ეზოთერიკა / Slide

მარტოობა

მარტოობადაბადებიდან ყველა ვიბადებით გარემოში, სადაც მუდამ გვაპროგრამებენ, ამას ხშირად ძალადობის ფორმა აქვს და ბავშვი თავისდაუნებურად, სანამ მიხვდება, რომ თავისუფალი არჩევანი აქვს, ყველასგან ამ თავსმოხვეულ ცრუ სამყაროს ღებულობს და, თავის თავს ისე აღიქვამს, როგორც ექცევიან. ამ ყველაფრისგან გასანთავისუფლებლად და ნამდვილი „მე“-ს საპოვნელად, ნამდვილი სამყაროს აღმოსაჩენად და სრულყოფილი ცხოვრებისთვის, იმისთვის, რომ სრულყოფილმა „მე“-მ განვლოს ცხოვრების ყველა წუთი ისეთად, როგორიც ის ნამდვილად არის, ადამიანმა ბევრი დრო უნდა გაატაროს მარტოობაში და ბევრი იფიქროს, ფიქრის მიღმა სიჩუმე იპოვოს და, სიჩუმის მიღმა - თავისი თავი... ეს მთელი ცხოვრების მანძილზე ხშირად უნდა გააკეთოთ, რომ ისევ აღრევა არ მოხდეს სხვა ენერგიებთან.
ადამიანი არის უნიკალური სიხშირე, ისეთი სხვა არავინაა, შეცდომაა თავის ვინმესთვის მიმსგავსება ან თავის მოტყუება, რომ რაღაც გაერთიანებთ, ეროვნება, იდეოლოგია, პროფესია, ერთი ბრენდის ტანსაცმლის გამოყენება ან ერთი მუსიკის მოსმენა. სინამდვილეში, ყველა ერთის ნაწილები ვართ, მაგრამ ყველა სხვადასხვა არსებაა, სხვადასხვა სიხშირეზე, სხვადასხვა სამყაროში, სხვადასხვა მისიით, სხვადასხვა გზით და, ამის შესაგრძნობად, და გასაცნობიერებლად, გვჭირდება მარტოობის გამოცდილება.
ჩვენ დაბადებიდან არამარტო სხევბის აზრებს ვიკრავთ, არამარტო მათ ქცევებს ვიმახსოვრებთ არაცნობიერად და ზოგჯერ სწორი გვგონია, არამედ მათ ენერგიებსაც... ენერგია კი, ხასიათს ატარებს, ყველას ენერგიას თავის სიხშირე აქვს, სხვისი ენერგია ნიშნავს სხვის სიხშირეებთან კავშირს. მოკლედ, მარტოობა არის რეალური გზა დაუახლოვდე და დაინახო სხვა ადამიანი ისეთი, როგორიც არის და შექმნა ჯანსაღი რეალური ურთიერთობები, შეიძლება პარადოქსადაც ჟღერდეს, მაგრამ ეს ასეა. მარტოობაში შენს ცრუ ეგოს გვერდიდან აკვირდები და ხვდები, როგორ გიმახინჯებს ის სხვა ადამიანის და ცხოვრების აღქმას. რაც უფრო ქრება შენ ეგო, უფრო ახლოს ხარ რეალობასთან, სხვა ადამიანთან, შენს თავთან... ამ დროს, ურთიერთობაც რეალური ხდება, ღრმა შრეზე გადადის და ბევრად უფრო სასიამოვნოა, შეიძლება ისეთი კავშირი გქონდეს ვინმესთან, ვისთანაც სიკვდილი გაქრება და, ეს მთელ ცხოვრებაზე დადებითად აისახება, როცა შიში აღარაფრის გაქვს. ის, ვისაც მარტოობა უყვარს და ამაში პოულობს სიმშვიდეს და ნეტარებას, აღარ იქნება მიჯაჭვული სხვა ადამიანის გვერდით ყოფნაზე, არ შეეშინდება ვინმეს დაკარგვის ან ურთიერთობის დასრულების, ვფიქრობ, სიკვდილის შიშიც მცირდება მარტოობის ღრმად შეცნობასთან ერთად.
და ბოლოს: როდესაც მარტო ხარ, ღმერთთან რჩები მარტო, შენ შინაგან ნამდვილ რეალობას აღარ გაურბიხარ სხვა ადამიანით. მარტოობა ძალიან მნიშვნელოვანია განვითარებისთვის...

ანა თოფურიძე


* * *
მიუხედავად მარტოობის პრიორიტეტულობისა, ეს მარტოობა თვითიზოლაციაში არ უნდა შეეშალოს ვინმეს, რადგანაც მთელი ცხოვრება ასე, სხვისი ენერგეტიკის გაზიარების შიშით ცხოვრება, მარტოობის ეფექტს განვითარებისთვის, ერთგვარი ასკეზისთვის კი არ გამოიყენებს ადამიანი, არამედ სრულიად მოშორდება იმ უმაღლესი ცნობიერების ერთ მთლიანობას, რომელიც აბსოლუტურად ყველა ადამიანშია წილობრივად განფენილი...

ლაშა ჩხენკელი
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

ასტროლოგი თორნიკე ბიძინაშვილი (საზ. მაუწყებელი, „კაცების დრო“, 26.11.2016)

კლავდიუს პტოლომეოსი (II ქრ.შ.-დე)