Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » წარმოსახვითი სამყაროს დემონები და როგორ მოვაწყოთ გაქცევა

წარმოსახვითი სამყაროს დემონები და როგორ მოვაწყოთ გაქცევა

 წარმოსახვითი სამყაროს დემონები და როგორ მოვაწყოთ გაქცევაროდესაც ვახსენებ წარმოსახვით სამყაროს, ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ ჯადოსნურ ტყეს, მოლაპარაკე ბრძენ დრაკონებს, ელფებს და უსაზღვრო ვარდსიფერ ღრუბლებს და სხვა ოცნებებს ვგულისხმობ, მაგრამ ეს დიდი შეცდომა იქნება, წარმოსახვითი სამყარო რეალობაა, რომელიც ყველა ადამიანის გონებაში არსებობს და რომელიც რეალობისგან იზოლირებულ პატარა ცრუ რეალობას ქმნის, რომელშიც იმყოფება ადამიანი.
სინამდვილეში, წარმოსახვაა 90% იმ ყველაფრისა, რასაც ხედავ, გრძნობ, ფიქრობ, გჯერა, გაინტერსებს ან ემტერები. რადგან ბავშობიდან ხარ დაპროგრამებული, გაქვს უმარავი ჩაწერილი წარმოდგენა მეხსირების დისკზე, რომელიც განუწყვეტლივ მუშაობს არაცნობიერად, ჩვენგან დამოუკიდებლად და, მხოლოდ იმპულსებს გვიგზავნის, რა ფიქრებიც გვქგონია ხოლმე, მაგალითად, შიშები, ის, რისიც ერთს ეშინია, არ ეშინია მეორეს და, ამ მეორესაც, შეუძლია ამ შიშის გადალხვა. ე. ი., ეს შიში მოქმედი ხოლოდ ადამიანის შინაგან ფიქრებში იყო, შექმნილი, და არა - ობიექტურად რეალური. თავისთავად, არ არსებობს არაფერი საშიში, მხოლოდ ჩვენ გვეშინია რაღაცის და ვუწოდებთ საშიშს, შემდეგ სხვებს ვუყვებით და, ზოგჯერ, ორ ან მეტს, შეიძლება რაღაცის ეშინოდეს და ერთმანეთს ვურთულებთ ცხოვრებას ასე გაუცნობეირებლად... რადგან ჩვენ გვეშინია, გვგონია, სხვასაც უნდა ეშინოდეს. სწორედ ეს არის წარმოსახვითი რეალობა, წარმოსახვითი რეალობაა ის, რასაც შენ ქმნი და რასაც აძლევ უფლებას - იმოქმედოს შენზე.
ადამიანები განსხვავებულები ვართ. მრავალი კონფლიქტი და გაუგებრობა ხდება, როდესაც ჩვენ ვეცნობით და ვმეგობრობთ არა რეალურ პიროვნებასთან, არამედ ჩვენს მიერ წარმოსახულ ტიპაჟთან (ხშირად, წარმოსახვით იდეალთან) ადამიანში. ჩვენ ვიჯერებთ, რომ მეგობარი ასეთია და ასეთი, რადგან ეს გვსიამოვნებს და მიგვაჩნია, რომ ასეთს ვიმსახურებთ. მაგრამ ამ დროს, ის სხვანაირია, მე მინდა მხიარული მეგობარი, კომუნიკაბელური, ვისთან ერთადაც წავალ გასართობად და გვექნება თავგადსავლები. მაგრამ ის ადამიანი ასეთი არაა, მას გართობა სხვანაირად წარმოუდგენია და მას მაინც ჩემს წარმოსახვით რეალობაში ვათავსებ. ვცდილობ, მოვარგო იმ ხასიათს, რაც მომწონს... მინდა ისე ფიქრობდნენ, როგორც მე, მინდა ისე ხედავდნენ სამყაროს, როგორც მე და იზიარებდნენ ჩემს შეხედულებებს. ვინც ჩემნაირი არაა, ის უნდა გახდეს ჩემნაირი, თუ ჩემნაირად არ ცხოვრობს, ე.ი. არსწორად ცხოვრობს... ასეთი წარმოდგენები აქვს ქვეცნობიერად ეგოს და ამის მიხედვით გვაფასებინებს სხვებს. ვერ დავითვლი, რამდენჯერ შევმცდარვარ პირველად შეფასებაში, რადგან განსხვავებული და უცხო არ ჯდებოდა ჩემს წარმსოახვით სამყაროში მცხოვრები მეგობრების ტიპაჟებში. ჩვენ ჩვენს გონებაში გვაქვს წარმსოახვითი ადამიანების ადგილი, ვინ მოგვწონს, ვინ არ მოგვწონს, გვყავს იდეალები... ეს რაღაცანაირად, თავისთავად ყალიბდება, მაგრამ ეს ობიექტური რეალობა არაა. მე უნდა დავინახო და მივიღო მეორე განსხვავებული სრულიად ისეთი, როგორიც ის თავად არის და არა ისეთი, როგორადაც მე ვხედავ, ან მინდა, რომ იყოს... ამის გაცნობიერება წლები და ათწლეულები უჭირთ ადამიანებს, ცოლს უნდა, ქმარმა აღარ დალიოს, ქმარს უნდა, ცოლი სახლში მეტ დროს ატარებდეს და ვერ ეგუება მის მხიარულ ხასიათს და მეზობლებში ხშირ მისვლა-მოსვლას... ვერ ვეგუებით სხვა რელიგიის ადამიანებს, ისეთი ქცევისას, რომელსაც ჩვენში ვკრძალავთ ან გვეშინია რომ გავაკეთოთ. ტვინი ამ ყველაფერს ავტომატურად აწესრიგებს და შემდეგ, ცნოებირად, ჩვენში ფიქრები უკვე ამ უხილავი მექანიზმების გადამუშავების შემდეგ ჩნდება. ეს ყველაფერი ჩემში არსებული წარმსოახვითი რეალობის გამო ხდება.

