ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » სარკე, როგორც მასწავლებელი

სარკე, როგორც მასწავლებელი

სარკე, როგორც მასწავლებელისარკე არის გენიალური გამოგონება. მხოლოდ, მე ახალ ყოველდღიურ ფუქციას მივანიჭებდი, რომ სკოლაშივე ასწავლონ... აი, ისეთ იდეალურ სკოლაში, სადაც ფიქრების და ემოციების დაკვირვებას და მართვასაც ასწავლიან, როგორც საგანს... ყველა უნდა ატარებდეს ჩანთით ან ჯიბით სარკეს, როცა გაბრაზდება რაღაცაზე, როცა მოუნდება წუწუნი დაიწყოს, დრამატულობა შექმნას, ვინმეს დასცინოს ან მრისხანება გამოხატოს, ჯერ ეს სარკე ამოიღოს და ამ სარკეში უთხრას ეგ ყველაფერი თავის თავს და დააკვირდეს საკუთარ ემოციურ გამოხატულებას... თვის თავის დანახვაზე აუცილებკად გაეცინება ადამიანს, რადგან სასაცილოა გვერდიდან, დამკვირვებლის პოზიციიდან ყველაფერი და, გაბრაზებაც გაუვლის. წარმოდგინეთ, ყველა რომ ამას აკეთებდეს, რამდენად უკეთეს რეალობაში ვიცხოვრებდით?!.

ანა თოფურიძე


* * *
დავამატებდი, რომ ანას მიერ მიგნებული ეს საუკეთესო თვითდაკვირვებისა და ემოციური თვითაღზრდის უნიკალური საშუალება, აუცილებლად შეასრულებს ემოციების შესანახი სკივრის ფუნქციასაც და, შესაბამისად, როცა საკმაოდ დააგროვებთ მასში ამ სასაცილო ნეგაიტურ ემოციებს, სასურველია, თუ გაწმენდთ ხოლმე დროდადრო. სარკის წმენდის პროცესი კი ძალიან მარტივია: აანთეთ სანთელი, მიიტანეთ სარკესთან და ცეცხლს ჩაუთქვით, რომ სარკეში დაგროვილი ნეგატივი დაიწვას ამ ცეცხლით, შემდეგ მარილწყალში დაასველეთ ქსოვილი და მარილიანი სველი ნაჭრით გაწმინდეთ სარკის ზედაპირი...
სცადეთ, გამოიყენეთ სარკე აღნიშნული ფინქციით და, მალევე შეატყობთ თქვენში რადიკალურ ემოციურ ცვლილებას პოზიტივისკენ...

ლაშა ჩხენკელი
скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 1775
 

ASTRO TV LIVE