ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » რა ფერია თბილისი... (ინტერვიუ სინესთეტთან)

რა ფერია თბილისი... (ინტერვიუ სინესთეტთან)

რა ფერია თბილისი... (ინტერვიუ სინესთეტთან)შესაძლოა, ბავშობაში გყოლიათ კლასელი ან მეგობარი, რომელიც სხვებისგან განსხვავებული, ღრმა, უცნაური მზერით გიყურებდათ ხოლმე და უთქვამს, რომ თქვენ რომელიმე ფერს ასხივებთ, გყოლიათ ამხანაგი, რომელიც ამბობდა, რომ მასწავლებლი ყოველ დღე სხვადასხვა ფერია, ან მუსიკაა მომწვანო... თქვენ სისულელედ მიგიჩნევიათ და დაგვიწყებიათ მალე. ან სხვას მოუყოლია ასეთ ადამიანზე და არ დაგიჯერებიათ. რეალურად კი, ესეთი ხედვის ადამიანები სინესთეზები არიან, ისინი მეცნიერული კვლევების თანახმად, მოსახლეობის 5–6% შეადგენენ. თუმცა ვფირქობ, მათი რიცხვი გაცილებით მეტია. ბევრი არ ამბობს ხმამაღლა და ცდილობს არ გამოჩნდეს. ერთი რუსი სინესთეზი გოგონა წერს თავის დღიურში რომ უფროს კლასებამდე მალავდა თავის ნიჭს და მას შემდეგ, რაც სინესთეზიაზე რეფერატი დაწერა, მისმა კლასელმა გაუმხილა, რომ თავადაც ფერებში ხედავდა ციფრებს და ანბანს. სინესთეზებისთვის საქართველოში გაცილებით რთულია ცხოვრება, რადგან გიწევს დამალო ის, რასაც ხედავ და არ თქვა. ადამიანები თავისი გაუნათლებლობიდან გამომდინარე ან ეშმაკისგან შეპყრობილს, ან გიჟს დაგიძახებენ... ჩვენი საზოგადოებისთვის ხომ ეს, სამწუხაროდ, დამახასიათებელია.
პირველი ადამიანი, ვისთანაც გადავწყვიტე, ინტერვიუ ჩამეწერა, არის სინესთეზი. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა ამ ადამიანის არსებობა ჩემს სამეგობრო წრეში. ვთვლი, განსავხვებული შეხედულებების და ხედვების ადამიანები, სწორედ ისინი არიან - „გაზაფხულის პირველი მერცხლები“, ვინც ადამიანებს რეალობა სხვანაირად უნდა დაანახონ.


