? თუ ამ დროში რაიმე სასარგებლოს მოიმოქმედებ, გააკეთებ იმას, რაც გაგზრდის და განგავითარებს, რაც თქვენს ცხოვრებას ხვალ უკეთესს გახდის?
უნდა აირჩიო - ყოველი დღე შენს განკარგულებაშია!..

ანა თოფურიძე
скачать dle 11.3
ნახვები: 1 976
 

ASTRO TV LIVE