DataLife Engine / მერწყული (21 იანვარი – 20 თებერვალი)

მერწყული (21 იანვარი – 20 თებერვალი)

მერწყული (21 იანვარი – 20 თებერვალი)
პლანეტა: ურანი / სატურნი

სიმბოლო: მერწყული, ვერცხლისხელები, ფრთები, ჩიტებისდათვითმფრინავისფრენა, ზიგ- ზაგი, ახალგაზრდობა, ბრძენი.

ფერები: რუხი, იისფერი, მოლურჯო-მომწვანო, ლილისფერი (შავიფერიუიღბლოა).

ქვები: ძოწი, ცირკონი, ღიასაფირონი, ოპალი, ამეთვისტო, ლაზურიტი.

ყვავილები: ია, მურტი, ნარგიზი.

ლითონი: კალა.

თილისმა: გასაღები, ხატი.

იღბლიანი დღეები: ოთხშაბათი, შაბათი.

უიღბლო დღეები: კვირა.

იღბლიანი რიცხვები: 2, 4 (ყველარიცხვი, რომელიც 4-ზეიყოფა), 8, 9, 11, 13.









ტემპერამენტი და ხასიათი.

არჩევენ სუსტ და ძლიერ მერწყულს. საერთოდ ეს ანგელოზის და ეშმაკის ერთობლიობაა. მათ სძულთ თეატრალურობა, არ უყვართ ეფექტის მოხდენა, იმპოზანტურობა, მაგრამ არ არიან შოკირების წინააღმდეგ. სურთ სიამოვნების მინიჭება, მაგრამ ძირითადად საკუთარი თავისთვის. არ უყვართ პირობითობა საკუთარ თავთან მიმართებაში, მაგრამ ოჯახურ საქმეებში ძველმოდურები არიან. არ უნდათ ვინმეს დაემსგავსონ, მაგრამ სურთ, რომ ყველას უყვარდეთ. სურთ იყონ თავისუფალნი მატერიალური სამყაროს სიმძიმისაგან, მაგრამ ისწრაფვიან ძალაუფლების, მდგომარეობის, პრესტიჟისკენ.

ცნობისმოყვარენი არიან, მათ იზიდავს ყოველივე ახალი, სანამ არ მობეზრდებათ, სანამ არ ეზიარებიან ჭეშმარიტებას. იშვიათად ებმებიან რამეში. მათ შეუძლიათ ცხოვრების განჭვრეტა, არიან სულით მდიდარნი. მერწყულში შეიძლება იყოს რაღაც ნატიფი, ნაზი. ისინი მერყეობენ ინსტიქტსა და გონივრულობას შორის. მათთვის შეიძლება თითქმის უცხო იყოს საკუთარი ემოციები.

უმრავლესობა რელიგიულია, მისტიკური, ესმით ბუნების, ვეგეტარიანელები არიან, ყველასადმი კეთილი ზრახვებით აღსავსენი, არ იციან რა არის სიძულვილი. მათი ზრდილობა უბრალოებაშია, ზოგიერთნი მიმდობნი არიან, ზოგჯერ მეტისმეტად. არ არიან შორს მჭვრეტელნი, ცოტათი გულუბრყვილონი არიან. აკლიათ მონანიების, ბრალეულობის გრძნობა, ზოგიერთნი კი პირიქით ბოჭავენ თავიანთ მგრძნობიარობას, მალავენ გრძნობებს. ყურადღებას მომავალზე ამახვილებენ, აღწევენ უმაღლეს მიზნებს. მათ სხვაზე მაღლა სურთ ყოფნა, არ მოსწონთ, როცა უთითებენ თუ რა აკეთონ, შეუძლიათ გახდნენ ეჭვიანი, არაკეთილმოსურნე, უგულისყურო, უყურადღებო და წამოაყენონ ლოზუნგი: “აკეთეთ, როგორც ვამბობ და არა ისე, როგორც მე ვაკეთებ”.

ჩაცმის გემოვნება ნაირფეროვანი აქვთ, წინააღმდეგობრივი, ქალები არჩევენ ორიგინალურობას. ზოგიერთ მათგანს შეუძლია მაცდუნებელი ეფექტის შექმნა, ძვირფასეულობისა და სამკაულების არქონისას ფერების გემოვნებით შერჩევის გზით. ზოგიერთების ორიგინალურობა ექტრავაგანტურობამდე და ექსცენტრულობამდე მიდის, ისინი შოკისმომგვრელ და სკანდალურ, რაღაც იშვიათს, უნიკალურს ეძებენ, არიან ულტრამოდურებიც.

პროფესიები

არ გააჩნიათ ნაადრევი ლტოლვა კარიერასა და ამბიციისადმი. ადამინური ნოტი შეაქვთ ყველაფერში, რასაც აკეთებენ. პროფესიას შეუძლია მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭიროს მათ ცხოვრებაში. შეუძლიათ იყონ მაღალი შეგნების, დისციპლინირებულნი, პასუხისმგებლიანები. სიტყვის პატრონები არიან. აკეთებენ იმას, რაც მათ მოეთხოვებათ.

კოლექტივიზმის შესანიშნავი გრძნობა აქვთ, კარგად ავლენენ თავს საზოგადოებრივ სამსახურში. არ არიან შურიანები და ანგარიშიანები, ყოველთვის მზად არიან გაითვალისწინონ სხვისი აზრი, აქვთ კარგი გემოვნება და შესანიშნავი ურთიერთობები უფროსობასთან, ხშირად მათ მოულოდნელად აწინაურებენ. იციან თუ როგორ უნდა გასცენ ბრძანებები, როგორ აუხსნან, თუ რა არის გასაკეთებელი, მათზე უკეთესად ვერავინ გააცნობს ახალბედას მუშაობის არსს.

