» » ტრანზიტული მარსი სასწორში
ასტროპროგნოზი / ასტროლოგია / ჟურნალი ასტრო-news / სასწორი / მარსი

ტრანზიტული მარსი სასწორში

ტრანზიტული მარსი სასწორში





























2013 წლის 7 დეკემბერს მარსი შევა სასწორის ზოდიაქოს ნიშანში, სადაც ნახევარ წელს გასტანს და მხოლოდ 2014 წლის 26 ივლისს გადავა მორიელის ზოდიაქოს ნიშანში.
ამ ტრანზიტის პერიოდში მარსი შევა კონფლიქტურ ურთიერთობებში კარდინალურ ნიშნებში არსებულ პლანეტებთან და მოხდება აქტივიზაცია ყველაზე დაძაბული ასპექტაციის (ტაუ-კვადრატი) პლუტონი-მარსი-ურანი.
მარსი ესაა ინსტინქტური სწრაფვა გამოხატულებისკენ. მისი მდგომარეობა ჰოროსკოპში მიგვითითებს ჩვენს ლიდერულ უნარებზე, კონკურენტუნარიანობაზე. როგორც ომის ღმერთი, მარსის მდგომარეობა ზოდიაქოში და ზოდიაქოს სახლში გვიჩვენებს „ფრონტის ხაზს“ ჩვენს ცხოვრებაში, სადაც წინააღმდეგობებს ვხვდებით. მარსის ენერგია არის უფრო შესაბამისი გამოხატულება საფრთხის წინაშე. ის გვაძლევენ მოქმედების და წინააღმდეგობების გაწევის სურვილს, როცა კონფლიქტებს ან ძალადობას ვეჯახებით.
.
ტრანზიტული მარსი სასწორში

მარსი სასწორში ვერ ავლენს თავის ბუნებას და ძირითად თვისებებს, რადგან ის ამ ზოდიაქოს ნიშანში განდევნაშია. აქ სასწორის მმართველი პლანეტა ვენერა აწესებს კანონებს და მარსს არ აძლევს საშუალებას იმოქმედოს აგრესიულ, იმპულსურ სტილში. ამ პერიოდში შედეგი ნაკლებადაა დამოკიდებული ადამიანის ნებასთან, უფრო გადამწყვეტ როლს თამაშობს თანამშრომლობა და კოლექტიური მუშაობა.
სასწორის ენერგეტიკული ველი ადამიანს აიძულებს ეძებოს თანამოაზრეები, დაამყაროს კავშირები, რათა მიაღწიოს სასურველ შედეგს. ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ურთიერთდამოკიდებულებას სხვა ადამიანებთან. უნდა შევათანხმოთ ჩვენი მოქმედება, ერთობლივად გადავჭრათ საკითხები. ეს უფრო ეფექტური იქნება ვიდრე დამოუკიდებელი მოქმედებები.
მარსი - ბუნებრივი ინსტიქტების პლანეტა, რომელიც კავშირშია ლიბიდოსთანაც. სასწორის
ზოდიაქოში ის სიმბოლურად კავშირშია პარტნიორულ ურთიერთობებთან, ქორწინებასთან; ის მიდრეკილია ეძებოს ისეთი კონტაქტები, რომლებიც სიმპათიურია მისთვის და აქტიურად ერთვება რომანტიულ ურთიერთობებში. დღითი დღე ურთიერთობა ხდება პრიორიტეტული. სასწორი ორიენტირებულია დაიცვას შინაგანაწესები და დიპლომატიური ფორმალობები. მარსი კი ძაან უბრალოა, მას არ აინტერესებს მსგავსი ფორმალობები და ეტიკეტები, ის ისწრაფვის მიიღოს ყველაფერი აქ და სასწრაფოდ.


ასტრო - News #3
დეკემბერი 2013
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

...

GD პედია - ენერგია (06.02.16)

Guide to cats and kittens