» » ნოემბრის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშებისთვის
ასტროპროგნოზი / ჟურნალი ასტრო-news

ნოემბრის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშებისთვის

ნოემბრის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშებისთვის ვერძი: 2013 წლის ნოემბერში ვერძებმა შესაძლოა საკუთარი უპირატესობა იგრძნოთ თანამშრომლებზე და კონკურენტებს შორის საუკეთესოდ გამოგაცხადონ. ასევე მიხვდებით, თუ რაში მდგომარეობდა თქვენი შეცდომა წარუმატებელ სიყვარულში.
საერთოდ, შავი გველის წლის ნოემბერში მოვლენები ასწავლიან ვერძებს საკუთარი თავის დაფასებას. დაინახავთ თქვენს ძალას და თავდაჯერებულობასაც იგრძნობთ. ძლიერ ადამიანს კი შეუძლია თავს უფლება მისცეს ნაკლოვანებითაც აღფრთოვანდეს. ეს თვე გამოდგება სხვადასხვა სახის პრაქტიკული აქტივობისთვის, რაც დაგეხმარებათ საკუთარ თავში გარკვევაში, ეჭვებისა და შიშების აღმოფხვრაში.
სასიკეთო დღეები – 3, 4, 14, 21, 26, 27.
არასასიკეთო დღეები – 2, 9, 13, 18, 25, 28

ნოემბრის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშებისთვის2013 წლის ნოემბერში კუროებს პოტენციური შესაძლებლობები გაეხსნებათ. ამასთან, შესაძლოა, ეს არც თუ ისე სტანდარტულად მოხდეს. ამიტომ შეიძლება ვერც კი შეამჩნიოთ, რომ მიღებული ინფორმაცია სწორედ თქვენთვისაა განკუთვნილი და პირიქით, ვიღაც სხვამ გარედან უნდა შეგამჩნიოთ. მაგალითად, წახვალთ მეგობრის მხარდასაჭერად ან რაღაც კონკურსზე (თუმცა თქვენ არ გაქვთ არანაირი ტალანტი ან უნარი), სადაც თქვენც შემოგთავაზებენ მონაწილეობას, ამასთან იმ პირობებით, რაზეც უარს არ იტყოდით.
დროა შეწყვიტოთ საკუთარ უნარებში დაეჭვება მაშინაც კი, თუ ის, რასაც სხვები რამდენიმე საათში ითვისებენ, თქვენ რამდენიმე დღეს ანდომებთ. მერე რა? შესაძლოა თქვენ სხვა მიდგომა გაქვთ და არაა გამორიცხული, რომ თქვენთვის ის უფრო ქმედითია. ნოემბერში კუროები შეეჩეხებიან იმას, რასაც უწოდებენ გამოცხადებას (გაბრწყინებას). ამასთან ეს შეგეხებათ არა მხოლოდ თქვენ, არამედ თქვენს გარშემომყოფთაც. თქვენ მათზე რაღაცას გაიგებთ, ისინი კი თქვენზე.
სასიკეთო დღეები – 4, 6, 11, 12, 16, 17, 24.
არასასიკეთო დღეები – 5, 9, 13, 20, 26, 27.

ნოემბრის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშებისთვისტყუპები – ყველაზე კომუნიკაბელური ზოდიაქოს ნიშანია. 2013 წლის ნოემბერში ისიც კი არ მოგიწევთ, რომ რაიმე შეისწავლოთ, აითვისოთ – საკმარისია იყოთ ის, ვინც ხართ. საჭიროა აქცენტი გააკეთოთ კონტაქტებზე, ინფორმაციის გაცვლაზე და მოლაპარაკების უნარზე. შეხვდებით ადამიანს, რომელსაც არ იცნობთ (და მოგიწევთ საქმის კურსში ჩააყენოთ იგი), ან იმას, ვინც არც თუ ისე სასიამოვნოა თქვენთვის (რადგან განსხვავებული პიროვნებები ხართ, არათანმხვედრი ინტერესებით, შესაძლოა ერთმანეთი გძულდეთ კიდეც), მაგრამ როგორღაც მაინც მოგიწევთ შეთანხმებულად თანამშრომლობა.
რით უნდა დაიწყოთ? რა თქმა უნდა, ზოგადი ფრაზებითა და ნიადაგის მოსინჯვით. თუ წარსულში კონფლიქტებს ჰქონდა ადგილი, ჯობს მაშინვე წინ წამოწიოთ საკითხი იმაზე, რომ ახლა ერთმანეთი გჭირდებათ და მეტჯერ აღარ დაუბრუნდეთ წარსულს. საერთოდ, ჯობია არ ჩაუღრმავდეთ არანაირ თემას, სანამ ურთიერთშეხების წერტილებს არ იპოვნით. დარწმუნებული იყავით, რომ ისინი მოიძებნება.
სასიკეთო დღეები– 1, 7, 12, 19, 21, 23, 30.
არასასიკეთო დღეები – 2, 5, 8, 17, 25, 27.

