Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » „გადაირჩინე თავი და შენს გარშემო ათასები გადარჩებიან“

„გადაირჩინე თავი და შენს გარშემო ათასები გადარჩებიან“

„გადაირჩინე თავი და შენს გარშემო ათასები გადარჩებიან“სამყარო სარკეა ადამიანისთვის. ყოველივე უხილავი რასაც ადამიანი სამყაროში ხედავს და გრძნობს, გარკვეულ მომენტში თავისი არსებობის შეგრძნებაა და, როგორც ახასიათებს მას, ეს მისივე გონებრივი მდგომრეობაა
სინამდვილეში სამყარო არის - ∞-დან + ∞-მდე ყველანაირი, როგორადაც შეგიძლია წარმოიდგინო და ვერ წარმოიდგინო. ისევე, როგორც ადამიანი, თავისი ხასიათებით და ქცევებით არის შეუზღუდავად ყველანაირი და შეუძლია ყველაფერი, მხოლოდ ეს თითეულ ინდვიდზეა დამოკიდებული, რას აირჩევს.
მთელი კაცობრიობის ისტორიაში ყველა ეპოქა, ყველა მიმდინარეობა, რევოლუცია თუ დღესასწაული, ადამიანების მდგომრეობების ანარეკლია და ერთ ადამიანშია. ასაკის ცვლილებასთან ერთად, ჩვენ გავიცნობთ ჩვენი თავის ამ მხარეებს და, გვგონია, რომ სამყაროც ასეთი ხდება. გამოჩნდებიან ადამიანები ჩვენი თანამოაზრეები, გარშემო ყველგან, ფილმებში, სიტუაციებში ვხედავთ ამ ჩვენს მდგომარეობას. აღმოჩნდება, რომ ისტორიაში ყოფლან ჯგუფები, ვინც ამ იდეებისთვის იბრძოდნენ და კვდებოდნენ, ან ხელოვნების სხვადასხვა სფერობში ქმნიდნენ შედევრებს.
არის შეგრძნებაც, რომ თითქოს, ყველაფერი უკვე ნანახი და გავლილია, თითქოს, შენც იმეორებ, თავიდან სწავლობ, თავდან შეიცნობ რაღაც გაურკვეველი მიზნისთვის. ხოლო გარშემო ყველაფერი დიდი სარკეებიანი დარბაზია, დადიხარ, ათავლიერებ და აკვირდები.
ყველაზე საოცარი მდგოამრეობაა შეყვარებულობის მდგოამრეობა, როცა ჩვენს გარშემო სამყაროც იცვლება და ყველაფერი ლამაზია. ინგლისურში სიტყვა In love გამოხატავს ამ მშვენიერ ეტაპს. სინამდვილეში, ეს არის საუკეთესო, რასაც შეიძლება გრძნობდეს ადამიანი, მე არ ვგულისხმობ, რომ ვიღაც გოგოს (ბიჭის) ზარს ელოდებოდე მთელი დღე, მის დანახვაზე გული მიგდიოდეს და უნახავდ კვდებოდე. არა, ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს სხვა ადამიანთან დაკავშირებული, მაგრამ თქვენივე შინაგანი, სიყვარულის მდგომარეობის ცნობიერის დონეზე ამოსვლა უფროა. სიყვარულის გამოვლინებაა შეყვარებულობა. ადამიანში ამ დროს არის ხედვის და აღქმის ის ეტაპი, როდესაც ყველაფერში საუკეთეოს, მშვენირს ხედავს... ევრ ვხდები, ეს როგორ მუშაობს, ჯადოქრობას გაქვს, როგორ ცვლის სიყვარული ადამიანს და შეიძლება ვერც კი იცნო, არც წლობით უსწავლია რაიმე განსაკუთრებულ სკოლაში, არც უვარჯიშია ან წაუკითხავს ბევრი, უბრალოდ, მოულოდნელად, ადამიანი განათებული, გაბრწყინებული უხილავად შეიგრობ, როგორი კარგია ეს ყველაფერი... და მისი დამოკიდებულებაც ყველაფრისადმი უფრო ლოიალური ხდება. მცენრეებში, ცხოველებში, სხვა ადამიანებშიც რაღაც უკეთესს ხედავს. როგორც უკვე ვთქვით, სამყარო ყველანაირია და ადამიანი მხოლოდ თავისი თვალახელილობის პირდაპირპრორციულად აღიქვამს მას სხვადასხვანაირად.
