პლანეტები / ასტროლოგია / Slide

სატურნის შვილები

სატურნის შვილებიუძველესი ბაბილონური ტრადიციის მიხედვით, წლიური ყოველი ციკლი შედგება 36 დეკანისგან და ყოველ დეკანს მფარველობს ერთ-ერთი 7 პლანეტათაგანი: მზე, მარსი, მერკური, იუპიტერი, ვენერა და სატურნი. ადამიანებს, რომლებიც ამ რომელიმე პლანეტის მფარველობის ქვეშ არიან, თუნდაც სხვადასხვა წელს დაბადებულები, იმაზე ბევრად მეტი საერთო გააჩნიათ, ვიდრე ერთი ზოდიაქოს ქვეშ დაბადებულებს, რადგან ზუსტად დეკანის მფარველობის ქვეშ დაბადებულებზე აისახება ყველაზე მეტად მფარველი პლანეტის გავლენა: ის ადამიანს, ყოველი წლის 10 დღის მანძილზე მზის დეტალურად და დაკონკრეტებულად დაშიფრულ მდგომარეობას გადასცემს. ადამიანი მთელი ცხოვრების გზაზე დაკენის მმართველ პლანეტას მიჰყავს და განსაზღვრავს მის არსს, მისიას, დანიშნულებას...
მოდით, გავეცნოთ სატურნის მფარველობის ქვეშ დაბადებული ადამიანების ტიპს:
სატურნისტები ქვეყნიერებას მოევლინენ: 11-21 მაისი, 23 ივლისი - 2 აგვისტო; 3-13 ოქტომბერი, 12-22 დეკემბერი, 20 თებერვალი - 1 მარტი.


დიახ, სატურნი ზუსტად ასეთია - ის ერთის მხრივ, სტაბილურობას, სურვილის მატერიალიზაციას, საფუძვლიანობას, მდგრადობას, მოპოვებული მდგომარეობის შენარჩუნების უნარს იძლევა, ხოლო მეორეს მხრივ - ქმნის საზღვრებს, სატანჯველს, უიღბლობას. თუმცა, მისი ნეგატიური გამოვლინება სულაც არ გახლავთ შემთხვევითი: ბარიერების შექმნითა და მათი გადალახვის პერსპექტივით, წარუმატებლობითა და ტანჯვით, ის საშუალებას გაძლევთ, ნეგატიური კარმა არა მხოლოდ პირადი, არამედ მემკვიდრეობითიც კი წარმატებით დაამუშაოთ და ამოწუროთ. ამიტომ, აღმოსავლეთში სატურნს კარმის მბრძანებელს უწოდებენ და, თუ ადამიანი სატურნის ყველა გამოცდას აბარებს, მას შინაგანი საყრდენი, ძლიერი ნება, ჟინი და მიზანმიმართულება უყალიბდება, ის, პრაქტიკულად, ყოველი ნეგატივის მიმართ ძლიერი იმუნიტეტის მქონე და ხელშეუხებელი ხდება. მთავარია, სატურნისგან მოვლენილი პირველივე მკაცრი რეალობისას გულზე ხელი არ დაიკრიფოთ, თავს მოდუნების უფლება არ მისცეთ და ბედზე არ იწუწუნოთ.
სატურნის გავლენის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს საკმაოდ რთული ცხოვრება აქვთ. ნებისმიერი მიღწევა მათ არა მხოლოდ გარესამყაროსთან, არამედ საკუთარ თავთან შეჯახებითა და ბრძოლით არგუნა მმართველმა პლანეტამ - მათ საკუთარ ინერტულობასთან და ყველაფრის უცებ მოპოვების სურვილთან უწევთ დაპირისპირება. აზრი, რომ თქვენთვის ადვილი გზა არ არსებობს, როგორც წესი, გამოცდილებასთან ერთად გიყალიბდებათ. სატურნის შვილები, თანდათანობით, აცნობიერებენ, რომ არ შეიძლება, ბედის გამართლებას მიენდონ, მათთვის არ შეიძლება საკითხის გადაწყვეტისათვის იოლი გზების ძებნა, რადგან გამორიცხულია, მიაგნონ. მათ გარშემომყოფთა იმედიც არ უნდა ჰქონდეთ და, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გარისკონ. ყველა სიტუაციაში, აუცილებელია, გათვალოთ ყოველი ნაბიჯი, იქონიოთ ალტერნატიული გეგმა და ისე იმოქმედოთ, რადგან სატურნს შეუძლია, ქვა იქ დაგიდოთ, სადაც შეუძლებელია, ის ყოფილიყო და სწორედ მას წამოკრათ ფეხი...
ამ მკაცრი პლანეტის შვილებს, მხოლოდ საკუთარ თავზე დაყრდნობა უწევთ და, შეგნძრება, რომ არც თუ ისე მეგობრულად განწყობილ სამყაროსთან ერთი ერთზე აღმოჩნდნენ, რაღაცნაირ ტრაგიზმის ბეჭედს ასვამთ მათ. მაგრამ თუ არ გატყდებიან, დიდი შანსი აქვთ, ძალიან შორს წავიდნენ. როცა სატურნიანელი წარმატებას აღწევს, უდაოა - ეს წარმატება საკმაოდ საფუძვლიანია და ხანგრძლივიც იქნება, რადგან მან თავისი ბედი ისეთი მიიღო, როგორიც ერგო, გაიარა დიდი გზა, გადალახა სერიოზული ბარიერები და, ახლა, მას დამსახურებული ჯილდო ერგება: სოციალური მდგომარეობის სტაბილურობა, წარმატებულობა და გარშემომყოფთა მისადმი დიდი პატივისცემა და დაფასება!..
სატურნიანელებისთვის კარგი იქნება, თუ გამწმენდ პრაქტიკებს - ლოცვებს, მედიტაციებს, ასკეზებს - მეტ დროს დაუთმობენ, რათა „ცოდვები“ გამოისყიდონ, მათ შორის არა მხოლოდ თავისი, არამედ წინაპრებისაც, რის შედეგადაც, ნეგატიური კარმა წაიშლება მათ ბედისწერიდან და, სატურნი სირთულეებს აღარ შეუქმნით.
რაც შეეხება კარიერას, უმჯობესია, მაქსიმალურად კონსერვატული სფეროს პროფესიები შეარჩიონ, პირველ რიგში, რაც მიწასთან კავშირშია - მშენებლობის, სოფლის მეორნეობის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის დარგებიდან, აგრეთვე პროფესიები, რომლებიც ტრადიციების შენარჩუნებას ეხება. ამასთან, სატურნიანელთათვის, რიტუალური ბიზნესიც ხელსაყრელი იქნება, მაგალითად, საქორწინო ცერემონიალი, დამკრძალავი ბიურო...

