DataLife Engine / სატურნი მშვილდოსანში

სატურნი მშვილდოსანში

სატურნი მშვილდოსანში















ეს ეხებათ დაბადებულებს 17.11. 1985 წლიდან 14.02.1988 წლამდე დაბადებულებს .
ჰეტ მონსტერის ინტერპრეტაცია:
უიღბლო ქორწინება. სიღარიბე ან დიდი ფინანსური სირთულეები. კარგი უნარჩვევები. მკაცრი მორალური კოდექსი. თავდადებით სწავლობენ და ცოდნას წარმატებით იყენებენ პრაქტიკაში. ახასიათებთ ამბიციები ფილოსოფიის,პედაგოგიკის სფეროში. არიან ამაყნი, ბრაზდებიან თუ ვინმე მათ უსამართლოდ ექცევა. ყოველთვის ზრუნავენ თავის რეპუტაციაზე. თუ ცუდი ასპექტები აქვს სატურნს- თავს ახვევენ სხვებს თავის შეხედულობებს .
ფენიქს საკოიანის ინტერპრეტაცია:
სერიოზულად არიან დაკავებულები რელიგიით, ფილოსოფიით, მიილტვიან უმაღლესი განათლებისაკენ. მკაცრი მორალური კოდექსი, ხშირად დაკავშირებული რელიგიასთან ან ფილოსოფიასთან. იცავენ მორალურ შეხედულობებს და იცავენ სამართლიანობის პრინციპს. გამოდიან უდიდესი იურისტები, არ ინტერესდებიან ჯიბის ქურდებით და არ აქცევენ ყურადღებას წვრილმან დანაშაულებებს, მათ აინტერესებთ საზოგადოებრივი ურთიერთობების გარდაქმნა, მაგრამ არ ცვლიან არსებულს. აკეთებენ პატარა ნაბიჯებს დიდი მიზნებისთვის, რომ არ დაუშვან შეცდომა. ყოველთვის ეძებენ ჭეშმარიტების იდეურ საფუძველს თავისი მოქმდებისთვის. ასაკში მიმართავენ რელიგიას თუ მანამდე არ მიმართეს. უპირატესობას ანიჭებენ საქმიანობის ინტელექტუალურ მიმართულებას, გამოირჩევიან დისციპლინით, გონიერებით, კონცენტრაციის უნარით. უყვართ ძველი ავტორიტეტები, აღიარება. დიდება და პოპულარიზაცია მოდის ასაკთან ერთად, ამას თან უნდა ერთვოდეს დაუღალავი შრომა და ძალისხმევა. მათ ღრმა მოთხოვნილება აქვთ, რელიგიურ , ფილოსოფიურ და უმაღლესი განათლების მიმართ. ეშინიათ რომ ვიმეს ისინი არ მოეწონონ. ზრუნავენ თავის რეპუტაციაზე. თავს ახვევენ თავის რელიგიურ არ ფილოსოფიურ შეხედულობებს. შეუძლიათ ცინიზმით და კრიტიკულად მოიხსენიონ სხვა რელიგიური თუ ფილოსოფიური მიმართულობები.
თუ ვერ გაიგეს რამე საკითხის არსი, არ შეუძლიათ შეაფასონ ახალი შეხედულება, ახალი მიდგომა საკითხისადმი. უჭირთ რაკურსის შეცვლა . ისინი არიან მკაცრნი, უმოწყალო და დოგმატურები არიან იმდენად რამდენადაც აცნობიერებენ ამას. საკითხს უდგებიან მორალის და გადამეტებული ინტელექტუალური კუთხით.ისინი ძალიან სერიოზულად უყურებენ თავის სულიერ, ფილოსოფიურ და პოლიტიკურ შეხედულობებს, ღელავენ და წუხხან , თუ არ არის მათთვის გასაგები რომელიმე იდეა ან თეორია. ხშირად აქვთ სუსტი ბრონქები.
скачать dle 11.3
16-10-2013, 23:54
Вернуться назад