» » დეკემბრის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ასტროპროგნოზი / ჟურნალი ასტრო-news / ზოდიაქოს ნიშნები

დეკემბრის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

დეკემბრის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
















ვერძი 2013 წლის დეკემბერში მოვლენები შესაძლოა ისე განვითარდეს, რომ ვერძები სამყაროს ცენტრად იგრძნობენ თავს. ბევრი მართლაც იტრიალებს თქვენი პერსონის გარშემო, თქვენი დამსახურებები აღიარებულ იქნება, თქვენზე ისაუბრებენ, თუმცა შესაძლოა არც თუ ყოველთვის კარგს. თქვენს ლაპარაკს მოუსმენენ. საკუთარი მიღწევებით თრობის შეგრძნებამ ვერძები იმ აზრამდე უნდა მიიყვანოს, რომ თავადვე არიან საკუთარი პრობლემების შემოქმედნი, ამიტომ არ დაგავიწყდეთ საკუთარი ნაკლოვანებები. თუ მათ მოშორებას დაიწყებთ, ეს თვე თქვენთვის კეთილგანწყობილი იქნება.
პირად ურთიერთობებში უფრო მეტ სიამოვნებებს მოიტანენ არა თავად დეკემბრის მოვლენები, არამედ მათი წინასწარ შეგრძნება. სასიყვარულო სფეროში ნაცნობობამდე და სერიოზულ წინსვლამდე შეიძლება საქმე არ მივიდეს და ამის მიზეზი შესაძლოა იყოს როგორც ობიექტური სიტუაცია, ასევე თავად ვერძების სურვილი - ისინი სხვა საქმეებს უფრო მნიშვნელოვნად ჩათვლიან. მოლოდინების სიჭარბის გამო უკვე შემდგარ წყვილში ურთიერთობა შესაძლოა ცოტათი გაფუჭდეს.
მოსალოდნელი დღესასწაულების ატმოსფერომ შესაძლოა შეკრას ოჯახის წევრები, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ თუკი წყვილში, სადაც ერთ-ერთი ვერძია, არაა მიღებული დღესასწაულისთვის ერთობლივი მზადება, ერთობლივმა საქმიანობამ შესაძლოა გაღიზიანება გამოიწვიოს.
საქმიან ცხოვრებაში 2013 წლის დასასრულს განსაკუთრებული ძვრები არ მოაქვს. როგორც უკვე აღინიშნა, არაერთხელ აღმოჩნდებით ყურადღების ცენტრში, თუმცა ყოველთვის ვერ მოახერხებთ დამაჯერებლად გამოსვლას ან საჭიროების შემთხვევაში ღირსეული პასუხის გაცემას. ამ ეტაპზე კამათები და თეორიული განხილვები არაა თქვენი ძლიერი მხარე. გარდა ამისა, სხვათა წინასწარ დაუგეგმავი ქმედება შეიძლება თქვენდამი მიზანმიმართულ დაპირისპირებად აღიქვათ. მიუხედავად ამისა, კოლექტივისგან მოწყვეტა არ ღირს, რადგანაც თვე უფრო მეტად ხელს უწყობს გუნდურ მუშაობას, ვიდრე ინდივიდუალური პროექტების განხორციელებას. თუკი გადააბიჯებთ საკუთარ პატივმოყვარეობას, თანამშრომლობის შედეგები შესაძლოა ძალიან კარგი აღმოჩნდეს და რაც მთავარია სასარგებლო იქნება მომავალი კარიერული წინსვლისთვის. რაც შეეხება ფინანსურ სიტუაციას, დეკემბრის ჰოროსკოპი გირჩევთ მხოლოდ დაგეგმილ, აუცილებელ ხარჯებს. გადაჭარბებამ შესაძლოა დიდი ხვრელი გააჩინოს თქვენს ბიუჯეტში, რომლის ამოსავსებადაც დიდი ეკონომიის გაწევა მოგიხდებათ.
ნებით თუ უნებლიეთ, დეკემბერში მოგიწევთ მეტი ყურადღება მიაქციოთ საჭმლის მომნელებელ სისტემას. მათგან შესაძლოა უსიამოვნო მოულოდნელობები მოვიდეს გამწვავებების სახით.
კურო 2013 წლის დასასრული კუროებს წარმატებას ჰპირდება. რა თქმა უნდა, გამორიცხული არა არის ეპიზოდური უსიამოვნებები, მაგრამ მათ არ ექნებათ ფატალური ხასიათი. თქვენ განაგრძობთ მოძრაობას ადრე არჩეული მიმართულებით და ნელ-ნელა უახლოვდებით მიზანს, თუმცა წინსვლის ამ ტემპმა შესაძლოა ბოლომდე არ დაგაკმაყოფილოთ. გარშემომყოფები ლოიალურად არიან განწყობილნი თქვენდამი, ისევე როგორც გარემოებები.სურვილების განხორციელებისთვის საკმარისი რესურსი გაქვთ, განგაშის განსაკუთრებული მიზეზები კი, პირიქით - არ გაქვთ.
