DataLife Engine / მშვილდოსანი (23 ნოემბერი – 21 დეკემბერი)

მშვილდოსანი (23 ნოემბერი – 21 დეკემბერი)

მშვილდოსანი (23 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
პლანეტა: იუპიტერი.

სიმბოლო: კენტავრი – მსროლელი.

ვარსკვლავები: კვერთხი, აწეული საჩვენებელი თითი.

ფერები: ლურჯი, ცისფერი, იისფერი, მეწამული.

ქვები: ტოპასი, ამეთვისტო, ქრიზოლითი, ფირუზი, ოპალი, კარბუნკული, აფირონი, ზურმუხტი, გიშერი.

ლითონი: თუთია, თუნუქი.

ყვავილები: მიხაკი, ნარგიზი, ღიღილო, პალმა.

თილისმა: ნალი, ხვლიკი.

იღბლიანი დღე: ხუთშაბათი.

უიღბლო დღე: ოთხშაბათი.

იღბლიანი რიცხვი: 3 (ყველა რიცხვი, რომელიც 3-ზეიყოფა), 4, 9.









ტემპერამენტი და ხასიათი.

შეუძლიათ იყონ ნათელი გონების გაბედული ადამიანები, რომელთაც ხშირად ჰყავთ კარგი აუდიტორია. აგრეთვე შეუძლიათ იყონ მაღალი სულის, დიდი და წარჩინებული, ხან კი უბრალოდ ეგომანიაკები არიან. უმრავლესობა ბევრს და შორს მოგზაურობს, როგორც აზრებში, ასევე სინამდვილეში, ზოგიერთები კი ბუხართან კოლექციონერობით არიან დაკავებული. დასაშვებია ორი უკიდურესობის თანაარსებობა, უმთავრესად არადისონანსურად. ხშირად რეფორმისტები არიან, ნოსტალგია ცხოვრობს მეამბოხე რეფორმატორში, ხოლო ავანტიურისტის ოცნებები სანიმუშო მოქალაქეში. მაგრამ ნეგატიურია თუ პოზიტიური, აქტიური თუ პასიური ყველას აღელვებს საზოგადოებაში საკუთარი მდგომარეობა, მათ უნდათ შთაბეჭდილების მოხდენა და რომ ეს შთაბეჭდილება ხანგრძლივი იყოს, მათ სურთ კაცობრიობაში წვლილის შეტანა. სწყურიათ დედამიწაზე თავიანთი კვალის დატოვება. ყველაზე მეტად სწადია ადამიან-კენტავრს იყოს სრულყოფილი ადამიანი, ხშირად აღწევს თავისას უფრო ხანდაზმულ ასაკში, ზოგჯერ 60 წლისათვის, როდესაც გრძნობები ადგილისა და ადამიანების გამოცვლას ითხოვენ, როდესაც გამომგონებლის ცნობისმოყვარეობა საშიში ხდება.
ზრდასრული მშვილდოსანი მოწიფული დასრულებული ნიშანია, ქალები ხშირად აღწევენ გარკვეულ ზრდას ფიზიკურს, სოციალურს, სულიერს. ზოგჯერ ისწრაფვიან გაუტოლდნენ ან აჯობონ კიდევაც მამაკაცებს მშვილდიდან ისრის ტყორცნაში. ცნობილია ქალი მშვილდოსანი, რომელმაც ორივე მკერდის ამპუტაცია გაიკეთა, ტიბეტის მონასტერში მოსახვედრად, რათა დაეწერა სენსაციური სტატია ბერების ცხოვრებაზე. ბევრი ლესბოსელი მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ დაიბადა. როგორც ამ თვისების გამოხატულება ჩაცმულობის გემოვნება ქალებში ვარირებს ტვიდის კოსტიუმებიდან, კარგად შეკერილი სპორული შარვლებიდან და გულდასმით სტილიზებული მოკლე ვარცხნილობებიდან საზეიმო მდიდრულ ჩაცმულობამდე, ლამაზ ბეწვეულობამდე, მაღალ სტილურ ვარცხნილობამდე და ძვირფას სამკაულებამდე. მიუხედავად მიმართულებისა, ისინი არჩევენ ხარისხს.
იგივე ეხება მამაკაცებსაც. სპორტსმენები არიან, უყვართ იმპორტული სვიტრები და შარვლები, კარგად შეკერილი ბრიჯები, მაგრამ შეუძლიათ მიიღონ დიპლომატის ან საპატიო სახელმწიფო მოღვაწის სახეც.