კონკრეტული რეკომენდაციები

11-21 მაისი: განსაკუთრებით მნიშნელოვანია მიწის ბიზნესი - ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვა, მშენებლობა, ახალი ტერიტორიების ფლობა. თქვენ უძრავი ქონების აგენტის საქმიანობაში თავის დამკვიდრებას ადვილად შეძლებთ, მაგრამ გაითვალისწინეთ - თუ ფინანსებთან უშალო შეხება მოგიწევთ, ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, ყურადღებით ამოწმეთ ყოველგვარი დოკუმენტაცია, ამ მხრივ, ითანამშრომლეთ მხოლოდ სანდო და გამოცდილ პარტნიორებთან, უკიდურესი აუცილებლობის გარეშე, არავითარ შემთხვევაში არ მიმართოთ საკრედიტო მომსახურებას, ვალი არ აიღოთ და, რაც ყველაზე მთავარია, არ დანებდეთ აფიორის ცდუნებას - სატურნი არალეგალურ საქმიანობას არავითარ შემთხვევაში არ გაპატიებთ. კიდევ ერთი რჩევა: თქვენ გჭირდებათ ფულის მოსაზიდი, ფინანსური წარმატების თილისმები და მატერიალუტრი დანაკარგებისგან დამცავი ამულეტები.

23 ივლისი - 2 აგვისტო: მათი გადმოსახედიდან, ცხოვრება ბრძოლაა და, მათ ასეთი ხედვის საფუძველი, ნამდვილად გააჩნიათ კიდეც: ერთის მხრივ, სატურნი მოდუნების საშუალებას არ აძლევთ, ხოლო მეორეს მხრივ - თავად არიან მიდრეკილნი კონფლიქტებისადმი. ამაზე, რა თქმა უნდა, საკუთარ თავთან მუშაობაა საჭირო - უნდა ეცადოთ, გახდეთ ლოიალურები, უნდა ისწავლოთ დიპლომატია. როცა წარმატებულ პოლიტიკოსად ჩამოყალიბების შანსი გექნებათ (რა თქმა უნდა, კონსერვატიული მიმდინარეობით), თავი აგმოავლინეთ სოციალურ სფეროში, განსაკუთრებით ისეთ საქმიანობაში, რაც სხვა ადამიანების ინტერესების დაცვას ეხება. ასეთი ადამიანებისთვის, აუცილებელია წარმატების მომტანი, გამარჯვებისა და მიღწევის მუხტით დატვირთული თილისმები.