დეკემბერი სავარაუდოდ პირადი ურთიერთობების შედეგად გამოწვეული ემოციებით იქნება დახუნძლული. რომანები მძაფრად ვითარდება, მაგრამ მეორე მხრივ, მათი ხანგრძლივობის საკითხი სერიოზულ საფრთხეზე მიგვანიშნებს. დეკემბერი ბევრ კუროს დაეხმარება გაერკვეს იმაში, თუ რამდენად შეეფერება საყვარელ ადამიანს. ამის შესამოწმებლად, შეგიძლიათ ურთიერთობაში იმაზე ღრმად შეხვიდეთ, ვიდრე აქამდე. ყურადღება არ მიაქციოთ აღზრდას, წესებს და იხელმძღვანელეთ პირველ რიგში შეგრძნებებით.
ამ პერიოდში კუროებისთვის კარგია ბავშის ჩასახვა. მშობლის მოვალეობები შეიძლება სახეცვლილი ფორმითაც გაგიჩნდეთ: შესაძლოა გახდეთ ნათლიები.
კუროებისთვის მთავარი წინააღმდეგობა საქმიან ცხოვრებაში სამუშაოს არაგონივრული ორგანიზაცია იქნება. ჩვენ მიჩვეულნი ვართ, რომ დეკემბერში ერთდროულად ბევრი საქმე მივიყვანოთ ბოლომდე, თქვენ კი შესაძლოა 2013 წელს ამისთვის უძლურნი აღმოჩნდეთ. რისკავთ, რომ საკუთარ თავზე იმაზე ბევრად მეტი აიღოთ, ვიდრე რეალურად შეგიძლიათ. გარდა ამისა, მიდრეკილება გაქვთ რომ ამ ეტაპზე გარშემომყოფებში ეძებოთ მხარდაჭერა და შესაბამისად იმედი გაგიცრუვდეთ, თქვენს დამხმარეებს ხომ თავიანთი საქმეებიც თავზე საყრელად აქვთ. ფინანსურ სფეროში შეგიძლიათ სცადოთ რაიმე თქვენთვის არატრადიციული მეთოდი, ან იყიდოთ ის, რაც ადრე არასოდეს გქონიათ.
ყველაფერი, რასაც 2013 წლის დეკემბერში აკეთებს (ან არ აკეთებს) კურო საკუთარი ჯანმრთელობისთვის, შედეგს გამოიღებს არა მაშინვე, არამედ რაღაც დროის შემდეგ.
ტყუპები 2013 წლის დეკემბერი ტყუპებისგან დიდ მოთმინებას, თანამიმდევრულობას და სტაბილურობას მოითხოვს. ისეთი ადამიანებისთვის, როგორებიც თქვენ ხართ, ეს რთული ამოცანაა თქვენი განსაკუთრებული ბუნების გამო, მაგრამ აუცილებელია, ცდა არ დააკლოთ, თუნდაც ამ მცირე პერიოდით. ახლა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ პაუზებს. შესაძლოა ყოველ ფეხის ნაბიჯზე მოგიწიოთ მათი გაკეთება, თანაც ცხოვრების ყველა სფეროში. მნიშვნელოვანია, რომ თავის დროზე შეაჩეროთ მოძრაობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა სწორი მიმართულებით არ წახვიდეთ, მომლოდინე პოზიციას თან უნდა ახლდეს დაკვირვებულობა და სიტუაციის კონტროლი, ახლა არ ხართ მზად მნიშველოვანი ნაბიჯების გადასადგმელად და უკეთესია უფრო კეთილსასურველ გარემოებას დაელოდოთ.
დეკემბერი არც ისე შესაფერისია ახალი სასიყვარულო ურთიერთობებისთვისაც. მეოჯახე ტყუპებს მიდრეკილება აქვთ ეგოცენტრული ქცევებისკენ, ამიტომ მოსალოდნელია პრობლემები მეორე ნახევართან. დიდია ალბათობა, რომ იგივე შეცდომებს დაუშვებთ, რაც ადრე დაუშვით მსგავს სიტუაციებში.
ამ პერიოდში ტყუპები აუცილებლად ჩაებმებიან რაიმე კონფლიქტში მათი უახლოესი ნათესავების მონაწილეობით. სტაბილური არც საქმიანობის სფეროა. ერთი მხრივ, შესაძლებელია გაჩნდეს წინაპირობები სამსახურეობრივი წინსვლისთვის, მეორე მხრივ, დეკემბერში ვითარებები თქვენს წინააღმდეგ იქნება. სამაგიეროდ აუცილებლად შეეჯახებით ყოველდღიური მოვალეობების ზრდას, რომლებიც შანსს არ დაგიტოვებენ კრეატიულობის, ინიციატივის გამოვლენისთვის. თქვენს შემთხვევაში, ყველაზე გონივრულია წესების თანახმად მოქმედება.
