DataLife Engine / თევზები (19 თებერვალი -20 მარტი)

თევზები (19 თებერვალი -20 მარტი)

თევზები (19 თებერვალი -20 მარტი)

პლანეტა: ნეპტუნი/იუპიტერი.

სიმბოლო: ორი სხვადასხვა მხარეს მოცურავე თევზი, ნიჟარა, ტალღა.

ფერები: მეწამული, იისფერი, ზღვის სიმწვანის, ლურჯი, ლილისფერი, ზღვისტალღის, ფოლადის.

ქვები: მარგალიტი, ამეთვისტო, ალექსანდრიტი, ზურმუხტი, საფირონი, მთვარისქვა.

ყვავილები: ნარგიზი, კროკუსი, ჟასმინი, ია, ცისანა.

ლითონი: თუთია.

თილისმა: კვანძი, ნარგიზი.

ბედნიერი დღე: ორშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი.

უიღბლოდღე: ოთხშაბათი

იღბლინირიცხვები: 6, 7 (ყველარიცხვირომელიცშვიდზეიყოფა),11,სრული

მაგია- 3, 7, 9, 12.











ტემპერამენტი და ხასიათი

ეს ზოდიაქოს ბოლო ნიშანია. თევზებს ჩვეულებრივ კარგად ესმით ყველასი და ყოველის, საკუთარი თავის გარდა. მთელი ცხოვრება შეუძლია ბრმად ეძებოს საკუთარი მე და არ იცოდეს, როგორ აღიქვას ის. თევზებს მართავს ცხოვრების ფარული მხარე. ძნელია რაიმეთი მათი შებოჭვა, მათთვის ყოველ მომენტს თავისი ჭეშმარიტება ახლავს, ისინი მჟონავი აირივით არიან. თევზები დაღლილები იბადებიან, მათ არ გააჩნიათ ენერგია დაბრკოლებების გადასალახავად, წვრილმანი საზრუნავის მოსაგვარებლად, ყოველდღიური ძალისხმევისთვის. მათი ცხოვრება წააგავს სახლს ფანჯრის მინების გარეშე, ასეთ სახლში ნებისმიერი ქარი დაუბერავს.

ნებისმიერი ტკივილი, სიცხე, სიცივე, ყველაფერი მოქმედებს მათზე და მაშინათვე ვლინდება, ამ სახლის ღარიბი მობინადრე კიდევ უფრო ღარიბი და დაღლილი ხდება. სხვანი პირიქით ნერვიული, დიდი ენერგეტიკის მატარებელნი არიან, რომელსაც შეუძლია მათი შეკავება ფხიზელ მდგომარეობაში დღეების, კვირების განმავლობაში. ამ დროს, იწყებენ რა უამრავ დაუმთავრებელ საქმეს, პროექტებს, გეგმებს, მათ უმრავლესობას ძალა ეცლება, ხვალისთვის გადადებენ ამ საქმეებს და ა.შ. თევზების ძლიერი ტიპი მართავს საკუთარ თავს, მაგრამ უფრო რწმენით, შეთანხმებები, ვიდრე ძალით.

თევზები – სამყაროს მოქალაქენი არიან, რომლებიც საკუთარ თავს არ ეკუთვნიან, ისინი არიან ყველგან და არსად. იშვიათად გრძნობენ თავს სასურველ ადამიანებად, მათ მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა უთხრა, რომ გსურთ მათი ნახვა, მიპატიჟება, სანამ ისინი ამას დაიჯერებენ.

თევზებს ყველა და ყოველი აინტერესებს, მაგრამ ძალიან სპეციფიკურად, მათთვის არ არის არაფერი ნამდვილად ღირებული, მაგრამ არ არსებობს პოტენციურად შინაგანად უფრო მდიდარი ადამიანი, ვიდრე განვითარებული თევზები. მაგრამ ასეთები იშვიათია, ვინაიდან საკუთარ თავზე მუშაობისთვის საჭიროა კონცენტრირება, ძალისხმევა და ნებისყოფა. თევზები სადღაც შუაგზაზე არიან ნულსა და უსასრულობას შორის. ისინი მერყეობენ ცუდსა და დიადს შორის, მონასტერსა და ციხეს შორის, გულუბრყვილო თანხმობიდან – მაზოხისტურ განადგურებამდე, ადამიანური უბედურებისადმი თანაგრძნობიდან – საკუთარი თავის სიცოდვილში ფართხალამდე.