„შენი მთავარი მტერი შენშია, ის ყოველთვის შენთანაა,
ის გმართავს მაშინაც კი, როდესაც ვერ ხედავ“


 წარმოსახვითი სამყაროს დემონები და როგორ მოვაწყოთ გაქცევანებისმიერ ფიქრს შეუძლია წარმოსახვითი რეალობა შეგიქმნას და შენივე ილუზიაში გამოგკეტოს. წარმოსახვით რეალობაში გაქცევს ერთი წაგების შემდეგ დასკვნა იმისა, რომ სუსტი ხარ და წარმატებას ვერ მიაღწევ, ერთი წარუმატებელი ურთიერთობის შემდეგ მოსული ცუდი ემოციები და ფიქრები, რომ ვერასოდეს იპოვი ადამიანს, ვინც შეგიყვარებს და ვერ იქნები ბედნიერი და ა.შ.. ესეთი ფიქრები ყოველთვის ხაფანგია, რომელსაც უნდა დააკვირდე, გამოიკვლიო - საიდან მოდის და არ დაემორჩილო იმ ილუზიას, რაც შენშია...

„ფიქრები მოდის ან შიშისგან ან სიყვარულისგან...
დააკვირდი, რომელია შენი ახლანდელი ფიქრის საწყისი წყარო“