დეკემბერი არც თუ სახუმარო საფრთხეს ქმნის ტყუპების ბიუჯეტისთვის, რადგანაც საჩუქრებისა და სადღესასწაულო სამზადისისთვის ფულს არ დაიშურებთ. შეეცადეთ ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმოთ.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ტყუპებს დეკემბერში პრობლემები დიდად არ ემუქრება. საეჭვოა, რომ სამედიცინო მომსახურება ან საწოლში წოლა დაგჭირდეთ. განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიანიჭოთ რაციონს, ასევე ალკოჰოლის ზომიერ მიღებას. დეკემბრის „პაუზის წესი“ ამაზეც ვრცელდება;
კირჩხიბი 2013 წლის ბოლო თვე კირჩხიბებს უყურადღებობით და გაფანტულობით აჯილდოვებს. თუ რაიმე თქვენთვის ნამდვილად საინტერესოს და მნიშვნელოვანს შეეხება, გარშემომყოფებთ აჯობებთ საქმის ვითარების ცოდნაში, არგუმენტაციებში, მაგალითებში და ა.შ. აქ მოწოდების სიმაღლეზე იქნებით, მაგრამ ყოველდღიურ საქმიანობაში თითქოს შეგცვალესო. ადამიანებთან საუბრისას თქვენდა უნებურად შეცდომაში შეიყვანთ მათ, ყველაფერს მოისმენთ, გაიგებთ და სწრაფადვე მისცემთ რჩევას, მაგრამ ამავე დროს, სრულიად დაივიწყებთ საუბრის მრავალი დეტალის შესახებ, შემდეგ კი გულწრფელად გაგიკვირდებათ, როცა მათ გაგახსენებენ - მაგალითად, შეუსრულებელ პირობას.
ეს თვე ძალიან საინტერესო იქნება ნაცნობობების, ახალი ურთერთობების, ფლირტების და სხვადასხვა პიკანტური სიტუაციის თვალსაზრისით. კირჩხიბები ბევრს იმხიარულებენ, ხოლო თუ სერიოზული ურთიერთობები გინდათ, ნუ აჰყვებით ხასიათის და ნების ცვალებადობას. მესამე პირისგან ჩარევის მცდელობები ნერვებს მოგიშლით და რადგანაც დეკემბერში მარტო ყოფნა თქვენთვის მძიმეა, ამ მსხვერპლზეც წახვალთ.
კირჩხიბები, რომლებიც დიდი ხანია ცხოვრობდნენ პარტნიორთან, უფრო დაახლოვდებიან ახალი „ოფიციალური“ გადაკვეთის წერტილების გამოჩენის გამო. მაგალითად, გაგიჩნდებათ ერთობლივი ქონება, რაღაც დოკუმენტები და ა.შ.
დეკემბრის ჰოროსკოპი ურჩევს კირჩხიბებს, რომ მსუბუქი დამოკიდებულება ჰქონდეთ ყველაფრის მიმართ, რაც მათ საქმიან ცხოვრებაში ხდება. თქვენი აჟამინდელი დაბნეულობის გამო შეცდომებსაც ბევრს დაუშვებთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. ამ თვეში კარგია საკუთარი ბიზნესის დაწყება (იმ პირობით, რომ ის კარგადაა მომზადებული). კარგია ასევე ინდივიდუალური პროექტების წამოწყება.
გაფანტულობის გამო მზად ხართ უფრო მეტი ფული დახარჯოთ, ვიდრე საჭიროა, ამიტომ დეკემბერში ბიუჯეტის მართვა უმჯობესია სხვას მიანდოთ.
წლის ბოლო შეიძლება ძლიერმა სურდომ, გრიპმა ან სხვა ვირუსულმა ავადმყოფობამ გაგიფუჭოთ. არ იჩქაროთ და მუჭებით არ ყლაპოთ პრეპარატები, რომლებიც იმუნიტეტს აძლიერებენ. ჰიგიენის წესების დაცვა უფრო საიმედოდ დაგიცავთ. თქვენი ნერვული სისტემა ახლა არც თუ ისე საუკეთესო მდგომარეობაშია, ამიტომ, ეცადეთ, გრძნობები ნებაზე არ მიუშვათ. ამგვარად უფრო ჯანმრთელი იქნებით.
ლომი ეს თვე ლომებს აჩუქებს თვითშეგრძნებისა და ამასთან დაკავშირებული ოცნებების სრულ დამთხვევას. სხვა სიტყვებით, ისე იგრძნობთ თავს, როგორც გინდათ რომ იყოთ. ამასთან მეტამორფოზებს არა მხოლოდ თქვენ შეამჩნევთ, არამედ ისინიც, ვინც კარგად გიცნობენ. ამასთან არ უნდა გამორიცხოთ იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი თავი მიმდინარე ვითარებების გამო ცოტა არ იყოს შელამაზებული დაინახეთ.
დეკემბრის ახალ იმიჯში თქვენ შესაძლოა იმის გაკეთება გადაწყვიტოთ, რაც არასოდეს გაგიკეთებიათ, მაგრამ ძალიან გინდოდათ. თვის ვიბრაცია უბიძგებს ლომებს ექსპერიმენტებისკენ იმისთვის, რომ აკრძალული ხილის მცირე ულუფა იგემონ. თქვენ ახლა როგორც არასოდეს, ოსტატურად მანიპულირებთ ადამიანებით, მათ სისუსტეებზე თამაშობთ. თუმცაღა, ზედმეტმა თვითდაჯერებამ შესაძლოა შეცდომები დაგაშვებინოთ: იმდენად არ შეცვლილხართ, რომ ყოვლისშემძლე გამხდარიყავით.