თევზები – საკუთარი თავის და სხვების მსხვერპლნი არიან. ისინი უცოდველი ბავშვები არიან, რომლებსაც შეუძლიათ შეინარჩუნონ სიმშვიდე ნამდვილი საფრთხის წინაშე და ჩავარდნენ პანიკაში უმნიშვნელო რამის გამო.

შესაძლოა ეს ყველაზე ერთგული და მოსიყვარულე ადამიანები იყვნენ ზოდიაქოს ყველა ნიშანთაგან. თქვენ გსურთ თან წაიყვანოთ ისინი, შეუმსუბუქოთ მათ ტკივილი, დაეხმაროთ საკუთარი თავის პოვნაში, ჩაჭიდოთ მათ ხელები, გამოიყვანოთ ბურუსიდან, მაგრამ ისინი იშვიათად გაძლევენ თქვენ ამის გაკეთების საშუალებას. ისინი ეკვრიან თავიანთ ტანჯვებს, რომელსაც თვლიან რეალობად. ჩვეულებრივ მათი `რეალობა იმარჯვებს და ითრევს დამხმარეს გაწბილების უდაბნოში. აი რატომ არიან თევზებს შორის ეგზომ ბევრი ფატალისტი ქალები. მისტიკა და ფანტაზია ჭარბობს მათში ტანსაცმლის შერჩევის დროს, ისინი ნაკლებად ზრუნავენ მოდის მოთხოვნებზე, ჩაცმულობაშიც კი შეუძლიათ გამოიჩინონ დაუდევრობა.

ქალისთვის უფრო ადვილია იყოს თევზები, ვიდრე მაკაცისთვის, იმიტომ, რომ მოთენთილ მეოცნებე, გაუბედავ ქალს საზოგადოება მომხიბვლელად მიიჩნევს და არ უწონებს ამ თვისებებს მამაკაცს.



პროფესიები

სამუშაოსთან დამოკიდებულება მეტადრე ინტუიციურია, ვიდრე რაციონალური, მათ საკუთარ რითმში უნდა იმუშაონ. ისინი კარგად რეაგირებენ არსებულ გარემოებებზე, თავს არ ახვევენ თავიანთ ძალაუფლებას, არ `აწვებიან~ და თავადაც თავს არიდებენ წნეხს ზემოდან. მნიშვნელოვანი და პირადი სამსახურის მიმართ თავგანწირვამდე ერთგულები არიან.

თევზები მეტისმეტად ნიჭიერები არიან – მათგან გამოდიან მწერლები, მხატვრები, მსახიობები, მუსიკოსები ანუ ხელოვნების წარმომადგენლები.

მათი მოქმედების სფეროებია: მედიცინა, პედაგოგიკა, კვლევითი სამუშაო, სასულიერო საქმე, გემთმშენებლობა, მეწაღეობა, მეთევზეობა, საბირჟო საქმე და აგრეთვე მათ შორის ხშირად არიან შულერები, თაღლითები, ყალთაბანდები.

ბევრი მათგანი ინტერესს იჩენს ყოველივე უჩვეულოსადმი: იოგა, ასტროლოგია, ქირომანტია, გადაგვარების თეორია და სხვა ოკულტური მეცნიერებები, მათგან კარგი მედიუმები გამოდიან.

ბევრი მათგანი წარმატებას აღწევს იქ, სადაც სხვები მარცხდებიან და თავად განიცდიან მარცხს იქ, სადაც სხვები იმარჯვებენ. ფულთან დამოკიდებულება იცვლება ცხოვრებაზე შეხედულებების მიხედვით.



