Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » სტელიუმი ნიშნებში და სახლებში

სტელიუმი ნიშნებში და სახლებში

სტელიუმი ნიშნებში და სახლებში

სამი ან მეტი პლანეტის თავმოყრა-შეერთებას ნიშანში, სახლში ან კონკრეტულ მონაკვეთზე სტელიუმი ეწოდება.

თუ პლანეტები მდებარეობენ 1 გრადუსში მაშინ მას ზუსტი შეერთება ეწოდება. ( მაგალითად მზისთვის 2 გრადუსზე შეიძლება იყოს ზუსტი შეერთება, მთვარისთვის კი 1.5 გრადუსზე).

სტელიუმები შეიძლება განივიხილოთ, როგორც თავმოყრა-შეერთება ნიშნებში, სახლებში, კვადრატებში, ნახევარსფეროებშიც კი. სტელიუმებიდან იღებს სათავეს ყველაზე ძიერი ურთიერთქმედება, ასევე ცხოვრებისეული ცვილებები , აღმავლობის და დაღმასვლის პერიოდები.

სტელიუმი ეს უზარმაზი ენერგიაა, რომელიც კონცენტრირებულია ერთ წერტილში. ყველაზე ძლიერი ინპულსი მოქმედებისთვის მოდის პლანეტების შეერთებიდან. პლანეტები, რომლებიც მოთავსებულია მაღაროში (მაღარო – როცა პლანეტას არააქვს ასპექტი სხვა პლანეტასთან) ან ჩასმულ ნიშნებში (როცა ერთი ზოდიაქოს ნიშნის საზღვრები მოქცეულია ერთი სახლის საზღვრების შიგნით) თავიანთ თავს გამოავლენენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ამის საშუალებას აძლევს ასპექტები (რაც არც თუ ისე ხშირად ხდება). ანუ პლანეტა ჩაძირულია ერთ ნიშანში და არ აქვს გამოსასვლელი სახლის კუსპიდზე.

სტელიუმის ჩართვა ხშირად გვაძლევს საუკეთესო შედეგებს ადამინის ბედ-იღბალში. სტელიუმის ჩართვა ხდება, როცა ტრანზიტული, დირექციული და პროგრესიული პლანეტები დაიწყებენ ასპექტირებას სტელიუმის პლანეტასთან (ასპექტებიდან ყველაზე ძიერმოქმედი შეერთებაა). თუ სტელიუმი დიდია და მასში რომელიმე ნელამოძრავი პლანეტაა, მაშინ მთელი ამ პერიოდის ანუ წლების განმავლობაში ადამიანის ცხოვრება გამოირჩევა უკეთესობით.

ნატალურ რუკაში ძლიერი სტელიუმი ადამიანის ხასიათის და მოტივაციის განმსაღზვრელი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. ის პლანეტა რომელიც ზოდიაქოს ნიშნის დასაწყისშია იძლევა საწყისს იმპულსს, ხოლო ნიშნის ბოლოში მოქცეული პლანეტა შედეგობრივ ხასიათს ატარებს ანუ ქცევის დასრულების განმსაზღვრელია.

სტელიუმი გვიჩვენებს თუ როგორ გარდაიქმნება ერთი ენერგია მეორედ ადამიანში და საიდან მოდის ეს ენერგია.

რუკაში, სადაც სტელიუმი იქმნება ჩავარდნილ (ანუ ჩასმულ) ნიშანში შედარებით რთულია, რადგან ქმნის დიდი შინაგან დაძაბულობას. შეერთება ყველაზე ძლიერი ასპექტია, ამიტომ სტელიუმში ცალცალკე უნდა განვიხილოთ ყველა მონაწილე პლანეტა, თუ რამდენად პოზიტიური, ნეგატიური ან ნეიტრალური ზემოქმედება გაჩნიათ მათ. ვენერა და იუპიტერი დადებით პალნეტებად ითვლებიან, მარსი და სატურნი – ნეგატიურად, ზოლო მთვარე და მერკური – ნეიტრალურად. ამასთან აუცილებელია გამოვყოთ ყველაზე ძლიერი პლანეტა სტელიუმში, რადგან სწორედ ის ქმნის ადამიანის ხასითში ძირითად ფონს.