- მოგესალმებით, როგორ ბრძანდებით?
- კარგად, გმადლობთ.
- რატომ მალავთ ვინაობას ამ ინტერვიუს ჩაწერისას?
- ეს ერთგვარი ბავშობის კომპლექსიცაა, არ მინდა, ადამიანებმა ისე შემომხედონ, როგორც მათგან განსხვავებულ, უცნაურ არსებას, მით უმეტეს, რომ სამწუხაროდ, დღეს, საქართველოში, ხალხს არ აქვს საკმარისი ინფომაცია მსგავსი თემების შესახებ, ამიტომ, მათგან განსხვავებულ ადამიანებს არცთუ კეთილგანწყობით უყურებენ
- რამდენმა ადამიანმა იცის თქვენი სინესთეზობის შესახებ?
- ოჯახის წევრებმა და რამდენიმე მეგობარმა.
- მოკლედ რომ თქვათ, გაუთვიცნობიერებელი ადამიანისთვის გასაგებად... რა არის სინესთეზია?
- სინესთეზია ადამიანის ყველასათვის ცნობილი გრძნობების გადაკვეთაა, რაც გარესამყაროს უჩვეულო აღქმაში ვლინდება. სინესთეზიიის ბევრი ფრომა არსებობს, მაგალითად, ხედავენ მუსიკის, ციფრების, ასოების, ადამიანების ფერებს. არიან ისეთებიც, ვინც გრძნობს ამ ყველაფრის სუნს და გემოს. ხშირ შემთხვევაში, სწორედ სინესთეტები არიან ის ადამიანები, ვინც ხედავს ადამიანის აურას.
- როდის მიხვდით რომ სინესთეზი ხართ?
- ბავშვობიდან ყველაფერს ფერებად აღვიქვამ, ვხედავ ადამიანების, ციფრების, ხმების, ასოების, დროის ფერებს. მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში მეგონა, რომ ეს ბუნებრივი იყო და ყველა ჩემნაირად ხედავდა. მოგვიანებით, როცა სხვებს ვუთხარი მათი ფერების შესახებ, მივხვდი, რომ ისინი ვერაფერს ხედავდნენ და მე მჭირდა რაღაც განსხვავებული, ძალიან დაბნეული ვიყავი და ვერანიარ ახსნას ვერ ვპოულობდი. მაშინ დავიწყე ძებნა და აღმოვაჩინე ისეთი ადამიანიც, ვინც ჩემნაირად ხედავდა ფერებს, მერე გავერკვიე ყველაფერში და გავიგე, რომ სინესთეზი ვიყავი.
- ხედავთ თუ არა ფერებს, რაც ფერთა პალიტრაში თეთრიდან - შავამდე არ არის?
- კი, ძალიან ბევრი ფერი არსებობს და მათი უამრავი ტონალობა. ხშირად ვხედავ ისეთ ფერებს, რომლისთვის სახელის დარქმევაც მიჭირს.
- შეგიძლია, ჩამოთვალო რა ფერებისაა ეს ემოციები? სიხარული, ეჭვიანობა, შური, სევდა, სიყვარული...
- ემოციებს და ემოციების გამომხატველ სიტყვებს სხვადასხვა ფერი აქვთ. თვითონ ემოციები: სიხარული - მოსტაფილოსფერო წითელში გარდამავალი ძალიან ნათელი, შური - მუქი ფერია, თითქმის შავი, ეჭვიანობა - მონაცრისფერო, სევდა - მღვრიე წყლისფერია, სიყვარული - ვარდისფერწითელში გარდამავალი ფერია.
რა ფერია თბილისი... (ინტერვიუ სინესთეტთან)- ფილმების, ფოტოების, ნახატების, ბილბორდების და ვიზუალური ხელოვნების უმეტესი ნაწილი შექმნილია არასინესთეზების მიერ. რამდენად განსხვავდება შენი აღქმისგან ის, რასაც აჩვენებენ? ხომ არ გიცდია, ფოტო აგეღო და შენ როგორც ხედავ, ისე გადაგეხატა შედრაებისთვის?
- სამყარო ჩემი თვალით ბევრად უფრო ფერადი და მარავლფეროვანია,ზოგჯერ ვხატავ, ან ვიწერ ჩემთვის საინტერესო დეტალებს.
- გარდაცვალების დროს რა ფერები შორდება ადამიანს, ხომ არ ყოფილხარ მომსწრე? ან გარდაცვლილ ადამიანს როგორი ფერი აქვს?
- ფერი ადამიანის სხეულიდან მოდის, ეს მისი გრძნობები, ემოციებია ფერის სახით. გარდაცვლილ ადამიანს ფერი აღარ აქვს.
- ადამიანების და ცხოველების გარდა, სხვა არსებებსაც ხომ არ ხედავ გარშემო?
- რთულია პასუხის გაცემა, ჩვენ გარშემო ბევრად უფრო მეტი რამაა, ვიდრე ადამიანები ხედავენ, მათ მარტო მცირედი მყარი და ხელშესახები ნაწილის დანახვა შეუძლიათ და მეტის არსებობის არც კი სჯერათ.
- ბევრს საუბრობენ ელექტრო მოწყობილებების, კომპიუტერის, მობილურის გამოსხივევებზე, რომელიც აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას... შენ თუ ხედავ ამას?
- არა. მე ადამიანებიდან მომდინარე ემოციების, გრძნობების დანახვა შემძლია ფერების სახით, ნივთებზე ვერაფერს ვიტყვი.
- დროს როგორ ფერებში ხედავთ? სინესთეზები წრეს ხატავენ ხოლმე და მის გარშემო აღნიშნავენ თვეებს.
- ეს იმიტომ, რომ დრო - ეს წრეა (ჩემი აღქმით). დღეები, თვეები წრიულად ენაცვლება ერთმანეთს და ყველას თავისი ფერი აქვს.
- თქვენი აზრით, ყველა ადამიანი რომ ხედავდეს იმდენს, რამდენსაც სინესთეზები, დედამიწა უკეთესი ადგილი იქნებოდა?
- კი, ამაზე ბევრი მიფიქრია. მგონია, რომ ბევრად ნაკლები დანაშაული მოხდებოდა, რადგან ადამიანებს უკეთესად შეეძლებოდათ ერთმანეთის გრძნობების, ტკივილის თუ სიხარულის გაგება, უფრო მეტი თანაგრძნობის უნარიც ექნებოდათ. მაგრამ მჯერა, რომ მომავალში ის უნარი, რომელზეც ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ, ყველა ადამიანისთვის ბუნებრივი იქნება და შეძლებენ დაინახონ ფერადი სამყარო მათ გარშემო.
- ამ ინტერვიუს რაიმე ფერის ასოციაციაან ემოცია თუ მოაქვს? (მე ლურჯი მგონია).
- ღია ცისფერია.
- საყვარელი მხატვარი თუ გყავთ, ვინც თქვენს აღქმებთან მიახლოებულ რეალობას ხატავს ან აღწერს, რაც მუდამ გეახლოვებათ?
- ძნელია, არჩევა. ყველა ხელოვნების ნიმუშს აქვს თავისი ფერი, რომელიც მისგან მოდის,ზუსტად ეს მრავალფეროვნებაა ყველაზე ლამაზი.
- თბილისი რა ფერია თქვენთვის საერთო ჯამში?
- ადამიანების უმეტესობა, თბილისში, სტაფილოსფერია. ალბათ ამის გამოა, რომ თბილისიც ჩემთვის მთლიანად რაღაც სტაფილოსფერში გარდამავალი ფერია.
- გსურთ, რომ აჩვენოთ მსოფლიოს, როგორია სინესთეზის თვალით დანახული რეალობა? ფილმით, ნახატებით ან ხელოვნების რომელიმე სფეროში ხომ არ მოსინჯავთ ბედს?
- კი, ხელოვნება ყველაზე კარგი საშუალებაა სამყაროს ჩემეული ხედვის გადმოსაცემად. ამიტომ არაფერს გამოვრიცხავ.
- გმადლობთ. ახლა ასე დაგემშვიდობებით, სამომალო იმედით, რომ ვიდეოინტერვიუსაც ჩავწერ თქვენთან... წარმატებებს გისურვებთ.
- მადლობა თქვენ.

ესაუბრა ანა თოფურიძე
скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 1503
 

ASTRO TV LIVE