» » მზის დაბნელება თხის რქაში ( 6 იანვარი 2019)
ასტროპროგნოზი / თხის რქა / Slide

მზის დაბნელება თხის რქაში ( 6 იანვარი 2019)

2019 წლის პირველი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა იქნება 6 იანვარს გამთენიისას  დაახლოებით 05:40-ზე და ეს იქნება წლის პირველი მზის დაბნელება თხის რქის ნიშანში.

თუ გავიხსენებთ, რომ დაბნელების დროს მთვარის კვანძებიც აუცილებლად იმავე ღერძზე არის ან ისე ახლოს, რომ ორბის ქმნის, უნდა ვივარაუდოდ რომ მთელი მომვალი წლის ტენდენციების შექმნა და საფუძველი ახალი წლის პირველივე კვირას  დაიწყება. უფრო ზუსტი იქნება ვთქვათ, რომ  6 იანვრამდე 1,5-2 თვით ადრე უკვე დგას იმ საკითხების სირთულე და გადაწყვეტის აუცილებლობა, რომელიც გაგრძელდება დაბნელების შედეგ პერიოდში.

დაბნელების ღერძი მთელი წელი იქნება თხის რქა-კირჩხიბის და მერრწყული-ლომის ღერძი, რაც იმას ნიშნავს რომ ამ ნიშნების  თემები გააქტიურდება და მოგვიწევს გადაწყვეტილებების მიღება, სიტუაციას უფრო კრიტიკულს და აუცილებელს ხდის  სატურნის და პლუტონის ტრანზიტი თხის რქაში.

ახლა კონკრეტულად 6 იანვრის მზის დაბნელებაზე:

მიუხედვად იმისა, რომ თხის რქა მიწის ნიშანია და საკმაოდ მატერიალისტად აღიქმება, არ  უნდა დაგვავიწყდეს რომ ის ზოდიაქლური წრის მე-10 ნიშანია. არქეტიპულად  ეს არის ჩვენი რეალობის ზედა ზღვარი ან კარიბჭე როგორც გენებოთ (მორიელის ზონის ტრანსფორმაციის შემდეგ არქეტიპულად სულიერი თემები იწყება).  ანუ  იდეურად  თხის ქრის ზონა  რუკაში არის თქვენი ყველაზე დიდი მიღწევების ადგილი და გზები.  შესაბამისად,  მეთოდებიც და დაბრკოლებებიც თუ როგორც შევძლოთ ეს ამაბვი ამავე ზონაში უნდა ვეძებოთ.

 რა არის თხის რქის თემემები?! - ეს არის შრომის შედეგად მიღებული სტატუსი, სოციალური მდგომარეობა,  კარიერა და საქმე რომელზეც ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა და რომლისკენაც მივდივართ ანუ მიზანი. მეორეს მხირვ როგორც სატურნის მმართველობის ადგილი ეს არის ყველანაირი შეზღუდვა ამ გზებზე, დაბრკოლებები, გამოცდები, ხისტი გარემოებები, იძულებითი ქმედებები,  შიშებიც რომ ”ვერ შევძლებთ” (ოპოზიური კირჩხიბის ზონიდან ამოტანილი ფობიები).

6 იანვარს გვექნება მზე-მთვარე-სატურნის შეერთება თხის რქაში, დამატებითი პირობა  დაღმავალი მთვარის კვანძი თხის რქაში (თხის რქის კოლექტიური არაცნობიერი გამოცდილება).  გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ ეს არის პერიოდი, როცა საჭირო ხდება საზღვრების ”გარეალურება”, უფრო გამოკვეთა, აღებული პასუხისმგებლობის შესრულება, დროის სწორად გადანაწილება მიზნისკენ მიმავალ გზაზე. თუ ამ ყველაფერს სწორად ვახერხებთ ცხოვრებაში მაშინ საქმე მარტივადაა, თუ არადა მაშინ შეიქმენბა გარემოებები რომელებიც ”გვაიძულებს” სწორად  მოქცევას. 