ნოემბრის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშებისთვის2013 წლის ნოემბერში ამჟამინდელი ან წარსული მოქმედებებით, კირჩხიბები საკუთარი თავისთვის საკმაოდ დაძაბულ ატმოსფეროს შეიქმნიან. ამასთან ქვეცნობიერად მიხვდებით, თუ რას მიიღებთ შედეგად, მაგრამ მაინც გააკეთებთ იმას, რაც მშვიდი და იოლი ცხოვრებისგან დაგაშორებთ. უფრო სავარაუდო მიზეზია – დაუმტკიცოთ საკუთარ თავს თქვენი შესაძლებლობები, ნიჭი და უნარები. ეს ყველაფერი კარგია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ობიექტურ რეალობას გაითვალისწინებთ. არის ასეთი ცნება: “საკუთარ თავზე მაღლა ახტომა”. შავი გველის წლის ნოემბერში ამის გაკეთება კირჩხიბებს ნაკლებად გამოგივათ, მაგრამ კვლავ და კვლავ ეცდებით. დადებითი მხარეები: გექნებათ მიზეზი საკუთარი თავის საქებად. ამასთან იქნება რაღაც წარმატებაც, რასაც წინასწარ არ ელოდებოდით, როცა ეს ყველაფერი ჩაიფიქრეთ. უარყოფითი მხარე ერთია – საბოლოოდ, თქვენ ვერ გაუმკლავდებით ამას. შესაძლოა რაიმე ფანდს მიმართოთ, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნული ეფექტი იქნება.
სასიკეთო დღეები – 3, 4, 10, 12, 19, 21.
არასასიკეთო დღეები – 2, 9, 11, 18, 25, 28.

ნოემბრის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშებისთვისლომებს 2013 წლის ნოემბერში ელოდებათ რაღაც მნიშვნელოვანი, სერიოზული. მაგრამ, სავარაუდოდ, არც თუ ისე სასიამოვნო. ნოემბერი ერთგვარი გამოცდების თვე აღმოჩნდება. საქმეები ცუდად არ წაგივათ, მაგრამ ცხოვრების რომელიღაც სფეროში ზედმეტი დაძაბულობა შეიქმნება. თქვენ სერიოზულად ხართ განწყობილი და დანებებას არ აპირებთ, მაგრამ შესაძლოა სწორედ ამაში იმალებოდეს შეცდომა. თქვენი სწორხაზოვნება, შეუპოვრობა, სწრაფად და ერთბაშად მოპოვების სურვილი სიტუაციას არ მიესადაგება. უფრო სწორი იქნება ფრთხილად დაზვეროთ, გაარკვიოთ საქმის ვითარება და პირველ რიგში ის, თუ რა ნაბიჯებს ელიან თქვენგან.
ლომებისთვის შავი გველის წლის ნოემბერში უფრო სასურველია სწორედ ამ მეთოდით მოქმედება. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაუწყოთ გარშემომყოფებს მტკიცება, რომ ისინი არ არიან მართალნი. ეს მაშინვე გაუცხოებას და კონტრარგუმენტებს გამოიწვევს. თუ სიტუაცია დაკავშირებულია რაღაც საქმესთან, პირობასთან, თქვენ ვერ შეძლებთ დასახული გეგმით მოქმედებას. პერიოდულად დაარღვევთ მას ან გზადაგზა შეცვლით. მაგრამ ფინიშამდე მისაღწევად მაინც კარგი შანსები გაქვთ.
სასიკეთო დღეები– 3, 5, 11, 14, 19, 23, 30.
არასასიკეთო დღეები – 2, 6, 10, 17, 21, 25.

