Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » მე-4-ე ჩაკრა - ანაჰატა (გულის ჩაკრა)

მე-4-ე ჩაკრა - ანაჰატა (გულის ჩაკრა)

მე-4-ე ჩაკრა - ანაჰატა (გულის ჩაკრა)
ანაჰატა /ზოგადი განხილვა/ -ნაწილი 1
ფერი - მწვანე
კრისტალი - ავანტიურინი, ვარდისფერი კვარცი
სტიქია - ჰაერი
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ''გულის გზაზე'', მხედველობაში გვაქვს მარადიული სიცოცხლის წყარო - სიყვარული. გულის გზა გვავსებს სითბოთი და სიხარულით. ეს არ არის ცხოვრების სტრატეგია, ან ცხოვრების გეგმა, ეს სუფთა სიხარულია. ის გვაძლევს საშუალებას ჩვენი ცხოვრებით ვიცხოვროთ, ისე რომ ვაცნობიერებდეთ ამ მდგომარეობას და ზეგავლენა მოვახდინოთ მატერიალურ სამყაროზე.
ასეთი მიდგომა მოითხოვს რწმენას, რადგანაც ჩვენ მივეჩვიეთ აზრს, რომ ცხოვრება - ბრძოლაა, და ვთვლით რომ აუცილებელია გამოვიმუშავოთ თავდაცვის, უსაფრთხოების და თვითუზრუნველყოფის გეგმა. ამ შეხედულების ფესვები მოდის მენტალიტეტიდან, რომელიც დაფუძნებულია შიშზე - დაკარგვის შიშზე. თუ თქვენ ირჩევთ გულის გზას, მაშინ თქვენს გონებაში აღარ დარჩება შიშის ადგილი. თქვენ უნდა გჯეროდეთ, რომ როდესაც იმყოფებით მაგნიტური მიზიდვის სივრცეში, თქვენი ცხოვრება ბედნიერი და უზრუნველყოფილი იქნება მიუხედავად ყველაფრისა.
რაც უფრო მეტად გიყვართ, მით უფრო მეტი ობიექტი და საშუალება ჩნდება სიყვარულისთვის თქვენს ცხოვრებაში. ეს ძალიან მარტივია. შეიძლება ზედმეტად მარტივიც კი თანამედროვე ადამიანისთვის - ჩვენ ეჭვის თვალით ვუყურებთ ყველაფერ მარტივს და ადვილად მიღწევადს. "შენ იღებ მხოლოდ იმას, რისიც გადახდილი გაქვს" - ასეთი მიდგომა გვაიძულებს, ბევრ მარტივ და მიღწევად სიხარულზე ვთქვათ უარი ჩვენს ცხოვრებაში. გულის გაღვიძება - აი ეს არის ყველაზე მთავარი ცხოვრების მიზანი. თქვენ არ მოგიწევთ არც საფასურის გადახდა, არც მსხვერპლის შეწირვა იმისთვის, რომ ამას მიაღწიოთ, მხოლოდ ერთი რამ არის საკმარისი - რწმენა. თქვენ უნდა გჯეროდეთ, რომ ცხოვრება ვერ გაგტეხავთ, თუ თქვენ მოიხსნით დაცვებს. მოიცილეთ დამცველი საფარი, იმისთვის რომ სიცოცხლის ნაკადმა თავისუფლად გაიაროს თქვენში, და გჯეროდეთ, რომ სიყვარული - ეს სამყაროს მთავარი მამოძრავებელი ძალაა.
ყოველი ჩვენთაგანი იბადება მარტო. დაბადების მომენტში ჩვენ ვიღებთ ფიზიკურ სხეულს, აზროვნებას, ჩვევებს, ხასიათს და ეგოს. ყველაფერი ეს განსაზღვრავს ჩვენს ინდივიდუალიზმს, რომელიც განსხვავდება სხვებისგან. პირველი სამი ჩაკრა დაკავშირებულია სწორედ ამ უნიკალურობის და განსხვავებულობის შენარჩუნებასთან. მეოთხე ჩაკრის გაღვიძებისას, ჩვენ ვშორდებით ჩვენს უნიკალურობას და ვიწყებთ სიცოცხლის ერთიანობის შეგრძნებას.
მეოთხე ჩაკრის მიზანი - სიყვარულის შეგრძნებაა, როგორც პირადი ასევე საყოველთაო. თქვენ უნდა შეიგრძნოთ, თუ სიყვარული არა, მინიმუმ ჰარმონიული კავშირი მაინც თქვენსა და სხვა ადამიანებს შორის, რომელიც შლის სხვაობას თქვენს შორის. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი მეოთხე ჩაკრის დაკმაყოფილება. სწორედ მეოთხე ჩაკრის მეშვეობით მიაღწევთ რეალობას კოლექტიურ დონეზე. ქვედა სამი ჩაკრა მუშაობს პირად ენერგიაზე და გამოგყობთ სხვებისგან. ზედა სამი ჩაკრა - ეს ''მე''-ს კოლექტიური ასპექტებია, რომლებიც სამყაროს ენერგიებთან კავშირს აძლიერებენ. გულის ჩაკრა - ეს ადგილია, სადაც ხვდებიან თქვენი ''მე''-ს პერსონალური და კოლექტიური ასპექტები, ხვდებიან და გამოეყოფიან ერთმანეთს.
გულის გაღვიძებით, თქვენ შეგიძლიათ ერთმანეთს დაუკავშიროთ თქვენი პირადი და სულიერი ცხოვრება. თქვენ გახდებით ერთი მთლიანი. გული - დამაკავშირებელი ძაფია ეგოს და სულიერებას შორის. თქვენ შეგიძლიათ შეიგრძნოთ ქვედა, ფიზიკური ჩაკრების სასიცოცხლო ენერგია და ამავე დროს მაღალი ჩაკრების მადლი და შთაგონება. გაერთიანებული გულის ჩაკრა გაწონასწორებულია როგორც ჰორიზონტალურად, ასევე ვერტიკალურად. ეს თქვენი ''მე''-ს ნამდვილი ცენტრია, ადგილი სადაც ცოცხლობს თქვენი სული.
სიყვარულის ძიებას კაცობრიობის გულისკენ მივყავართ. სიყვარულის გრძნობა - მიუხედავად იმისა თქვენ გიყვართ, თუ თქვენ უყვარხართ, - ეს მთავარი მამოძრავებელი ძალაა როგორც მთელი სამყაროსი, ასევე ნებისმიერი ჩვენთაგანის. გააცნობიერო, როგორ ვლინდება სიყვარული, და მოიქცე შესაბამისად ამ გაცნობიერებისა, შემდეგ კი გაუყო ეს სიხარული გარშემომყოფებს - აი ეს არის გახსნილი გულის ნიშანი. თქვენ გაქვთ უნარი მიიღოთ ის ადამიანები, ვისთანაც გიწევთ შეხვედრა, და მზრუნველობა გამოიჩინოთ მათ მიმართ, ისე რომ არაფერი მოითხოვოთ სანაცვლოდ. თქვენ უნდა შეგეძლოთ გასცეთ, ისე რომ არ დაფიქრდეთ რითი გადაგიხდიან ამას, ამასთან უნდა შეგეძლოთ მადლიერებით მიიღოთ სხვისი სიყვარულიც. სწორედ ასე ავლენს თავს გაღვიძებული გული.