დაბნელების ძირითადი თემები: კარიერა, სოციალური სტატუსი, თქვენი ცხოვრების მთვარი მიზანი და გეგმა.  ურთიერთობები ოფიციალურ ინსტანციებთან და უფროსი ასაკის ადამიანებთან (ნათესავებთანაც),  აუცილებლად წამოიწევა უძრავი ქონებსი საკითხი.  ყველა ეს თამა თუ გადაუწყვეტელი გაქვთ ცხოვრებაში მოგიწევთ მათთან პირისპირ დარჩენა და პასუხისმგებლობის  აღება.

აქვე უნდა ითქვას, რომ თუ გავითვალისწინებთ სატურნი-პლუტონის ტრანზიტს თხის რქაში აუცილებლად გააქტიურდება  ძალაუფლების   და მისი გადანაწილების თემები (სახელმწიფო დონეზეც).  შეზღუდვების და ხისტი ჩარევების შედეგად აუცილებლად დაიწყება  ახალი რეალობის შექმნა, ძველის დანგრევის ხარჯზე (პლუტონი).

ყველა ეს თემა რომელიც ახლა გააქტიურდება კარგად უნდა დაიგეგმოს და გაცნობიერდეს, რადგან შედეგი დადგება ზაფხულის დაბნელებების პერიოდში ( ივნისი-ივლისი).

შევაჯამოთ:

მზის დაბნელების თემა თხის რქის ზოდიაოს ნიშანში მატერიალურ პლანზე გამოვლინდება, როგორც საკითხები  სამსახურში, კარიერაში, პირად საქმეში, პროფესიონალურ რეალიზაციაში, უძარავი ქონების საკითხებთანაც.  გვინდა არ გვინდა, მოგვიწევს დავფიქრდეთ ამ თემებზე, გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან ”სამსახური-სახლი-მოჭრილი ხელფასი-უფროსის მიერ დაკისრებული ვალდებულება” და  დავგეგმოთ საკუთარი პროფესიილი თვიტრეალიზაცია, დაგვგემოთ ”ცხვრების საქმე”, რომელიც მოგვიტანს პიროვნულ ზრდას,  ავიღოთ პასუხსმგებლობა, რომ ჩვენს მეტი არავინ არ არის ვალდებული იაროს ჩვენი მიზნისკენ.
შინაგან პლანზე ეს გამოვლინდება, როგორც ხისტი სიტუაცია, გარემოებები რომლებიც გვაიძლებენ ვიმოქმდოთ, დავძლიოთ შიშები და თავდაუჯერებლობა ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საკითხთან მიმართებაში.  ამ სიტუაციის კრიზისი იმაში მდგომარეობს, რომ როგორც წესი საშუალო სტატისტიკურად ადამინს ეზარება ზემოთ აღნიშნული  - ზონიდან ”სამსახური-სახლი-მოჭრილი ხელფასი-უფროსის მიერ დაკისრებული ვალდებულება”  - კომფორტის ზონიდან გამოსვლა ან უფრო რთული შემთხვევა, როცა ეშინია და ურჩევნია სტაბილურად  ”ცუდად ყოფნა” არაპროგნოზირებად მომავალს და პასუხისმგებლობის აღებას.

მოკლედ ყველაზე რთულ შემთხვევაში მთელი 1 წელი გვაქვს ამ საკითხის დასამუშავბლეად ჩვენს ცხოვრებაში.  თან ეს ის შემთხვევაა, როცა სირაქლემას პოზიცია არ გამოგვადეგება, რადგან, კიდევ ერთხელ გავმეორდები და  ვიტყვი, რომ სატურნი-პლუტონის ტრანზიტი მოიტანს ძალიან რთულ ჩარევებს, თუნდაც მასშტაბურს, ჩვენ პირადად რომ არ გვეხება ისეთს და იქნება ძალიან მტკივნეული ”არსებული რეალობის” ნგრევა და წარუმატებლობა თხის რქის ზონაში.

