DataLife Engine / კარმული ასტროლოგია

კარმული ასტროლოგია

კარმული ასტროლოგია
კარმულ ასტროლოგიას ოკულტური საფუძველი აქვს. კარმა მიუთითებს იმაზე, თუ რით იბადება ადამიანი. კარმა – ეს ქმედებაა, ყველა ქმედება კი შედეგს ბადებს. ანუ არსებობს მიზეზი და არსებობს შედეგი. კარმის კანონი ფორმულირებულია მოსეს მიერ :
”თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ”.
ყოველი ქმედება ბადებს კარმას. აზრები შეიძლება არ განხორციელდეს, მაგრამ ნეგატიური განზრახვები თავად ადამიანს – მის გულს – ვნებს. აზრების და ქმედებების შედეგები კარმული თვალსაზრისით ერთმანეთისგან განსხვავდება. ადამიანი ერთხელ არ იბადება – მისი სული ასეულობით ცხოვრების განმავლობაში განიცდის ევოლუციას.
სული – ღმერთისგან, სხეული – მიწისგან. შუაში ერთმანეთს ხვდებიან. მიდიოდა ერთდროულად ორი პროცესი – ინვოლუცია და ევოლუცია. ჩნდება ადამიანი – სული + სამშვინველი. სულის (ზეცის ვაჟის) დაცემა + მიწის ასულები. დაბადებისას სული იწყებს ასტრალური, ეთერული გარსების შენებას. ინკარნაციის პროცესი თანდათანობით მიდის, 3 თვიდან ჩასახვამდე, და 6 წლამდე.
როდის დამთავრდა ინკარნაცია? როცა ადამიანი აღიქვამს სხვების კრიტიკას და თავად შეუძლია სიტუაციის ანალიზი – ეს ნიშნავს, რომ გაჩნდა თავისუფალი ნება. ამ მომენტამდე ბავშვს არ ესმის, რა არის ”კარგი” და რა არის ”ცუდი”. შესაძლოა ეს შემდგომაც არ ესმოდეს, თუკი თავისუფალი ნების, გონების სფერო სუსტია. ”სადაც არის განძი თქვენი, იქვე არის გული თქვენი”. არსებობს განძი ყველასთვის – სხეული, ემოციები, გრძნობები, გონება, უკვდავი სული… ადამიანი ამის მიხედვით ცხოვრობს და ქმნის თავის ”მე”-ს.
რატომ აქვს ადამიანს ასეთი ბედი? ერთნი არიან მდიდარნი, იბადებიან უზრუნველყოფილ ოჯახებში, მეორენი კი მთელ ცხოვრებას სიღარიბესა და ტანჯვაში ატარებენ. ეს დაკავშირებულია კარმასთან. ღმერთის ნებით ადამიანი იბადება შესაბამის ოჯახში. თუ იგი იტანჯება, ე.ი. არის მიზეზი.
ვინ ქმნის კარმას? კარმის შექმნა შეუძლიათ მხოლოდ ცნობიერ არსებებს, რომლებსაც თავისუფალი ნება გააჩნიათ (ანგელოზები, სულები, დემონები, ადამიანები). ცხოველები არ ქმნიან კარმას. ცხოველები არ ქმნიან კარმას, რადგანაც არ არღვევენ ბუნების კანონებს (ისინი ასეთებად დაიბადნენ და თავის დანიშნულებას ასრულებენ). მხოლოდ ცნობიერ არსებებს შეუძლიათ ბუნების ეთიკურ-მორალური კანონების დარღვევა. ამით ქმნიან ნეგატიურ კარმას და არღვევენ ეკოლოგიას. ეს კანონები კარგადაა აღწერილი იოგაში, ბიბლიაში.
რა ხდება ადამიანის სიკვდილის და დაბადების მომენტში? სიკვდილის მომენტში ხდება ყველა ნატიფი სხეულის განცალკევება. დაბადების დროს – პირიქით. ნატიფი სხეულები ჭიპლარს უკავშირდებიან 3 დღის განმავლობაში. სიკვდილის დროს მესამე დღეს ამ სხეულებთან კავშირი წყდება – ესაა ბუნებრივი მიზეზი. ეთერული სხეულის განცალკევება. დანარჩენი სხეულები 9 დღემდე არიან შეერთებულნი. 9 დღეს ჭიპლარი წყდება – შორდება ასტრალური გარსი. შემდეგ, 40-ე დღეს იშლება ასტრალური და მენტალური სხეულები. რჩება სული + მენტალი. ისინი არასოდეს არ შორდებიან.
ბუნებრივი სიკვდილი ავადმყოფობით და ბუნებრივი პროცესებით მოდის. არაბუნებრივი სიკვდილი – უბედური შემთხვევებით, მკვლელობებით. ადამიანს ”ეგოს” (4 პრინციპის ერთიანობას) შეუძლია არ მოიშოროს ეთერული სხეული და ხელახლა დაიბადოს. უარეს შემთხვევაში – არ იშორებს ასტრალურ გარსს , და ამასთან სული ზემოთ არ ადის. სახიფათოა დაბალი სულებისათვის – განსაკუთრებით როცა არის ვნება, შურისძიების წყურვილი. სული ეძებს იარაღს თავისი შურისძიებისთვის – სახლდება სხვა ადამიანებში (შესაძლოა ცხოველებში). ასე ჩნდება ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი.
ინკარნაციების რაოდენობა დაახლოებით 1000-ია და ის იყოფა 7 რასაზე. რასების განსხვავება – სულიერი პრობლემაა.