***

როგორც უკვე ავღნიშნეთ, სტელიუმი ესაა პლანეტების თავმოყრა ერთ სახლში ან ნიშანში, რაც ადამინს აძლევს სპეციფიკურ ენერგიას, რომელიც დამახასიათბელია კონკრეტული მდებარეობისთვის. განვიხილოთ ეს ენერგოები კარდინალურ, მუტაბელურ და ფიქსირებულ ნიშნებში:

სტელიუმი კარდინალურ ნიშნებში და სახლებში -

ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ ძლიერი კარდილაური ასპექტები (ვერძი, კირჩხიბი, სასწორი და თხის რქა) ან სტელიუმი შესაბამის კარდილანურ სახლებში ( I, IV, VII და X) მათ სტელიუმი აძლევს უზარმაზარ იმპულსურ ენერგიას და გამოირჩევიან განსაკუთრებული მიზადასახულობით, ენერგიულობით და პრინციპულობით.

ვერძში ან პირველ სახლში სტეილუმი – ეს ადამიანი თავის თავს გამოვლენს, როგორც პიონერს, პირველს და აღმომჩნეს. უზარმაზრი ენერგიის პატრონი იქნება. მათი ენერგია გადამდებია და თავისუფლად შეუძლია აიყოლიოს სხვები ნებისმიერ წამოწყებაში. მათთვის ყოველთვის უკეთესი იქნება იმუშაონ მარტო და დამოუკიდებლად. მათთგან ხშირად კარგი კომერსანტები გამოდიან, რადგან თვითრელიზაცია და რისკზე წასვლა მათი მთვარი თვისებაა.

კირჩხიბში ან მეოთხე სახლში სტელიუმი - როგორც წესი ეს ადამიანი დიდ ყურადღებას უთმობს ემოციონალურ ფაქტორებს და აქვს ზემგრძნობიარობა. ადვილად უგებენ სხვა ადამინებს და აქვთ ძლიერი ინტუიცია. თუ მაგალაითად მას კოლექტივი აბარია და მათ სამსახურში ხემძღვანელობს, ის განკარუგლების გაცემამდე ყოველთვის თბილად მოიკითხავს თანამშრომელს და მხოლოდ შედეგ მისცემს დავალებას. როცა ქვეშემრდომი მარტო რჩება აქვს შეგრძნება, რომ მან თავად განსაზღვრა საკუთარი დავალება და უფრო მეტი მონდომებით ასრულებს მას. საერთო ჯამში სტელიუმი კირჩხიბი ემოცინალურ და ინტუიცირ დონეზე საკმაოდ განვითარებულია და წარამტებას ყველაფერში ამის ხარჯზე აღწევს.

სასწორში ან მეშივიდე სახლში სტელიუმი - ეს არის დიდი ტაქტი და დისციპლინა. საქმე იმაშია, რომ საწორების უმრავლესობა მიდრეკილია მანიპულირებისაკენ. მათი ერთ-ერთი ძირითადი თვისებაა დაინახონ პრობლემის ორი მხარე, გაითვალისწინონ მისი ყველა ასპექტი და ყველანაირ სიტუაციაში პოულობენ როგორც დადებით, ასევე უარყოფითს. მათ შეუძლიათ კარგი ურთიერთობა ქონდეთ გარშემომყეფებთან, აქედან გამომდინარე არსებობს ასეთი ტენდენცია რომ მათი ნაცნობების უმრავლესობას ისინი საუკეთესო მეგობრები ჰგონიათ. მათ აქვთ საოცარი დიპლომატიის უნარი. მაგალითად თუ საუბარია პოლიტიკაზე ისინი ყოველთვის იმ პოზიციას იჭერენ, რომელ პოზიციაზეც უმრავლესობაა. მათ შეუძლიათ 10 წუთია ინტერვალით დაიჭირონ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია, მაგრამ ამას იმიტომ კი არ აკეთებნ, რომ საკუთარი აზრი არააქვთ, არამედ იმიტომ რომ ყველფერში ხედავენ როგორც კარგს, ასევე ცუდს.

