ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » ნეგატიური მაგიური ზემოქმედება

ნეგატიური მაგიური ზემოქმედება

ნეგატიური მაგიური ზემოქმედებაჩვენ შევისწავლით სულის მედიცინას. ახლა თქვენს ყურადღებას ნეგატიურ მაგიურ ზემოქმედებაზე გავამახვილებთ, მეცნიერებაზე, რომელიც შეისწავლის დაავადებულ ენერგიას, ორგანიზმს, ადამიანის სტრუქტურას, მის ცხოველქმედებას, მასში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებს, ავადმყოფობის აღმოცენების, მიმდინარეობის და გამოსავალის ზოგად მექანიზმებსა და კანონზომიერებებს. ჩვენი კვლევის ობიექტია ნეგატიური მაგიური ზემოქმედების პათოლოგია, მისი პროცესები, სიმპტომატიკა. ძირითადი მიზანია მათი განვითარების ძირეული კანონზომიერებების დადგენა და ამის საფუძველზე, პათოლოგიური პროცესის და დარღვევის - ავადმყოფობის ლიკვიდაციის გზების შემუშავება.
სანამ ჩვენ ვსაუბრობთ პათოლოგიებსა ან ნეგატიურ მაგიური ზემოქმედებების სხვადასხვა ფორმებზე, უნდა ვისაუბროთ, მის სტრუქტურაზე და ცოცხალ ორგანიზმებზე ზემოქმედების ზოგად ფორმებზე.
ნეგატიურ ზემოქმედება: ჩვენს დროში ძალიან აქტუალურია ჯადოს, სასიყვარულო ზომბირების, გათვალვის, აურის დაბინძურების და ა.შ. თემები. ხშირად ვაწყდებით ამ საკითხების გაფანატებას, პანიკურ შიშსა და ყველა წარუმატებლობის ჯადოსა და თვალის ზემოქმედებაზე გადაბრალებას, ან სრულ უარყოფასა და უსაფუძვლო სკეპტიციზმს. მოდით, ერთად გავერკვეთ რასთან გვაქვს საქმე და შევიქმნათ რეალური წარმოდგენა.
პირველ რიგში, უნდა გავერკვეთ - რას იგულისხმება ნეგატიურ მაგიურ ზემოქმედებაში. ნებისმიერი ენერგო-ინფორმაციული ზემოქმედება, რომელიც ადამიანზე მისი ნების საწინააღმდეგოდ, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ხორციელდება და ეს ზემოქმედება ზიანს აყენებს ადამიანს, ან შეიძლება ზიანი მიაყენოს, შეგვიძლია ჩავთვალოთ ნეგატიურ ზემოქმედებად. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ჩვენს გარშემო დიდი ენერგია და ინფორმაცია მოძრაობს. ჩვენს ირგვლივ განსხვებული ადამიანები მოძრაობენ, სხვადასხვა ვიბრაციის ენერგიით, სხვადასხვა აზრებითა და ზრახვებით. უარყოფითი ენერგია, როგორც წესი, უფრო მეტია, ვიდრე პოზიტიური. განსაკუთრებით, ამ ვიბრაციების სიხშირე მოქმედებს მათზე, ვინც იძულებულია, ურთიერთობა ჰქონდეს სხვადასხვა ადამიანებთან, მაგალითად ყველაზე აქტუალური შემთხვევაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სადაც უამრავი ენერგოინფორმაცია იყრის თავს (წარმოიდგინეთ ქაოსი). ნეგატიური ენერგია შეგვიძლია შევადაროთ ვირუსს, ან ბაქტერიას, ისინი გარშემო დიდი როდენობით იფანტებიან ან ლოკალიზდებიან, ყველას არ ეყრება ვირუსი, მაგრამ არიან ისინი, ვინც ადვილად ხდება მათი მსხვერპლი და, ალბათ, გიჩნდებათ კითხვა - რატომ ავადდება ნაწილი და არა ყველა? იმ ფაქტის ანალოგიით, რომ ფიზიკურ სხეულს იცავს იმუნიტეტი და ზუსდტად ამ მაგალითზე, ადამიანს აქვს ენერგეტიკული სხეული, ნატიფი სხეულები, რომლებსაც ასევე აქვთ თავისი დამცავი ფუნქციები და, მედიცინის წყალობით, ვიცით იმუნიტეტის შესახებ და შეგვიძლია მასზე ზრუნვა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ცოტამ თუ იცის ენერგეტიკული „იმუნიტეტის“ შესახებ, მისი პროფილაქტიკის და გაძლიერების ტექნიკები. ასე რომ, უნდა გავაცნობიეროთ უარყოფითი ენერგიის არსებობის რეალობა!