ატლანტები – ატლანტებს არ ჰქონდათ სინდისი და ამიტომ არ ჰქონდათ შეზღუდვები. მათი რასა ცოდვებისგან გაშავდა. შავკანიანები – ატლანტების პირდაპირი შთამომავლები არიან, მაგრამ სულები თანამედროვე შავკანიანებს უკვე არიული აქვთ. არიელები – თეთრი რასა (კავკასიელები). ლემურიელები – ავსტრალიელები. ესენიც არიული სულის ადამიანები არიან.
ყოველ რასაში 144 ინკარნაციაა. ნიშანი 12-ია. 12 ნიშანი х 12 ამოცანაზე = 144 ინკარნაციას. ყოველ რასაში ჩვენ უნდა განვახორციელოთ ერთი და იგივე ამოცანა. 144 ინკარნაცია х 7 რასაზე = 1008 ინკარნაციას. ყოველი გადასვლა ახალ რასაში კატასტროფული იყო. ჩვენ ახლა გადავდივართ 5-დან 6 რასაში. 144 х 5 რასაზე = 720 ინკარნაციას (ახლა). 5 რასის მორალურ-ეთიკური საფუძვლები მორყეულია. ჩვენ გვაქვს სინდისი, მაგრამ არ გვაქვს ეთიკა.
6 რასის წარმომადგენლები ძალაში შედიან (მათი დაბადება 1978 წლიდან დაიწყო).
ისინი წარმართავენ მსოფლიოს 2017 წლის არჩევნების შემდეგ. 144 х 6 რასაზე = 864 ინკარნაციას. ინტელექტუალურად განვითარებული ადამიანები – ეს უკვე არ არიან ახალგაზრდა სულები. ახალგაზრდა სულები – ესენი არიან დებილები, იდიოტები, გონებრივად არასრულფასოვანი ადამიანები. ისინი ცხოველები იყვნენ. მათ დახმარება სჭირდებათ და მათი თავიდან მოცილება არაა საჭირო (დაუნის დაავადება). წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ცივილიზაცია კატასტროფისკენ წავა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი სულები უნდა აღვზარდოთ. კარგი იქნება, თუ სახელმწიფო დაგვეხმარება ამაში. ესენი არიან ასევე დამნაშავეები და გონებრივად ჩამორჩენილი ადამიანები, რომლებიც ბედის ანაბარად არიან მიტოვებულნი. ლამები ინკარნაციას თვითონ ირჩევენ. ეს უკვე ხელოვნური პროცესია.
როგორ იცვლება სქესი რეინკარნაციების დროს? არ არსებობს 7-ზე მეტი და 3-ზე ნაკლები ინკარნაცია ერთნაირი სქესით. სქესის შეცვისას შესაძოა ჰომოსექსუალიზმი – წარსულში სექსუალური აღვირახსნილობა. ხშირად გულგრილობა ან უშვილობა, თუ ადრე არ იყო ქორწინება – არ არის გამოცდილება. მკვლელი ანთავისუფლებს მსხვერპლს კარმისგან, ქურდი თავის თავზე იღებს ვალებს. გადასვლა მოქმედებების შედეგად ხდება. კარმის ნაყოფი 7 ინკარნაციამდე მწიფდება. ადამიანმა შესაძოა დაარღვიოს კანონი პირველ ინკარნაციაშ, შედეგი კი 7-ში მიიღოს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ნაყოფი მომწიფდა – დიდი თუ პატარა.
როგორ გამოვისყიდოთ ცოდვა? თუ ვეხმარებით (გადავარჩენთ) სხვას – შესაძოა ჩვენთანაც მოვიდეს დახმარება საფრთხის მომენტებში. კატასტროფა, უბედური შემთხვევები მეტყველებენ იმაზე, რომ მკვლელობის კარმა უკვე მთავრდება. ცხოველების მოკვლა გამოსაკვებად არ წარმოადგენს ცოდვას. ჩვენ მათზე ვზრუნავთ, ვკვებავთ. ეს ჰარმონიაა სამყაროში და კანონი არ ირღვევა. მაგრამ ნადირობა გართობის მიზნით კანონის დარღვევაა და მასზე პასუხისგება.
თუ ადამიანი ვინმეს იცავს (ომი, ძალადობისგან თავდაცვა) და ამასთან ერთად მოკვლა უწევს – კარმა რბილდება. მაგრამ ყველანაირი მკვლელობა ქმნის კარმას (თუ ადამიანმა მოკლა, თვითონაც მოკლული იქნება). არსებობს გამოსყიდვის მექანიზმი, თუ დავეხმარებით სხვებს, ჩვენც დაგვეხმარებიან, მაგრამ საფრთხე მაინც იქნება. წარსულის მტრები ყოველთვის ჩვენთან არიან ცოდვების გამოსყიდვისთვის. გამოსყიდვის ვარიანტია: „ადამიანის მტრები – მისი ახლობლებია“. ყველაზე მთავარი მტერი მეუღლე და ნათესავები არიან. ყველაზე მეტი მკვლელობა მეუღლეებს შორის ხდება.