თხის რქაში ან მეათე სახლში სტელიუმი - ეს არის მმართველი, უფროსი, რომელსაც ძალაუფლება ბუნებრივად და დიდი ძალისხმევის გარეშე მოსდის. თხის რქა ლიდერი ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ მას ადამიანები აღიქვამენ როგორც ლიდერს. მიეცით მას რაიმე ტიტული ან დანიშნეთ რომელიმე ორგანიზაციის პრეზიდენტად და ის იქნება ბედნიერი. მათი გამორჩეული თვისებაამწვერვალისკენ სწრაფვა და მიზნების მირწევა, უბრალოდ მათ ამ ყველაფრისთვის ჭირდებათ სოციალური სტატუსი , საზოგადოებაში ადგილი და დაფასება.საბოლოო ჯამში კი ყველაზე მეტი უფროსი და ლიდერი თხის რქა გამოდის სტატისტიკურად.

სტელიუმი ფიქსირებულ ნიშნებში და სახლებში –

ადამინები, რომლებსაც გააჩნიათ ძლიერი ასპექტები ფიქსირებულ ნიშნებში (კურო, ლომი, მორიელი და მერწყული) ან სტელიუმი შესაბამის ფიქსირებულ სახლებში (II, V, VII და XI)მათ სტელიუმი აძლევს შედარებით დაბალ ენერგიებს და ისინი ყოველთვის შეეწინააღდეგებიან დიდი გარდაქმნებს და ცვლილებებს. გამოირჩევიან სიფრთხილით და ორჭოფობით. მათი რეგირება და ენერგიულობა კარდინალურ სტელიუმებთან შედარებით ყოველთვის ნელი იქნება.

კუროში ან მეორე სახლში სტელიუმი - ესეთ ადამიანს ახასიათებს ძლიერი დამოკიდებულება მატერიალური კეთილდღეობისადმი. სხვა ადამიანებთან შედარებით ისინი უფრო ორიენტირებულებიან საკუთერი კეთილდღეობის შესაქმნელად. უყვართ ფუფუნების საგნები და კომფორტი, ლამაზი ნივთები და გამორჩეულ ადამიანებთან ურთიერთობა. ისინი აფასებენ სილამაზეს, ფუფუნებას, მგრძნობელობით სიამოვნებებს : ჭამა, მასაჟი, ლამაზი სამოსი. იყო შემთხვევა, როცა სტელიუმი-კურომ იყიდა თავისი ოცნების კადილაკი და საჭესთან მოკალათების შედეგ პირველი რაც მან თქვა ეს იყო :„ ეს თითქმის იგივე რაც სექსით დაკავდე“ – ანუ კარგი სექსიც მათთვის მნიშვნელოვანი ფასეულობაა.

ლომში ან მეხუთე სახლში სტელიუმი – ეს ადამიანი თეატრალური და აფექტური ქცევით ხასიათდება და ახასიათებს გამოხატული მიდრეკილება გართობისკენ. მათ მოსწონთ სცენაზე ყოფნა. უყვართ ყურადღება , მათ სურთ ყველას დააბრმავონ საკუთარი მომხიბვლელობით. უყვართ შთაბეჭდილების მოხდენა სხვებზე – თუნდაც ამისთვის საჭირო იყოს მაგიდაზე ცეკვა ან თუნდაც სხვების დაპატიჟება საკუთარ ხარჯზე. იყო შემთხვევა, როცა ლომი იძახდა, რომ არ უყვარს დასაფლავებაზე სიარული, რადგან იქ ყველას ყურადღება გარდაცვლილისკენ არის მიმართული და თავად ჩრდლში რჩება. ამიტომ თუ ასეთ ადამიანთან ერთად მოხვდებით სადმე რესტორნში ან თუნდაც რაიმე ღონისძიებაზე დართეთ მას ნება გაგიმასპინძლდეთ, რადგან ამით ის ბედნიერი ხდება. ისინი ძალიან კეთილები, ხელგაშლილები და რომანიტიულები არიან.