როცა შენში სიძულვილია, ყველგან იმავეს ხედავ;
როცა შენში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაა, ყველგან ძალდობას ხედავ;
როცა შენში ფენტეზის სამყაროსაკენ ლტოლვაა, ყველგან ჯადოსნურ ფერიებს და არსებებს ხედავ და ეძებ... და არა, მაგალითად, ვინმე სამშობლოს პატრიოტ სკინხედს. როდესაც შენ შეყვარებული ხარ, ადამიანებში ხედავ ან სიყვარულს ან ნაკლებ სიაყვრულს და თუ ნაკლებს ხედავ, მაშინ უსურვებ ამას.
თუ შენ სპორტსმენი ხარ და მთელი შენი ყურადღება მიპყრობილია სხეულზე, კუნთებზე, კალორიებზე. მაშინ სხვა ადამიანებში მათ სხეულს ხედავ.
თუ პოეზია გიყვარს - პოეზიას ხედავ და ა.შ...
თუმცა, არც ასე მარტივადაა... ადამიანს აქვს თვითშეფასების ქვეცნობიერი სისტემა, რომელსაც შეიძლება ვერ ვხდებოდეს კიდეც, თუმცა ფაქტია, როგორც მათემატიკური ტოლობა ისე, რომ როგორც ადამიანი სხვას აფასებს, ასე ის საკუთარ თავს აფასებს...
ადამიანი რომ სარკედ წარმოვიდგნოთ, სარკედ, რომელიც ობიექტურად სარკეა და გაჩვენებს შენს სახეს, არც შელლამაზებულს, არც დამახინჯებულს, უბრალოდ, ვხედავთ ჩვენს თავს და არ ვიცით ის, რასაც ვხედავთ, რამდენი წლის წინ და რა შრეზეა ჩამოყალიბებული... თუ სასტიკად აკრიტიკებს სხვას, მაშინ თავს ასეთად თვლის, ან ეშინია, რომ იყოს, ამიტომ ეწინააღმდეგება ყველგან და ყველა ადამიანში იმ თვისებებს.
როდესაც სხვაში გვაღიზიანებს რაღაც თვისება და გვინდა, რომ მან ეს შეცვალოს, თუ გვახსოვს, რომ ეს სარკეა, მაშინ ჩვენივე თავში ვნახავთ ამ თვისებას და შეცვლის შემდეგ, უკვე სხვაში აღარ გვაღიზიანებს.
როდესაც ვიღაცით ვართ აღფრთოვანებული, ესეც არის სარკე. ჩვენ მივიღებთ ან მივაღწევთ იმას, რითაც აღფრთოვანებული ვიყავით, უკვე ის ადამიანი, ამ მხრივ, მნიშვნელობას კარგავს და ახლა სხვას ვეძებთ.
ის, რასაც ფლობ, უკვე საძიებელი აღარაა და, შესაბამისად, აღარც მიაქცევ ყურადღებას სამყაროში, ან სხვებთან. ანუ სხვებში საკუთარ თავს...
ჩვენ ვფიქრობთ, მოვითხოვთ, ვეტრფით იამას, აღვფრთოვანდებით იმით, რაც ჩვენში ჯერ შეცნობილი და გარკვეული არაა.
მაგალითად, ცხოველების თავგამოდებული დამცველები ფარული მოძალადეები არიან ცხოველებზე. ანუ ასე თვლიან გაუცნობიერებლად, სინამდვილეში, თავისივე თავზე თვლიან, რომ მოძალადეები არიან და თავისივე თავში ეწინააღმდეგებიან ამ ზოგად ადამიანის სისუსტეს.
ჩვენს დროში ხშირია ეკლესიის და რელიგიის წინააღმდეგ ამხედრება და კრიტიკა. ეს ემართება თითქმის ყველას, ვინც დიდ იმედებით და იდეალებით მივიდა ეკლესიაში და იქ იმედი გაუცრუვდა. და როდესაც ტოვებს იმ სივრცეს, მისი აგრესია არის არა ეკლესიის მიმართ, არამედ თავისივე თავში იდეალების იმედგაცრუების მიმართ.
„გადაირჩინე თავი და შენს გარშემო ათასები გადარჩებიან“არ ვისაუბრებ იმაზე, რომ ეს ბოლომდე არ შეცნობა და ამბოხება, სხვა ქვეცნობიერში ჩამალული ცრუ რწმენის გამო მოხდა, თუმცა, არცერთი სისტემა, არც მეცნიერება, არც რელიგია, არც რაიმე ამ სამყაროში, არაა სასრული და ყველაფრის შეცნობა შეიძლება იმ დონეზე, რამდენადაც საკუთარი თავის გახსნაა შესაძლებელი...