ნოემბრის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშებისთვის2013 წლის ნოემბერში ქალწულები შეძლებენ დაინახონ, ამოიცნონ ის, რასაც უმალავდნენ. მაგალითად, თქვენ ხვდებოდით, რომ რომელიღაც მეგობარს შეცდომაში შეჰყავდით. შესაძლოა არა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა პერიოდულად გჭირდებოდათ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობა. თქვენ ღებულობდით ხან დასტურს, ხანაც უარყოფას, მაგრამ ამჯერად ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ასევე შავი გველის ნოემბერში ქალწულები მიიღებენ სრულ და მკაფიო პასუხებს კითხვებზე, რომლებიც დიდი ხანია აწუხებდათ. დადებითი მხარე ისაა, რომ გამოსავალს იპოვნით სიტუაციიდან და “ბრმად არ ივლით”. უარყოფითი მხარე კი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი, ვისაც ეს გარკვეულწილად ეხებათ, არ დაგიჯერებენ, ან ხელს შეგიშლიან თავიანთი ეჭვებით, დაზუსტებებითა და გარანტიების მოთხოვნით. არადა, ყველაფრის რეალიზება სწრაფადვე იქნება საჭირო.
სასიკეთო დღეები – 3, 4, 12, 19, 22, 26.
არასასიკეთო დღეები – 2, 8, 13, 18, 24, 28.

ნოემბრის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშებისთვისსასწორი: როგორც ცნობილია, იმისთვის, რომ დიადი საქმეები ვაკეთოთ, უნდა გვჯეროდეს საკუთარი თავის, ან თქვენს გარშემო უნდა იყვნენ ადამიანები, რომელთა რწმენასაც თქვენდამი საკმარისად თვლით. მაგრამ შავი გველის წლის ნოემბერში შესაძლოა სასწორებს საწინააღმდეგო სიტუაცია შეექმნათ. თქვენ გამოგივათ ის, რაც ჩაიფიქრეთ და რის მიღწევასაც იმედოვნებდით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებული იქნებით წარმატებულ შედეგში. რაც მეტია სიფრთხილე, ეჭვი, და პანიკა, მით უკეთესია. სინამდვილეში ხომ სწორედ ეს თვისებები არ მოგცემენ საშუალებას, რომ მოდუნდეთ და გამარჯვებები მხოლოდ შუალედურ შედეგებში დაინახოთ. იმის წყალობით, რომ საკუთარ თავს დამსახურებულზე მეტად აფასებთ, იმაზე მეტ შედეგს მიაღწევთ, ვიდრე ელოდით.
რაც შეეხება გარშემომყოფთ, უმჯობესია, რომ საერთოდ ვერ ხვდებოდნენ თქვენს გეგმებს.
მაგალითად, თუკი აპირებთ კონკურსში მონაწილეობის მიღებას, დაე ჩათვალონ, რომ ეს თქვენ არ გაინტერესებთ, ან ამ ეტაპზე ყველაფრის გამოტოვება გინდათ. შეგიძლიათ მხარდაჭერის იმედი გქონდეთ, მაგრამ მხოლოდ ყველაზე უკანასკნელ მომენტში, როცა ყველაფერი რაც თქვენზეა დამოკიდებული, შესრულებული გექნებათ – მხოლოდ ეს მოახდენს საჭირო შთაბეჭდილებას.
სასიკეთო დღეები– 1, 3, 12, 16, 19, 23.
არასასიკეთო დღეები – 5, 8, 14, 18, 25, 26