3-13 ოქტომბერი: ამ პერიოდში დაბადებულნი განსაკუთრებულად ძლიერად განიცდიან სატურნის გავლენას - ამ დღეებში სატურნი ეგზალტაციაშია. ასე რომ, ცხოვრებისეული მისი გაკვეთილები, შესაძლოა, განსაკუთრებულად მძიმე აღმოჩნდეს და, ყველა შეიძლება ვერც გაუმკლავდეს ასეთ გამოცდებს. აქედან მომდინარეობს დეპრესიისადმი მიდრეკილება, მძიმე და კოშმარული სიზმრები, ნეგატიური აზრები. ამიტომ, უწინარესად, საკუთარ მენტალურ სამყაროსთან მუშაობა მოგიწევთ საკუთარი თავის შეცოდების, სასოწარკვეთის, ყოველგვარი ნეგატიური ემოციის დაძლევის მიმართულებით. უნდა გესმოდეთ, რომ ყოველი სირთულე - ეს გამოცდაა, რომელსაც სატურნი გიწყობთ და, თუ თქვენ ამ ყველაფერს მოერევით და თანაც არ გაბოროტდებით, შეგიძლიათ დიდ წარმატებასაც ელოდოთ ცხოვრებაში...
რაც შეეხება სამსახურს, თქვენთვის კარგი იქნება ნებისმიერი ინტელექტუალური საქმიანობა, ანალიტიკური, წარსულის კვლევითი სამუშაო - ისტორია, იურისპრუდენცია. ხოლო ნეგატიური მენტალური და ემოციური განწყობების თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ ამულეტები და დამცავი თილისმები, ნეგატიური ენერგეტიკის გამანეიტრალებლები (ხანჯალი, „ბულავკა“ და სხვა ბასრი საგნები).

12-22 დეკემბერი: ამ პერიოდის სატურნიანელები, ასევე საკმაოდ რთული გამოცდების მონაწილენი ხდებიან, მაგრამ თუ ისინი ბარიერებს ლახავენ და ამ გამოცდებს წარმატებით აბარებენ, შესაძლებლობა ეძლევათ, დაიპყრონ მწვერვალები. შესანიშნავ მმართველებად და ორგანიზატორებად, მენეჯერებად, საზოგადოებრივ და სოციალურ მოღვაწეებად ყალიბდებიან (განსაკუთრებით, სოციალურად დაუცველ კონტიგენტთან მუშაობის მიმართულებით - პენსიონერებთან, უქონელებთან და ობლებთან საქმიანობით). ასევე, ამ დროს დაბადებულებმა, კარგი იქნება, მისდიონ რელიგიას, მათ შორის, ბერ-მონაზვნობის განხრით.

20 თებერვალი - 1 მარტი: მათთვის აუცილებელია მიწასთან უშუალო კონტაქტი (მიწასთან - ფართო გაგებით). ისინი დაბადებიდან მებაღეები, აგრონომები, ლადშაფტის დიზაინერები, გამმწვანებლები, ფერმერები, მშენებელ-არქიტექტორები და მოქანდაკეები არიან. მათთვის აუცილებელია აუჩქარებელი, მაგრამ განუწყვეტელი მუშაობა, ამასთან, ძალზედ მნიშნელოვანია, სულითა და გულით იშრომონ და მთელი ემოცია ჩადონ საქმეში. უკიდურესად ფრთხილად უნდა იყვნენ ალკოჰოლთან - მიდრეკილნი არიან დეპრესიისაკენ, რომლის მკურნალობას, ძველი ხალხური მეთოდებით ამჯობინებენ და, ბახუსის მორევში თავით ეშვებიან. ასეთი „თერაპიის“ შედეგად, შესაძლოა, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ასე რომ, უნდა ეცადონ, შეგნებულად შეიქმნან პოზიტიური ემოციური განწყობა და, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეცნენ წუხილსა და ინერციას, ისინი მუდმივ მოქმედებაში უნდა იყვნენ.

ანდრეი დანდუკოვი
მოამზადა ლაშა ჩხენკელმა

წყაროскачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

როგორ მოვხსნათ ჯადო-უნიკალური სახელმძღვანელო.

პლუტონი - პლუტონის კვადრატურა (ტრანზიტული პლუტონი → ნათალური პლუტონი)

...

ჩვენი მისამართია...

...

ჰოვლიტი

Guide to cats and kittens