სასიყვარულო სფეროში ყველაფერი იმ ტენდენციით წავა, როგორც ადრე. თუკი აქტიურნი იყავით ურთიერთობების ძიებაში ან აწყობაში, საეჭვოა, რომ ახლა მოდუნდეთ, ხოლო თუ მინიმუმით კმაყოფილდებოდით, უფრო მეტის იმედი არ უნდა გქონდეთ. 2013 წლის დეკემბერში თქვენი ადრინდელი მიღწევები და შეცდომები, ერთგვარ გასაშუალოებულ შედეგს ქმნიან. თუკი ამ ტემპს შეინარჩუნებთ, ეს მომავლის დანახვაში დაგეხმარებათ.
მუდმივი ურთიერთობები უფრო რთული ხდება. თქვენ ჩათვლით, რომ ძალიან დიდხანს ემორჩილებოდით და მიდიოდით კომპრომისებზე და ახლა თქვენი ტოლერანტობის ლიმიტი ამოწურულია, შეგიძლიათ გამოაცხადოთ თქვენი ნება. ამ პერიოდში ფრთხილად უნდა იყვნენ ლომები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ შეწყვიტეს ურთიერთობა. მათი ყოფილი პარტნიორები არასასიამოვნო ინფორმაციას და ჭორებს გაავრცელებენ და ეს შესაძლოა იმათ გაიგონ, ვისთვისაც ამის გაგება არ ღირს.
არც ისე კარგია 2013 წლის დეკემბერი იმისთვის, რომ პარალელურად რამდენიმე საქმით დაკავდეთ. თუ რაიმე ისე ვერ წავა, არ დაეყრდნოთ გავლენიან ადამიანებთან ნაცნობობას, რადგანაც შესაძლოა მათ უდროოდ აღიქვან თქვენი მიმართვა, ან ისე დაგეხმარონ, რომ თქვენთვის არასასურველი იყოს. ახლა შეგიძლიათ დელიკატურად „ჩააგდოთ ანკესი“ და დაელოდოთ სამსახურში შესაძლო დაწინაურებას. ამ თვეში ლომებს ბევრი ხარჯის გაღება მოუწევთ. მათ შორის მსხვილი დანახარჯი არ იქნება, მაგრამ წვრილმანების სიმრავლე თქვენი ბიუჯეტიდან დიდ ფულს წაიღებს.
დეკემბრის პრობლემები შესაძოლა აისახოს ენდოკრინულ სისტემაზე. კარგი იქნება თუ გამოიკვლევთ ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობას და მიიღებთ ზომებს მათთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად (თუ ასეთი აღმოგაჩნდებათ). კიდევ ერთი სუსტი ადგილი ყელია.კარგი იქნება პროფილაქტიკური პროცედურებიც.
ქალწული 2013 წლის უკანასკნელ თვეში ქალწულები უფრო ხშირად უნდა დაფიქრდნენ საკუთარი ქმედებების მიზანშეწონილობაზე. ამჟამად თავს სრულიად დამოუკიდებლად იგრძნობთ და ჩათვლით, რომ ნებისმიერ პრობლემასთან გამკლავება შეგიძლიათ, მაგრამ ნამდვილად ღირს ამაზე დროის ხარჯვა? არავინ შეგედავებათ თქვენს უნარებზე, მაგრამ ნამდვილად ხარისხიანი და ხანგრძლივი იქნება ეს შედეგი? . შესაძლოა დამამცირებლად მოგეჩვენოთ დახმარების თხოვნა იმისთვის, ვისაც მეტი ცოდნა და გამოცდილება აქვს, მაგრამ არ უნდა შეგეშინდეთ იმის, რომ თქვენზე ცუდად და დამამცირებლად იფიქრებენ. თუ ქალწულები ამ თვეში დახმარებას ითხოვენ, ეს ვერანაირად ვერ შებღალავს მათ რეპუტაციას და დიდ დროსაც კი დააზოგინებს. თავის მხრივ, შესაძლოა თქვენც მოგმართონ თანადგომისთვის. დაეხმარეთ ადამიანებს, რათა არ ჩაგთვალონ მხოლოდ ამ პრინციპით მცხოვრებ ადამიანად: «შენ მე - მე შენ».
დეკემბერში ქალწულები არაერთხელ დაუშვებენ იგივე შეცდომებს, რაც ადრე დაუშვიათ სასიყვარულო ურთიერთობებში. ეს სამწუხაროა, რადგანაც ძველი დასკვნები სწორი იყო. თუ თქვენი წყვილი უკვე საკმაო ხანია არსებობს, შესაძლოა ბრალი დაგდონ კონსერვატიზმში. მოსალოდნელია, რომ ამით გაბრაზებულმა ქალწულებმა სადღაც გვერდზე ეძებონ ნუგეში, თუმცა ამ შემთხვევაში საეჭვოა რაიმე სერიოზულს გადააწყდნენ.
დეკემბერში ოჯახური ატმოსფერო და ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობა იძაბება. თუ რამდენიმე ბავშვი გყავთ, მათ შეუძლიათ გაიგონ თუ ვის ერგება უფრო მეტი მშობლიური სითბო და ყურადღება. შესაძლოა ნამდვილად ჰქონდეს აზრი გადახედოთ საკუთარ უფლება-მოვალეობებს და მეტი ყურადღება დაუთმოთ ბავშვებს.