მორიელში ან მერვე სახლში სტელიუმი - ესეთი ადამიანი მაგნეტიზმითაა დაჯილდოვებული. მორიელის ნიშნის ძლიერი ზემოქმედება აყალიბებს ყველაზე მიზანდასახულ ადამიანებს. ისინი მიიწევენ თავიანთი მიზნებისკენ პირდაპირი გზით. მთვარია ამ დროს მათ რაიმე ან ვინმე არ გადაეღობოს წინ თორემ გადაუვლიან. საკმაოდ ცივსისხლიანები არიან.

მერწყულში ან მეთერთმეტე სახლში სტელიუმი - ეს ძლიერი თავისუფლების და დამოუკიდებლობის წყურვილია. ისინი არ გვანან სხვებს და გამოირჩევიან ინდივიდუალურობით, საქმიანები და მოსიყვარულეები არიან, ხშირად მარტოსულებიც კი. ასეთი ადამიანი იდეების გენერატორია, მათი აზრები და გამოგონებები დროს უსწრებს . უყვართ ძველი ნივთების შეგროვება. როგორი ბანალური საქმითაც არ უნდა იყვნენ დაკავებულები ყოველთვის ცდილობენ იყვნენ ორიგინაურები და სხვებისგან განსხვავებულები და გამოსდით კიდეც. მათი გაბრაზება ფაქტიურად შეუძებელია, თუარ ჩავთვლით შემდეგი შინაარსის ფრაზას: „შენ მე ვიღაცას მახსენებ შენი საქციელით“ ან „შენ საოცრად გავხარ ერთ ჩემს ნაცნობს“

სტელიუმი მუტაბელურ ნიშნებში -

ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ ძიერი ასპექტები მუტაბელურ ნიშნებში (ტყუპები, ქალწული, მშვილდოსანი და თევზები) ან სტელიუმი შესაბამის სახლებში (III, VI, IX და XII) მათ სტელიუმი აძლევს ენერგიას, რომელიც ფსიქოლოგიურ და ფსიქიკურ დონეზე მოქდების საშუელბას აძელევს პიროვნებას. რთულ სიტუაციებში შეიძლება ისინი მთლიანად პარალიზებულები იყვნენ და განიცდიდნენ შინაგანად ძლიერ განცდებს.

ტყუპებში ან მესამე სახლში სტელიუმი - აქვს ძალიან მოძრავი ფსიქიკა და მრავალმხვრივი აზროვნება. ასეთ ხალხს აქვთ მიდრეკილება უცხო ენების კარგად ათვისებაში. ასეთი ადამიანი მიზანდასახულია, გონებამახვილი, მათ თავში მრავალფეროვანი აზრები და იდეები მოდის. აქვთ კარგი იუმორის გრძნობა, მათთან ურთიერთობა სასიამოვნოა. ერთადერთი ნაკლი მათი ცავალებადობაა.

ქალწულში ან მეექვსე სახლში სტელიუმი - ეს „მუშა ფუთკარია“. აქვს მუდმივი მოთხოვნილება სულ რაღაც აკეთოს და იმსახუროს. ასეთი ხალხი კმაყოფილები არიან მხოლოდ მაშინ, როცა მუშაობენ და საქმით არიან დაკავებულები. ქალწულები კარგი ორატორები და გამომგონებლები ხდებიან, ასევე მათ შეუძლიათ იყვნენ პრაქტიკულები და სექსუალურებიც კი, განსაკუთრებით მაშინ თუ კი სტელიუმში რომელიმე პლანეტა ქალწულის მე-7 გრადუსზე ხვდება (n201397g).

მშილდოსანში ან მეცხრე სახლში სტელიუმი - ეს ადამიანები იდეალისტები არიან, მაძიებლები ჭეშმარიტების და სიმართლის. ძირითადად წარმატებულები, მათ ხშირად უმართლებთ, ისინი ოპტიმისტები არიან, თვითდაჯერებულები, ფიცხები, მხიარულები, მათ უამრავი ენერგია აქვთ. მიიწევენ ღრმა ცოდნის მიღებისკენ, მათ სურთ სრული წარმოდგენა ქონდეთ იმ საგანზე, რისი შესწავლაც დაიწყეს.