არსებობენ ადამიანები სუსტი ენერგეტიკით, რომლთა ენერგეტიკული სხეულები არ ასრულებენ შესაბამის დამცავ ფუნქციებს. ასეთი ადამიანები, როგორც წესი, ცხოვრობენ სამყაროს წინააღმდეგ, არ ასრულებენ ცხოვრებისეულ მისიებს, ან აქვთ ძალიან მძიმე კარმული სიტუაცია და ა.შ. ასეთი ადამიანები ადვილად ხდებინ ნეგატიური გზავნილების მსხვერპლნი. საკმარისია, ვიღაცამ უარყოფითად შეხედოს, ან ვიღაც ბებია თავის ავადმყოფობაზე მოუყვეს, მაშინვე ავად გახდება. ყველაფერი, რაც ზემოთ დავწერე, ეხება ნეგატიურ ზემოქმედებას, მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილია. სამწუხაროდ, ჩვენს დროში, მაგიით კავდება ყველა, ვისაც არ ეზარება და, ეს სერიოზული პრობლემაა ყველასათვის. აღსანიშნავია, რომ მაგიური ტექნიკები ხელმისაწვდომი ხდება საეჭვო მორალურ-ეთიკური კრიტერიუმების ხალხისათვის, ხშირია ეგოისტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ აქვთ უფლება, გავლენა მოახდინონ სხვებზე და ჩაერიონ მათ თავისუფალ ნებაში. ასევე არც ჯადოქრები გვაწყენინებენ პასიურობით. დღესდღეობით, თბილისში, საკმაოდ ბევრნი არიან სრულ მზდყოფნაში, ფულის გამო პირდაპირი ზიანი მიაყენონ. არც ჯადოზე და სასიყვარულო ზომბირებაზე გაწყენინებენ. ასევე ბევრია, ვინც გამოძებნის ინტერნეტში თავად ეშმაკისგანაც დავიწყებულ რიტუალებს და განახორციელებს, რომელსაც, რა თქმა უნდა, ისეთივე დალაგებული შედეგი ექნება, როგორიც თავად შემსრულებელია (თუმცა, ბრმად ნასროლი ტყვიაც საშიშია), ხოლო პროფესიონალი შავი მაგები ჯერ ადამიანის დამცავ ფუნქციებს განაიარაღებენ, ანუ იმუნიტეტს უნგრევენ და, შემდეგ მსხვერპლის განადგურებას შიგნიდან იწყებენ.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არაფერი ხდება შემთხვევით. თუ მაგალითად, გათვალვის მსხვერპლი გავხდით, რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში, განგებისგან შეცდომებისათვის დაშვებული სასჯელია და, რადგან ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, ესეიგი, თქვენ გარკვეულ სიტუაციაში არასწორად მოიქეცით... „წმინდა (ნათელ) ადამიანზე“ ვერანაირი ნეგატიური ზემოქმედება ვერ იმოქმედებს, რადგან ვერ იპოვის ვერაფერს ხელმოსაჭიდს. ეს კი ყველაზე კარგი და საიმედო დაცვაა, თუმცა, რას ვიზამთ, ჩვენს დროში წმინდანები ცოტანი არიან, ასე რომ - მსგავსი იზიდავს მსგავსს... არსებობს ნეგატიური მაგიური ზემოქმედების სხვადასხვა ფორმა. მართალია, მე არ ვიყენებ ნეგატიურ პროგრამებს, მაგრამ ჩემი მაგიური მიმდინარების მიხედვით, მიწევს შეხება ნეგატივით დაავადებულ ხალხთან და, ასევე, ამ ზემოქმედების მოხსნა. ჩემს პრაქტიკაში მივხვდი: იმისთვის, რომ ზემოქმედება მოვხსნათ, ყოველთვის არ არის აუცილებელი ვიცოდეთ, როგორ არის გაკეთებული, მაგალითად, ჯადო, ასე რომ, მე აქ აღვწერ ზოგადად პრინციპებს და ჩამოვწერ ზოგად კლასიფიკაციას: „ჯადო“, წყევლა - ამ სახის ზემოქმედება სხვადასხვა სირთულისაა და საფრთხეც, რა თქმა უნდა, მისი სირთულით განისაზღვრება. ეს ზემოქმედება მიზნად ისახავს ზიანი მიაყენოს მსხვერპლს. ჯადო შეიძლება გაკეთდეს ჯანმრთელობის დასაზიანებლად, ზოგადად, დაავადება, სიღარიბე, მარტოობა, სიკვდილი, მუდმივი პრობლემები საქმეებში, ჯადო ბიზნესზე, უშვილობა და ა.