ტრადიციულად, ახალი წლის დასაწყისისთვის საეჭვოა, რომ ქალწულებმა მოასწრონ საქმეების დასრულება. შესაძლოა გადააწყდეთ პრობლემებს, რომლებიც თქვენს ჩარევას ითხოვენ. გამუდმებით მოგიწევთ რაღაცის შესწორება და გადაკეთება. 2013 წლის დეკემბერი არაა ის თვე, როცა ყველაფერი პირველივე ჯერზე გამოგივათ (არც მეორე და მესამე ჯერზე). პერფექციონიზმი - სასარგებლო თვისებაა, მაგრამ ამჟამად, ყველაფრის რაც შეიძლება საუკეთესოდ გაკეთების სურვილი მიზანს მხოლოდ დაგაშორებთ.
ამ პერიოდში შესაძლოა გაუარესდეს ურთიერთობები კოლეგებთან, რადგანაც მათ ზედმეტად ანგარებიანად მოეჩვენებით. თუ დაინტერესებული ხართ კარგი სამუშაო ატმოსფეროთი, ეცადეთ გააკეთოთ რამე, რაც თქვენზე ამ შეხედულებას გააქარწყლებს. ჰოროსკოპი არ გირჩევთ დეკემბერში ვალების აღებას: შესაძლოა ეს შეუძლებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ დავიდარაბაში დაგავიწყდებათ, რომ სესხი აიღეთ. ზოგიერთ ქალწულს მოუწევს ნერვიულობა იმასთან დაკავშირებით, რომ რეგულარული შემოსავლები დაგვიანებით მოვა.
დეკემბრის განმავლობაში მოუარეთ კანს. შესაძლოა გადაღლილობა, ანთებები და ეს დაუყოვნებლივ ჩარევას მოითხოვს. პერიოდი კარგია განცალკევებული კვებისთვის, ეცადეთ ერთ მიღებაზე ერთი სახის საკვები მიიღოთ.
სასწორი სიტუაციის მმართველები 2013 წლის დეკემბერში სასწორები თავად ხდებიან. თქვენ თავად გადაწყვეტთ, რას გააკეთებთ, რას გაიღებთ მსხვერპლად, რით გაინებივრებთ საკუთარ თავს და ა.შ. ამავე დროს, შეიძლება ისე მოხდეს, რომ თითქოს შეგეშინდებათ სრული უფლება-შეუზღუდველობის, ვარიანტთა უამრავი რაოდენობის.
ამიტომ, ჰოროსკოპი გირჩევთ უარი თქვათ არჩევანზე, მოეშვათ და ნება მისცეთ დეკემბერში მიმდინარე მოვლენებს თქვენი აქტიური ჩარევის გარეშე განვითარდნენ. იფიქრეთ, რა შეგიძლიათ ურჩიოთ თქვენს ადგილზე მყოფებს. შეგიძლიათ სხვების რჩევებიც მოისმინოთ, დააფასოთ არჩევანი, რომელსაც სხვები გააკეთებდნენ. რაიმეს დაკარგვის, გაუთვალისწინებლობის არ შეგეშინდეთ, თქვენ ხომ აკონტროლებთ სიტუაციას.
ეს თვე არ განაწყობს სასწორებს ახალი ნაცნობობებისადმი. ახლა არ გაქვთ მიდრეკილება, რომ პირადი ბედნიერება ეძებოთ და თუ პრედენტენტი თავად გამოჩნდება, კიდევ დიდხანს იფიქრებთ, გჭირდებათ თუ არა ეს. თავისუფლება უზარმაზარ როლს ასრულებს თქვენთვის. არ ხართ მზად იმისთვის, რომ ვინმეს გავლენის ქვეშ იყოთ, მაგრამ სხვების თავისუფლება შესაძლოა უგულვებელყოთ.
არც ისე წარმატებული დროა ეს თვე საიდუმლო, პარალელური კავშირებისთვის: დადებით ემოციებს ისინი გაცილებით ნაკლებს მოიტანენ, ვიდრე უარყოფითს. მაგალითად შესაძლოა თქვენი შანტაჟირება დაიწყონ, წამგებიან პირობებში ჩაგაყენონ. ამას გადალახავთ, მაგრამ უსიამოვნო გრძნობები კიდევ დიდხანს გაგყვებათ.
საქმიან სფეროში თქვენ სიტუაციის ბატონ-პატრონად რჩებით. დეკემბერში იმით უნდა დაკავდეთ, რასაც თქვენ თვლით საჭიროდ. თუ რაიმე ისე ვერ წავა, ამის გამო არავინ დაზარალდება. აი, თქვენ კი ყველა შემთხვევაში ახალ გამოცდილებას მიიღებთ მსგავსი ექსპერიმენტებით. რთული ურთიერთობა ეწყობა უფროსთან, იგი არ ჩათვლის საჭიროდ პირობების შეასრულოს, დაწინაურების იმედი არ უნდა გქონდეთ, თუმცა ეს თვე ამის გარეშეც შედეგიანი იქნება და მომავალ წარმატებებს შეამზადებს.
