Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » ემოციური მიჯაჭვულობა და შედეგები

ემოციური მიჯაჭვულობა და შედეგები

ემოციური მიჯაჭვულობა და შედეგებიემოციური მიჯაჭვულობა გვაქვს ყველას მიმართ, მშობლის, მეგობრის, შეყვარებულის და მტრისადმი - ყველასი, ვისი არსებობაც ჩვენთვის ჰაერივით მნიშვნელოვანია. მტრის არსებობაც, მათ შორის, შეიძლება ჰაერივით გვჭირდებოდეს, არის ამის გარკვეული ახსნაც. როდესაც საკუთარ თავს სრულიად ვერ ვხედავთ და გვეშინია, პროექციას ვიყენებთ და სხვაში ვხედავთ ჩვენს „ცუდს“ და სხვას ვებრძვით, ანუ გვჭირდება მტერი, რათა საკუთარ თავთან მარტო არ დავრჩეთ. მშობელზე და შეყვარებულზე კი გასაგებია, თითქოს, ერთი შეხედვით, ბუნებრივია და სიყვარულის ნაწილია - ზრუნავდე და გიყვარდეს, გრძნობდე, კარგს ელოდებოდე, სწუხდე, ოცნებებს ამყარებდე, შენს მომავალს უზიარებდე ვინმეს, მაგრამ ეს ზედაპირზეა მხოლოდ ლამაზი. რეალურად, ენერგეტიკულ დონეზე ეს ყველაფერი არის მიჯაჭვულობა და დამაზიანებელია. მრავალ რელიგიაში და სულიერ სწავლებებში, ამიტომაცაა რეკომენდებული ყველა ადამიანის გაშვება ქრისტიანობიდან დაწყებული - ინდუიზმით დამთავრებული, ასევე იმ სწავლებებშიც, რომლებიც ბიოენერგეტიკას ეხება. ყველა ადამიანის მიმართ, ვისთანაც ვურთიერთობთ, დიდი ალბათობაა, ემოციური მიჯაჭვულობა გაგვაჩნდეს, ეს მიმართება ფიქრებისგან და რწმენებისგან შექმნილ ემოციურ სხეულში გადადის და აბინძურებს პირად ენერგეტიკულ ველს, რის შემდეგაც, უკვე ფიზიკურ სხეულში სნეულებებადაც შეიძლება გამოვლინდეს. სხვაზე ნერვიულობა, დარდი და ა. შ. რომ ნორმაა და სიაყვრული გონიათ, ეს ძალიან დიდი შეცდომაა. ბევრი ცოდნა მცდარია ზედაპირულია ყველაფერზე, თუმცა, აქ, კონკრეტულად ემოციურ მიჯაჭვულობაზე ვისაუბრებ.
ნებისმიერი სახის ურთიერთობა იქმნება ორმხრივი სურვილით და თანხომბით, ნებისმერი მიჯაჭვულობაც ასეა - არ არსებობს ცალმხრივი ენერგეტიკული ურთიერთობა, უბრალოდ, ან ზედაპირულად აღიქვამს ადამიანი, ან ვერ აცნობიერებს. ყველაფერს ვქმნით ჩვენ თავად ჩვენივე სურვილებითა და თანხმობით ფიზიკურ, მენტალურ, ემოციურ თუ სხვა სახის კავშირებში. გაცნობიერების და შეგრძნების შემდეგ კი, თუ დავინახავთ ვისთან რა გვაქვს შექმნილი, შეგვიძლია, თავი ყველაფრისგან გავინთავისუფლოთ.
ვის მიმართაც ემოციური მიჯაჭვულობა გაქვს, მასთან ენერგეტიკული არხიც გახსნილია და, ამ არხიდან შენი ცნობიერის შეუმჩნევლად შენსავე ენერგეტიკულ სხეულში გადმოდის იმ ადამიანის პოზიტიური თუ ნეგატირუი ემოციები ისე, რომ ვერც ამჩნევ, ეს ხდება ნატიფ შრეებზე და, ამის შეგრძნება ან დანახვა, ძალიან რთულია, თუ ენერგიებს ვერ აღიქვამთ. ამიტომ არის ყველა სულიერ სწავლებაში ადამიანის „გაშვება“ რეკომენდირებული. მსუბუქად რომ ვთქვათ, გაიდეალება, ან ზოგადად, ვინმესთვის რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება ნიშნავს, რომ მისი ენერგიითაც იკვებები და შესასაც უზიარებ, რაც ძალიან ცუდია, რადგან ვისაც მნიშველობას ანიჭებ, მას რაღაც დონეზე ეჯაჭვები და ვისაც ემოციურად ეჯაჭვები მისგან ზიანდება კიდეც შენი ჯანრთელობა, იზღუდება სულიერი განვითარება და ყველანაირი წარმატება... ის თუ წუხს, შენც წუხარ, ის თუ რაღაცაზე ნერვიულობს შენც ნერვიულობ. მას თუ პრობლემა აქვს, თვლი, რომ მისი პრობლემა შენი პრობლემაა და ეს განა თაგრძნობაა, ესაა მისგან გადმოსული მისი ავადმყოფობების შეგრძნება, შედეგად, შენც ზიანდები და მასაც აზიანებ.
ეს არ არის ჯანსაღი ურთიერთობა, მეგობრობა ან სიყვარული. ჯანსაღია მაშინ, როდესაც შენ თავად ხარ ჯანმრთელი, შეგიძლია სხვისი მდგომარეობა იგრძნო, მაგრამ შენ თავზე არ გადაიტანო და ისე დაეხმარო მას განკურნებაში.
მოკლედ რომ ვთქვათ, ემოციური მიჯაჭვულობიდან იქმნება არხები. ასეთ არხს ვქმნით ჩვენ, ჩვენი წარმოდგენით. უმეტეს შემთხვევაში, გაუცნობიერებლად, იმ ილუზიით ვიწყებთ, რომ ის ადამიანი ჩვენთვის აუცილებელია არსებობდეს. ჯერ ადამიანების უმრავლობა ამ ეპოქაში ჩვენს თავებს ვერ ვგრძნობთ ბოლომდე, მხოლოდ ფიქრებით გვგონია, რაღაცას წარმოვადგენთ და ტელევიზიის, მედიის, სხვა ადამიანების ცხოვრებებით გართულები, რობოტებივით ყოველდღიურობაში ვართ ჩართული, ვერ ვხვდებით და წარმოდგენაც არ გვაქვს - ჩვენს სხეულში რა ხდება. არ ვიცით რა ხდება კვებისას, სუნთქვისას და წარმოდგენა არ გვაქვს, საერთოდ, ვინ ვართ და რა გვინდა.
ჩვენ არ ვართ მხოლოდ მოსიარულე ხორცები და ძვლები, ჩვენ ვართ ფაქიზი, თვალთაგან უხილავი სიცოცხლის სტრუქტურები, ჩვენივე ენერგოველით გარსშემოტყმულნი, ერთმანეთთან და კიდევ ბევრ რამესთან უხილავი არხებით დაკავშირებულნი.
რა თქმა უნდა, არსებობს აუცილებელიც და არასასურველი კავშირებიც. არასასურველი კავშირები ხელოვნურად შექმნილი ენრგეტიკული არხებია, რაში ჩართულობაც სრულიად არაა აუცილებელი ჩვენთვის, პირიქით - ხელს გვიშლის მაგრამ ვერ ვაცნობიერებთ.

ანა თოფურიძე
скачать dle 11.3
ნახვები: 3 846
 

ASTRO TV LIVE