შ. ჯადოს,წყევლის ნიშნები, პირველ რიგში, ის არის, რომ ცხოვრებაში ყველაფერი მკვეთრად შეიცვლება, დაიწყება პრობლემები ყველაფერში. მაგალითად, მოულოდნელი ავადმყოფობა, რომელიც ძალიან რთულად იკურნება ტრადიციული მედიცინით ან ვერ სვამენ დიაგნოზს. იწყება გაუთავებელი პრობლემები. ეს, რა თქმა უნდა, ყოველთვის არ არის ჯადოს, ან წყევლის ბრალი, მაგრამ უმჯობესია, გადაამოწმოთ. თვალი - ეს შედარებით მსუბუქი ზემოქმედებაა, ხშირად, გაუაზრებელი - ენერგოინფორმაციული გზავნილი, შედარებით ძლიერი, უარყოფითი ენერგიის მატარებელი ადამიანისგან. თვალის ზემოქმედებით, ასევე შეიძლება გამოვლინდეს მსუბუქ ფორმებში ჯანმრთელობის პრობლემები: თავის ტკივილი, მოთენთილობა, იზრდება ხიფათის რისკი, იწვევს დაბნეულობას, მაგალითად, ამის გამო, შეიძლება ფული დაკარგოთ, ან ტელეფონი გატეხოთ და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, ყოველთვის არ არის თვალის ბრალი, მაგრამ უმჯობესია, გადაამოწმოთ (თვალის ზემოქმედებას იმდენად მრავალფეროვანი გამოვლინება აქვს, რომ ვეცადე აქ, რაც შეიძლება მოკლედ დამეწერა, თუ დაგაინტერესებთ, ამაზეც ვრცლად დავწერ), ზომბირება - ამ კატეგორიაში ვგულისხმობ ყველანაირ ზემოქმედებას, რომელიც მიზნად ისახავს დაიმორჩილოს ადამიანი და აღკვეთოს მისი თავისუფალი ნება. გახსოვდეთ: არ არსებობს არანაირი თეთრი სასიყვარულო ზომბირება!!! (Приворот) ყველა მისი ფორმა მიეკუთვნება (შავ მაგიას) და კარმული წესით ისჯება ორივე - შემკვეთიც და შემსრულებელიც! საერთოდ, ამ თემას შემდეგ ცალკე განვიხილავ, იმდენად მრავალფეროვანია და მისი არცოდნა საშიშია. ეხლა კი გადავიდეთ ზომბირების სიმპტომებზე: თუ თქვენ გრძნობთ, რომ გიზიდავთ ვინმე და, ამავდროულად, არ გსურთ მასთან, თითქოს თქვენი არ არის ეს ემოცია, თუ გრძნობთ, რომ ხართ დამოკიდებული, გინდათ დაშორდეთ, მაგრამ ვერ ახერხებთ, თუ რამე მსგავსს ამჩნევთ, თავი დაიზღვიეთ და ჩაიტარეთ დიაგნოსტიკა. საგვარეულო წყევლა: მნიშვნელოვანია, არ აგვერიოს ერთმანეთში საგვარეულო წყევლა საგვარეულო კარმაში. საგვარეულო წყევლა წარმოიქმნება მაშინ, როცა გვარს მიზანმიმართულად დააპროგრამებენ ნეგატიური გზავნილით (მოკლედ, დაწყევლიან). საინტერესოა ზუსტად ის, რომ საგვარეულო კარმა და წყევლა ერთმანეთს სიმპტომებით ძალიან ჰგავს, მაგალითად: გვარში ყველა ქალი რჩება გაუთხოვარი, ან ერთსა და იმავე ასაკში ენგრევათ ოჯახი. ეს შეიძლება იყოს როგორც წყევლის, ასევე კარმის ბრალი, წარმოიდგინეთ ქალი, რომელიც მიატოვა ქმარმა და დარჩა ქალიშვილი, რომელსაც ზრდის. ქალი ყოველ დღე იმეორებს, რომ „ყველა კაცი ერთნაირია, უპასუხისმგებლო მონსტრია, რომ ყველა კაცი ღალატობს ცოლს და ა.შ.“ ეს ქალი ყოველდღე აპროგრამებს თავისი შვილის ცნობიერს და ქვეცნობიერს, რომელიც დროსთან ერთად უფრო ძლიერდება და ძლიერდება. თუ ეს გოგო გათხოვდება, მის შვილს უკვე ეს პროგრამა ქვეცნობიერში ექნება და ასე თაობებს თანდათანობით გაძლიერებული პროგრამა ედებათ. წარმოიდგინეთ, ზვავი როგორ იწყება, პატარა თოვლის ბურთით, თანდათანობით უფრო ძლიერი და ძლიერი ხდება და, საბოლოდ, შეუძლია კატასტროფა გამოიწვიოს. ასეთი სიტუაციები, რა თქმა უნდა, ძალიან ჰგავს საგვარეულო წყევლას, თუმცა ეს კარმაა და ამის გარკვევა იმისთვის გვჭირდება, რომ გავარკვიოთ, როგორ ვუმკურნალოთ, რადგან სხვადასხვა მკურნალობის ტექნიკა სჭირდება. თუ საგვარეულო წყევლის შემთხვევაში აუცილებლად უნდა იმუშაოს პროფესიონალმა მაგმა, კარმის შემთხვევაში, შეიძლება კარგი ფსიქოლოგიც დაგვეხმაროს, რომელსაც ღრმად ქვეცნობიერში შეღწევა შეუძლია. ანუ საგვარეულო წყევლას ახასიათებს ციკლური განმეორებითი პრობლემების წარმოქმნა ოჯახში - მაგალითად, საგვარეულოში ყველა კვდება 40 წლის ასაკში, ერთნაირი დაავადებით (ან მსგავსი დაავადებით), ყველას უკვდება პირველი ქმარი და ა.