ინკარნაციების პროცესში ადამიანის სქესი იცვლება და, თუკი არსებობდა სიძულვილის დიდი ვნება, შეიძლება ეს სუბლიმირდეს სიყვარულში. იმისთვის, რომ მტრებს დავაღწიოთ თავი – კარგია რომ უბრალოდ მოვშორდეთ მათ. საერთოდ არ ვიფიქროთ მათზე, განურჩევლები გავხდეთ მათ მიმართ. არსებობს გადახდის ფულადი ფორმაც, როგორც კომპენსაცია. ეს თანხები ძალიან-ძალიან დიდია. ფული წარმოადგენს კარმიულ საფასურს. შრომის კარმა – საფასურია.
კარმა არსებობს:
1. მომწიფებული კარმა. იგი მოდის მოვლენების სახით. მომწიფებული კარმა უნდა გამოვისყიდოთ.
2. მოუმწიფებელი კარმა მიუთითებს ჩვენი ხასიათის მიდრეკილებებზე ჩვენს მეხსიერებაში – აზრები, მიდრეკილებები, თანდაყოლილი თავისებურებები., რომლების კორექციაც საკუთარ თავზე მუშაობით შეგვიძლია (აგრესიულობა, ცუდი აზრები). მოუმწიფებელი კარმის გამოსწორება საკუთარ თავზე მუშაობითაა შესაძლებელი.
3. კარმა შეიძლება იყოს ნეიტრალური, პოზიტიური და ნეგატიური.
კარმული ასტროლოგია ჩვენი ხასიათი კარმული დაგროვების შედეგია. მოქმედებს თავისუფალი ნება + კულტურა (სხვა ადამიანებთან ურთიერთობა). ნატალში ჩვენ ვხედავთ ბედს, როგორც წინა ცხოვრებების შედეგს, მაგრამ ვერ ვხედავთ მიზეზებს. მთვარე – კარმული მახსოვრობაა, როგორც მისი მატარებელი. მინორული ასპექტები არ ქმნიან მოვლენებს. ისინი მიუთითებენ კვალზე, წარსულის ნარჩენებზე ან მომავლის ჩანასახებზე. ბედი – ეს კარმის შედეგია.
რატომ ასეთი ბედი? უნდა გავაანალიზოთ მეხსიერება – როგორ ცხოვრობდა ადამიანი წარსულში (მემკვიდრეობა, ნიჭი, წარმომავლობა). ვნახოთ ნატალშჳ 4-ე სახლი. ასევე ვნახოთ, რამდენად ადრე ცხოვრობდა ადამიანი, რას საქმიანობდა, როგორ დაასრულა თავისი ცხოვრება, როგორი იყო აღსასრული (ასპექტები აღმავალ მთვარის კვანძთან). აღმავალი კვანძი მთავარია, ხოლო დაღმავალი კვანძი მიუთითებს წარსულთან ურთიერთობაზე (სერგეი შესტოპალოვის მეთოდი).
როდის იყო წინა ინკარნაცია? ქვეყანა და პირობები წინა ცხოვრებაში განისაზღვრება 4 სახლის კუსპიდით, მისი ზოდიაქოს ნიშნით ნატალურ რუქაში.
ადამიანი ცხოვრობს 26 000 წელი. წინა სიკვდილსა და დაბადებას შორის მოცემულ ინკარნაციაში გავიდა:
ცეცხლი: ცოტა ხნის, რამდენიმე წლის წინ.
ჰაერი: შედარებით ხანგრძლივი პერიოდი – ათეულობით წლები.
წყალი: ასეულობით წლები.
მიწა: ათასეულობით წლები.
მიწის ნიშნები: ქალწული – 1 500 წელი. კურო – 2 000 წელი. თხის რქა – 2 500 წელზე მეტი.
ყველაფერი ეს სამართლიანია 1978 წლამდე. შემდეგ ხდება მოსახლეობის ძლიერი ზრდა და ინკარნაციის ვადები მცირდება. ეს დაკავშჳრებულია იმასთან, რომ ჩვენ გადავდივართ ახალ ერაში, ჩნდება ახალი რასა. ყველა სული უნდა ინკარნირდეს დედამიწაზე.
გახსოვდეთ: ადამიანის ხასიათს მოტივაცია ქმნის. მოტივაცია ქმედებებს ქმნის. ქმედებები მოვლენებს ქმნიან.



