ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          

ფანტომი

სიტყვა ფანტომი ბერძნულიდან მომდინარეობს (phantasma-ჩვენება, მოჩვენება)



ფანტომები იგივე ენერგეტიკული ორეულები, არიან ენერგეტიკული ასლები, ადამიანების, ცხოველების, საგნების, ქალაქების და ა.შ.

ფანტომი- ეს არის ოპტიკური მოჩვენება, მათ ანალოგად შეგვიძლია ჩავთვალოთ ჰოლოგრამმა. ფანტომი მთლიანად იმეორებს ფიზიკური სხეულის გარეგნობას ის სრულიად იდენტურია.

ფანტომი შესაძლოა შეიქმნას, როგორც გაუცნობიერებლად, ასევე გარკვეული მანიპულაციების შედეგად. ფანტომები არსებობენ გარკვეული დროის მანძილზე, რადგან ისინი დამოკიდებულნი არიან ენერგეტიკულ კვებაზე, თუკი კვაბა წყდება რაღაც დროის შემდეგ ფანტომი ქრება. მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ფანტომს შეუძლია „იცოცხლოს“ ძალიან დიდი ხანი ე.წ. ძალის ადგილების მეშვეობით.

არ შეგეშალოთ ერთმანეთში სული და ფანტომი:

სული არის უკვდავი ენერგია, რომელიც არსად არ ქრება უბრალოდ ის გადადის ერთი განზომილებიდან მეორეში ან რჩება აქ თუკი ის მიჯაჭვული არის, სულს არ გააჩნია სქესი, ის არ იმეორებს ადამიანის აღნაგობას თავის თავდაპირველ მდგომარეობაში ( თუმცა სულს თავისუფლად შეუძლია გაიმეოროს ადამიანის სხეულის ყოველი დეტალი).

„ძალის ადგილები“- ადგილები, მიწის გარკვეული მონაკვეთი, სადაც ენერგიის კონცენტრაცია არის გაცილებით დიდი .

პოლტერგეისტი

პოლტერგეისტი-(გერმანული polter-ხმაურიანი, geist-სული)

გარკვეული ბოროტი, აბეზარი სული ან ენერგია, რომელიც გამოირჩევა ხმაურიანობით, გამოსცემს აუცნაურ ხმებს, შეუძლია გადაადგილოს ნივთები, პოლტერგეისტი იკვებება ადამიანების აგრესიით, შიშით, უფრო სწორად კი რომ ვთქვად ზუსტად ეს ენერგია წარმოშობს პოლტერგეისტს.

ნიკა დვალიშვილი
скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 4265
 

ASTRO TV LIVE