ისინი პოულობენ გზას, რომლითაც შესაძლებელია საკუთარი იდეების განხორციელება, თუმცა რაოდენობა ხშირად ზიანს აყენებს ხარისხს.

გამოყენების საუკეთესო სფეროა ხელოვნება, ყველაფერი, რაც შეეხება რადიოს, კინოს, ტელევიზიას, პედაგოგიკას, განათლებას, გამომგონებლობას, სტუარდესების სამუშაოს, სასულიერო მოძღვრებას, სოციოლოგიას, ფსიქოლოგიას, საზოგადოებრივ სამსახურს, იურუსპრუდენციას, აერონავთიკას, საინჟინრო საქმეს.

ფული მათ იშვიათად აინტერესებს, ზოგიერთები სულელურად გაურბიან ფულს. ცნობილ მერწყულთა უმრავლესობა ღრმა სიღარიბეში გარდაიცვალა. ფულის შოვნა არ წარმოადგენს ერთ-ერთ მიზანს, მათ იშვიათად სურთ ფუფუნება, უბრალოებას არჩევენ, ზომიერებას, რომელიც დაიცავს მათ `გასუქებისაგან ფიზიკურ, გონებრივ და ზნეობრივ.

ისინი ყველაზე ცუდი მესაკუთრეები არიან, ვერ იტანენ ანგარიშის შემოწმებას. მათ დახარჯვა ურჩევნიათ დაგროვებას.

მაგრამ სხვანაირი მერწყულებიც არიან, რომელთაც ურანი მართავს, ისინი უცნაურ, ჟინიან, ზოგჯერ ტანჯულ ცხოვრებას ეწევიან, რომელიც შეიძლება რომანტიკულად მოგვეჩვენოს და იყოს აღსავსე დარღვევებითა და არაჩვეულებრივი მოვლენებით, მოულოდნელი განცდებით, წარმატებებითა და წარუმატებლობებით. მათ შეუძლიათ სიღარიბეში უფრო ბედნიერად იგრძნონ თავი, ვიდრე ფუფუნებაში.

სიყვარული

ემოციურად მერწყული უფრო რთულად იხსნება, მისი მგრძნობელობა ერწყმის საკუთარ წარმოსახვას, არაჩვეულებრივზე ოცნებობენ განსაკუთრებით ახალგაზრდობაში, სიყვარულის ობიექტს მისტიკურ სამყაროში ათავსებენ, რომელიც იშვიათად შეესაბამება სინამდვილეს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი ხშირად ახდენენ რჩეულის იდეალიზირებას, შემდეგ უცრუვდებათ გული და უარყოფენ მეგობრულ სიყვარულს.

ზოგი მათგანი ჩერდება `შედარებით ბედნიერებაზე, სადაც უწინდელი სენტიმენტალური ნიშნები დაქვემდებარებულ როლს ასრულებენ, ზოგნი კი მალავენ შინაგან სისუსტეს მოჩვენებითი უხეშობის ქვეშ, ზოგს საზიზღარი ცინიკოსი შეუძლია გახდეს, მაგრამ ასე იშვიათად ხდება.

პრესტიჟის წყურვილი მახეა მერწყულისთვის, მცდარია წარმოდგენა, თითქოსდა მათ ადვილად ერეოდეს ცხოვრება, განსაკუთრებით სიყვარული. ჟინმა შეიძლება გაიაროს მათში, მაგრამ არ დაუმსხვრიოს გული. მას შეუძლია სტიმულირება, მაგრამ იშვიათად მიყავს იქით, სადაც მათ არ უნდათ წასვლა.

ისინი ისევ და ისევ უბრუნდებიან თავიანთი წყაროს სიწმინდეს მეგობრობასა და სიყვარულს. იშვიათად ავლენენ სიძულვილს, ტყუპებზე და სასწორებზე მეტად წყურიათ თავისუფლება, მათთვის აუტანელია ისეთი ურთიერთობები, როდესაც ისინი ემსგავსებიან ჩიტს გალიაში.

მერწყული იშვიათად ატარებს ნიშნობის ბეჭედს, თუ ისინი შეპყრობილნი არიან ურთიერთობებით, მხოლოდ გათავისუფლებაზე ფიქრობენ, რომელსაც ჩუმად ამზადებენ. მერწყულებში ყველაზე მაღალია განქორწინების პროცენტი. ისინი უფრო ადვილად უძღვნიან თავს კომპანიას, ვიდრე ერთ ადამიანს. მათ შეუძლიათ უცხო ადამიანს უფრო მეტი მისცენ, ვიდრე თავისი ოჯახის წევრებს.

სასიყვარულო საკითხებში ზოგ ქალთან შეუძლებელია მორიგება, ისინი არ აქცევენ ყურადღებას საზოგადოებრივ აზრს, რელიგიას, ეროვნებას. ისევე, როგორც მამაკაცებს, მათ სურთ თავისუფლება. ისინი ძალიან ქალურები, მგრძნობიარენი არიან. თუ მამაკაცისაგან იმედი გაუცრვდათ, მათი მგზნებარება ნელდება და შესაძლოა საერთოდაც გაქრეს, მაგრამთ ის შეეცდება მასზე კარგი აზრის აღდგენას, ქალი გააკეთებს ყოველივე შესაძლებელს, რათა დაეხმაროს მას, ვიდრე არ აღმართავს მას კვარცხლბეკზე. მერწყულისთვის გაკვეთილია: ნუ გაცვლით მეგობრობას სიყვარულშიскачать dle 11.3
13-10-2013, 04:13
Вернуться назад