4 სახლის კუსპიდი ნატალურ რუქაში:
ვერძი – აღმოსავლეთი, კორეა, იაპონია, ალიასკა (ინგლისი. გერმანია).
კურო – ნაყოფიერი მიწების ტერიტორიები – უკრაინა, სპარსეთი, პოლონეთი, ჰოლანდია, კვიპროსი.
ტყუპები – სადაც ქარიანი კლიმატია, ხშირი ქარბუქები, კომუნიკაცია – აშშ-ს შუა ნაწილი, ჩრდილო-აღმოსავლეთი, აფრიკა.
კირჩხიბი – დასახლება, სადაც არის მდინარეები, ნაკადულები, ტბები, ლამაზი ბუნება – აშშ-ს პროვინციები, შამპანი (საფრანგეთი), არგენტინა, ჩინეთი.
ლომი – თბილი, მზიანი კლიმატი – საფრანგეთი, იტალია, რუმინეთი, კალიფორნია.
ქალწული – კარგად განვითარებული მიწათმოქმედება, მარცვლეულის კულტურები, შრომისმოყვარე ხალხი – შვეიცარია, იაპონია.
სასწორი – ზომიერი კლიმატი – ინგლისი, ლიბანი, ჩრდ. ჩინეთი, კანადა, ეგვიპტე.
მორიელი – ჭაობიანი, ან უდაბრური ადგილი შხამიანი ცხოველების სიჭარბით – ამაზონი, ინდო-ჩინეთი, სიცილია, კორსიკა.
მშვილდოსანი – მსხვილი კუნძულები – მადაგასკარი, ცეილონი, მალტა, ესპანეთი, უნგრეთი. იტალია.
თხის რქა – მაღალმთიანი რაიონები – სამხრ. ჩინეთი, ინდოეთის მთიანი ნაწილი, აღმ. ციმბირი, ტიბეტი, კავკასია.
მერწყული – ცივი წვიმიანი კლიმატი – სკანდინავია, შვედეთი, ინდოეთი, რუსეთი.
თევზები – ზღვის სანაპიროები ან არქიპელაგები – ტაიტი, ბაჰამი.
პლანეტები 4 ნატალური რუქის სახლში ან ასპექტებში აღმავალ კვანძთან: ორბ აღმავალ მთვარის კვანძთან = ±5 გრადუსი.