სიყვარული - ეს გულის ბუნებრივი მდგომარეობაა. ეს სიყვარული სრულიად უანგაროა, ისევე როგორც დედის სიყვარული შვილისადმი - მასში არ არის ფარული მოტივები, გარდა თავად სიყვარულისა. თუ თქვენ სხვები გიყვართ ზუსტად ასე, მაშინ მათი ბედნიერება უმაღლესი პრიორიტეტი ხდება თქვენს ცხოვრებაში.. და ასეთი მდგომარეობა მიუთითებს გულის ჩაკრის გაღვიძებულ მდგომარეობაზე.
მე-4-ე ჩაკრა - ანაჰატა (გულის ჩაკრა)
ანაჰატა /გაუწონასწორებელი მდგომარეობა/ - ნაწილი 2
ანაჰატას დისჰარმონიული მდგომარეობა ვლინდება მაშინ, თუ რამდენად შეუძლია ადამიანს გასცეს და მიიღოს სიყვარული. ზოგჯერ გვგონია, რომ ადამიანს შეუძლია აჩუქოს სხვას სიყვარული, მხარდაჭერა და დახმარება, მაგრამ რეალურად თვითონ არ არის მიერთებული ამ ენერგიის უწყვეტ წყაროსთან. ასეთ შემთხვევაში ადამიანი გასცემს, მაგრამ თვითონ იფიტება სულიერად, რადგან თვითონ არ შესწევს სიყვარულის მიღების უნარი. ის თავს უხერხულად გრძნობს, როდესაც ავლენს თავის სიყვარულს, და საკუთარ თავზე ურჩევნია ისეთი წარმოდგენა დატოვოს, თითქოს "მას სხვები არ სჭირდება", ვინაიდან ის დახმარებას, მხარდაჭერას და სიყვარულის მიღებას სხვებისგან აღიქვამს სისუსტედ, აქედან გამომდინარე მათივე გაცემული სიყვარული არასოდეს იქნება სრულყოფილი.
ასეთი მდგომარეობა ხშირად შეინიშნება სხვადასხვა სახის ურთიერთობებში. ენერგეტიკულ დონეზე გამოიხატება იმაში, რომ ადამიანს არ შესწევს სიყვარულის მიღების უნარი, ქვეცნობიერ დონეზე კი, ის თვლის რომ არ იმსახურებს ამ სიყვარულს. შესაბამისად, ენერგეტიკულ დონეზე ის თავისკენ არ მიიზიდავს და არ იწვევს სიყვარულს. ეს სიტუაცია ვლინდება ცხოვრებისეულ ყველა ასპექტში. რაც უფრო მეტად, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, არწმუნებს ადამიანი საკუთარ თავს, რომ არ საჭიროებს სიყვარულს, მით ნაკლებ სიყვარულს მიიღებს ის.
ხანდახან ამის მიზეზი შეიძლება იყოს სიყვარულის ნაკლებობა ბავშვობაში, როდესაც მშობლები შვილებს თვლიან უკვე "დიდებად", იმისთვის რომ მოეფერონ და სიყვარული გამოხატონ მათ მიმართ. ასეთ დროს ადამიანი სწავლობს, როგორც ჩაახშოს საკუთარ თავში სიყვარულის მოთხოვნილება და საბოლოოდ აღმოაჩენს, რომ ძალიან უჭირს სიყვარულის მიღება მეუღლისგანაც კი. შემდეგი მიზეზი შეიძლება იყოს მიღება - გაცემის ბალანსის დარღვევა. ეს ის სიტუაციაა, როდესაც ადამიანი უხვად გასცემს სითბოს და სიყვარულის ნაკადებს მის გარშემო მყოფ ადამიანებზე, და ვერც კი ხვდება, რომ თავისი ცენტრი გაწონასწორებულ და სტაბილურ მდგომარეობაში უნდა შეინარჩუნოს. ამ დროს ის ემოციონალური გამომძალველობის საფრთხის წინაშე დგება, როდესაც სისტემატიურად გასცემს და გრძნობს რომ სანაცვლოდ ვერაფერს იღებს. ჩვენ არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ანაჰატა გაწონასწორებულია, ადამიანი არ გასცემს იმისთვის, რომ მიიღოს. ის გასცემს ბუნებრივად, ღიად, და არა აქვს მოთხოვნილება სანაცვლოდ მიიღოს რამე, რადგანაც მისთვის მნიშვნელოვანი თვითონ გაცემის მომენტია.
როდესაც ანაჰატა ჩაკრა გაუწოსასწორებელია, გულის სიღრმეში ადამიანი ელოდება გაცემული ენერგიის სანაცვლოდ რამეს, და თუ ის ვერაფერს იღებს, ის გრძნობს იმედგაცრუებას, მას ჰგონია, რომ ის გამოიყენეს, ზოგჯერ კი ამის გამო დაუნდობელიც ხდება. როდესაც ანაჰატა დისბალანსშია, ადამიანს შეუძლია უყვარდეს და გასცემდეს, მხოლოდ იმიტომ რომ ადამიანების კეთილგანწყობა, კმაყოფილება და კარგი დამოკიდებულება მოიპოვოს. მას ეშინია იყოს უარყოფილი, ეშინია, რომ როდესაც ის მარტო დარჩება და კონცენტრირდება საკუთარ თავზე (როცა ეს საჭიროა), ის დაიმსახურებს "ეგოისტის" რეპუტაციას, ან რაიმე სახით იქნება უარყოფილი და განდევნილი. მას უჭირს ისეთი ადგილის მოძებნა, სადაც საკუთარი თავის სიყვარული და სხვების მიმართ სიყვარული გახდება ერთი მთლიანი მცნება, და თვლის, რომ ეს ორი ძალა ყოველთვის კონფიქტშია ერთმანეთთან.
სენტიმენტალობა - გაუწონასწორებელი მეოთხე ჩაკრის კიდევ ერთი გამოვლენაა. "გატეხილ გულს" არ შეუძლია საკუთარი პრობლემების გამოყოფა სხვისი პრობლემებისგან, ამიტომ ასეთი ადამიანის კავშირი სხვა ადამიანებთან არაჯანსაღი და მტკივნეულია. სწორედ ეს მიზეზი და ცხოვრებისადმი ასეთი მიდგომის რეზულტატია ის, რომ - ადამიანი მიისწრაფის რაიმე გააკეთოს სხვებისთვის იმის იმედით, რომ მათი მხრიდან სანაცვლოდ კარგი დამოკიდებულება მიიღოს. ნუ აგვერევა ეს თვისება თანაგრძნობაში, რომელიც ამ ჩაკრის გაცნობიერების მაჩვენებელია (ამ თემას ცალკე შევეხები).
გადამეტებული ჩაძირვა სიყვარულში, რომელიც იწვევს მიჯაჭვას - ეს ჩაკრის წონასწორობის დარღვევის მაჩვენებელია, რომელიც ქვედა ფიზიკური ჩაკრებისგან მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიას, იმისთვის რომ სიყვარულმა შეძლოს ბუნებრივად გამოვლენა. სიყვარული იქცევა მოთხოვნილებად და კარგავს თავის ბრწყინვალებას. ადამიანები ამბობენ: "მე შენ მიყვარხარ", მაგრამ სინამდვილეში გულისხმობენ: "მე შენ მჭირდები". ასეთი მიდგომა არასოდეს იქნება პოზიტიური, რადგანაც ქვედა ჩაკრების მოთხოვნილებები ცდილობენ თავი გამოავლინონ მეოთხე ჩაკრაში და ამახინჯებენ მას. საბოლოო ჯამში სიყვარული არსებობს, მაგრამ არსებობს უამრავი პირობით. ის იღვიძებს გულში, მაგრამ მას აუფერულებს და ამახინჯებს ქვედა ჩაკრების დისბალანსი. ფიზიკური ჩაკრების ზეგავლენა არ აძლევს საშუალებას ამ ჩაკრას შეიგრძნოს ჭეშმარიტი თავისუფლება, რომელიც დამახასიათებელია ნამდვილი სიყვარულისთვის, მეოთხე ჩაკრის პრიზმაში რომ ვლინდება.