თევზებში ან მეთორმეტე სახლში სტელიუმი – ამ ადამიანებს აქვთ ხელოვნებისკენ მიდრეკილება, ძლიერი ინტუიცია, ისინი მგრძნობიარენი არიან. სამწუხაროდ ისინი ხშირად ხდებიან „მსხვერპლი“, იმისგამო, რომ გამუდმებით თავის თავს „იცოდებენ“ მათი მოტყუება ძალიან ადვილი საქმეა. ისინი ყოველთვის ფხიზლად უნდა იყვნენ, რომ სხვისი „სათამაშო“ არ გახდნენ, არა რის საჭირო თავის გამეტება სხვებისათვის, როცა ეს სულაც არ არის საჭირო. თევზები- ინტრავერტები არიან, მათ მდიდარი შინაგანი სამყარო აქვთ.

***
სტელიუმი ნიშნებში და სახლებში



ასევე მნიშვნელოვანი მომენტია სტელიუმის გადასვლა ერთი ნიშნიდან მეორეში, რადგან აქ მოქმედების მექანიზმი ცოტა სხვაგვარია. ახლა განვიხილოთ სტელიუმები, რომლებიც მოიცავს 2 ნიშანს:

ვერძიდან კუროში გარდამავალი:

აქტიურ ქმედებებებს, რომლებსაც წინააღდეგბამდე მიყავს ყოველთვის იწვევს ამ ადამიანში სიფრთხილის გრძონობას და სურვილს შეინარჩუნოს მიღწეული ანუ თვითრეალიზაცია ამ ადამიანში ხორციელდება ბიძგისებურად- თავიდან ჩქარი გააქიურება (ჩართვა), მერე კი ნელა და ფრთხილად მიზნამდე მისვლა (დასრულება). თუ თავიდან ეს ადამიანი მზადაა წავიდეს რისკზე, მერე ზის და დიდხანს ფიქრობს და ისე იღებს გადაწყვეტილებებს.

კუროდან ტყუპებშ გარდამავალი:

იწყებს ნელ მოქმედებას, დიდხანს ფიქრობს, რთულად ერთვება სტელიუმის ენერგია. ხშირად ვლინდება გაფანტულობა, სტაბილურობის დარღვევა, მიწღეულ მიზანთან ხშიარად შეიძლება გამოუჩნდეს უამრავი შესაძლებლობის არჩევანი. მაგარამ ბევრი ინფორმაციის შემთხვევაში ხშირად იბნევა და უჭირს პრიორიტეტების დალაგება. რთულად ამთავრებს დაწყებულ საქმეს. ესეთი ადამიანი საერთო ჯამში პრაქტიკული და საქმიანია.

ტყუპებიდან კირჩხიბში გარდამავალი:

გადაწყვეტიების მიღებისას ხშირად იცვლის პოზიციებს, რაც გამოწველია ხასაითის ცვალებადობით ან გარშემომყოფების ზეგავლენით. ასეთი ადამიანი გამოირჩევა მეგობრულობით და კომუნიკაბელურობით პირველი გაცნობისთანავე. მაგრამ რაც უფრო უახლოვდებიანა დამინს მით უფრო ეჭვიანები ხდებიან. მსუბუქი და ჩქარი გადასვლა ახასიათებთ ნაცნობობიდან უფრო ახლო ურთიერთობში. ამ ადამიანს უყვარს ურთიერთობების გარჩევა ყველასთან.

კირჩხიბიდან ლომში გარდამავალი:

ამ ადამიანის პრობლემები ყველსთვის ხილული ხდება ხოლმე ან აქვს დაუკებელი სურვლი თავი იქოს უკვე მიღწეულით. ყველაფერი რაც შინაგანია და ღრმადაა ადამიანში, გამოდის გარეთ და ხილული ხდება. ოცნებების ახდენას და თვითრეალიზაციას ახერხებს ხელოვნებაში. ასევე ახასაითებს ბავშვების სიყვარული და სიამაყის გრძნობა მათ გამო. სიყვარულში ბუზღუნა და საკუთარტავზე შეყვარებულია, მაგრამ თუ შეუყვარდა ეს გრძელვადიანი და სერიოზული ურთიერთობა იქნება. ასევე ახასაითხებს სასიყვარულო ურთიერთობებით ბაქიაობა.

