DataLife Engine / რეტროგრადული ვენერა სახლებში

რეტროგრადული ვენერა სახლებში

რეტროგრადული ვენერა სახლებში





























I – სახლი – ამ ადამიანს შესაძლოა აწუხებდეს ნარცისიზმი. იგი შეყვარებულია საკუთარ თავზე და უნდა, რომ იგი ყველას უყვარდეს, მაგრამ თვითონ არავის სეყვარება არ სურს.
II – სახლი – ამ ადამიანს აწუხებს მატერიალური და ფინანსური კეთილდღეობა მეტად, ვიდრე სიყვარული. ეს ადამიანები ხშირად თვითონ ქმნიან ხელოვნების ნიმუშებს, მაგრამ ეს ნივთები რაღაცით მაინც მიმართულია წარსულისაკენ (მაგალითად , ხატავენ ისტორიულ პანოებს). ისინი უნდა ეცადონ განთავისუფლდნენ მატერიალიზმისგან, განავითარონ სიკეთე და ხელგაშლილობა და მეტად იზრუნონ უანგარო სიყვარულზე.
III – სახლი – ეს ადამიანები ხასიათდებია კამათისადმი მიდრეკილებით, უჭირთ დელიკატურობისა და ტაქტის დაცვა, არიან მოუხერხებლები . თუ გააკონტროლებენ ამ თვისებებს, მაშინ ისინი არ დაკარგავენ ახლო ადამიანებს და გაიუმჯობესებენ ცხოვრებას.
IV- სახლი – ამ ადამიანებს არ აკმაყოფილებთ თავისი ოჯახური ცხოვრება, მეუღლესტან ურთიერთობა. მისი ემოციები ბოლომდე არაა განვითარებული. იგი არ უნდა შეუშინდეს ცხოვრებას, მეტად რბილი, თბილი და ნაზი იყოს სხვებთან და დაიცვას თავისი ოჯახი.
V – სახლი – ამ ადამიანებს აქვთ მიდრკილება აზარტული თამაშებისადმი. ეს ის ხალხია, რომლებიც მხოლოდ საკუთარ სიამოვნებასა და ზედაპირულ გატაცებებზე ფიქრობენ. ისინი იშვიათად ხდებიან ჭეშმარიტად შეყვარებულები, უჭირთ ბავშვებზე ზრუნვა. აუცილებელია ამ ადამიანებმა ისწავლონ ერთგულებადა სიყვარულიდა ზედმიწევნით შეასრულონ მშობლის მოვალეობები და ვალდებულობები.
VI – სახლი – ამ პოზიციაში რეტროგრადული ვენერა აყალიბებს გაუმაძღარ და არაჰიგიენურ ადამიანებს. ამის გამო ისინი ხშირად ავადდებიან შესაბამის დაავადებებით და უწევთ დაიცვან კვების რეჟინუ და რაციონი. მათ უნდა ემსახურონ გაჭირვებულ ადამიანებს.
VII- სახლი – აყალიბებს ზედმეტად გაზრდილ ინდივიდუალიზმს და ამასთან დაკავშირებულ უსიამოვნებებს როგორც ქორწინებაში , ისევე საქმეში. ისინი სიამოვნებით ღებულობენ სხვებისგან მათთვის გამოყოფილ სიყვარულს, მაგრამ საპასუხოდ არავის არაფერს არ აძლევენ.
მათ უნდა განავითარონ მორჩილება და ეცადონ ქორწინებასა და საქმეებში მიაღწიონ ჰარმონიას. აუცილებლად სცენ პატივი სხვის აზრებსა და სურვილებს.
VIII- სახლი – ეს პოზიცია ადამიანებს სესხისა და ფულის გამო დიდ პრობლემებს უქადის. სიტუაციის გამოსასწორებლად ამ ადამიანებმა სხვისი ფულის მართვისას მაქსიმალური პატიოსნება და სიზუსტე უნდა გამოავლინოს. უნდა გააკონტროლონ თავიანთი სექსუალური კავშირები და მეტად იზრუნონ სასიყვარულო პარტნიორებზე.



IX – სახლი – ადამიანს აფრთხილებს არამარტო სიტყვაზე დაიცვას კანონი და დემაგოგია, არამედ თვითონ მისცეს მაგალითი გარშემომყოფებს. კარგი იქნება თუ ასევე განავიტარებს თავის სულიერებასა და მოთმინების უნდარს.
X – სახლი – აკნინებს ადამიანის სოციალურ და კარიერულ წარმატებას. მათ ძალზედ დიდი წარმოდგენა აქვთ საკუტარ თავზე და ხშირად სხვებზე მაღლა აყენებენ თავს, რის გამოც ავადმყოფურად ამპარტავნები არიან. მათ ძალაინუნდათ მაღალი მდგომარეობის დაკავება, წარმატების მიღწევა, პოპულარობა. ამისათვის გარკვეულ გარკვეული მონაცემები მართლაც გააჩნიათ, მაგრამ აღიარებისთვის მართლად მოუწევთ თავგამოდებით შრომა და რაც მთავარია, არავინ არ უნდა დააყენონ თავიანთ თავზე დალა.
XI – სახლი – გაფრთხილებთ არ გაიჩინოთ უღირსი მეგობრები, რომლებიც ქათინაურებითა და არაკეთილსინდისიერი მიპყრობით არამარტო დაგინგრევენ ცხოვრებას, არამედ ბევრ ტკივილსაც მოგაყენებენ. ეცადეთ ზედმიწევნით აარჩიოთ თქვენი გარემოცვა და უკეთ ჩაწვდეთ ადამიანთა შინაგან ბუნებას.
XII – სახლი – ეს ადამიანეი თავს ვერ ანებებენ და ვერ ივიწყებენ ძველ სიყვარულს. ეს ადამიანები ზედმეტად რომანტიულები არიან, არარეალურები და მეოცნებენი არიან.მათ მუდმივად ეცოდებათ საკუთარი თავი, ცხოვრობენ სიყვარულისგან ნაიარევი გულით, რაც მუდმივად აწუხებთ. მათ უნდა ისწავლონ ძველისა და გამოუსადეგარსაგან განთავისუფლება და თავიანთი სულიერი სიმძიმე უნდა მიახმარონ ხელოვნებას და უპოვონ რაიმე სხვა ჰუმანური გამოყენება.скачать dle 11.3
16-10-2013, 23:05
Вернуться назад