მე-4-ე ჩაკრა - ანაჰატა (გულის ჩაკრა)
ანაჰატა /სიყვარულის პერსპექტივა/ - ნაწილი 3
გულის ჩაკრის გაღვიძების პირველი ნიშნები იგრძნობა კეთილ საქმეებში, რომლებსაც თქვენ სჩადიხართ იმ იშვიათ, ხანმოკლე მომენტებში, როდესაც თქვენში გრძნობთ სრულ შინაგან ჰარმონიას. ყველაფერი გაწონასწორებულია, თქვენ არაფერზე ღელავთ. თქვენ გრძნობთ სიხარულს საკუთარი არსებობით, ქვედა ჩაკრები ბალანსშია, თქვენ გაქვთ უნარი მაქსიმალური სიამონება მიიღოთ ცხოვრებისეული პატარ-პატარა სიურპრიზებისგან. როდესაც იმყოფებით ამ მდგომარეობაში, თქვენ უფიქრდებით იმ ფაქტს, რომ ცხოვრება არ არის მხოლოდ გადარჩენისთვის და პირველობისთვის ბრძოლა. თუ თქვენ ისწავლით უსმინოთ გულს, ეს მდგომარეობა ჩვევაში გადაიზრდება.
როდესაც ამ ჭრილში უყურებთ გარემოს, ყველა შემხვედრ ადამიანში საკუთარ ანარეკლს ხედავთ. თქვენ თავს ანებებთ თავის დაცვას მათგან და კონკურენციას მათთან. გული გიბიძგებთ თანამშრომლობას მათთან, და არა იძულებით ყოფნას მათ გვერდით. მოთხოვნილება, იყოთ "მართალი" ისევ ქვედა ჩაკრებისკენ გითრევთ, შეჯიბრის პერსპექტივით. მეოთხე ჩაკრის საფეხურზე თავდაცვის მოთხოვნილება აღარ არის, რადგანაც სიხარულს განიჭებთ ცხოვრების და სხვა ადამიანების სრულად მიღება. სიხარული - ეს სრული მიღების უნარია.
მესამე ჩაკრიდან მეოთხეში გადასვლა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის მოითხოვს ცხოვრების აღქმის საფუძვლიან გადახედვას. მეოთხე ჩაკრის დონეზე აღარ არის კონკურენციის ადგილი, რადგანაც თქვენ გარშემომყოფებთან ურთიერთობას გულის მეშვეობით იწყებთ. გულის ჩაკრის დონიდან, მხოლოდ თანამშრომლობა არის შესაძლებელი. ამ პერსპექტივას დაყვება სიუხვის შეგრძნება, თქვენ იწყებთ მიხვედრას, რომ დედამიწაზე საკმარისადაა ყველაფერი და ყველასთვის. იღვიძებს თანაგრძნობა, ვინაიდან თქვენთვის უკვე ნათელია, რომ ყოველი ადამიანისთვის ის არის კარგი, რაც ყველასთვის. ჩვენ განუყოფელი ვართ, ჩვენ დაკავშირებული ვართ ერთმანეთთან.
როდესაც გულის სამყაროში ჩაიხედებით, თქვენ განიცდით ყოვლისმომცველ სიმშვიდის გრძნობას და მიხვდებით, რომ ჰარმონია - ეს ბუნებრივი მდგომარეობაა და არა ის იშვიათი ბედნიერება, როგორც ადრე თვლიდით. ახლა უკვე, ჰარმონიის დარღვევის შემთხვევაში, რომელიც შეიძლება ქვედა ჩაკრების დისბალანსმა გამოიწვიოს, თქვენ ძალიან ადვილად დაიბრუნებთ მას, რადგანაც თქვენ ეს გზა უკვე გააცნობიერეთ! თქვენ იცით, რომ კონცენტრირებულ ცხოვრებას ბევრად მეტი სიხარული მოაქვს, და ეს ცოდნა გიბიძგებთ ყველა საფეხურზე მიაღწოთ ბალანსს. თქვენი მგრძნობიარობა იმ მოვლენების მიმართ, რაც ჰარმონიას გირღვევთ, უფრო და უფრო იკლებს და მხოლოდ სიხარულის შეგრძნების უნარი რჩება. და ასე გაგრძელდება სულ, მოვლენები დაყვებიან ენერგიას, ამიტომ რაც მეტ დროს გაატარებთ ჰარმონიაში, მით მეტი ჰარმონიული სიტუაციები გაჩნდება თქვენს ირგვლივ.
სიხარული არის შედეგი იმის, თუ როგორ აღიქვამთ ცხოვრებას მეოთხე ჩაკრის პრიზმაში. რადგან თქვენ ასხივებთ სიმშვიდეს და სიხარულს, თქვენს გარშემომყოფებშიც იგივე შეგრძნებებს იწვევთ და ამით სულ უფრო მეტ ადამიანს იზიდავთ თქვენსკენ. და რაც უფრო მეტ ენერგიას იღებთ უნივერსალური ენერგიის წყაროდან, მით მეტად უნდათ ადამიანებს თქვენს გვერდით ყოფნა, და როდესაც ხდებით ამ უნივერსალური ენერგიის გამტარი, მით მეტი შეგიძლიათ გასცეთ და გაუგზავნოთ გარშემომყოფებს.
თუ თქვენ ამ ენერგიას იღებთ სულიერი წყაროებიდან, ასეთ შეთხვევაში თქვენ გამოიფიტებით და შეიძლება უბრალოდ დაიწვათ. არ ღირს ყველაფრის საკუთარ თავზე აღება, რადგანაც მიუხედავად იმისა რომ შეძლებთ ქვედა ჩაკრების გაწონასწორებას, მაინც იგრძნობთ შინაგან ნგრევას. თქვენ გააღვიძეთ გული, მაგრამ დაგავიწყდათ ენერგიის წყარო, საიდანაც ის მარაგდება. წყარო თქვენგან განსხვავებით ამოუწურავია. როდესაც თქვენ იმყოფებით კონტაქტში სამყაროს ენერგიასთან, თქვენ ივსებით ამ ენერგიით და უნაწილებთ მას სხვებსაც. მაგრამ როდესაც თქვენ გამოფიტული და დაცლილი ხართ, გადით ბუნებაში და დატკბით მისი მშვენიერებით - შეისუნთქეთ მისი სილამაზე და შეიგრძენით ის. გახსოვდეთ, თუ თქვენ აპირებთ გაცემას, აუცილებლად უნდა იცოდეთ მისი აღდგენაც, სხვა შემთხვევაში გადაიწვებით. თქვენი ენერგია შეზღუდულია, სამყაროსი - არა. რა შთაგაგონებთ თქვენ? წადით სწორედ იმ უწყვეტ წყაროსთან და დაიმუხტეთ.