მზე:
+ წინა ინკარნაცია ბედნიერი იყო (მსახიობი, მასწავლებელი, სპორტსმენი). ჩვენ ბევრ რამეს ვიმეორებთ წარსულიდან.
- მდგომარეობის (სტატუსის) დაკარგვა.

იუპიტერი:
+ ადამიანი შესაძოა ყოფილიყო მდიდარი, კარგი გვარიდან, არისტოკრატიული. მეცნიერი ან რელიგიური მოღვაწე, ვაჭარი, მეცნიერი, ზღვაში მოგზაური, თავგადასავლების მაძიებელი, ექიმი.
- მიუთითებს, რომ ადამიანი შესაძოა ყოფილიყო ავანტიურისტი, ცხოვრება დაასრულა სამშობლოსგან მოშორებით.

ვენერა:
+ ბედნიერი ცხოვრება, მამაკაცებისთვის – კარგი ქორწინება, სიმდიდრე, ფუფუნება. ხელოვნება, ხელობა, მიწათმოქმედება, მებაღეობა, თერძი, ქსოვილებთან კავშირი, მღებავი.
- სიმდიდრე დაკარგულია, თავაშვებული აღვირახსნილი ცხოვრება.

მთვარე:
+ მშვიდობიანი, მშვიდი ცხოვრება. კარგი პირობები, კეთილდღეობა. საკუთარი სახლი. ახლობლების გარემოცვა. ვაჭარი, მეზღვაური, მეთევზე. მამაკაცებში მიანიშნებს პირად ცხოვრებაზე.
- უბედური აღსასრული, უბედური შემთხვევისგან, წყლისგან.

მერკური:
+ მეცნიერი, ექიმი, მწერალი, პოლიტიკოსი, ვაჭარი. თარჯიმანი, გადამწერი, მსახური, შუამავალი.
- ქურდი, წვრილმანი თაღლითი. ან თვითონ იყო მატყუარა, ან ცილი დასწამეს და ამისგან დაზარალდა.

მარსი, პლუტონი:
+ ლიდერი, ბელადი, კუმირი. ადამიანს შესაძოა ჰქონოდა სამხედრო ჩინები. მეწარმე, ბანკირი, ყასაბი, მჭედელი, ქირურგი, ქიმიკოსი, მეხანძრე, პოლიციელი.
- ქურდი, მოძალადე, მკვლელი, ძალადობრივი სიკვდილი წარსულში. უბედურების ფორმულა.

ლილიტი:
+ კარგი მატერიალური მდგომარეობა წარსულში, კავშირი ბიზნესთან.
- მატერიალური დანაკარგები, გვარის კარმა ან ადრეული გარდაცვალება წარსულში.

