» » დროის მართვა - უძველესი საიდუმლოებანი
ეზოთერიკა / Slide / პარანორმალურ მოვლენათა კვლევა

დროის მართვა - უძველესი საიდუმლოებანი

დროის მართვა - უძველესი საიდუმლოებანიწამი შეიძლება ასობით, ზოგჯერ კი ათასობით გაიწელოს. გაიხსენეთ გამოთქმა „მე ის წამი უსასრულოდ მომეჩვენაო“ - და როცა ასეთ მდგომარეობში ადამიანიები წამობით კი არა, გაცილებით მეტხანს იმყოფებიან, მაშინ მათ დღეები საუკუნედ ეჩვენებათ. შესაძლებელია, სწორედ აქ არის ის რეზერვები, რომლებიც გააზრებული ცხოვრების დროითი საზღვრების გაწევ-გამოწევის შესაძლებლობას იძლევა.
ამერიკელმა ნეირობოლოგმა ჯონ უირდმა გამოიკვლია ჩოგბურთის ერთ-ერთ სახეობის მწვრთნელის - მაიკლ ჰალის ფენომენი. იგი ბრწყინვალე მოთამაშეა და, ისეთ ბურთებს იღებს, რომელთა ხელში ჩაგდება სრულიად უიმედო ჩანს ხოლმე.
მაიკლი თავის წარმატებას ასე ხსნის - „მე კონცენტრაციას ვახდენ და შეგნებულად ვიგდებ თავს ისეთ მდგომარეობაში, როცა გეჩვენება, რომ ბურთულები ნელ-ნელა მოფრინავენ, ისე ნელა, რომ თითქოს ჰაერში არიან დაკიდებულნიო. ამ დროს ჩემთვის დრო თითქოს გაჩერებულია“.
იმისი ახსნა, თუ როგორ ხდება ეს, ჰალს არ შეუძლია, მაგრამ ამბობს, რომ აქ მთელი საიდუმლო ყურადღების კონცენტრაციაშია - ისე, რომ ხედავდე მხოლოდ ბურთს და სხვა ყველაფერს გამოეთიშო ამ ქვეყანაზე. მისი თქმით, ამგვარი უნარი მან იოგასა და მედიტაციაში 12 წლიანი ვარჯიშის შედეგად გამოიმუშავა.
არ არის გამორიცხული, რომ აღმოსავლეთში მართლაც ფლობდნენ „დროის გაჩერების“ საიდუმლოებას. ერთ-ერთი ტრიუკი, რომლებსაც იოგები ასრულებენ, არის ის, რომ ისინი მრავალრიცხოვანი ხალხის თვალში ქრებიან და შემდეგ ბრუნდებიან ხოლმე, ოღონდ არა იმავე ადგილას, არამედ, როგორც წესი, სეირის საყურებლად შეკრებილი ბრბოს უკან.
მოულოდნელი გაუჩინარების ფენომენი ისევე ძველია, როგორც მსოფლიო. უძველეს ინდურ მანუსკრიპებში, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2500-1500 წლით თარიღდება, მოხსენიებულია რიტუალები, რომლის დახმარებითაც ადამიანი შესაძლებელია, „უხილავიც კი გახდეს“. სრული და სწრაფი გაქრობისათვის აქ საკმარისია აზრთა კონცენტრაცია.
პარანორმალური მოვლენების მკვლევარები ამგვარ ფაქტებს მყისიერი ტელეპორტაციით ხსნიან, მაგრამ სრულიად შესაძლებელია, რომ იოგები მრავალჯერ აჩქარებენ პირადი დროის მსვლელობას, ამის ხარჯზე, თითქოსდა გაქრებიან ჰაერში და ასევე სწრაფად გაივლიან მაყურებელთა შორის ისე, რომ ადამიანები ვერფერს ამჩნევენ. ამ ვერსიის სასარგებლოდ ეს დეტალიც მიუთითებს: დასვლელმა მეთვალყურეებმა ერთი რამ დააფიქსირეს - მსგავსი გამოსვლის წინ, იოგები თითქმის ყოველთვის ზრუნავდნენ, რომ მათ უკან თავისუფალი გასასვლელი იყოს, ტელეპორტაციას კი გასასვლელი ნამდვილად არ სჭირდება, რაც შეეხება სწრაფ გარბენს, მას კი - ნამდვილად სჭირდება.

GeoAstro
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

ეზოთერია - განსხვავებული აზრი (გადაცემა 3, სტუდია „GeoAstro“-ს პროდუქტი)

მერწყულის ეპოქა . კაცობრიობის ახალი ერა

...

წყვილი ციფრები საათზე - ნუმეროლოგია

Guide to cats and kittens