» » კარმული გაკვეთილები
ეზოთერიკა / Slide

კარმული გაკვეთილები

კარმული გაკვეთილებისანამ დავიბადეთ, ჩვენ ავირჩიეთ პლანეტა, ქვეყანა, ქალაქი, ოჯახი, მშობლები და გარკვეული ცხოვრებისეული მოვლენები და ადამიანები, ვინც შეგხვდებოდნენ ცხოვრების გზაზე გაკვეთილების ჩასატარებლად. ჩემი აღქმით, მთავარი ამოცანა და მისია თითეული ადამიანის ცხოვრებაში საკუთარი „მე“-ს სრულად შეცნობა და სამყაროსთან ერთიანობის შეგრძნებაა. სხვა მიზნები და ამოცანები, ამის მისაღწევად დამხმარე პატარ-პატარა გზებია. ადამიანები კი, გვხდებიან ისეთები, როგორებსაც ჩვენ ვთხოვთ სამყაროს, რომ გამოგვიგზავნოს, რათა უფრო მეტი დავინახოთ და გავაფართოვოთ ჩვენი მსოფლმხედველობა, გავხდეთ უფრო მიმღებები და მშვიდები. როდესაც განსხვავებული ხასიათის და მსოფლმხედველობის ადამიანები გვხვდებიან, ჩვენი პირველი რეაქცია მათი კრიტიკული თვალით შეფასებაა, დარწმუნებულები ვართ რომ ჩვენ ვართ ყველაფერში სწორები და სხვები ცდებიან, უარეს შემთხვევაში, ჩვენგან განსხვავებულის შეცვლა და ჩვენს ჭკუაზე მოქცევა გვინდა, რომ გავხადოთ ისეთები, როგორიც ჩვენი აღქმიდან უფრო ჯანსაღი და სწორია, თუმცა ეს, რეალურად, ყოველთვის სხვისი თავისუფლების შეზღუდვის და სხვისი დამონების მცდელობაა - როგორც ჩვენს თავს ვამორჩილებთ ჩვენს ეგოიზმს, ისე გვინდა სხვებიც ჩვენს ეგოიზმს დავუმორჩილოთ. ჭეშმარიტად თავისუფალი ადამიანი სხვის არც დამონებას და აღარც შეცვლას ცდილობს და, საერთოდაც, არანაირად არ ერევა სხვა ადამიანის პირად სამყაროში.
რას ნიშნავს კარმული გაკვეთილი? კარმა ჩემთვის კანონზომიერებაა, თუ მე არ მისწავლია რაღაც, მე მივილტვი თავისუფლებისკენ და ეს რაღაც აუცილებლად უნდა გამოვასწორო, ამისთვის რა ხდება? ამისთვის მხვდება ადამიანი, ვისაც იგივე რაღაც აქვს სასწავლი და ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით. ურთიერთდახმარებას ბუნებაში მშვიდად საუბარი და ერთად სიცილის და კარგი დროის გატარების ფორმა შეიძლება სულაც არ ქონდეს. შეიძლება ეს იყოს გაუთავებელი კამათი და ჩხუბი, ურთიერთშეურაცყოფა, ურთიერთობაში დაშვებული შეცდომები რაც რეალურ ზიანს მოუტანს სხვა ადამიანს. როგორ მივხდეთ, რომ სამყარო რაღაცას გვასწავლის და ვერ ვხდებით? თუ ვხვდებით და კარგი მსოწავლეები ვართ, მაშინ მუდამ მეტი ენერგია, უკეთესი სიტუაციები, წარმატებები მოდის ჩვენს ცხოვრებაში, ხოლო თუ ვერა, მაშინ სხვადსხვა ადამიანებთან მსგავს სტრესულ გარემოში აღმოვჩნდებით.
გაკვეთილის მიზანია - შენს თავში ჩაიხედო და იქ იპოვო მიზეზი, რატომ ხდება ეს ყოველივე და იპოვო ძალა და შეცვალო შენს მოქმედებებში და აზროვნებაში ის, რაც შეცვლის სიტუაციას.