სატურნი:
+ წარსულში კარგი მდგომარეობა, ავტორიტეტი, რეპუტაცია, მაღალი საპასუხისმგებლო პოსტი, პატივისცემა. ჩინოვნიკი, მეცნიერი, ექიმი, მათემატიკოსი.
- ცხოვრება რთული იყო, დანაკარგებით აღსავსე, ბედის სიურპრიზები, საჭიროებები. შავი მუშა, მეშახტე, ქანების მბურღავი. შესაძოა ადამიანმა ცხოვრება მარტოობაში დაასრულა, ყველასგან მივიწყებულმა. ამიტომ ამ ცხოვრებაში არ არის ნდობა სხვებისადმი. უბედურების ფორმულა.

ურანი:
+ უჩვეულო, არაორდინალური საქმიანობა, მეცნიერი, ასტრონომი, ასტროლოგი, ექიმი, ინჟინერი, რეფორმატორი, რეჟისორი.
- მიუთითებს რევოლუციონერებზე, განდევნილებზე, კეთროვნებზე. ადამიანი უარყოფს სოციალურ პირობითობებს, ან საზოგადოება სდევნის მას.

ნეპტუნი:
+ შესაძლოა იყო სიმდიდრე: ვაჭარი, ზღვაოსანი, სულიერი ადამიანი, კომპოზიტორი, მუსიკოსი, მეთევზე, მეზღვაური, მოგზაური, ექიმი ფარმაცევტი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი.
- თაღლითი, მატყუარა, ილუზიონისტი, მკითხავი, მოხეტიალე ბოშა, მათხოვარი. შესაძლოა ადამიანი დაზარალდა ეკლესიისგან ან დაიღუპა ზღვაში, გემის ჩაძირვის შედეგად.

პლუტონი:
+ საზოგადო მოღვაწე, ლიდერი, ბელადი, კუმირი. ადამიანს შესაძოა ჰქონოდა სამხედრო ჩინები, ბანკირი, ქირურგი, მეხანძრე, პოლიციელი.
- ქურდი, მოძალადე, მკვლელი, ძალადობრივი სიკვდილი წარსულში.

კარმული ასტროლოგია


















კარმული კითხვები და პასუხები:

1. პროფესიის არჩევის საკითხები (ასევე კარმული). უნდა გვესმოდეს ჩვენი შესაძლებლობები, რით მოვიდა ადამიანი ამ ცხოვრებაში, რა გამოცდილება დააგროვა და საქმიანობის რა სფეროებში. არასოდეს არაა გვიანი რაიმეს დაწყება. სიკვდილამდე 2 საათით ადრეც კი. შესაძლოა ეს საფუძველი გახდეს მომავალი ცხოვრებისთვის. მთელი ინფორმაცია, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში დევს, აუცილებლობის შემთხვევაშჳ ამოტივტივდება. შეიძლება ითქვას, რომ ეს თანდაყოლილი უნარებია. საჭიროა მოვუსმინოთ ადამიანს, მის მოთხოვნილებებს და განვსაზღვროთ მისი დონე (ყველასთან მის ენაზე უნდა ვისაუბროთ).

2. პირადი ცხოვრების პრობლემები – ქორწინება, ქორწინების არარსებობა, მრავალშვილიანობა, უშვილობა, ადრეული დაქვრივება. შვილების გაჩენა მთელი ცხოვრება შეიძლება – ესაა არა მხოლოდ საკუთარი შვილები, არამედ აყვანილი ბავშვები, ნათლულები, წიგნები, იდეები. უნაყოფობა – მთვარე მ.ბ. და არ არის დაზიანებული. უბრალოდ ბავშ[ი ელოდება თავის მშობელს, თავის საათს. მშობიარობა კარგი არაა, თუკი აღმავალი მთვარის კვანძჳ დაძაბულ ასპექტებშია იუპიტერთან – შესაძლოა იყოს პრობლემები შვილებთან დაკავშირებით. კარგია, როცა აღმავალი მთვარის კვანძი + იუპიტერი.