ნოემბრის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშებისთვის2013 წლის ნოემბერში მორიელები შესაძლოა სრულიად სხვადასხვანაირად მოიქცნენ. რაღაც სიტუაციებში – ერთნაირად, სხვა სიტუაციებში _ სხვაგვარად. გაიზიარებენ ურთიერთსაწინააღმდეგო ღირებულებებს სიტუაციის, განწყობის ან მოლოდინის მიხედვით. მაგრამ ნოემბერში მოგიწევთ ჩამოყალიბდეთ და რაღაც ერთზე შეჩერდეთ. პირველ რიგში იმიტომ, რომ მიზნის მისაღწევად კონცენტრაცია დაგჭირდებათ. თავად იფიქრეთ: მიზნისკენ ისვრით ქვას ან ქვიშას. პირველ შემთხვევაში ჩამოაგდებთ მას, მეორე შემთხვევაში კი მხოლოდ მოახვედრებთ, მაგრამ ადგილიდან ვერ დაძრავთ. მეორე ის, რომ სხვა ადამიანების თანდასწრებით შესაძლოა წინააღმდეგობაში მოხვიდეთ საკუთარ თავთან. საქმე ეხება არა მხოლოდ სიტყვებს, არამედ ქმედებებსაც. შესაბამისად, დასკვნები, რომელსაც თქვენ შესახებ გამოიტანენ, არც თუ ისე კარგად აისახება თქვენს მომავალზე. და მესამე – მყარად უნდა იდგეთ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, თუ საჭიროა უნდა იბრძოლოთ და არ აჩვენოთ, რომ ეს თქვენთვის არც თუ ისე მნიშვნელოვანია.
სასიკეთო დღეები – 3, 6, 12, 16, 19, 26, 30.
არასასიკეთო დღეები – 2, 8, 9, 17, 21, 25.

ნოემბრის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშებისთვის2013 წლის ნოემბერში მშვილდოსნები ნუ ენდობით პირველ შთაბეჭდილებას. არა, ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ის ყოვლად მცდარია. მასში არის სიმართლის მარცვალი, თანაც არც თუ ისე უმნიშვნელო, მაგრამ მას არასწორი კუთხიდან შეხედეთ და თქვენი შთაბეჭდილება ცალმხრივია. განსაკუთრებით ეს ეხება უკმაყოფილებასა და მიუღებლობას იმასთან შედარებით, რაც ადრე იყო. შედეგად თქვენ გადახედავთ თქვენს აზრს და რაც ადრე გააკეთებთ ამას, მით უკეთესი.
შეუსრულებელი დანაპირებების გამო, მშვილდოსნებს ნოემბერში მთელი სიმკაცრით მოუწევთ პასუხისგება. საქმე მშვიდობიანი გზით მოგვარდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუ მეორედ შეცდით, ყველაფერს იგივე სცენარით მოაგვარებთ. სირთულეები მეტი გაჩნდება, ასე რომ დასკვნები თავიდანვე გამოიტანეთ. შესაძლოა შეხვდეთ მრჩეველს, მასწავლებელს, რომელიც რაღაც დონით თვალს აგიხელთ მიმდინარე ვითარებაზე. ეს შეიძლება იყოს როგორც ადამიანი, ასევე წიგნი ან სტატია.
სასიკეთო დღეები– 3, 6, 12, 14, 21, 30.
არასასიკეთო დღეები – 2, 7, 13, 18, 20, 25

ნოემბრის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშებისთვის2013 შავი გველის წლის ნოემბერში თხის რქებს მიდრეკილება ექნებათ გეგმების შეცვლისკენ, ან მათი გაფართოებისკენ, გამრავალფეროვნებისკენ (უფრო მეტად იმის გამო, რომ როდესაც დაინახავთ, თუ როგორ იყენებს სხვა მიღებულ შესაძლებლობებს, მიხვდებით, რომ თქვენც არანაკლებად შეგიძლიათ ამის გაკეთება). შესაძლოა განაახლოთ ისინი (რადგანაც დარწმუნდებით, რომ ადრე დასახულ გეგმებს გადააჭარბეთ) ან სხვებს შეუერთდეთ (უფრო იმიტომ, რომ იქ პერსპექტივა გაცილებით მეტი იქნება).
უკანასკნელ შემთხვევაში, რაღაც დოზით უარს ამბობთ საკუთარ გადაწყვეტილებებზე, რადგანაც დაგჭირდებათ გამუდმებით “შეათანხმოთ” და იმოქმედოთ “მითითებებით”. ეს არც თუ ისე საინტერესოდ ჟღერს, მაგრამ საქმეში იმუშავებს, რადგანაც მოგეცემათ დამატებითი მინიშნებები, დახმარება. ისევე, როგორც თუ სპორტსმენი ხართ და გუნდს იცვლით _ ჩნდება შესანიშნავი მწვრთნელი და კარგი ბაზა ვარჯიშებისთვის. საეჭვოა, რომ ამ შემთხვევაში ისე მოქცევის ნება მოგცენ, როგორც მოგეპრიანებათ. სავარაუდოდ, მოთხოვნებიც გაიზრდება, ჯილდოდ კი გაუმჯობესებულ შედეგებს მიიღებთ.
სასიკეთო დღეები – 10, 11, 16, 18, 22, 26.
არასასიკეთო დღეები – 5, 9, 13, 17, 23, 28.