ყველაზე ხშირი, რაც ჩვენს რეალობაში გვხდება, ესაა „განკითხვა“, ანუ სხვისი შეფასება. განკითხვა ხდება ყველაფერში, გარეგნობიდან დაწყებული, რელიგიური მოძღვრებებით დამთავრებული...
საინტერესოა, რომ ქებაც და შენიშვნაც თანაბრად იგივე მოქმედებაა ქვეცნობიერისთვის. შენ მეტისმეტად აქებ ადამიანს, თუ მეტისმეტად აკრიტიკებ, ორივე შენი წარმოდგენებიდან მოდის. შენი წარმოდგენებიდან შენ თავზე, როგორი იყავი, ან როგორი გინდა იყო, ან როგორი შენი თავის გეშინია პანიკურად... ესაა შენი რეაქცია იმ ანარეკლებზე, რასაც შენს გონებაში სარკეები გიჩვენებენ და თავის თავად აღქივამენ.
წარმოიდგინეთ, მაგალითად: ბავშობაში თქვენ გითხრათ ბებიამ ან ბაბუამ მუქარით, რომ თუ არ ისწავლით, იმ მათხოვარივით მარტოობაში და სიღაიბეში იცხოვრებთ (თქვენ გონებაში შეიქმნა თქვენივე თავის ხატი, წარმოდგენა რომ ხართ მათხოვარი და ღარიბი), ან გითხრეს, რომ არ გახვიდეთ სიბნელეში ეზოში, რადგან იქ ბარაბაშკაა და შეგჭამთ (თქვენ გონებაში შექიმნა თქვენივე თავის ხატი, სიბნელეში როგორ გჭამთ რაღაც უფრმო მაგრამ აშკარად საშიში(?) ბარაბაშკა). სინამდვილეში, სიბნელეში არაფერი არ არის, სიბნელე არის მხოლოდ ნაკლები განათების ეფექტი და ოთახიც და ეზოც იგივეა, რაც დღისით განათაებისას. მაგრამ რადგან თქვენს ქვეცნობიერში ეს ხატი არსებობს, სიბნელეში გაუცნობიერებლად ყოველთვის გაგახსენდებათ თქვენი თავის ის მდგომრეობა, რაც ადრე წარმოიდგინეთ. და გიჩნდებათ უსიამოვნო შეგრძნება. სინამდვილეში, სიბნელეს აირეკლავს თქვენი ერთ-ერთი რწმენა და მასზე რეაქციაა დანარჩენი.
როდესაც დაინახავთ მათხოვარს, ფიქრობთ რომ მან არ ისწავლა თავის დროზე და იმიტომ გახდა ისეთი და თუ დაელაპარაკებით, შეიძლება დაარიგოთ კიდეც ან უსაყვედუროთ „რომ გესწავლა და გემეცადინა, ასე ახლა არ იქნებოდი“, რადგან სინამდვილეში, თქვენივე თავში არსებული წარმოდგენების ანარეკლია სიბნელეც და მათხოვარიც.
ასეთი მრავალფეროვანი წარმოდგენები გვაქვს სხვადასხვა რწმენებიდან წარმოქნილი და, ამიტომაცაა, რომ ერთდაიგივე მოვლენას ხუთი ადამიანი სრულიად განსხვებულად აღიქვამს. ერთიდაიგივე ადამიანის ფოტოს ყველა განსხვავებულად დაახასიათებს და ეს იქნება მათივე გაუცნობიერებელი რწმენების ანარეკლი საკუთარ თავზე და, ის ფოტო კი, ამ დროს, არანაირი შინაარსის არაა.
სხვადასხვა ემოციების გამძფრების დროს, სამყარო პატარავდება, გაბარზებისას ყველაფერი ქრება და მხოლოდ გამაღიზინებელი ობიექტი ხდება ყველაფერი. მაგრამ ამ დროს ხომ არაფერი გამქრალა? ამ დროს, თქვენს გვერდით, შეიძლება უდარდელი მთვრალი ჰიპი მღეროდეს და ყვავილებს ჩუქნიდეს გამვლელებს, მაგრამ თქვენ ამას ვერ ხედავთ, რადგან იმ მომენტში თქვენი მდგაომრეობა არის სიბრაზე და არა პაციფიზმის იდეოლოგიით მოცული. თქვენ ამ მომენტში ირეკლავთ რაღაცას და ამაზე რეაქციის გამოვლენის მდგომარეობაში ხართ. თუმცა, გარემოში, როგორც ჩანს, არაფერი იცვლება, გარდა ჩვენივე მდგომრეობებისა და სამყარო მუდამ იგივეა.