3. წინასწარგანწყობა ავადმყოფობებისადმი. ჩვევები წარსულიდან – კარგი ან ცუდი ოჯახისადმი, პირობებისადმი, კავშირებისადმი, ძალაუფლებისადმი. თუ ადამიანმა წარსულში ზღვარს გადააბიჯა – შესაძოა იყოს სასჯელი: გვინდა ძალაუფლება, მაგრამ არ გვაქვს შესაძლებლობა, გვიჭირს საკუთარი თავის გამოხატვა. ის ვინც გვქურდავს – ის კარმას თავის თავზე იღებს, ან წინა ცხოვრებაშჳ რაღაც ბოლომდე არ მივეცით, და ახლა ქურდობის შედეგად ჩვენ გვართმევენ. სხვებს უნდა მივცეთ ისე, რომ არ დავძაბოთ ისინი. თუ აბრუნებენ ვალს, ე.ი. ყველაფერი ნორმალურადაა. უძრავი ქონება – მთვარე და 4 სახლია.

ასევე ესაა სულიერი პრობლემები. უნდა მივიყვანოთ საქმე 10 სახლამდე – უზრუნველვყოთ შვილები, მოვახდინოთ უძრავი ქონების რეგისტრაცია. მემკვიდრეობის პრობლემები – ეს სულის, ვალების პრობლემებია. შესაძლოა არ იყოს შვილიშვილები. კარმა ფასდება ქმედებებით. ბავშ[ს რაღაც თავისი უნდა ჰქონდეს (ადგილი, კუთხე). თუ დედა მოზრდილ ბავშ[ს კვებავს – ე.ი. მას სჭირდება, რომ ბავშვი ახლოს იყოს. მშობლებმა უნდა გაუშვან ზრდასრული ბავშვები (ფრინველები აგდებენ კიდეც ბარტყებს ბუდიდან). მშობლებს სიბერეში რაიმე გასართობი უნდა მივცეთ. და არ უნდა ვიყოთ უბრალოდ ძიძები, წინააღმდეგ შემთხვევაში არც მშობლები და არც შვილები არ შეასრულებენ თავიანთ სწორ მისიას. სულის პრობლემები – ფსიქიური დაავადებებია. რომ აღარაფერი ვთქვათ თვითმკვლელობისადმი მიდრეკილებაზე. ეს ადამიანური ”ეგოა”. ადამიანი ასე გაურბის პრობლემებს იმის ნაცვლად, რომ მოაგვაროს ისინი. მას არ ესმის (სიამაყე) და ხშირად არ ცდილობს გაიგოს, რომ ამით მხოლოდ აზიანებს საკუთარ სულს.

4. საზოგადოებისგან იზოლაციის პრობლემა. არსებობენ დაბადებიდან დამნაშავენი. ადამიანს შეუძლია განუდგეს საზოგადოებას. განუდგეს წესებს, ჩვეულებებს, ყოველდღიურობას.

5. ცხოვრების ვითარებები – წარმატებები და ტრაგედიები. ერთ ინკარნაციაში მწვერვალების წვდომა შეუძლებელია. საჭიროა მინიმუმ 3 ინკარნაცია ვიმუშაოთ ერთი მიმართულებით, დავკავდეთ ერთი საქმიანობით. თუ ადამიანი მდიდარ ოჯახში დაიბადა და მთელი ცხოვრება მდიდარია, ე.ი. ის არ იყო ღარიბი წინა ცხოვრებაში. ის ადრეც სტრუქტურაში იყო – სიმდიდრე, მეცნიერები, ექიმები… მას ბავშვობიდან ახსოვს წარსული ჩვევები და ცდილობს თავისი გზით იაროს.


ასტროლოგ ს.ვ. შესტოპალოვის ლექციებიდან.
GeoAstro.Ge
скачать dle 11.3
16-10-2013, 15:50
Вернуться назад