ლომიდან ქალწულში გარდამავალი:

გაორება საკუთარი თავის მიმართ: ან სიამაყე ან საკუტარი თავით უკმაყოფილება. კეთილდამოკიდებულბა და ტაქტი სხვებთან ურთიერთობის დროს, მაგრამ ამავდროულად კრიტიკული, როგორც საკუტარი თავის ისე სხვების მიმართ. მკაცრი შეფასება და ამის გამო ხშირი იმედგაცრუება საქმის ბოლოს. შესაძლებელია პარტნიორებთან ურთიერთობაში გამოავლინოს მეწვრილმანეობა, კირკიტი და მათი ყველა ნაბიჯის გაკონტროლების სურვილი.

ქალწულიდან სასწორში გარდამავალი:

სირთულეები გადაწყვეტილების მიღების დროს, ეჭვის შეტანა და ორჭოფობა. საქმის დასაწყისში პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი კოეფიციენტი და საქმის ბოლოს სურვილი წავიდეს კომპრომისზე. არ ყოფნის ნებისყოფა დაწყებული საქმე მიიყვანოს ბოლომდე. თუ არ აქვს ემოციონალური დაინტერესება ეკარგება ყველანაირი ინტერესი. საქმის პრაქტიკული მხარე მისთვის უფრო მნიშვნელოვანია დასაწყისში და ბოლოსკენ საერთოდ მნიშვნელოვანი არაფერი რჩება მისთვის. სხვებთან ურთიერთობაში გამოირჩევიან ტაქტით და დელიკატურობით.

სასწორიდან მორიელში გარდამავალი:

მშვიდი დასაწყისი, შემდეგ გაწონასწორებული მდგომარეობა იცვლება დაძაბულობით ან კონფლიქტებით. საკუთარი ძალების არასწორად მაღალი შეფასება. მიღწეულის განადგურება. ისტერიული სურვილი ღრმა და ინტენსიური ურთიერთობების, სასიყვარულო კრიზისები, ეჭვიანობა, მესაკუთრეობა, განსაკუთრებით ურთიერთობების ბოლოსკე. განშორება ყოველთვის მძიმე.

მორიელიდან მშვილდოსანში გარდამავალი:

ძლიერი სოციალური პროგრამები, კარიერისაკენ სწრაფვა. პატივმოყვარეობა, უყურადღებობა გარემო პირობებისადმი. საკუთარი თავის და სურვილის ყველაზე მაღლა დაყენება. საქციელის და ქმედების გაურკვეველი მოტივები, მაგრამ ყოველთვის მოძებნის გამამართლებელ საბუთს. ყველაზე მნიშვნელოვანია პრესტიჟი, რის ფასად არააქვს მნიშვნელობა. მიზანი ამართლებს საშუალებებს.

მშვილდოსანიდან თხის რქაში გარდამავალი:

უამრავი შესაძლებლობებიდან ირჩევს ერთს და იწყებს მოქმედებას მიზნის მიმართულებით. ყველაფერი უნდა შესრულდეს ხარისხიანად და ლამაზად. დევიზი: ჩემი თავისთვის მე ვარ ავტორიტეტიც და კანონიც. მთვარია კარიერა, მოწოდება, სტაუსი, სოციალური მდგომარეობა.

თხის რქიდან მერწყულში გარდამავალი:

თვითრეალიზაციის გზაზე თავისთავად ჩნდება ახალი და არარეალური გეგმები, რომლებიც ხელს უშლიან დაწყებულის დასრულებაში და აბნევენ. უჭირთ დაწყებულის ბოლომდე მიყვანა. ადამიანი შეიძლება იყოს პასუხისგებლობის გრძნობით, მაგრამ ხშირად უწევს სიტყვის გატეხვა. საქმეში ორიენტირებულია მომავალზე და ამასთან კარგად იყენებს წარსულის გამოცდილებას.