დაბნელების ენერგია ყველა ვარინტში გამოვლიდება თქვენს რეალობაში და ამბებში,  მათი დინება და მტკივნეულობა-არმტკივნეულობა პირდაპირპროპორციულია იმისა, თუ როგორ შევძლებთ მასთან ”თანამშრომლობას”  ანუ მთავარია პრობლემის გამოცენასთან ერთად დავიწყოთ მის გადაჭრაზე ფიქრი და ქმედება და არ დაველოდოთ სამყაროსგან მინიშნებს და ჩარევებს ხისტი გზით.

დააკვირდით, ამ პერიოდში  პრობლემები გამოვლინდება ცხოვრების იმ სფეროში სადაც არ ვიყავით მზად მიგვეღო ობიექტური რეალობა და საკუთარ წარმოსახვაში ვცხოვრობდით!

  • ამიტომ იყავით მაქსიმალურად რეალისტები!
  • დაალაგეთ ცხორება, გამოყავით პრიორიტებები და დრო სწორად გაანაწილეთ ამ პრიორტეტებისთვის.
  • დაფიქრდით! რა მიზანი გაქვთ ცხოვრებაში?! საერთოდ გაქვთ?! რადენად რალურია?! რას აკეთებთ ამ მიზნისთვის?! თუნდაც იმაზე დაფიქრდით რადენიმე წლის წინა თქვენს ჯერ კიდევ პატარა მე-ს  რომ გაიზრდებოდა ”ვინ უნდოდა გამოსულიყო?!”  და კიდევ იმაზე იფიქრეთ, რომ გაიზრდა რატომ ”ვერ გამოვია”?!  ვინმეს ბრალულობით თუ საკუთარი?!
  • გაბედეთ! ყველა მიზნის გარეალურება და გადადგით პირველი პატარა ნაბიჯი, თუნდაც ფურცელზე დაწერთ მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა.
  • ამასთან არ დაგავაწყდეთ იყოთ რეალისტი და იმოქმედოთ მხოლოდ ფაქტებით ან/და გამოცდილებით.
  • ისწავლეთ იყოთ პასუხისმგებლები ყველაფერზე რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება, კარგზეც და ცუდზეც.   ყველა საქმე და მოვლენა, ურთიერთობაც რომელიც დროში გაწელილი და გაყინულია, მარტო იმის გამო რომ თქვენ ვერ შეძელით კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა დაძარით ადგილიდან, გაუშვით გასაშვები და რასაც დაიტოვებთ იმაზე აღეთ ვალდებულება - ამისთვსი განსაკუთრებით კარგი პერიოდია დაბნელებამდე 10 დღით ადრე პერიოდი.
  • იფიქრეთ საკუთარ შესაძლებლობებზე, გააფართოვეთ , მიეცით საკუთარ თავს ნება გამოვლინოს ნიჭი. დაძლიეტ ”სოციალური დაშენებბი” და შიშები.

განასაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება წლევანდელი დაბნელების თემები ადამინებისთვის ვინც შესაბამის ზოდიქოს ნიშნებში არიან დაბადებულები ( თხის რქა,  კირჩხიბი, ლომი, მერწყული) , ვისაც კვანძები აქვს ამ ღერძებზე, ვისაც მნიშვნელოვანი პლანეტები ყავს ამ ნიშნებში, ვისაც სატურნის დაბრუნება აქვს თხის რქაში .  ამ ადამიანებს განსაკუთრებით მოუწევთ ცხოვრების დალაგება და პასუხისმგებლობის სწავლა.

 

წარმატებული და შედეგიანი დაბნელებები

მეც და თქვენც 

Nina Runes

скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

...

როგორ განვავითაროთ ექსტრასენსული უნარები?

...

ინფორმაციის გამოყენების პირობები

"კომუნიკატორი"-ს სიუჟეტი ასტრლოგიის ისტორიაზე