მტერი, ეს შენივე ეგოა, შენივე მეხსიერების დისკი და ის მექანიზმი, რაც აზროვნების ფუნქციონირებაზე აგებს პასუხს. ფიქრებს შეუძლია გადაგვყლაპოს, განსაკუთრებით ნეგატიურ ფიქრებს თუ ავყვებით... გვავიწყდება, რამხელაა სამყარო, რამხელაა კაცობრიობა, რამდენი მეგოაბრი გვყავს, რამდენს ვუყვარვართ, რამდენი შანსი გვაქვს მომავალში და ერთი სუბიექტური, დეპრესიული ფიქრის მონებად ვყალიბდებით. ვიჯერებთ და ვიფლობით ცუდ ემოციებში, შემდეგ, თუ ამას ავყევით, ეს გრძელდება დღეები და იცვლება ხასიათი, ხდები დეპრესიული და, შეიძლება, ავადმყოფობასაც გამოჰკრათ ხელი.
წარმოსახვით რეალობაში ხარ, როდესაც გვერდით გიზის ადამიანი და შენ - მასში რა ხდება, ვერ გრძნობ. იზოლირებული ხარ მისი სულისგან, მხოლოდ შენივე ფიქრები გაქვს მასზე და ასე - მისგან განცალკევებული უყურებ მას. ეს შეუძლებელია იყოს სრული სამყაროს ერთიანი რეალობის გამოვლინება, ეს ეგოს გამოვლინებაა, როდესაც მხოლოდ შენს ფიქრებს უსმენ და იჯერებ. ზოგჯერ, საჭიროა დააიგნორო შენი შეხედულებები და გაიცნო სხვა სივრცე, სხვა შემოქმედი, სხვა კულტურა, სხვა ქვეყანა... შენი თავი მხოლოდ ამ ყველაფერზე დამკვირვებლად დატოვო. დააკვირდე - რა იცვლება შენში ამ სწავლის პროცესში და, შემდეგ, შეგიძლია დაბრუნდე შენს ეგოში, თუმცა მინდა გითხრათ, იქ ვეღარ დაეტევით... ერთხელ, ერთმა ბიჭმა ასეთი ფრაზა მითხრა რაც დიდი ხნის განმავლობაში მახსოვს: „როდესაც სხვა მესაუბრება, მე თავს დებილად ვთვლი, თითქოს არაფერი ვიცი და იმისგან უნდა ვისწავლოო“. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველას მოუსმინო და დაუჯერო, საკუთარი აზრი არ გაგაჩნდეს... ვსაუბრობ ამ პროცესის მხოლოდ ცნობიერ გაკონტროლებაზე.
 წარმოსახვითი სამყაროს დემონები და როგორ მოვაწყოთ გაქცევაყოველი წამი სრულყოფილია და იდეალურია სამყაროში... ყოველ წამს, მილიარდობით ადამიანი სუნთქვას, სუნთქავენ ცხოველები, ბრუნავენ პლანეტები ცაზე, თუნდაც იზრდება ყვავილი, ქრის ქარი... როდესაც ფიქრებს აჩერებ და, თუნდაც სკვერში, ბაღში მიმოიხედავ, დაინახავ უამარავ სილამაზეს... კატას, რომელიც მირბის სადღაც, ჩიტებს, რომლებიც ხან დაბაჯბაჯებენ, ხან აფრინდებიან... დაიონახავთ უმარავ ადამიანს, თავისი სიხარულებით და ტკივილებით... თუ ჰაერს ღრმად ჩაისუნთქავ და იმ ემოციების მიღმა ღრმა ჩასუნთვის ადგილს იგრძნობ, მაშინ ყველაფრის სილამაზეს აღიქვამ. რადგან ჩვენ ვერ ვხედავთ სილამაზეს მხოლოდ იმიტომ, რომ ვართ იზოლირებულ, წარმოსახვით სამყაროში და ვემორჩილებით უხილავ დემონებს. როდესაც ვფიქრობთ რაღაც ცუდზე, ვერ ვამჩნევთ პატარა ბავშვს, რომელიც ახლოს გაივლის... ვერ ვამჩნევთ მზეს, რომელიც ანათებს, არ გვახსოვს მეგორები, არ გვავხსოვს ბევრი კარგი რამ და ვერც ვგრძნობთ ბედნიერებას. არადა, ეს ყველას შეგვიძლია, თუ ზოგჯერ საკუთარი გონების მიერ შექმნილი წარმოსახვითი სამყაროდან გარეთ გავალთ და უბრალოდ, თვალს ავახელთ და გარესამყაროს შეფასების და სუბიექტური შეხედულებების ასპექტში გატარების და გაფილტვრის გარეშე დავინახავთ. რადგან ეგოში გაფილტვრით, ხშირად იკარგება და მახინჯდება რეალობა.
პირველი ეტაპია - გახდე დამკვირვებელი შენივე რეაქციების გარე მოვლენებზე, მეორე ეტაპია - აღარ მიაქციო ყურადღება და მესამეა - ისწავლო თავისუფლებაში ცხოვრება და ყოველი მოვლენით და, თუნდაც წვრილმანით ტკბობა. ეს ყველას შეუძლია, თუმცა რთულია, ამავე დროს, საინტერესო პროცესია და, გარემო აბსოლიტურად იცვლება, სამყარო ფართოვდება და შენც ხვდები, რომ ის აღარ ხარ, ვინც ადრე იყავი...

ანა თოფურიძე
скачать dle 11.3
ნახვები: 1 888
 

ASTRO TV LIVE