აი ყველაზე მარტივი და ბანალური ისტორია: ორ ადამიანს ერთმანეთი შეუყვარდა. იქამდე, სანამ ეს გრძნობა გაჩნდებოდა მათში, ისინი პირდაპირ კონტაქტში იყვნენ შთაგონების წყაროსთან. იქიდან გამომდინარე, რომ მათი სიყვარული დღითიდღე იზრდებოდა, ისინი უფრო მეტ დროს ატარებდნენ ერთად და უცვლიდნენ ერთმანეთს ენერგიას, ამასობაში დაავიწყდათ ეს ენერგია ისევ უწყვეტი წყაროდან მიეღოთ და იმის მაგივრად რომ სიყვარულიდან ახალი ძალა მოეკრიბათ, შემდეგ კი გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის, ისინი დამოკიდებული ხდებიან ერთმანეთზე, რადგანაც პარტნიორში ხედავენ ენერგიის წყაროს. ამიტომ ისინი ხდებიან ერთგვარი ენერგოვამპირები ერთმანეთისთვის, რომლებიც იკვებებიან პარტნიორის სასიცოცხლო ენერგიით და ამით ღუპავენ ერთმანეთს, იმიტომ რომ არცერთი მათგანი აღარ უბრუნდება უწყვეტ ენერგიის წყაროს და არ ცდილობს ენერგიის აღდგენას იქიდან.
ან მეორე მაგალითი: წარმოიდგინეთ რომ თქვენი მეგობარი ყოველ დღე გთხოვთ ასესხოთ 5 დოლარი. და ასე გრძელდება დაუსრულებლად, იქამდე, სანამ თქვენი რესურსი არ ამოიწურება. რაც დრო გავა, თქვენთვის უფრო და უფრო მძიმე გახდება ეს მეგობრობა, თქვენი რესურსი ხომ არ არის ამოუწურავი. ასევე ემართება სიყვარულს, თუ კი თქვენ პარტნიორში ხედავთ თქვენი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებელ წყაროს, საბოლოოდ თქვენ ამოწურავთ პარტნიორის ენერგიას ბოლო წვეთამდე. ასე რომ, ნუ დაგავიწყდებათ თქვენი საკუთარი ენერგიის წყაროები, რომლებიც შთაგაგონებენ და გიბრუნებენ სასიცოცხლო ენერგიებს, და მაშინ თქვენ შეძლებთ თქვენი ენერგია სხვებსაც გაუნაწილოთ.
მეოთხე ჩაკრის გაღვიძების შემდეგ, თქვენ იწყებთ ცხოვრების დანახვას სიყვარულის პრიზმის მეშვეობით. სიყვარული, რომელიც ქვედა სამი ჩაკრით არის გამოწვეული, ყოველთვის ატარებს ფარულ მოტივებს - უსაფრთხოება, სექსი და ძალაუფლება. მაგრამ სიყვარულს, რომელსაც მეოთხე ჩაკრა გჩუქნით - ეს სიყვარულია სიყვარულის გამო. ის არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. თქვენ არ გჭირდებათ სანაცვლოდ არაფერი. თქვენ სავსე ხართ გრძნობით და გსურთ ეს გრძნობა გაუნაწილოთ გარშემომყოფებს. იესომ, და მის კვალდაკვალ "ბითლზებმაც" ძალიან ზუსტად დაახასიათეს ეს გრძნობა: "ყველაფერი, რაც თქვენ გჭირდებათ - ეს სიყვარულია!" /All You Need Is Love/
ურთიერთობა, რომელიც გამოწვეულია მეოთხე ჩაკრით, ფესვებშივე განსხვავდება ქვედა სამი ჩაკრით გამოწვეული ურთიერთობისგან. უპირობო სიყვარული, რომელსაც თქვენ უნაწილებთ გარშემომყოფებს, მხოლოდ გაღვიძებული გულიდან მოდის. ქვედა სამი ჩაკრის პერსპექტივიდან, ასეთი სიყვარული შეუძლებელია - თქვენ არ შეგიძლიათ მიიღოთ ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან, რადგანაც კონცენტრირებული ხართ იმაზე, თუ როგორ დაიკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნილებები. მეოთხე ჩაკრის პერსპექტივიდან კი სიყვარულს არ გააჩნია არანაირი პირობა. თქვენთვის უმნიშვნელოა, როგორ ცხოვრობს სხვა ხალხი, და რა გავლენას ახდენენ ისინი თქვენს ცხოვრებაზე. სავსებით ნათელია, რომ ურთიერთობა, რომლის საფუძველიც მეოთხე ჩაკრაა, ბევრად მშვიდობიანი და ჰარმონიულია, რადგანაც თქვენ აღარ გჭირდებათ თავდაცვა ადამიანებისგან და აღარ განიკითხავთ მათ.
საკმარისია თქვენი გული "გააღვიძოთ", რომ ეს ინტიმურ ურთიერთობაზეც აისახება. ქვედა ჩაკრების გადმოსახედიდან, სექსი აუცილებელია როგორც ენერგიის გამოდევნის საშუალება, სიამოვნების მიღება და ძალაუფლების გრძნობის დაკმაყოფილება. ხოლო მეოთხე ჩაკრის გადმოსახედიდან სექსი - ეს საოცარი შესაძლებლობაა ერთდროულად გასცე და მიიღო ენერგია. ის ხსნის უმაღლესი სულიერი ინტიმურობის კარს, როდესაც თქვენ იძენთ უნარს, ერთდროულად შეიგრძნოთ ფიზიკური და სულიერი სიახლოვე პარტნიორთან. ამ დროს ინტიმური ურთიერთობა აღარ არის მხოლოდ ფიზიკური ქმედება. თქვენ უკვე ურთიერთმოქმედებთ ფიზიკურ, ემოციონალურ და სულიერ პლანზე ერთად.
მე-4-ე ჩაკრა - ანაჰატა (გულის ჩაკრა)
ანაჰატა /გაცნობიერება/ - ნაწილი 4
თუ თქვენ ნერვიულობთ სიყვარულის ობიექტზე, გააცნობიერეთ, რომ თქვენი ნერვიულობის მიზეზი დევს უსაფრთხოების განცდის არქონაში, და არა თვითონ სიყვარულში. შეეცადეთ პრობლემის გამომწვევი მიზეზი იპოვოთ. გააანალიზეთ პირველი ჩაკრის მდგომარეობა. გაისეირნეთ ბუნებაში, შეხედეთ ბუნების ამოუწურავ ძალას, რომელიც ყველაფერში ვლინდება ჩვენს გარშემო. იგრძენით, რომ იგივე ენერგია გავსებთ თქვენ. იფიქრეთ, რომ ეს თქვენ კი არ ცხოვრობთ, არამედ სიცოცხლე ვლინდება თქვენით! ახლა კი, როდესაც თქვენ მოიპოვეთ საკუთარი თავის და ცხოვრების მიმართ უსაფრთხოების განცდა, შედით სხვა ადამიანთან ურთიერთობაში. შეინახეთ ეს შეგრძნება თქვენში და ნუ ეცდებით ამ უსაფრთხოების მიღებას პარტნიორისგან.
გაღვიძებული გული ხშირად კიდევ ერთი პრობლემის წყარო ხდება. ეს არის გაცემის გადამეტებული მისწრაფება. თქვენ აღვიძებთ მეოთხე ჩაკრის გულუხვობას, ამიტომ თქვენ მიისწრაფით უფრო მეტი გასცეთ გარშემომყოფებზე, მაგრამ თქვენ ეს სიკეთე გიბრუნდებათ უკან სხვებისგან. თქვენ კი ამ დროს ფიქრობთ, რომ ''უმჯობესია გასცე, ვიდრე მიიღო" - ასეთ მიდგომას მცდარ მორალამდე მივყავართ.