ნოემბრის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშებისთვის2013 წლის ნოემბერი რთული თვეა მერწყულისთვის. ძირითადად უყურადღებობისა და არაშორსმჭვრეტელობის გამო. თქვენ ორიენტირებული იქნებით აწმყოზე. რეაგირებას მოახდენთ იმაზე, რაც გეხმარებათ ან საშიშროებას გიქმნით მოცემულ მომენტში, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ვერ შეამჩნევთ იმას, რაც თქვენს ზურგს უკან ხდება. რა უნდა მოიმოქმედოთ? - გვერდით ვიღაც უნდა გყავდეთ. მაშინ „ხედვის კუთხე“ უფრო გაიზრდება. ან ვიღაც, თუნდაც თქვენს წინააღმდეგ იყოს განწყობილი, რათა მისი რეაქციით მიხვდეთ თუ რა ხდება იქ, სადაც თავად ვერაფერს ხედავთ.
შავი გველის წლის ნოემბერში მერწყულები მიდრეკილნი იქნებიან იმის დემონსტრაციისკენ, რაც აქვთ, რაც არ აქვთ და რისკენაც ისწრაფვიან. თუ ადრე თქვენთვის ასეთი ქცევა დამახასიათებელი არ იყო, შესაძლოა ამჯერადაც არ დაგიჯერონ და ესენი სწორედ ის ადამიანები იქნებიან, ვისაც ეყრდნობოდით. ამიტომ უნდა იმოქმედოთ უფრო აკურატულად.
სასიკეთო დღეები – 3, 11, 12, 16, 17, 22, 30.
არასასიკეთო დღეები – 5, 8, 9, 15, 23, 28.

ნოემბრის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშებისთვისდიდი სურვილის მიუხედავად, 2013 წლის ნოემბერში თევზებს მცირედით დაკმაყოფილება არ გამოუვათ. პირველ რიგში იმიტომ, რომ ამ მცირედის აღმოჩენა არც თუ ისე ადვილი იქნება, ხოლო ის რაც მეტია, თითქოს ჯიბრზე ყველაზე მეტად გამოჩნდება. მეორე, თქვენ შესაძლოა აჰყვეთ საზოგადოებივ აზრს, რომელიც იმისკენ გიბიძგებთ, რის გარეშეც იოლად გახვიდოდით ფონს. და მესამე, შესაძლოა მაშინვე ვერ მიხვდეთ, რომ ის რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია, სხვისთვის შესაძლოა ყურადღების ღირსიც არ იყოს.
რა უნდა მოიმოქმედონ თევზებმა შავი გველის წლის ნოემბერში? - არ დაანახოთ სხვებს, თუ როგორ ცხოვრობთ სინამდვილეში, რას ანიჭებთ უპირატესობას, რაზე აკეთებთ აქცენტს. ხოლო მაშინ, როცა ყურადღების ცენტრში ხვდებით, მოიქეცით ისე, როგორც ყველა იქცევა და აკეთეთ ის, რასაც თქვენგან ელიან. კონფლიქტზე წასვლას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ გამარჯვების საშალებას არ მოგცემენ. თქვენ და თქვენი კონკურენტიც უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდებით, მაგრამ ამით უკეთ გახდებით?
სასიკეთო დღეები – 3, 12, 15, 19, 21, 24.
არასასიკეთო დღეები – 2, 9, 14, 17, 25, 29.
მოამზადა: თორნიკე ბიძინაშვილმა

ასტრო-ეზოთერული ცენტრი
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

რექტიფიკაციის ანკეტა

Guide to cats and kittens