» » თებერვლის ასტროპროგნოზი (2015)
ასტროპროგნოზი / Slide

თებერვლის ასტროპროგნოზი (2015)

თებერვლის დასაწყისი იქნება საკმაოდ დაძაბული, მაგრამ დროდადრო სიტუაცია ნორმალიზდება და თვის ბოლოსთვის სიტუაცია ჰარმონიზდება. თებერვალი ისევე როგორც მთელი წელი იქნება ემოციურად დაძაბული, იქნება სწრაფვა კარდინალური ცვლილებებისკენ.

ამავდროულად, 2015 წლის ზამთარში მომატებულია ისეთი სიტუაციების წარმოქმნა და გამწვავება როგორიცაა კონფლიქტები, სტიქიური უბედურებები, ავარიები. შეიძლება გაუარესდეს კრიმინალური ვითარებაც. წარმოიქმნას დაძაბულობა საერთაშორისო პოლიტიკურ წყობასა და ფინანსურ სფეროში. ამ პერიოდში ასევე შესაძლებელია პირადი პრობლემების გამწვავებაც.
მიუხედავად ამისა, ეს უარყოფითი ფაქტორები არის მნიშვნელოვანი, რადგანაც თებერვლის ბოლოს დასრულდება მათი ქმედება და არის იმედი, რომ დაძაბულობები შემსუბუქდება. არსებობს წინაპირობა იმისა, რომ კონფლიქტები მოგვარდება კომპრომისების მოძიების წყალობით. 2015 წელს იქნება მეტი შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა თავი შეიკავონ აგრესიული ქმედებებისაგან.
სწორედ თხის წელში ნელ-ნელა დაბრუნდება სტაბილურობა და ბალანსი, რაც მისცემს ბიძგს მოგვარდეს ტერიტორიული დავები და საფუძველი ჩაეყრება არაერთ სამშვიდობო პროცესს, რაც შესამჩნევი იქნება შემდგომ თვეებსა და წლებში. ამავდროულად, თებერვლის თვეში სიტუაცია იქნება მძიმე და კონფლიქტური, გარღმავდება კრიზისული სიტუაციები, თუმცა დადებითი ტენდენციები უფრო და უფრო გაიზრდება, რაც მიგვიყვანს დადებითი ცვლილებებისკენ. ეს ხილული გახდება შემდეგ თვეებში.
პირად ცხოვრებაში, უფრო მეტად კი ოჯახურში, ამ თვეში ჯობია არ გავამწვავოთ ურთიერთობა, ხოლო გარდაუვალი დაძაბულობა კი იუმორით გავანეიტრალოთ. განსაკუთრებით მოუფრთხილდით ნერვებს – და თქვენს ჯანმრთელობას არაფერი არ დაემუქრება. ისწავლეთ მოდუნება!
1-დან 11 თებერვლამდე მერკური იმოძრავებს რეტრო მიმართულებით, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ბევრი საქმე შეფერხდება. რეტრო მერკური ხელს შეუშლის საქმეებს, ყველაფერი გაიჭედება და გაიწელება ჩვეულზე უფრო მეტ ხანს. ის, რაც ჩაიფიქრეთ, არ გამოგივათ. ამ დროს კარგია საქმეების დასრულება და იმ წამოწყებების დასრულება რაც დიდი ხნის გადადებულია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დავიწყოთ ახალი საქმე. მნიშვნელოვანი საქმეები უნდა გადავდოთ თვის მეორე ნახევრამდე, უმჯობესია თვის მესამე დეკადამდე.
19 თებერვალს, პირველ ახალმთვარეობას მერწყულის ნიშანში ზამთრის ბუნიაობის შემდეგ, ჩინური კალენდრის მიხედვით მმართველობას აიღებს ხის თხა. ზუსტად მაშინ შევხვდებით ნამდვილ ახალ წელს და დავიწყებთ მისი რითმებით ცხოვრებას. ჩინეთში ახალი წელს თვლიან გაზაფხულის ამ დღესასწაულს – განახლების, ცვლილებების დროს. სწორედ ამ ცვლილებებისკენ უნდა ვისწრაფოდეთ თებერვლის მეორე ნახევარში.
