Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » ეზოთერული ამპარტავნების ხაფანგი

ეზოთერული ამპარტავნების ხაფანგი

ეზოთერული ამპარტავნების ხაფანგიმოკლედ, ეზოთერული ამპარტავნება დავარქვი ამას, რაც, უწინარესად, ჯერ საკუთარ თავში აღმოვაჩინე, რათქმაუნდა... სხვებს არავის დავდებ ბრალს, მაგრამ დავწერ, რადგან ბევრ მეგობარს შეიძლება მსგავსი ეტაპი ქონდეს და გამოადგება ან სხვა მხრივ დაინახავს რაღაცეებს. ეზოთერული იმიტომ ვუწოდე რომ, ეზოთერია დამალულის შეცნობაა, ამ დამალულის შეცნობის პროცესშის ხდება ხოლმე ასეთი რამეები, რადგან არც ეზოთერიაა გამონაკლისი სხვა დარგებში მიღწვებისაგან აღძრული ამპარტავნებათაგან. არ ვამბობ, რომ ეზოთერიას მოაქვს ამპარტავნება, პირიქით - ვთვლი, რომ კარგია, როცა ადამიანი მარავალხრივ ეცნობა სამყაროს, უბრალოდ, არის ხოლმე ეტაპი, როცა ამპარტავნებაში ვვარდებით. ამის მიღება-გაცნობიერება და შემდეგ განვითარების გაგარძელება ასე უკეთ აისახება შედეგებზე...
შენ სრულიად დამოუკიდებლად ვითარდები, არ ხარ არც მამაოზე, არც არავიზე დამოკიდებული, ან გავლილი გაქვს რაღაც პერიოდი, როცა ბრმად შენც გჯეროდა ეკლესიის და მერე აგეხილა თვალები. გარშემომყოფების უმეტესობას ხედავ, რომ არ უღრმავდებიან თავის თავს ისე, როგორც საჭიროა და მეორდება ცუდი რამეები მათ ცხოვრებაში. შენ კი ყველაფერს აანალიზებ. ბევრს კითხულობ, ბევრს აკვირდები და ეცნობი და, ამ დროს, ნელ-ნელა გიჩნდება ილუზია, რომ ყველაფერი იცი და სხვა ადამიანებსაც, მაგალითად, რომელიმე რელიგიის მრევლს, ან რომელიმე სისტემის მიმყოლს ზევიდან უყურებ. მერე გეჩვენება რომ ის, რაც შენი გადმოსახედიდან სწორია, ყველასთვის სწორი უნდა იყოს და ვინც შენს წარმოდგენებს არ ემთხვევა, არასწორი ტიპია. თუ შენნაირი მეგობრები გყავს გარშემო, ეს უფრო ართულებს სიტუაციას, რადგან ერთმანეთს უზიარებთ თქვენს გამოცდილებას და, რადგან სამნი ან ათნი ხართ, გგონიათ, თქვენ სწორები ხართ, არადა, შეიძლება ათი შეკრებილი ადამიანი ცდებოდეს, აბა ფანატიკოსი ქრისტიანები რას გრძნობენ, როცა ასეულობით აქციაზე გამოდიან და ქრისტეს სახელით ჯვრებს უბარტყუნებენ ხალხს? მათ უფრო მეტი არაცნობიერი მიზეზი აქვთ თვითგანდიდების. ხოდა, მარტოობაში რომ მედიტირებ, ლოცულობ, წარმოიდგენ თუ რასაც აკეთებ, რა თქმა უნდა, შენი არსების ბევრ იმ მხარეს შეიცნობ, რაც ადრე არ იცოდი. ტვინს აქვს უნარი - შექმნას ემოციური და გონებაში წარმოდგენილი ხატები, აზრფორმა და ილუზია, წმინდანის, ანგელოზის ან დემონის გამოცხადებიდან დაწყებული, სულებით დამთავრებული... მერე შეიძლება გეგონოს, რომ ზეადამიანი ხარ, ან მესიის სინდრომი შეგეყაროს, გეგონოს რომ ყველას რამე უნდა ასწავლო და სხვები გამოაღვიძო. ყოველ შემთხვევაში, თუ ხმამაღლა არა, შენთვის მაინც ასე ფიქრობ, „ეს საცოდავი ბრბო, მე ისინი უნდა გადავარჩინო, რამე შევაგნებინო. ჩემნაირი სხვა არავინ არაა.“ მოკლედ, ეს ყველაფერი რაც დავწერე, არის ერთ-ერთი სიმპტომი, სადაც ეგო მოქმედებს მხოლოდ სხვა მხრიდან, სინამდვილეში, შენ თავად ხარ ისევ მონა შენივე მატერიალური ცნობიერების და ნამდვილი თავისუფლება აქ არაა. ძალიან ბუნებრივია, ასეთი რამ დაგემართოს, მით უმეტეს, საქართველოში, რომელსაც ლომის ნიშანი მართავს და კოლექტიურად ყველას თავი კაი ტიპი გვგონია. სინამდვილეში, ეს არ არის კარგი მდგომარეობა, მოკლედ, ამაზე არ უნდა გაჩერდე, თუ შეამჩნიე შენს თავს მსგავსი, აუცილებლად შენს წარმოდგენებს და წრეს უნდა გაცდე. იყოლიო სხვა რელიგიის და მსოფლმხედველობის მეგობრები და მოუსინო ხოლმე მათ რეალობას, იცხოვრო მათთან ერთად. განსხვავებული უნდა მიიღო ისეთივე სწორი, როგორც შენს ტვინს შენი გონია. მთავარია, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ჩვენი ციხე ჩვენივე თავია. ჩვენ არ გვევალება ვინმეს ხსნა საკუთარი თავის გარდა. ჩვენ არ ვიცით სხვა სულის მისია, ის რატომ გადის რაღაც გამოცდილებას და რატომ უხარია რაღაც, თუნდაც ტაძარში დგომა, თუნდაც რაღაც რიტუალის შესრულება, რაც ჩვენთვის კერპთაყვანისმცმელობაა. მოკლედ, საკუთარ თავს მუდამ კრიტიკულად უნდა უყურებდე და ყველა აზრს დააკვირდე, მე ეს აღმოჩენა მაშინ გავაკეთე, როცა შოკი მივიღე - როგორ შეიძლება ადამიანს წინაპრები უყვარდესთქო. რადგან ჩემი შეხედულებით ადამიანი უნდა განთავისუფლდეს ოჯახიდან, გვარიდან, ქვეყნიდან და საერთოდ - პლანეტის ცნობიერებიდან, მაგრამ მთლად ასეც არაა... ერთადერთი, ვისგანაც უნდა განვთავისუფლდეთ, ჩვენივე თავია და, სხვა ყველაფერი იდეალურად იქნება...

ანა თოფურიძე
скачать dle 11.3
ნახვები: 2 325
 

ASTRO TV LIVE