მერწყულიდან თევზებში გარდამავალი:

ფანტაზიორი და რომანტიული მდიდარი წარმოსახვით. ხშირად რეალობას მოწყვეტილი, ჩაძირული ფანტაზიის და იზლუზიურ სამყაროში. გეგემები ხშირად არარეალური და ცვალებადი. საქმიანობამ შეიძლება მიიღოს ქაოსური ხასიათი. ასეთი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია იდეალი.

თევზებიდან ვერძში გარდამავალი:

გამოღვიძების სტადია, ადამიანს შეუძლია კვირაობით არაფერი აკეთოს, მაგრამ მერე უცებ იგრძნოს ენერგიის მოზღვავება და დაიწყოს მოქმედება.მოქმედებს ძირითადად ინტუიციურად, მაგრამ თუ დაეკარგა ინტერსი აღარც კი ცდილობს მოქმედების გაგრძელებას. ეჭვიანი და აგრესიული პერიოდულად, თავად უქმნის საკუთარ თავს პრობლემებს ან უბრალოდ იგონებს პრობლემებს, მერე კი აქტიურად იწყებს მათ მოგავრებას.

***



კონკრეტული მაგალითები:

1) სტელიუმი : მზე=> ლომში (11 სახლი). ურანი,პლუტონი, მერკური => ქალწულში(12 სახლი).

ეს კონკრეტული სტელიუმი მოიცავს ორ ნიშანს: დაწყებული მზე ლომით დამთავრებული მერკური ქალწულით (თითქმის ასცედენტზე).

ძიერი მზის იმპულსი აძლევს ადამინს ბიძგს შექმნას რაღაც ორიგინალური და უცნაური (ურანი), მაგრამ იმვადროულად პრაქტიკულიც, გამოყენებადიც და ლოგიკურად დამტკიცებულიც (ქალწული). ეს ადამიანი მიისწრაფვის თავისი ცოდნა გამოიყენოს ახალ და ინოვაციურ სფეროებში.

რაც შეეხება მე-12 სახლის პლანეტებს, მათ არ მოსწონთ გარე ჩარევები, უყვართ მარტო მოქმედება და მუშაობა, ხანდახან დასვენების დღეებშიც კი. ძირითადად მოქმედებენ ინტუიციაზე და გონების განათებებზე დაყრდნობით, მაგრამ ხადანახ მეგობრებთანც უყვართ საქმეების განხილვა, განსაკუღტრებით თუ ეს რაიმე ახალს და უცეულოს ეხება (მზე 11 სახლი). პლუტონის ეს მდებარეობა იწვევს ადამიანის მიდრეკილებას ოკუტიზმისკენ, საიდუმლო სწავლებებისკენ, ამიტომ თავისუფლად შეიძლება შეიცვალოს ცხოვრების წესი, მიატოვოს ძველი სამსახური და გადავარდეს ოკულტური სფერობში. მაგრამ ქალწულის გავლენით ძველ ცხოვრების წესს მთლიანად არ ცილდება და გეგმავს რომ მას დაუბრუნდება ოდნავ მოგვიანებით.

ეს ადამიანი ყველაზე მეტად მერკურის და პლუტონის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება, რადგან ეს 2 პლანეტა ყველაზე ახლოსაა ასც-თან, მაგრამ ვინც ძალიან ახლოს იცნობს ისინი მზე-ლომსაც ხედავენ მასში.

2)სტელიუმი: მერკური, სატურნი, მზე – კირჩხიბში (7 სახლი).