ამ გადმოსახედიდან, თქვენ უარი უნდა თქვათ სხვა ადამიანების მიერ შემოთავაზებულ სიკეთეზე, დახმარებაზე, მომსახურებაზე და საჩუქრებზე... ანუ თქვენ უარს ამბობთ სიყვარულის მიღებაზე. წარმოიდგინეთ რას განიცდიან ის ადამიანები მას შემდეგ, როდესაც სურთ სიკეთე გაგიკეთონ და თქვენ მათ უარით ისტუმრებთ? მათთვის არა აქვს მნიშვნელობა, თუ რა მიზეზით ეუბნებით უარს. ისინი იგრძნობენ, რომ არ დააფასეს მათი სიკეთე. ეს ხომ უმადურობაა.. ეს დაჩრდილავს მათ ბედნიერებას იმ მომენტში, რასაც მეოთხე ჩაკრის გამოვლინების საუკეთესო გზას ნამდვილად ვერ დავარქმევთ. თქვენ მადლიერებით უნდა მიიღოთ, ის რაც სხვებს უნდათ რომ მოგცენ, და ამით თქვენ მათ აძლევთ საშუალებას დატკბნენ იმ გრძნობით, რომ თქვენთვის რაღაც სასიამოვნო გააკეთეს.
უპირობო სიყვარულს ადვილად შეუძლია მიგვიყვანოს გაურკვევლობამდე, იმ შემთხვევაში, თუ სხვებს მივაწერთ თვისებებს, რომლებსაც ისინი არ ფლობენ. თქვენ ადამიანი წარმოგიდგენიათ ისეთი, როგორიც თქვენ გინდათ რომ დაინახოთ. ამ დროს გული არასწორი აღქმის წყარო ხდება, თქვენ გარშემომყოფებში ხედავთ იმაზე მეტ კარგს, ვიდრე რეალურად არის მათში. მაგრამ არის თუ არა ეს პრობლემა? კი, ეს პრობლემაა, თუ თქვენი არასწორი აღქმა არ გაძლევთ საშუალებას ნათლად აღიქვათ რეალობა. გაღვიძებული გული ყველაფერში ხედავს სულიერ პოტენციალს, მაგრამ ავიწყდება ის, რომ ჩვენ ყველა - მხოლოდ ანარეკლი ვართ ბუდჰის (გაღვიძებულის). კითხვა: "როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო?" წარმოიშვება ყოველ ჯერზე, როდესაც ტყუვდებით სხვა ადამიანის სულიერ პოტენციალში.
წონასწორობის აღდგენა მოითხოვს კეთილსინდისიერ და გულახდილ ურთიერთობას. კითხეთ თქვენს თავს: მოგწონთ თუ არა ის, რაც სხვა ადამიანს შემოაქვს თქვენს ცხოვრებაში?..თუ იმის გამო გიყვართ ის ადამიანი როგორიც შეიძლება გახდეს თქვენს წარმოდგენაში, თუკი ის შეიცვლება? თუ ბოლო პასუხია თქვენთვის უფრო მისაღები, ესეიგი თქვენ ის ადამიანი კი არა, თქვენივე წარმოდგენა გიყვართ მასზე. თქვენი სასიცოცხლო ენერგია მუდმივად ჩაედინება პარტნიორში, იმ მიზნით რომ გახადოს უფრო ადეკვატური თქვენს წარმოდგენებთან. პრობლემა წარმოიშვება მაშინ, როდესაც ეს წარმოდგენა არ ემთხვევა მისივე წარმოდგენას საკუთარ თავზე. ასეთი კავშირი ვერ იქნება გაწონასწორებული, რადგანაც თქვენ სისტემატიურად დაკარგავთ სასიცოცხლო ენერგიებს. ის ვერ მიაღწევს იმ მდგომარეობას, რასაც თქვენ მისგან ელოდებით, ვინაიდან ეს მის ნებას ეწინააღმდეგება. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ის დაუბრუნდა მისთვის ჩვეულ ცხოვრების სტილს. თქვენი წარმოდგენა მის პოტენციალზე, შეიძლება დაეხმაროს მას იმაში, რომ სურვილი გაუჩნდეს თვითონად დაინახოს ეს პოტენციალი საკუთარ თავში, მაგრამ ის ვერ შეძლებს მოერგოს თქვენს იდეალს, თუ კი ეს იდეალი განსხვავდება მისი იდეალისგან იმ მომენტში.
თუ თქვენ ვერ მოახერხეთ მეოთხე ჩაკრის გაწონასწორება, მაშინ თქვენთვის თვითონ ის აზრიც კი, რომ სხვას ტკივილი მიაყენოთ, საზარელია, და თქვენ გაურბიხართ ყველა უსიამოვნებას და მტკივნეულ სიტუაციებს, როგორც ცეცხლს. გარშემომყოფების მოთხოვნების დაკმაყოფილება - ეს გზაა კონფლიქტის ასარიდებლად, მაგრამ ამ გზით თქვენ უფლებას აძლევთ სხვებს თქვენს სიმპათიებზე ითამაშონ. სხვა ადამიანის ასეთი საქციელი, ვერ იქნება თქვენი მხარდამჭერი.
შეცდომა იქნებოდა გვევარაუდა, თითქოს მეოთხე ჩაკრა - ეს მხოლოდ სიყვარული და სინათლეა. ისეთი სულიერი თვისება, როგორიც თანაგრძნობაა, შეიძლება მიზეზი გახდეს გადაჭარბებული გრძნობიარობის. ამ დროს ხალხის და ქვეყნის ტკივილს ძალიან დრამატულად აღიქვამთ. თუ ეს მგრძნობიარობა დაუბალანსებელია, თქვენ ძალიან ადვილად ჩაიძირებით მწუხარებასა და სასოწარკვეთაში. თუ თქვენ სხვის მწუხარებას ისე განიცდით, თითქოს ეს თქვენი ბრალი იყოს, ამით მსოფლიოში მწუხარება კი არ მოიკლებს, არამედ კიდევ უფრო გაიზრდება. თქვენი შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ სხვების ტკივილს ისე აღიქვამთ, თითქოს თქვენ იყოთ ამაში დამნაშავე. ეს ძალიან პირადი დამოკიდებულებაა, რომლის ფესვებიც ღრმად ჩადის ქვედა ჩაკრებში. ტკივილი - ეს ჩვენი ცხოვრებისეული გზის თანამდევი და განუყოფელი ნაწილია. არცერთი ცხოვრება არ გაივლის მის გარეშე. თქვენ უნდა ისწავლოთ, რომ არ მიანიჭოთ მას ზედმეტი მნიშვნელობა. ყველაფერი გაივლის. თუ თქვენ ყველას ტკივილი თქვენს გულზე გაატარეთ, თქვენ ამით თავს გაინადგურებთ, მაგრამ ამავე დროს, ეს ცხოვრებისეული გამოცდილება, როდესაც ის უკვე წარსულში რჩება, თქვენ გზას გაგიკვლევთ წინ ახალი ცხოვრებისკენ.