დიდი სიფრთხილე მართებთ სასწორებს ფინანსების სფეროში. ეს ერთადერთი სფეროა, სადაც ვერ აკონტროლებთ სიტუაციას. უმჯობესია ეკონომიის და არსებულის შენარჩუნების პოლიტიკას მიჰყვეთ. არ ღირს სესხების აღება ან საყიდლების კრედიტით ყიდვა.
თუ სასწორებს ჯანმრთელობასთან დაკავშრებით პრობლემები შეექმნებათ, საიმედო და კონკრეტული დიაგნოზის დასმა გართულდება. შესაძლოა ეს არც გახდეს საჭირო, რადგანაც კარგი ფიზიკური ფორმა სავარაუდოდ თავისთავადვე დაბრუნდება. ამჟამად ორგანიზმი არც თუ ისე კარგად ართმევს თავს გამწმენდ და გამომყოფ ფუნქციებს. სასარგებლო იქნება წყალთან დაკავშირებული სხვადასხვა პროცედურები. ბალახეული ჩაის სიყვარული დეკემბერში ძალიან სასარგებლო აღმოჩნდება.
მორიელი 2013 წლის ბოლო თვე მორიელებს მოდუნების საშუალებას არ მისცემს. მოვლენები ერთი-მეორეს მიყოლებით ვითარდება და არ გაძლევთ საშუალებას, რომ შეაჩეროთ ისინი, დააფიქსიროთ და შეინარჩუნოთ. საეჭვოა, რომ არსებითად იმოქმედოთ მიმდინარე მოვლენებზე, რადგანაც ამისთვის ზუსტად საჭირო რესურსების განსაზღვრა ძალიან რთული იქნება. თქვენი ზეგავლენა შესაძლოა ძლივს შესამჩნევი იყოს, ამიტომ მოვლენები ისე მიიღეთ, როგორც გარდაუვალი რამ, და ეცადეთ გაიაროთ ეს დრო რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით.
დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ დეკემბრის პრეტენზიებს, გაზრდილ მოთხოვნებს გარშემომყოფების მხრიდან. არ წამოეგოთ პროვოკაციებს.
დრო მოვიდა, რომ გააანალიზოთ პირადი ცხოვრების მოვლენები და დაგეგმოთ მომავალი. თქვენ მხოლოდ მცირე ცვლილებების აუცილებლობას იგრძნობთ. ამასთან, დეკემბერში მიზანშეწონილი არ არის ინიციატივის გამოვლენა. ჯობს თქვენი ცხოვრების მოწყობა რაღაც დროით ერთგულ მეგობრებს მიანდოთ. ახალი ნაცნობობა თქვენს ცხოვრებაში შესაძლოა ყველაზე გამოუცნობი სახით წარიმართოს, მაგრამ სწრაფ დაახლოებაზე არ იოცნებოთ, რაღაც პერიოდი თითოეული თქვენგანი წინანდებურად თავისი საკუთარი ინტერესებით იცხოვრებს.
დეკემბერში მორიელებს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევენ მშობლები, მაშინაც კი, თუ არ უთხოვიათ მათთვის და იმედიც არ ჰქონდათ. თუ მეოჯახე ადამიანი ხართ, შესაძლოა დახმარება მეორე ნახევრის მშობლებისგანაც მოვიდეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ სიტუაციებში თქვენს შორის ურთიერთობა არც თუ იდეალურია.
საქმიან ცხოვრებაში განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ პროფესიული საიდუმლოებების და საკუთარი ცოდვების შენახვის დროს (თუკი ასეთები მოგეპოვებათ). სიტუაციაზე კონტროლის დაკარგვის შემთხვევაში, სასურველია ადრევე მოიფიქროთ ის ვერსია, რომელიც შემდეგ გამოგიყვანთ სიტუაციიდან. დეკემბრის დღეები გამუდმებულ მუშაობაში ჩაივლის და დაღლილობით დასრულდება, შედეგიანობა კი დიდი არ იქნება.
ეს პრობლემა კი კომპენსირდება შესაძლებლობით - უფრო მაღალ თანამდებობაზე გამოსცადოთ თავი. არ ღირს უარის თქმა მსგავს წინადადებებზე, მაშინაც კი, თუ ცუდად გაქვთ წარმოდგენილი ახალი უფლება-მოვალეობები. გარდა ამისა, ახლა შეგიძლიათ წარმატებით გამოასწოროთ ან გაამყაროთ ფინანსური მდგომარეობა შემოსავლის მოძიების ორიგინალური, მაგრამ სრულიად ქმედითუნარიანი იდეებით.
ბევრი მორიელი ამ პერიოდში შესაძლოა სისხლძარღვთა სხვადასხვა პრობლემებით დაიტანჯოს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ იმ ადამიანებმა, რომელთაც პერიოდულად წნევის მერყეობა აქვთ. ზომიერი დატვირთვა და სხვა პროფილაქტიკური ღონისძიებები სრულიად საკმარისია. Aსევე ყურადღება მიაქციეთ მხედველობას.
მშვილდოსანი 2013 წლის ბოლო თვე კარგია ყველანაირი საქმის დასასრულებლად. ჩაატარეთ “აღწერა”: გარდერობში, ცხოვრებაში, ურთიერთობებში და ყველაფერი, რაც საჭიროებას აღარ მოითხოვს “გადააგდეთ”. ამ პერიოდში სჯობს გრძელვადიანი საქმეების წამოწყება, რადგან ისინი დიდ წარმატებას მოგიტანენ ცხოვრებაში.