ტრადიციულად, ჩინური ახალი წლის დადგომამდე საჭიროა საფუძვლიანად დავალაგოთ სახლი. სახლში ჭუჭყი ნიშნავს უპატივცემულობას წლის მმართველის მიმართ. თუ ხის თხის წელს შევხვდებით არეული, დაულაგებელი სახლით, მაშინ თხისგან მოწყალებას არ უნდა ველოდოთ. აღმოსავლური ტრადიციის თანახმად, ახალ წელს ჯობია არ შევხვდეთ ვალებით, რადგან მათი დაბრუნება ძნელი გახდება.
ეცადეთ 19 თებერვლისკენ შეიძინოთ ახალი ტანსაცმელი. ეს კეთდება იმისთვის, რომ ახალ წელს არ გადმოვიტანოთ წინა წლის პრობლემები. ამ დღეს საჭიროა ისიც, რომ ყველას მიმართ ვიყოთ თავაზიანები, იმ ადამიანების მიმართაც კი, ვინც არ მოგვწონს. მაგრამ ყოველ შემთხვევაში, არ შეიძლება ისეთი სიტყვების წარმოთქმა რომლებიც წარუმატებლობასა და უბედურებასთან ასოცირდება.
ახალი წლის სამზადისისთვის საჭიროა შევიძინოთ ხუთი ერთნაირი ნივთი. ეს შეიძლება იყოს თხის ფიგურა ან ცხვრის პატარა სათამაშოები, თასები, რაიმე მინიატურული ნივთი. დააკარით მათზე ხუთი პატარა ქაღალდი შემდეგი დასახელებებით – წარმატება, პატივისცემა, დიდხანს სიცოცხლე, სიმდიდრე, სიხარული. სწორედ ეს ნივთებია, რომლებიც წარმატების სიმბოლო იქნება 2015 წელს. დავდოთ ისინი იზოლირებულ (განმარტოებულ) ადგილას და დავტოვოთ შემდეგ წლამდე.
თხის წლის შესახვედრად აუცილებელია სახლი მოვრთოთ წითელი ფერით, რაც არის სიმბოლო მზის, სიხარულის, ბედნიერების და ბოროტი სულებისგან დაცვის. სადღესასწაულო ვახშამი უნდა იყოს უხვი და სუფრა ლამაზად მოწყობილი. საჭიროა საახალწლოთ ლანგარი უხვად შევავსოთ მანდარინით და ფორთოხლით, განვათავსოთ სახლის სხვადასხვა კუთხეში. თითო ლანგარზე არც მეტი არც ნაკლები, უნდა იყოს 8 სახეობის ხილი. ისინი თასზე განსაკუთრებულად უნდა განვათავსოთ, წრის ფორმით. ზოგადად რიცხვი რვა ნიშნავს დიდხანს სიცოცხლეს და ულევ ხვავს.
ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი იწყება სადღესასწაულო ვახშმის შემდეგ, როდესაც ჩინელები არიგებენ „წარმატების ფულს“. ერთმანეთს ჩუქნიან წითელ კონვერტებს მათში ჩადებული მონეტებით, რაც მოიტანს წარმატებას მთელი წლის მანძილზე. სულაც არაა აუცილებელი დიდი კუპიურების ჩუქება, ეს შეიძლება იყოს ხურდები, უბრალო მონეტები, მაგრამ მთავარია სიმბოლურად ერთმანეთს ვუსურვოთ კეთილდღეობა.
სადღესასწაულო ვახშმის და კონვერტების დარიგების შემდეგ არ შეიძლება დაწოლა და დაძინება, რათა არ გამოვტოვოთ ჩვენი ბედნიერება და თხის წელის მოსვლა. საჭიროა ვიმხიარულოთ, ვიმღეროთ, ვიცეკოვოთ და მოვესალმოთ თხის წლის მოსვლას.
ახალ წელს მთვარე იქნება პერიგეაში, ანუ დედამიწასთან ახლო წერტილში. რაც ნიშნავს, რომ ვიქნებით გარკვეული რისკის ქვეშ. განსაკუთრებით ძლიერად მთვარე იმოქმედებს წყლის ნიშნების წარმომადგენლებზე – თევზებზე, კირჩხებზე და მორიელებზე და მათზე, ვისაც ძლიერი მთვარე ყავს ჰოროსკოპში.
შესამჩნევი იქნება ძლიერი ზეწოლა ფსიქიკაზე, ნერვული სისტემა გახდება არასტაბილური. საჭიროა გავექცეთ ნებისმიერ დაუხარისხებელ სიტუაციას, არ ჩავერთოთ კონფლიქტებში. შეეცადეთ დააფასოთ „რაც არის“ ახლა და აქ.

მოამზადა თორნიკე ბიძინაშვილმა
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

...

აღმოსავლური ჰოროსკოპი (2014-II ნაწილი)

Guide to cats and kittens