თუ თქვენ გრძნობთ, რომ ვერ მიაღწიეთ წონასწორობას ამ სფეროში, გადახედეთ თქვენს ქვედა ჩაკრებს და მათ მდგომარეობას. გაწონასწორებულია თუ არა თქვენი ცხოველური ბუნება? ისე ცხოვრობთ, როგორც საჭიროა? (პირველი ჩაკრა.) გაქვთ თუ არა უნარი დატკბეთ ყოველი მომენტით თქვენს ცხოვრებაში? (მეორე ჩაკრა.) გყოფნით თუ არა სიმამაცე დაიცვათ საკუთარი შეხედულებები? (მესამე ჩაკრა.)
მე-4-ე ჩაკრა - ანაჰატა (გულის ჩაკრა)
ანაჰატა /ბალანსის მიღწევა მეოთხე ჩაკრაში/ - ნაწილი 5
იმისთვის რომ მეოთხე ჩაკრის ბალანსი შეინარჩუნოთ, დიდი ძალისხმევაა საჭირო. ძალიან ადვილია მიყვეთ გულის ხმას, და ემოციების ოკეანეში ჩაიძიროთ, რაც საკმაოდ ხშირად ხდება. რაც უფრო ხშირად უსმენთ გულს, მით უფრო იშვიათად ხდება გამოცდები, რომლებიც თქვენ ყურადღებას ფანტავს. თქვენ ამცირებთ დროს, რომელიც საჭიროა უკან დასაბრუნებლად. თქვენ უნდა შეძლოთ ამოყვინთონ ემოციების ოკეანედან და გადართოთ თქვენი ყურადღება მოქმედებაზე და გაცნობიერებაზე, რაც დაგეხმარებათ მეოთხე ჩაკრის ბალანსის შენარჩუნებაში. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სიყვარული - ეს ყველაზე დიდი ძალაა სამყაროში.
ჯილდო კი უზარმაზარია. როდესაც თქვენ ისწავლით ცხოვრებას მეოთხე ჩაკრის მეშვეობით, თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება. ყველგან მხოლოდ სიხარულს და სიყვარულს წააწყდებით. თქვენ შეძლებთ ბრძოლის საფეხურიდან ჩამოსვლას, რომელიც ასე ბუნებრივი გეჩვენებათ ქვედა სამი ჩაკრის გადმოსახედიდან. თქვენ განაგრძობთ ცხოვრებას იგივე სამყაროში, მაგრამ გარშემომყოფებთან ბრძოლას შეწყვიტავთ. გამოცდები და სირთულეები ნებისმიერ ცხოვრებას თან სდევს, მაგრამ თუ თქვენი გული გაიღვიძებს, ამ სირთულეებშიც კი დაინახავთ მადლს და სინათლეს - ისინი დაკავშირებული არიან ფაქიზ შრეებთან და მიხვდებით, რომ ცხოვრება სწორედ ისე მიედინება, როგორც საჭიროა.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, მესამე ჩაკრიდან მეოთხეზე გადასვლა ძალიან რთული და გრძელვადიანი პროცესია. ის თქვენგან მოითხოვს სრულად შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი - უარი თქვათ განცალკევების და უნიკალურობის შეგრძნებაზე... და თქვენი ძალისხმევა დაჯილდოებული იქნება ზღაპრული შეგრძნებებით: თქვენ ერთიანობას იგრძნობთ სხვა ადამიანებთან, რომლებიც თქვენსავით აღიქვამენ და გრძნობენ სიცოცხლეს. თქვენ ძირფესვიანად უნდა გადახედოთ თქვენს მიდგომას ცხოვრებისადმი და დამოკიდებულებას გარშემომყოფებისადმი.
სიყვარულის გაცნობიერება სამ საფეხურად იყოფა: პირადი, თანამგრძნობი და უნივერსალური.
/პირადი სიყვარული/
პირად საფეხურზე გაღვიძებული გული ენითაუწერელ სიამოვნებას განიცდის ახლობლების სიყვარულით. ეს ის ნამდვილი და ჭეშმარიტი გრძნობაა, რომელიც მოგიწოდებთ თქვენი სიხარული გაუზიაროთ თქვენს ახლობელ ადამიანებს. რომანტიული სიყვარული - ერთერთი ასპექტია პირადი სიყვარულის... და ის არაა შეზღუდული მხოლოდ საძინებელი ოთახით! ეს არის საყვარელ ადამიანზე ზრუნვით და განებივრებით გამოწვეული სიხარული, შეყვარებულობის დაბადებით გამოწვეული სიხარული, აღტაცება და აღფრთოვანება, როდესაც ღიმილს იწვევთ თქვენთვის ძვირფასი ადამიანის სახეზე. როდესაც თქვენი გული ღიაა, თქვენ გინდათ, რომ ეს სიყვარული იყოს მარადიული! თუ თქვენი გული მზადაა ამოხტეს სიხარულისგან, როდესაც თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენთან ერთად გასეირნებაზე დაგთანხმდებათ, ესეიგი თქვენი მეოთხე ჩაკრა ღიაა ამ საფეხურზე.
ამ გრძნობის განვითარება შეიძლება. ახალი შეყვარებულობის პერიოდის დასაწყისში, ეს მდგომარეობა ბუნებრივია. თქვენი გული ისწრაფის პასუხი მიიღოს საყვარელი ადამიანისგან. იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა შეინარჩუნოთ, თქვენ სიხარულს უნდა განიჭებდეთ ამ ადამიანზე მზრუნველობა. თუ თქვენ უკვე დაქორწინებული ხართ, მოუწყეთ მეუღლეს რომანტიული შეხვედრები, თუნდაც კვირაში ერთხელ. გამოხატეთ სიყვარული ნებისმიერი წვრილმანით, ისეთით როგორიცაა სასიყვარულო ბარათი, პატარა საჩუქარი, რომანტიული ვახშამი და ა.შ.... თქვენ თვითონაც ხომ გახსოვთ, როგორც იყო ეს ყველაფერი! სიყვარული - ეს ერთგვარი თამაშია, და იმისთვის რომ ხანგრძლივი იყოს ის, უნდა იცოდეთ მისი წესებიც. ეს ყველაფერი, რაზედაც ეხლა ვსაუბრობთ, ისედაც ძალიან ადვილად და ბუნებრივად ხდება ადრეულ სტადიებში, მაგრამ დროთა განმავლობაში რთულდება, ამიტომ საშუალება უნდა მისცეთ ამ გრძნობას, რომ შენარჩუნდეს და დაეხმაროთ მას, სხვა შემთხვევაში ის ჩაქრება.
პირად საფეხურზე ჯერ კიდევ ძალიან ძლიერია მიჯაჭვულობის გრძნობა, ვინაიდან პირადი სიყვარული დაკავშირებულია პირველ სამ ჩაკრასთან. აქედან გამომდინარე, ასეთ სიყვარულს ხშირად თან სდევს პარტნიორის დაკარგვის შიში. პირადიდან გარდამავალ თანამგრძნობ სიყვარულში, პარტნიორის დაკარგვის შიში სუსტდება და ბოლოს, როდესაც მიაღწევთ უნივერსალურ სიყვარულს, შიში საერთოდ ქრება.