დეკემბერში შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ, რაც ადრე სიამოვნებას ან სიხარულს განიჭებდათ, მომაბეზრებალი გახდა და, რაც ადრე თქვენთვის არაპრიორიტეტული იყო ახლა უფრო ფასეულია.
შესაძლოა ამ თვეში საახალწლოდ ტრადიციულმა მზადებამ სიხარულის ნაცვლად გაგაღიზიანთ. მოგინდებათ ადამიანებთან კონტაქტი შეამციროთ, რათქმაუნდა ეს თქვენი ნებაა, მაგრამ კონტაქტი იმ დონეზე, მაინც უნდა შეინარჩუნოთ, რომ მა თარ დაგივიწყონ.
Pდეკემბერში პირად ურთიერთობებში უფრო მნიშვნელოვანი თავად პროცესი იქნება და არა მისი შედეგი. მაგალითად თუკი თქვენ გყავთ რამოდენიმე კანდიდატი “რჩეულის” პოზიციაზე თქვენ არ დაიწყებთ მათ შედარებას, არამედ მათ ცალ-ცალკე დაუთმობთ დროს.
რაც შეეხება დაოჯახებულ მშვილდოსნებს ეს თვე თქვენთვის არცისე მარტივი იქნება. გამუდმებით რაღაცით უკმაყოფილო იქნებით, ყოველდღიური პრეტენზიებიც არ დააყოვნებს. თქვენს ურთიერთობებს არაფერი ემუქრება, თუკი თქვენი მეორე ნახევერი ზედმეტად ემოციური არა არის. სხვა შემთხვევაში კი ერთმანეთს დღესასწაულს ჩაუშხამებთ და ნაჩხუბრები შეხვდებით ახალ წელს.
ამ თვეში სრული თავისუფლება გაქვთ ჩაატაროთ ყველანაირი ექსპერიმენტი, რომელიც ბიზნესთან და სამსახურთან არის დაკავშირებული. მაგრამ მათი შედეგი მომავალში გამოჩნდება. თუკი თქვენ დაქირავებული მუშა ბრძანდებით მოსალოდნელია, რომ სწორედ დეკემბრის თვეში დადგეს თქვენი დაწინაურების შანსი. Aამ პერიოდში უმჯობესია არ იჩქაროთ რაიმეს შეძენა, ფულის დახარჯვა.
თუკი ზოგადად ყოველი წლის ბოლოს თავს უფლებას აძლევთ ალკოჰოლური სასმელებით და საჭმლით გაანებივროთ თავი, გირჩევთ წელს თავი შეიკავოთ, რათა საწოლში ან უარეს შემთხვევაში საავადმყოფოში არ აღმოჩდეთ. დაიცავით ყველაფერში ზომიერება, არ შეაკავოთ უარყოფითი ემოციები, უმჯობესია ისინი გამოანთავისუფლოთ და ამით თქვენს ნერვულ სისტემას დაეხმაროთ.
თხის რქა 2013 წლის დეკემბერი საუკეთესო დროა თხის რქებისთვის საკუთარი იმიჯის, თვითშეფასების და რეპუტაციის გასაუმჯობესებლად, როგორც საკუთარ, ისევე სხვის თვალში. შესაძლოა თქვენ ზედმეტად იმდაბლებდეთ თავს და ეჭვი გეპარებოდეთ თქვენს შესაძლებლობებში. თუკი თქვენ გადაწყვეტთ საკუთარ თავზე იმუშავოთ ასეთი მცდელობა თქვენთვის ფუჭი არ დარჩება. თუკი ხვდებით, რომ ვინმეზე ზეგავლენას ახდენთ, ამით ნუ იამაყებთ, თქვენ თავსევე ავნებთ. Aმის გარდა არ არის საჭირო სხვა ადამიანების მოვალეობების საკუთარ თავზე აღება.
დეკემბერი დაოჯახებული თხის რქებისთვის არც ისე ხელსაყრელი იქნება, უმჯობესია თქვენს მეორე ნახევარს დაუჯეროთ და მას მისცეთ მეტი აქტიურობის საშუალება. რაც შეეხება შვილებს სწორედ ამ პერიოდში უნდა მიაქციოთ მათ ის ყურადღება, რასაც ამდენი ხანი აკლებდით.
საქმიან სფეროში სჯობს მკაცრი ოფიციალურობა დაიცვათ, მკაცრად მიყევით იმ მოვალეობებს, რაც დაკისრებული გავთ და ეცადეთ ჩარჩოს არ გადაცდეთ. სიმკაცრე ურთიერთობებშიც გამოიყენეთ, დაიცავით დისტანცია და ეთიკის ყველა კანონი. ასევე კარგი იქნება თუკი კოლეგების საქმეებით დაინტერესდებით და მათ განხორციელებაში დაეხმარებით შეძლებისდაგვარად.
დეკემბერში ჯამრთელობასთან დაკავშირებული სირთულეები არ გემუქრებათ, ეს არ ნიშნავს, რომ სრულიად ჯანმრთელნი იქნებით, მაგრამ ორგანიზმი მარტივად მოერევა ყოველგვარ პრობლემას მცირეოდენი ჩარევის შედეგადაც კი.
