» » ქალური და მამაკაცური საწყისების ბალანსი - „ინი" და „იანი"
ეზოთერიკა / ბიოენერგეტიკა / Slide

ქალური და მამაკაცური საწყისების ბალანსი - „ინი" და „იანი"

ქალური და მამაკაცური საწყისების ბალანსი - „ინი" და „იანი"ძველი ჩინური და ტიბეტური მოძღვრებით, ცხოვრების ძალა - „ცი“ წარმოიქმნება „ინი“ და „იანი“-ის გარდაქმნის შედეგად. ისინი წარმოადგენენ ორ ფუნდამენტალურ ძალას, რომლებიც ქმნიან სამყაროს და მათი ურთიერთზემოქმედებით მოყავთ ის ჰარმონიაში. ეს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთკომფლიქტური ძალები არსებობენ ყველა მოქმედებაში. ისინი სიმბოლიზირებენ ორ საწინააღმდეგო ენერგიას, რომლებიც თავიანთი მონაცვლებლობით და ურთიერმოქმედებით წარმოადგენენ სამყაროს დინამიკას. ეს სიმბოლიკა მეტყველებს, რომ რეალობა შედგება ურთიერთსაწინააღმდეგო ზემოქმედებითა და ურთიერთ საწინააღმდეგო პრინციპებით.
„ინი“ და „იანი“ ერთმანეთზე დამოკიდებულნი არიან. ქმნიან რა მუდმივ მოძრაობას, ვიბრირებენ ისე, როგორც ტალღა და ხელს უწყობენ ურთიერთჰარმონიას, როგორც ქალი და მამაკაცი არიან პარტნიორები სიცოცხლესა და სიყვარულში. „ინი“ და „იანი“ არა მარტო საწინააღმდეგონი არიან, არამედ ისინი ჰარმონიულად ავსებენ ერთი მეორეს. „ინი“-სა და „იანი“-ს ურთიერთმოქმედება განიხილება, როგორც უსასრულო სიკვდილის და სიცოცხლის ციკლური პროცესები.
აღმოსავლურ მედიცინაზე დაყრდნობით, ჯამრთელი სხეული დაფუძნებულია სრულყოფილ წონაწორობაზე ინსა და იანის შორის. ხოლო როდესაც ბუნებისგან შექმნილი ეს ბალანსი ირღვევა, ის შესაძლებელია აღდგეს მედიტაციის, აკუპუნქტურის, კორექტირებული დიეტისა და ა. შ. საშუალებებით. აღმოსავლურ ცოდნაზე დაყრდნობილი მკურნალები, ცდილობენ განკურნონ არა ავადმყოფობათა გარეგანი სიმპტომები, არამედ მისი პირველადი მიზეზები, რომლებიც დაკავშირებულია ენერგობალანსის რღვევასთან. ხოლო დასავლური კლასიკური მედიცინის წარმომადგენლებს შეიძლება მისტიკადაც მოეჩვენოთ.
როდესაც ორგანიზმის პათოლოგიური ცვლილებები დგინდება და მკურნალობის მეთოდები ირჩევა, „ინ-იან“ თეორიის გამოყენება ჩინურ ტრადიციულ მედიცინაში აუცილებელობას წარმოადგენს. რომ მივასადაგოთ ის დასავლურ მედიცინას, ინ-იან სისტემის აღდგენა ორგანიზმში, განიხილება, როგორც ორგანიზმის ჰომეოსტაზის აღდგენა თავდაცვითი ბალანსის სტიმულაციის გზით, რაც თანამედროვე მედიცინას, შესაძლებლობას აძლევს, ორგანიზმი ერთიან მთლიან სტრუქტურირებულ სიცოცხლის ბიოლოგიურ ფორმად განიხილოს, ანუ, ჯანმრთელობა და სნეულება განიხილოს დიალექტური მიდგომით.
აღმოსავლური მედიცინის თვალსაზრისით, ადამიანის ორგანიზმი შედგება12 მერიდიანისაგან, საიდანაც 6 მამაკაცური საწყისისაა [ინი] და 6 - ქალური [იანი]. ისინი ერთი და იმავე დროს გამყოფნიც არიან და ურთიერთ დამაკავშირებელნიც. შინაგანი ორგანოების ფუნქციონალურ მდგომარეობიდან გამომდინარე, პოტენციალთა სხვაობა შესაბამის მერედიანების წერტილებზე იცვლება, ხოლო ორგანოთა ნებისმიერი ცვლილება აუცილებლად აისახება კანზეც. სწორედ მერიდიანები წარმოადგენენ მგრძნობიარე ინდიკატორებს, რომლებიც ორგანიზმს მოახლოებულ საფრთხეს ატყობინებენ.

GeoAstro
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

...

ავანტურინი

Guide to cats and kittens