სიყვარული

იმდენი ვარიაციაა, რამდენიც თევზია ზღვაში. მამაკაცი იცვლება დიაპაზონში დონჟუანიდან, რომელსაც ყველა ქალი სწადია (ზვიგენი სიყვარულის ოკეანეში) ტანჯულ მსხვერპლამდე.

ქალები რომანტიკული, მისტიკური, საბედისწერო ქალიდან რბილ, ერთგულ, თუმცა არც ისე მორჩილ ქალამდე, რომელიც ერთადერთ მამაკაცს ეკუთვნის მთლიანად და სამუდამოდ, თუმცა ის ზედმეტად კარგი ჩან,რომ ეს დავიჯეროთ.

არიან ისეთებიც, ვინც შორიდან ეტრფის თავის ღვთაებას და არავის უმხელს საკუთარ გრძნობებს, მით უფრო ვნების ობიექტს. სიყვარულს საპატიო ადგილი უჭირავს, მათ შეუძლიათ უყვარდეთ ყველაზე მაღალ ექზალტირებულ დონეზე, ან არ უყვარდეთ საერთოდ, დაიყვანონ სიყვარული უმდაბლეს დონემდე ეს შესაძლებელია იყოს სამოთხე ან ჯოჯოხეთი.

არ არსებობს თევზის გულზე უფრო რთული გული ის ფართოა, ამოუცნობი, მიუწვდომელი, როგორც ზღვა. მასში მრავალფეროვანი სწრაფვანი ბინადრობენ. სიყვარული თევზებთან მალულად მოდის და შეუმჩნევლად იზრდება. მათ თავად იშვიათად იციან, თუ სად დაიწყო ის და სად დამთავრდა. მოჩვენებითი ინდიფერენტულობა შინაგანი შებოჭილობით ან საკუთარი თავის ხანგრძლივად შებოჭვის შიშით აიხსნება. დიდხანს შეუძლიათ პლატონური ურთიერთობების შენარჩუნება და კენტად თავიანთი ვნების განცდა, საპასუხო გრძნობაში აშკარა მოთხოვნილების გარეშე, თუმცა ზოგიერთნი ადვილად ეძლევიან ვნებებს, მათი მგრძნობელობა ძლიერი და გადამდებია.

ისინი არ არიან დამპყრობლები, ურჩევნიათ თავად იყვნენ რჩეულნი, მაგრამ უნდა ჩანდეს, რომ თქვენ მათ ანიჭებთ უპირატესობას და სხვა არავის. ისინი არ პაექრობენ მეტოქეებთან, უმალ გზიდან ჩამოეცლებიან და მოუსურვებენ ბედნიერებას სხვა ადამიანთან. მძიმე მსხვერპლის გაღება ურჩევნიათ, ვიდრე ეჭვიანობის სცენების მოწყობა. მთავარი სიძნელე არ იცის როგორ დაიწყოს, როგორ შევიდეს ადამიანთან ურთიერთობაში, მაგრამ არც ის იცის თუ როგორ გაწყვიტოს ეს ურთიერთობები.

ვერ წყვეტენ, მიატოვონ თუ დაბრუნდნენ.

ზოგიერთ მათგანს უყვარდებათ ნაკლიანი ადამიანები, მორალური და ფიზიკური ხეიბრები, რომელთა ხსნას ცდილობენ თავიანთი სიყვარულით, რადგან სიყვარული ბევრი მათგანისთვის დახმარების ტოლფასია, ისინი თავს სასურველ და გამგებიან ადამიანებად უნდა გრძნობდნენ, მათი ბედნიერება ეჭვგარეშე უნდა იყოს და თუ ეს ასეა, არ არსებობს მათზე ერთგული, დამყოლი და მიმტევებელი პარტნიორი. გაკვეთილი თევზებისთვის: უნდა ისწავლონ, რომ დღევანდელი კვერცხი სჯობს ხვალინდელ ქათამს.скачать dle 11.3
13-10-2013, 03:58
Вернуться назад