შ.... ჩასახლება, შეპყრობილობა: ყველაზე სერიოზული და სახიფათო სახის ნეგატიური ზემოქმედებაა, ეს არის შეპყრობილობა. ეს შეიძლება იყოს როგორც ჯადოქრის მიერ მსხვერპლის სხეულში არსების მიზანმიმართული ჩასახლება, ასევე, თავად ადამიანს შეუძლია შექმნას თავის თავში გარკვეული პირობები, რომ მოხდეს მსგავსი ჩასახლება. ჩასახლებული არსება ადამიანისთვის უარყოფითია, ის შეიძლება იკვებებოდეს მსხვერპლის ენერგიით, საკმაოდ გონიერი და უაღრესად ორგანიზებული ქმნილებაა, რომელიც ყოველთვის დიაგნოსტირდება მაღალ ენერგეტიკულ სხეულებზე, მისი გამოვლინება კი შეიძლება იყოს როგორც უმაღლეს ენერგეტიკულ სხეულებში, ასევე ნებისმიერ სხვა სხეულში, ეთერული სხეულის ჩათვლით. შეპყრობილობის სიმპტომატიკის შემჩნევის შემთხვევაში, უკან მოუხედავად უნდა გაიქცეთ პროფესიონალ მაგთან, რომ მოხდეს განდევნა, (თქვენ გაგიგიათ როგორც ეგზორციზმი, კვეთებული და ა.შ), რადგან არსებობს ძალიან მცირე შანსი, რომ ის წავა თავისით, პირიქით, მან შეიძლება დაიწყოს თავის დამკვიდრება, გაძლიერება. რა თქმა უნდა, შეპყრობილი იშვიათად გამოიყურება ისე, როგორც ეს საშინელებათა ფილმებშია ნაჩვენები, თუმცა პრაქტიკაში მქონია შეხება რთულ გამოვლინებებთანაც და ამას ფილმშიც ვერ გადაიღებ. მნიშვნელოვანია შეპყრობილობის ნიშნები: ადამიანი ძალიან უცნაური ხდება, მისი ქცევები არ არის მისთვის დამახასიათებელი. ადამიანი იცვლება მკვეთრად, რა თქმა უნდა, უარყოფითი გავლენით, წარმოდგინეთ, გაწონასწორებული, მშვიდი, პატიოსანი, მეოჯახე ქალი, უცებ მასში იწყება ქაოტურობა, ხდება აგრესიული, ფიცხი, იწყებს დალევას, მოწევას და ა.შ. შეპყრობილი შეიძლება თავის თავს ვერ ცნობდეს, ან ეუცხოვებოდეს თავისი სხეული, ის შეიძლება გრძნობდეს, რომ რაღაც შიგნით აიძულებს მას იმოქმედოს მისი ნების წინააღმდეგ და საღი აზრი დაუკარგოს, დააძალოს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. შიზოფრენია შეპყრობილობის მეგობარია, ისინი ძალინ ჰგვანან ერთმანეთს. თუ აქედან თუნდაც ერთი სიმპტომი შეამჩნიეთ, აუცილებლად მიდით მაგთან და შეამოწმეთ მაგიური ზემოქმედების დიაგნოსტიკა. თუ თქვენ შეამჩნიეთ ნეგატიური ზემოქმედების ნიშნები, პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, დიაგნოსტიკა უნდა ჩაიტაროთ პროფესიონალთან. ეს შეიძლება გაკეთდეს სხვადასხვა მანტიკური ინსტრუმენტით და არა მხოლოდ.მაგალითად: ცვილის ჩამოდნობა, რუნები, ტაროს კარტი და ა.შ. მე დიაგნოსტიკისთვის ვიყენებ ტაროს კარტს და, პრაქტიკაში დავრწმუნდი, რომ საიმედო გზაა დიაგნოსტიკისთვის. შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც დიაგნოსტიკისთვის, ასევე პროფილაქტიკისთვის.
საკონტაქტო ნომერი: 596-03-29-29.

გაგრძელება იქნება
ანზორ ოდიშარია
скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 2648
 

ASTRO TV LIVE