/თანამგრძნობი სიყვარული/
ამ საფეხურზე ასვლისას, გაღვიძებული გული მთლიანად მიდის პირადი სიყვარულიდან. ამ დროს თანაგრძნობა შეიძლება განიცადოთ, როგორც ახლობელი ადამიანების მიმართ, ასევე უცხო ადამიანების მიმართაც. ეს არ არის პიროვნული სიყვარული, არც ის სიყვარული, რომელიც დაფუძნებულია დაუფლებაზე, მას არაფერი აქვს საერთო შინაგან "მე"-სთან. ეს უპიროვნო გრძნობაა. ის იზრდება იმდენად, რამდენადაც თქვენს სულს შეუძლია მოიცვას მთელი პლანეტა... და მთელი თქვენი არსება სრულიად განმსჭვალულია სიყვარულის შეგრძნებით. თანაგრძნობა უფრო და უფრო ძლიერდება. ის გამოწვეულია იმ ფაქტის გაცნობიერებით, რომ მსოფლიოში ყველა ტკივილს და უბედურებას იწვევს ადამიანების განცალკევება ერთმანეთისგან, რომელიც პირველი სამი ჩაკრის ზემოქმედების გამო ხდება.
თანამგრძნობი გული თითოეული სულის სილამაზეს შეიგრძნობს, ის ხედავს რომ ისინი იბრძვიან მიაღწიონ ცნობიერების უმაღლეს საფეხურს. გული არ განიკითხავს მათ, ვინც ჯერ ვერ გაიღვიძა და ვერ გაცდა პირველ სამ საფეხურს. პირიქით, თქვენში იღვიძებს სიკეთე და ამ თანაგრძნობით თქვენ ცდილობთ დაეხმაროთ მათ ამ რთულ პერიოდში, რომ შეიგრძნონ ის სიხარული, რომელსაც გაღვიძებული გული იტევს.
პატიება - აი ის მთავარი თვისება, რომელიც გააჩნია თანამგრძნობ გულს. იმისთვის, რომ გავიგოთ და გავითავისოთ, რომ ყველა სულში არის სიბნელის ნაწილაკი, რომელიც ადამიანურ არსებობას მოიცავს, საჭიროა თანაგრძნობა. ჩვენ ყველა, ხანდახან ჩავდივართ ისეთ საქციელს, რომელსაც ვერ დავარქმევთ კეთილსინდისიერს, და ამ ფაქტის აღიარების მიუხედავად, ჩვენ არ უნდა წავართვათ შეცდომის უფლება არც საკუთარ თავს და არც სხვებს. შეცდომას ვუშვებთ ყველა, და ეს ადამიანური არსებობის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ უნდა შეგვეძლოს როგორც სხვისი პატიება, ასევე საკუთარი თავისაც.
თუმცა თანაგრძნობას, რომელიც მეოთხე ჩაკრაში იბადება, მხოლოდ სიხარული და ბედნიერება არ მოაქვს. როდესაც პირველად იგრძნობთ სხვების ტანჯვას, ძალიან ადვილია მთლიანად ჩაგითრიოთ ამ გრძნობამ და ცხოვრების ინტერესი დაგაკარგინოთ. სრულიად ნათელია, რომ ეს თქვენ კარგს არაფერს მოგიტანთ. მეოთხე ჩაკრა არ ითხოვს მსხვერპლშეწირვას. აუცილებელია, რომ შინაგანი "მე" ჯანმრთელი იყოს, იმისთვის რომ გულის სიმაღლეზე ავიდეს, და პირველი სამი ჩაკრა - აბსოლიტურად გაწონასწორებული, რომ თანამგრძნობმა სიყვარულმა ზიანი არ მოგაყენოთ.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, თუკი თქვენ სრულად ჩაიძირებით ტანჯვაში და განცდაში, ამით მსოფლიოში ტანჯვა მხოლოდ მოიმატებს. თანამგრძნობი სიყვარულის გზას კი არ უნდა მივყავდეთ დამატებით ტანჯვამდე, პირიქით უნდა ამცირებდეს მას. იმის ცოდნა, რომ საკუთარ თავზე მუშაობა, მსოფლიოში ზრდის კეთილდღეობას, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი სასარგებლო საქმიანობა, დაგეხმარებათ თავი დააღწიოთ არაფრის მომცემ ტკივილს. როდესაც საყრდენს თქვენს გულში პოულობთ, იძენთ ღვთაებრივ დაცვას - და როდესაც გასცემთ იმ შინაგან დადებით მუხტს, სიყვარულს და სიმშვიდეს, რასაც თქვენ ატარებთ, ამით შეძლებთ სხვისი ტანჯვის შემცირებასაც.
/უნივერსალური სიყვარული/
როდესაც იმყოფებით მეოთხე საფეხურზე, თქვენ რამდენიმე ნაბიჯი გაშორებთ, იმისგან რომ მიწაზე ზეცა შეიგრძნოთ. პირველი სამი ჩაკრა მიეკუთვნება მიწას (ენერგია ინი), ზედა სამი ჩაკრა კი ზეცას (ენერგია იანი). ისინი ერთმანეთს უკავშირდებიან მეოთხე ჩაკრაში, ანუ გულში, და სპონტანურად იწვევენ სიყვარულის გამოვლინებას. ეს სიყვარული არ იწვევს მიბმას და მიჯაჭვას, ის არ ცდილობს დაუფლებას, ის თავისუფალია. მას მივყავართ იმ მდგომარეობამდე, რომელსაც ჩვენ უპირობო სიყვარულს ვეძახით. როდესაც მისტიკოსები ამბობენ, რომ სიყვარულს შეუძლია განმსჭვალოს მთელი ჩვენი არსი, ჩვენ ვხვდებით, რომ ისინი გაღვიძებული გულის სწორედ ამ ასპექტს გულისხმობენ.
თუ თქვენ მიაღწევთ გულის ჩაკრის ცნობიერების გაწონასწორებას, თქვენ ჩაიძირებით სიყვარულის ოკეანეში. თქვენსკენ მოისწრაფიან სხვებიც, და თქვენ გულუხვად უნაწილებთ მათ თქვენი სულის სიმდიდრეს... და როდესაც გასცემთ ამ ენერგიას, გრძნობთ როგორ გავსებთ სამყარო თავისი ენერგიით. სწორედ ასე ხდება რეალურადაც. თქვენი ენერგია ამოუწურავი ხდება, ამიტომ თქვენ აღარ გემუქრებათ გადაწვა, და გარშემომყოფები კი ვერასოდეს შთანთქავენ მას. რათქმაუნდა დღის ბოლოს თქვენ დაღლილობას იგრძნობთ, მაგრამ თქვენ არ იქნებით ძალაგამოცლილი. თქვენ ხვდებით, რომ როდესაც თავს გრძნობთ სრულიად უენერგიოდ, ესეიგი რაღაცას არასწორად აკეთებთ. ძალების დაკარგვის პირველივე ნიშნების დროს უნდა მიმართოთ მეოთხე ჩაკრას და თქვენი ცნობიერების შრეებს. თქვენ უკვე იცით ენერგეტიკული სიგნალების გარჩევა და იცით როგორ აღიდგინოთ ის უწყვეტი წყაროებიდან. ძალების აღდგენის შემდგომ კი თქვენ ისევ შეძლებთ გაუნაწილოთ ის გარშემომყოფებს.
