» » მთვარის დაბნელება 25 მაისი 2013 წელი
ასტროპროგნოზი / ასტროლოგია / მთვარე

მთვარის დაბნელება 25 მაისი 2013 წელი

მთვარის დაბნელება 25 მაისი 2013 წელი
ასტრონომიული მაჩვენებლები

შაბათი 25 მაისი 2013 წელი 3:53:11 გრივინჩის დროით. 7 : 53 თბილისის დროით მოხდება ნახევრად ჩრდილოვანი დაბნელება.

ეს იქნება მეორე მთვარის დაბნელება ამ თვეში, რომელიც ისევ მოხდება აღმავალ მთვარის ორბიტის აღმავალ კვანძში, მორიელის თანავარსკვლავედში, მიახლოებით 6° ანტარესისგან ჩრდილო-დასავლეთით (mv=+1.07).

დაბნელების ნახევრადჩრდილოვანი ფაზა მხოლოდ 0.0158-ს შეადგენს. ასე რომ მთვარის დისკის სამხრეთი კიდე დედამიწის ნახევარჩრდილში მხოლოდ 0.5 კუთხოვანი მინუტით შევა.

ასეთმა უმნიშვნელო დაბნელებამ შესაძლოა შეუმჩნევლად ჩაიაროს, მაგრამ შეუძლია მოულოდნელი გავლენაც იქონიოს. როგორც იტყვიან, ვნახოთ.

დაბნელების ძირითადი ფაზები შემდეგია: (+4 საათი თბილისის დროით):

ნახევარჩრდილოვანი დაბნელების დასაწყისი: 3:53:11 UT
დაბნელების მაქსიმალური ფაზა: 4:09:57 UT
ნახევარჩრდილოვანი დაბნელების დასასრული: 4:26:56 UT

დაბნელების დროს მთვარე გამოჩნდება ამერიკის ორივე კონტინენტზე და დასავლეთ აფრიკაში.

საროსის 150 სერიიდან ეს პირველი დაბნელებაა. სერია შედგება 71 დაბნელებისგან, რომლებიც შემდეგი თანამიმდევრობით ხდება: 8 ნახევრადჩრდილოვანი, 23 ნაწილობრივი, 12 სრული, 15 ნაწილობრივი და 13 ნახევრადჩრდილოვანი. საროსი პიკს მიაღწევს სრული დაბნელებით 2680 წლის 4 ივლისს, და დამთავრდება 3275 წლის 30 ივნისს.

მთვარის დაბნელება 25 მაისი 2013 წელი
საქართველოში დაბნელება არ გამოჩნდება.

ასტროლოგიური მაჩვენებლები

მთვარე დაბნელების მომენტში იქნება მშვილდოსანში, ერთ გრძედზე ვარსკვლავებთან აკრაბი და იედ პოსტერიორი.

აკრაბი — ბეტა მორიელი ოპტიკურად ორმაგი თეთრ-ცისფერი ვარსკვლავთა სისტემაა, რომელიც 5 ვარსკვლავისგან შედგება. დასახელება აკრაბი, ელაკრაბი არაბული სიტყვისგან მოდის (al-’Aqrab), რაც ნიშნავს მორიელს. აკრაბი ახლოსაა განლაგებული ეკლიპტიკასთან, ამიტომ შეიძება დაიფაროს მთვარით, და ძალიან იშვიათად - პლანეტებით. სურათში აკრაბის თანავარსკვლავედი მორიელისგან მარცხენა (ჩრდილოეთ) ნაწილშია განლაგებული. ვარსკვლავი ადამიანში ორმაგ ბუნებას აძლიერებს, რაც ზოგჯერ იწვევს ხასიათში ნეგატიური თვისებების – ვერაგობის, შურიანობის, ღალატის, ინტრიგანობის, ჭორის და სხვა ადამიანთა მიზნების უპატივცემულობის გამოვლენას. იმისთვის, რომ ეს ნეგატიური გავლენები აიცილოს თავიდან, ადამიანს უნდა ჰყავდეს საჭირო მეგობრები და დროული და საჭირო რჩევები მიიღოს მათგან.

იედ პოსტერიორი – ნარინჯისფერი ორმაგი ვარსკვლავია. სახელი მოდის არაბული სიტყვისგან ალ-იად — «ხელი» და ლათინური სიტყვისგან პოსტერი posterior — «შემდეგი». სურათში იედის თანავარსკვლავედი გველისმჭერის მარცხენა ხელის ბოლოშია, გველისმჭერის დელტას ქვემოთ. საკუთარი სულის გადარჩენის მოთხოვნილებამ შესაძლოა შთაგონება მისცეს ადამიანს სხვა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე.


მზე იქნება ტყუპების 4°8′ მირფაკის და აინის ვარსკვლავებს შორის.

მირფაკი – ალფა პერსეა მოყვითალო-თეთრი ზე-გიგანტი. სურათში მირფაკის თანავარსკვლავედი განლაგებულია პერსეას მარჯვენა ხელის იდაყვთან, იმ ხელის, რომლითაც მახვილს აღმართავს, რათა მედუზა გორგონას მოაჭრას თავი. ადამიანმა მტკიცედ და მკაფიოდ უნდა იმოქმედოს ადრე შედგენილი გეგმის მიხედვით, რაც იხსნის მას ემოციური აგზნებისაგან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არასწორი გადაწყვეტილების მიღება და მთელი წამოწყების ჩაშლა.

აინი – კუროს ეპსილონი ორმაგი ვარსკვლავი, რომელიც შედის ჰიადას გაფანტულ ვარსკვავურ გროვაში. არაბულიდან თარგმანში აინი ნიშნავს თვალს. კუროს თანავარსკვავედის სურათში აინი განლაგებულია კუროს მარცხენა თვალში. ამ ვარსკვლავის გავლენით ადამიანი კარგავს ლოგიკას და მსჯელობს ხატ-სახეობრივი წარმოდგენებით, რომლებიც ხშირად ამახინჯებენ რეალობას. ამასთან ადამიანს სჯერა საკუთარი დაკვნების ჭეშმარიტება და ჯიუტად იცავს მათ.


ასტროლოგიური თვალსაზრისით 25 მაისის მთვარის დაბნელება გვაშორებს ყველაფერს ძველს და დრომოჭმულს და ხელს უწყობს ხელეხლა დაბადებას და განახლებას.

ამიტომ არ იდარდოთ, თუკი რაღაც არ გამოგივათ. ე.ი. ეს არ უნდა მომხდარიყო. უნდა ეძებოთ ახალი, რომელიც ძველის ადგილას მოვიდა. უნდა იპოვნოთ ახალი შესაძლებლობები.

ამ ძიების შედეგად ზოგიერთი შეიცვლის სწავლის, საქმიანობის, დაკავებული ადგილის ან თანამდებობის, საკუთარი ხედვისა და ადამიანებთან ურთიერთობის პროფილს.

ამგვარად, 2013 წლის 25 მაისის მთვარის დაბნელება ხელს უწყობს იმას, რომ ადამიანმა ახალი თვალთახედვით შეხედოს მომავალს.

ადამიანმა უკან უნდა მოიტოვოს ყველაფერი ძველი და დრომოჭმული, რომეიც უკვე უსარგებლოა, და მომავალში თან წაიღოს მხოლოდ ის, რაც განვითარებაში და ბედნიერების მიღწევაში ეხმარება.

GeoAstro.geскачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

დაზიანებული პლანეტების თვისებები

მცენარეების მაგიური თვისებები და პრაქტიკაში გამოყენების კულტურა

Guide to cats and kittens