» » მანდალა – ეს ცხოვრებაა!
ეზოთერიკა / Slide

მანდალა – ეს ცხოვრებაა!

 როდესაც მანდალას ხატავ, ამას გრძნობ. მანდალას აქვს ცენტრი, რომელიც იგივე სამყაროს ცენტრია და, ცხოვრებაშიც ყველაფერი ისევე სიმეტრიულად და კანონზომიერადაა, როგორც მანდალაში, თუმცა, ადამიანური ვიწრო ხედვით, ამას ხშირად ვერ ვხედავთ. მანდალაში ბევრი დეტალია, დიდი გზა გვაქვს გასავლელი, დიდი წრე რომ მოხაზო, ცხოვრებაშიც ასეა. თუმცა, მანდალაში ყველაზე საინტერესო არის წერტილი... ერთი პატარა წერტილი, რომელიც, თითქოს არაფერია, მაგრამ ბევრი წერტილი, ხშირ შემთხვევაში, ფორმების კონტურებზე სილამაზეს ქმნის. ცხოვრებაშიც ასეა - ერთი პატარა, წერტილისხელა, შეუმჩნეველი მოქმედება, ვითომც არაფერია, მაგრამ რეალურად, ცხოვრებაც პატარა წერტილებისგან შედგება და, როგორი იქნება შენი მანდალა, შენზეა დამოკიდებული. გრძელ ხაზს, წერტილს, პატარა ხვეულს და კუთხოვან სიმბოლოებს, ყველას თანაბარი ყურადღებით თუ დახატავთ, თუ გააცნობიერებთ, რომ ყველაფრის მნიშვნელობა თანაბარია და ერთიანობაში ქმნიან მთელს, მაშინ შექმნი ლამაზ და ბალანსირებულ მანდალას და... ცხოვრებას!..

ანა თოფურიძე
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

...

წყლის დამუხტვა- მინერალების "ელექსირი"

...

ეზოთერია (I გადაცემა, სტუდია „GeoAstro“-ს პროდუქტი)