თუ თქვენ მოახერხებთ გულის ჩაკრის დაბალანსებას და თქვენი არსების გავსებას მისით, თქვენ შეიგრძნობთ ენითაუწერელ გრძნობას. როდესაც აცნობიერებთ სიცოცხლის ამოუწურავ ძალას, თქვენ არასდროს აღარ გექნებათ რამის დანაკლისის შიში. უნივერსალური სიყვარული გაძლევთ საშუალებას იყოთ მადლიერი და გულუხვი. თქვენ მადლიერი ხართ ცხოვრების აურაცხელი საჩუქრების და ეს ყველაფერი გულუხვათ შეგიძლიათ გაუნაწილოთ სხვებსაც. ცნობიერების ეს საფეხური კარგად ჩანს სიტყვებში: "ეძებეთ ღვთიური სამეფო თქვენში და ყველაფერი მოგეცემათ".
უნივერსალური სიყვარულის დონეზე ყველა მიჯაჭვა ქრება. მიჯაჭვას იწვევს შიში, მაგრამ როდესაც თქვენი გული გაიღვიძებს უნივერსალური სიყვარულისთვის, თქვენ აღარ იქნებით შიშის მძევალი. ეს იმას არ ნიშნავს რომ შიში საერთოდ გაქრება, ვინაიდან ის ადამიანური არსებობის შემადგენელი ნაწილია და ვერ გაქრება მთლიანად. ეს თქვენ წახვედით მისგან, მიხვდით, რომ შიში ბუდობდა თქვენში, მაგრამ სამყაროში ხომ უამრავი ადგილია, სადაც შეიძლება მისგან თავის დაღწევა. თქვენ უნდა გაიგოთ, რომ შიში და რწმენა - ეს ერთი მედლის ორი სხვადასხვა მხარეა და თქვენ ან ერთი უნდა იგრძნოთ, ან მეორე. ისწავლეთ ყურადღების გადატანა შიშის გამომწვევი ფაქტორიდან იმაზე, რაც რწმენას გაგიმყარებთ.
ერთერთი მნიშვნელოვანი გასაღები, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება: განავითარეთ თქვენში სიცოცხლის და შემოქმედების სიყვარული და დააკვირდით, თუ როგორ შესძენს ეს თვისება თქვენს ცხოვრებას ახალ აზრს.
მე-4-ე ჩაკრა - ანაჰატა (გულის ჩაკრა)
ანაჰატა /სულის მიზანი მეოთხე ჩაკრის თვალსაზრისით/ - ნაწილი 6
კოლექტიური ენერგიის ჩაკრის გაღვიძებას, ყოველთვის მოაქვს დიდი პასუხისმგებლობა. ეს თვისება ყალიბდება დროთა განმავლობაში, მაგრამ როდესაც ის ბოლომდე ხდება გაცნობიერებული, მოაქვს შინაგანი კმაყოფილება. ისინი, ვინც ახერხებენ ცნობიერების შენარჩუნებას მაღალი ჩაკრების დონეზე, არასდროს სვამენ კითხვას: რაში მდგომარეობს ცხოვრების მიზანი - მათ ეს იციან. ეს შეგრძნება იბადება მაღალი ჩაკრების გახსნისას. როდესაც თქვენ აღვიძებთ მეოთხე ჩაკრას, თქვენ ბუნებრივად გიჩნდებათ მოთხოვნილება დაეხმაროთ სხვებს მიიღონ ეს ცოდნა და შეიგრძნონ სიყვარული. თქვენ ცდილობთ მათი ყურადღება გადაიტანოთ სიყვარულზე და სილამაზეზე. ადამიანები გრძნობენ სიმშვიდის ატმოსფეროს, რომელიც თქვენს გარშემო სუფევს, ხვდებიან, რომ თქვენ მათ არ განიკითხავთ, და თქვენი თანდასწრებით არ ეშინიათ თავიანთი ნამდვილი ბუნების ჩვენება. თქვენ მათ უქმნით უსაფრთხო და მხარდამჭერ პირობებს.
თქვენ უბიძგებთ გარშემომყოფებს თანაგრძნობისკენ. თქვენი გული ყველასთვის გახსნილია. ეს გახსნილობა შთააგონებთ მათ არ განიკითხონ სხვები. თქვენ შეიგრძნობთ როგორ იძენს თქვენი არსებობა აზრს, როდესაც ხედავთ, როგორ იხსნება სხვა ადამიანების გულები სიყვარულისთვის და თანაგრძნობისთვის. გახსნილი გულის მდგომარეობაში ცხოვრება საოცრად სავსე და მდიდარია. ეს ერთგვარი რწმენაა ქმედებაში: ის, რასაც გარშემომყოფები აკვირდებიან თქვენს ცხოვრებაში, სტიმულს აძლევთ მათ თვითონაც გაიხსნან.
მე-4-ე ჩაკრა - ანაჰატა (გულის ჩაკრა)
ანაჰატა /მეოთხე ჩაკრის გაღვიძების საშუალება/ - ნაწილი 7
როდესაც თქვენ გრძნობთ ძალების გამოფიტვას გარშემომყოფებთან ურთიერთქმედების დროს, გახსენით გული, რადგანაც, თუ თქვენ წინააღმდეგობას გაუწევთ ქმედებებს, ამით თქვენ ორმაგ დარტყმას მიაყენებთ თქვენს ენერგეტიკულ ველს. პირველ რიგში, თქვენ ვეღარ იგრძნობთ ენერგიის შემოდინებას იმ მომენტში, როდესაც თქვენ რამეს იღებთ, ამავე დროს თქვენ ხარჯავთ უზარმაზარ ენერგიას წინააღმდეგობაზე. კონცენტრირდით თქვენს გულზე, მოიხსენით დამცველი საფარი და იგრძენით, როგორ გიბრუნდებათ ძალა.
ყოველთვის, როდესაც თქვენ გიწევთ კონფლიქტის გადაწყვეტა ვინმესთან, კონცენტრაცია აუცილებლად ამ ჩაკრაზე უნდა გააკეთოთ. თავიდან თქვენ თვითონ გააკეთეთ ყველაფერი, თავდამსხმელს გულით უსურვეთ ბედნიერება, გადადით მადლიერების მდგომარეობაში - ეს ყველაფერი თქვენს გულში არსებობს. როგორც კი თქვენ კონცენტრირდებით და იგრძნობთ თბილი ენერგიის ნაკადს, გაიხსენეთ თქვენი მეგობარი. უთანაგრძეთ მას, თქვენს წინაშე ხომ სხვა სულია, რომელიც იბრძვის არსებობის სირთულეებთან. კონცენტრირდით გულის კავშირზე, რომელიც თქვენს შორისაა. წარმოიდგინეთ თქვენი მომავალი შეხვედრა მასთან, იპოვეთ თქვენს გულში მისი ადგილი, და მხოლოდ ამის შემდეგ წადით მასთან.
რამ დასი გვაძლევს ბრძნულ რჩევას: "არასოდეს არავინ გააგდოთ თქვენი გულიდან". ის გვთავაზობს, რომ ამ პრინციპით ვიხელმძღვანელოთ ყველა სახის სოციალურ ურთიერთობებში. თქვენ შეგიძლიათ ვინმეს მიუთითოთ დისციპლინაზე, ან იმედი გაგიცრუვდეთ, ან თუნდაც გაბრაზდეთ, მაგრამ არასოდეს გააგდოთ ადამიანი თქვენი გულიდან. თუმცა ამ რჩევაში ერთგვარი ხაფანგიც არის - თქვენ თვითონ ყოველთვის უნდა იმყოფებოდეთ იქ, რომ არ დაუშვათ თქვენი გულიდან სხვისი წასვლა!

წყარო :ჯგუფი "ლურჯი ლოტოსი"скачать dle 11.3
ნახვები: 3 946
 

ASTRO TV LIVE