მაგალითად, თუ დაიბადეთ ოჯახში, სადაც რომელიმე ოჯახის წევრი მოძალადეა და თქვენ ბავშობიდან ხედავთ ამას, შეიძლება თქვენი კარმული გაკვეთილი იყოს საკუთარი თავის და ახლობლის დაცვა. როგორ უნდა გასწავლონ თავდაცვა? გიგზავნიან მოძალდეს, როგორ უნდა ვსიწავლოთ პატიება? როგორ უნდა ვისწავლოთ დახმარება? ყველა იმ თვისების შესაბამის ადამიანს და გარემოს გვიგზავნიან, რაც გვჭირდება, რომ ვისწავლოთ. როგორც წესი, ასეთი კარმული გაკვეთილის შემდეგ, უამრავი სტერეოტიპი იმსხვრევა, თქვენს თავს უკვე სხვანაირად აღიქვამთ და ცხოვრების სტილსაც, ნაწილობრივ, იცვლით. ხდებით უფრო ბედნიერი და უფრო ბრძენი.
თუ 17 წლის ასაკში ვერ ვისწავლეთ გაკვეთილი და ვერ გავუგეთ ადამიანს, ვინც ამას გვასწავლიდა, მაშინ იგივე გაკვეთილს 22 წლის ასაკში სხვა გააგრძელებს, თუ კიდევ არა, მაშინ 30 წლის ასაკში და ა.შ.. რაც მეტი დრო გავა, უფრო მტკივნეული იქნება სწავლა. თუმცა, თუ ეგოიზმს გავცდებით და მივიღებთ მადლიერებით იმას, რასაც გვასწავლიან, მაშინ ბევრი რამ შემობრუნდება და ნათელი მხარე გამოჩნდება. მაგალითად, გყავდათ შეყვარებული, რომელიც მუდამ აკრიტიკებდა თქვენს ჩაცმულობას და დაშორდით, დაშორდით ისე, რომ თქვენ მასთან არ გაიარეთ გაკვეთილი, თუნდაც საკუთარი სტილის და ინდივდუალიზმისთვის ხაზგასმა და პარტნიორისთვის გასაგებად ახსნა, მოთხოვნა - მიგიღონ ისეთი, როგორიც ხართ. იგივე კრიტიკას გადააწყდებით სხვაგანაც, სხვა ურთიერთობაში თუ არა, სამსახურში, სამსახურში თუ არა - მეგობართან.
ადამიანები გაუცნობიერებლად იმეორებენ იმ საკითხებს და ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რაშიც თავად ჩამოყალიბებულები არ არიან. მოკლედ, როდესაც 22 წლის ასაკში საპირისპირო სქესის ადამიანთან იგივე პრობლემა გაქვთ, რაც 17 წლისას გქონდათ და პარალელს ავლებთ, ეს უტყუარი ნიშანია იმისა, რომ მსგავს სიტუაციაში თქვენი დამოკიდებულება გაქვთ შესაცველელლი. მეტი უნდა დაინახოთ, ყოველმხრივ გაანალიზოთ და მიიღოთ. სწორი მიღების შემდეგ კი, პრობლემაც ქრება და ის ადამიანიც წყვეტს თქვენს შეწუხებას, რადგან უკვე გავლილი გექნებათ ეგ გაკვეთილი და, თუ ეცდება, უფრო მარტივად გაუმკლავდებით.
განვითარების გარკვეულ ეტაპამდე, სანამ თავი გარემოებების, ცხოვრების ან სხვა ადამიანების მსხვერპლი გვგონია და ჩვენს თავზე აბსოლიტურ პასუხიმგებლობას თავად არ ვგრძნობთ, კარმული გაკვეთილები, შეიძლება, მარტივად ვერ გავიგოთ ხოლმე. თუმცა იმის გაცნობიერება, რომ ჩვენ, თითეული ადამიანი ჩვენი სუბიექტური ეგოს მიერ შექმნილ რეალობაში ვცხოვრობთ და, ჩვენი მთავარი დანიშნულება გაფართოება და დანარჩენი შვიდი მილოარდი ადამიანის სუბიექტური რეალობის დანახვაცაა, უკვე პირველი ნაბიჯია პიროვნული ზრდისთვის. ყველას რაღაც მოაქვს ჩვენთვის და, როგორი მცდარიც და არასწორიც არ უნდა გვეჩვენებოდეს, მისი მეორე მხრიდან დანახვა და მიღება, ყოველთვის წინსვლაა...

ანა თოფურიძე
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

...

სიუჟეტი მინერალურ ქვებზე - GOGAGGG TV