მე-7 სახლი მიგვითითებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის ურთიერთობები, პარტნიორები. ასევე სხვების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობა. ჯერ მოვძებნოთ ყველაზე ძლიერი პლანეტა – ამ კონკრეტულ სტელიუმში ეს მზეა (სტელიუმის ბოლოში). ის ადამიანს აძლევს ნათელი გამოხატვის საშუალებას, ხოლო მერკური და სატურნი პირიქით იდუმილ და სიღრმისეულ მდგომარეობას, წარმოსახვით აზროვნებას, მაგრამ არა ბუნდოვანს, არამედ პირიქით ნათელი და მკაფიო გამოსახულებებით – ამას სატურნი აკეთებს, ამ წარმოსახვით აზროვნებას აძლევს საშუალებას კონკრეტულად იყოს გადმოცემული არა სიტყვიერად, არამედ ქაღალდზე. ასეთი სტელიუმი ადამიანს აძლევს ლიტერატურულ შესაძლებლობებს, ნათელი გამოხატვის საშუალებას, პატივისცემას ავტორიტეტების და საკუთარი თავისმიმართ. კონტაქტები არც ისე მრავალრიცხოვანი, მაგრამ ღრმა და მეგობრული. ასევე მნიშვნელოვანია მათთვის ერთგულება. ასეთი სტელიუმის შემთხვევაში გამოდიან კარგი პოეტები და სცენარისტები.

3)სტელიუმი: მთვარე, სატურნი, პლუტონი – ლომში (7 სახლი).

ამ შემთხვევაში ხაზგასმულია დემონსტრირებული სერიოზულობა, თავშეკავებულობა, კონტროლი საკუთარ ქცევებზე, ადამიანს უჭირს მოდუნება. ძლიერი შინაგანი დაძაბულობა, მიდრეკილება დეპრესიისკენ. ძლიერი ნებისყოფა, სურვილი თავსმოახვიოს ყველას თავისი წესები. ბავშვობაში მკაცრი აღზრდა, ფსიქიკური დაძაბულობები, სირთულეები მშობლებთან, რაც შემდეგ შეიძლება გადაიზარდოს ოჯახურ სირთულეებშიც. მის ცხოვრებაში ხშირად არიან ადამიანანები გამოკვეთლი ლომის თვისებებით: ან ცოლი ლომი, ან ბავშვები ლომები. როგორც ჩანს, ჩნდება საშუალებები გამოავლიონოს თავისი თავის პარტნიორების ან ახლობელი ადამიანების მეშვეობი.

4) სტელიუმი: მერკური, მარსი, იუპიტერი – კუროში (3 სახლი).

ეს სტელიუმი ადამიანს აძლევს სურვილს ისწავლოს ბევრი და ბეჯითად, რათა მიაღწიოს მიზანს. მათი გონება კონკრეტულია, ღრუბელივით იწოვს ყველაფერს. ყველაფერს რასაც სწავლობს, შედეგ ცდილობს გადმოიტანოს პრაქტიკაში. მონაცვლეობით აქვს სიჩუმის ან ბევრი ლაპარაკის პერიოდები. იუპიტერი იყენებს მარს და მერკურის თვითგამოხატულებისთვის. საერთო ჯამში მშვიდობისმოყვარე და მეგობრულია, თუ რათქმაუნდა საქმე არ ეხება მის პირად ინტერესებს და ხელისშემშლელ ფაქტორებს. უყვარს პოლემიკა და თავის აზრის დაფიქსირება. ბევრს კითხულობს და ცდილობს თავისი ცოდნა პრაქტიკაში გამოდიტანოს.

5)სტელიუმი: სატურნი, იუპიტერი – ქალწულში. მთვარე, მზე – სასწორში.

ეს ადამიანი აყალიბებს თავის საკუთარ კანონებს და წესებს. პუნქტუალური და მეთოდურია. თუ არავინ არ არღვევს მის წესებს მაშინ ის მშვიდობისმოყვარე და დელიკატურია. წინააღდეგ შემთხვევაში მეწვრილმანე და კირკიტაა. სიტუაციებს იყენებს მიზნის მისაღწევად. რაც შეეხება მთვარეს სტელიუმის ბოლოში, ის ადამიანს აძლევს მრავაფეროვნების სიყვარულს მუშაობის დროს, ინტერესებს სფერო დიდია და არ უყვარს უსაქმოდ ყოფნა. ძირითადად კარგი იურისტები გამოდიან, რადგან მათთვის მთავრია სამრთლიანობა.

*(მაგალითები მოყვანილია ტ.მიტიაევას ლექციებიდან)

* N.G.- © GA201397скачать dle 11.3
ნახვები: 11 998
 

ASTRO TV LIVE