მერწყული დეკემბერი მერწყულებისთვის არც ისე იოლი თვე გამოდგება. ამ პერიოდში დიდია ალბათობა, რომ ბევრი შედცდომები დაუშვათ მხოლოდ იმის გამო, რომ თავს გამოცდილად და მცოდნედ თვლით. ამჟამად თქვენთვბის აუცილებელია ჯერ შედეგზე იფიქროთ და არა უშუალო პროცესზე. მოსალოდნელია, რომ თქვენი საქმიანობა სრულიად ეწინააღმდეგებოდეს იმას, რასაც თქვენსგან გარემოპირობები მოითხოვს. თუკი თქვენი სურვილია “დროებითი” სტატუსის ვითარებები “მუდმივი” გახდეს შეეცადეთ ეს ყოველივე დეკემბერში არ დაგეგმოთ. მთელი დეკებრი დამღლელი იქნება, რადგან მოგიწევთ წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორება. ნუ დაგეგმავთ რაიმე მნიშვნელოვანს, რადგან გეგმების განხორციელებაში ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება გაუგებრობა, სულ ახლა ხანს გაცნობილ ადამინთანც კი შესაძლოა დაგეძაბოთ ურთიერთობა, რისი მიზეზიც ისევ და ისევ გარემოპირობები იქნება.
თქვენმა თვითდაჯერებულობამ შესაძლოა გაგიცრუოთ იმედი, რაც თქვენს ახლად შექმნილ ურთიერთობებზე აისახება. თქვენ იქნებით დარწმუნებული, რომ ყველაფერს აკეთებთ ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, ხოლო თქვენს პარტიორს ამაზე განსხვავებული აზრი ექნება: თითქოსდა მას იყენებთ და არ გსურთ მისი გაგება.
დაოჯახებულ მერწყულებსაც მოელით ოჯახში გაუგებრობები, რისი მოგვარება მხოლოდ სექსით შეუძლებელი იქნება. უნდა ეცადოთ თქვენს მეორე ნახევართან იგივენაირად იქცეოდეთ, როგორც ადრე...
არასწორი ქმედებები სამსახურებრივ სფეროშიც გელით, თქვენ მზად იქნებით იგნორირება გაუკეთოთ წარსულის გაკვეთილებს და ისევ დაუშვებთ ადრე დაშვებულ შეცდომებს.
შესაძლოა დეკემბრის თვეში სამსახურში თქვენი მუშაობის პირობები გაუარესდეს, შესაძლოა გახდეთ ახალი თანამშრომლის “ენაწყლიანობის” მსხვერპლი. თუკი რაიმე საქმის გაკეთება მარტოდ მოგიწევთ, ეცადეთ დრო გაწელოთ და დაელოდოთ ადამიანს, რომელიც ამ საქმეში დახმარებას გაგიწევთ, რადგან საქმის მარტოს გაკეთება გაგიჭირდებათ
ამ თვეში თქვენი ჯანმრთელობა შესაძლოა სერიოზულად დაზიანდეს, სუსტი წერტილი შარდსასქესო სისტემაა, არ არის გამორიცხული ძლიერი ტკივილები, ანთებითი პროცესები. ასევე უნდა ერიდოთ ტრამვებს.
თევზები თევზებისგან დეკემბრის თვე კომპრომისებზე წასვლას მოითხოვს, რაც უფრო დამთმობი იქნებით, მით მეტს მოიგებთ და, როგორი პაროდოქსულიც არ უნდა იყოს მეტ თავისუფლებასაც მიიღებთ. გეგმების განხორციელებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ თუ მეტად “მოქნილი” გახდებით.
ასევე კარგი იქნება თუ ამ თვეში ივლით წვეულებაზე, საჯარო დღესასწაულზე, როგორი არასტანდარტულიც არუნდა იყოს ის. ეს ყოველივე საშუალებას მოგცემთ თქვენს ცხოვრებას სულ სხვა თვალით შეხედოთ და გაერკვეთ თუ რა არის თქვენთვის მთავარი და რა მეორეხარისხოვანი და უსარგებლო.
სასიყვარულო ურთიერთობები პრობლემების გარეშე არ დარცება, მაგრამ უმჯობესია ამ თვეში მათზე არავისთან ილაპარაკოთ, რადგან დიდი ალბათობაა, რომ თქვენმა ლაპარაკმა თქვენს მეორე ნახევრამდე მიაღწიოს, რაც მას მეტად გაკვირვებულს დატოვებს, მითუმეტეს თუკი ის ამ ყველაფერში პრობლემებს საერთოდ არ ხედავს.
ღაც შეეხება ახლად შემდგარ ურთიერთობებს, ის თევზებისგან არ შეფასდება სერიოზულად. ასევე დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენი შვილის განათლებას, შესაძლოა სწორედ ახლა სჭირდება მას სასწრაფო დახმარება განათლებაში.
საქმიანი თევზებისთვის ეს თვე მეტნაკლებად კარგად ჩაივლის, უნდა შეეცადოთYკოლეგებთან კარგი უскачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები
Guide to cats and kittens