ბევრჯერ რომ ერთიდაიგივე გარემოში ჩაგვაყენონ, ყველა ჯერზე სხვადასხვანაირად მოვიქცევით და სხვადასხვა საგნებს და მოვლენებს მივაქცევთ ყურადღებას და მოგვეჩვენება, რომ გარემოც სხვანაირია, თუმცა, სინამდვილეში, ცვლილება მხოლოდ ჩვენშია და არა გარემოში.
წარმოვიდგინოთ მარტივი სიტუაცია ყოველდღიურობაში:
ვზივართ ავტობუსში და ბავშვმა გარედან კენჭი ესროლა ფანჯარას. ავტობუსში მყოფთა რეაქციები იქნება სხვადასხვა, თუმცა, მათი რეაქციებით და შეფასებებით არც ბავშვი და არც მოვლენა არ იცვლება, ის ობიეტურად მოხდა მოვლენად. თითეული მათგანის შეფასება, მათივე თავზე წარმოდგენებიდან მოდის: მოხუცი ადამიანი გაბრაზდება და აღშფოთდება, ახალგრდა გაიღიმებს, რადგან თავისი თავი გაახსენდება რამდენიმე წლის წინათ. თუ ბავშვი ზის, ის აღფრთოვანდება მისი თანატოლის ამ თამამი საქციელით. ბავშვის დედა შეშფოთდება, ვაი თუ მისმა შვილმაც იგივე გაიმეოროს და ა. შ. . ეს ძალიან შაბლონური მაგალითებია, თუმცა მთავარი ისაა, რომ გარემო მხოლოდ გარემოა. მოვლენები მხოლოდ მოვლენებია და ჩვენი მათზე რეაქციებია მხოლოდ განსხვავებული, ჩვენში არსებული პატარა სარკეებში ანარეკლებზე ჩვენივე რეაქციებია განსხვავებული. თუ არეკლილი ჩვენთვის სასიმოვნოსთან ასოცირდება, მოგვწონს, თუ არასასურველთან, მაშინ ვღიზინდებით. ამ დროს, ყველაფერი ცვალებადია და ჩვენ ვმართავთ ამ ჩვენში არსებულ წარმოდგენებს.
კარგი იქნება, დავაკვირდეთ თავს და აღმოვაჩინოთ ამ მინიშნებებით ჩვენში არსებული წარმოდგენებები და ისე შევცვალოთ, რომ სამომავლოდ არც სხვისთვის და არც ჩვენთვის დამაზარალებელი რეაქციები აღარ გვქონდეს.
სამყარო და ადამიანები კი არაფერს განსაკუთრებულს არ აკეთებენ, ისინი მხოლოდ არიან ისეთები, როგორებიც არიან, მხოლოდ ჩვენს აღღმებზეა დამოკიდებული, როგორ ავირეკლავთ და რა რექციას მოვახდენთ.
ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ზერელე და მშრალი განხილვაა იმ მექანიზმების რაც ადამიანში ხდება, ადამიანის ფიქრის ძალა უსაზღვროა, ადამიანის შესაძლებობები უსაზღვროა და მუდამ გვაოგნებენ კიდეც ბევრი თავის მოქმედებებით. შეუძლებელი არაფერია, თუმცა სანამ რაიმეზე ან ვინმეზე გავბრაზდებით, თუ გვემახსოვრება, რომ ეს შეიძლება მხოლოდ ჩვენივე თავის ანარეკლია გარემოში, ცოტათი დავფიქრდებით - რა გვინდა და რა მიზანი გვამოძრავებს და, ნელ-ნელა, საზღვრებიც გაქრება.
„გადაირჩინე თავი და, შენს გარშემო ათასები გადარჩებიან“ - თქვა ქრისტემ და - ეს ასეა!.. თუ გინდა, სამყარო შეცვალო, ჯერ შენი თავი უნდა შეცვალო... ადამიანები სამყაროს არ ცვლიან, ადამიანები ცვლიან ჯერ საკუთარ თავს და შემდეგ სხვა ადამიანებს და ის სხვა ადამიანები კიდევ სხვა ადამიანებს და, საერთოდ, სხვა ადამიანები შემდეგ თავისი უსაზღვრო შესაძლებლობებით ცვლიან გარემოს...
ასე რომ, დააკვირდით და შეცვალეთ თქვენი წარმოდგენები და რწმენები, გააკონტროლეთ თქვენი რეაქციები მოვლენებზე და ნახავთ, როგორ შეიცვლება გარემოც...

ანა თოფურიძე
скачать dle 11.3
ნახვები: 2 279
 

ASTRO TV LIVE