პროფესიები

ახალგაზრდობაში ძალიან მაღლა უმიზნებენ, ზოგჯერ ზედმეტად აფასებენ თავიანთ შესაძლებლობებს. უყვართ მნიშვნელოვანი, არსებითი როლის შესრულება, მათი ხასიათი ყველაზე კარგად ვლინდება ხელმძღვანელ თანამდებობებზე. არ უყვართ ძალიან მძიმე სამუშაოები, თუმცა ენთუზიაზმით და დიდსულოვნად ეკიდებიან იმ საქმეს, რომელიც აირჩიეს, კოლექტივში უკეთ მუშაობენ ვიდრე მარტო, უფროსობას ან პატივისცემით ეპყრობიან ან ღიად ილაშქრებენ მის წინააღმდეგ, მათ წინაშე საქმიანობის ფართე სივრცეა გაშლილი მეცხენეობიდან სანადირო ექსპედიციამდე, გახსნილი აქვთ გზა სასულიერო მოღვაწეობაში, ასტრონომიაში, კარგად მუშაობენ ხეზე.
შეუძლიათ იყონ ცნობილი სპორტსმენები, ტანმოვარჯიშეები, მონადირეები, ჟოკეები, რბოლების ორგანიზატორები, მზარეულები, დურგლები, სასტუმროს მეპატრონეები, კომივოიაჟერები, თარჯიმნები, პოლიტიკოსები, რეპორტიორები, მკვლევარები, ბოტანიკოსები, მისიონერები, ექიმები, ქიმიკოსები, ინჟინრები, იურისტები, სასულიერო პირები, საზოგადო მოღვაწეები.
არც ისე ბევრ ფულს შოულობენ, ვინაიდან ფულის საკითხში ზედმეტად დამოუკიდებელნი, მიუკერძოებელნი არიან ან მეტისმეტად უზრუნველყოფილნი. შეუძლიათ მოხვდნენ წარუმატებლობის უზარმაზარ ზოლში, მიუხედავად ამისა ისინი ხშირად ჩამოყალიბებული შულერები და სპეკულანტები არიან.
აქვთ კომფორტის უდიდესი მოთხოვნა, ბევრი თვლის რომ ისინი უქმად ხარჯავენ ცხოვრებას და მხოლოდ პურის ფულს შოულობენ. მშვილდოსნებში ხშირად გვხვდებიან დაქირავებული პარტნიორები და კმაყოფაზე მყოფი ქალები. ქალებს შეუძლიათ მამაკაცებს სამსახურში კონკურირება გაუწიონ.

სიყვარული

მშვილდოსნის ცეცხლი არ ჰგავს ლომის და ვერძის მგზნებარებას, ეს არის ცეცხლი, რომელიც ფერფლის ქვეშ ბჟუტავს, შინაგან ვნებათა დამწვარი, მაგრამ ჯერ ჩაუმქრალი ნაკვერჩხალი. მუდმივად ცვალებად მშვილდოსანს ხმამაღლა შეუძლია განაცხადოს თავის შესახებ.
ერთნი თვლიან რა სიყვარულის ფიზიკურ აქტს მისტიკური აბსტრაგირების საშუალებად, უამრავი სხვადასხვა ხერხის მეშვეობით აძლევენ თავიანთ ისრებს ვერტიკალურ მიმართულებას მაღალი სულიერი მწვერვალებისკენ ან საზოგადოებრივი სწრაფვებისაკენ. ისინი ეძებენ პარტნიორს, რომელიც გაცილებით მათზე მაღლა დგას, რომელსაც მიყიდიან თავიანთ იდეალურ ვნებას.
სხვანი ირჩევენ ჰორიზონტალურ მიზანს და ბოლო არ უჩანს მათ მონაპოვარს. სიყვარული, სპორტი, თავგადასავლები, მოკლედ ცხენზე ამხედრებული დონჟუანია, მაგრამ მანამ, სანამ აითვისებს მშვილდოსნის ცხოვრებისეულ გაკვეთილს: “ისარი და სამიზნე საბოლოო ჯამში ერთი და იგივეა” – მათ საკუთარ გულშია მიმართული.
მამაკაც მშვილდოსანს უყვარს კომფორტი, სიმსუბუქის, ფუფუნების გარკვეული ატმოსფერო, უპირატესობას ანიჭებენ ქალს, რომელიც არა მხოლოდ აამაღლებს მის ამაყ აზრს საკუთარ თავზე, არამედ კარგად წაიყვანს საოჯახო მეურნეობას და გაუმკლავდება მას მეუღლის არყოფნისას, ისინი არაჩვეულებრივი მამები და დამცველები არიან, მაგრამ უყვართ თავიანთი მამაკაცური ბუნების განცდა, წეუძლიათ იყონ ყველაზე მოღალატე ქმრები და ეს მამაკაცის პრეროგატივად მიაჩნიათ.
მათზე მეტად არვინ იყენებს ეგზომ ორპირიან ცნებებს ზომიერების შესახებ, ისინი გააფთრებული ეჭვიანობის ალში ეხვევიან, თუ მათ იგივე მონეტით უხდიან, ისინი არ პატიობენ ღალატს, განსაკუთრებით თუ ჰგონიათ, რომ ამის შესახებ სხვებმაც იციან. მშვილდოსანს სძულს სკანდალი ,როგორც არავის და ყოველნაირად არიდებს მას თავს.
ქალი მშვილდოსნები ან უკიდურესად ამაყი, მებრძოლი ან მედიდური პატრონესები არიან, რომელთაც სურთ უყვარდეთ ისეთ მამაკაცს, რომელთა შეყვარება, პატივისცემა და კვარცხლბეკზე ამაღლება შეეძლებათ თავად.
ყველაზე ძვირფასი მათთვის სახელია. ზოგიერთებს თავად სურთ რომ განადიდონ და ქედი მოიხარონ მათ წინაშე. ისინიც არ პატიობენ ღალატს, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ სკანდალის ასაცილებლად. ზოგიერთებს არ უნდათ იყონ შებოჭილნი და ქორწინებას თავისუფალ სიყვარულს ამჯობინებენ ან კონკურირებენ მამაკაცებთან სხვა ქალის სიყვარულისთვის. კაცებიც და ქალებიც არჩევენ პარტნიორს, რომელიც გამოირჩევა გარშემომყოფებთაგან, არა მხოლოდ სხვა სოციალური გარემოს, არამედ სხვა რასის და რელიგიის ან სხვა ქვეყნის ადამიანს, რომელთანაც სიამოვნებით გადავლენ საცხოვრებლად ნებაყოფლობითი “საზღვარგარეთელობის” პრეროგატივებით.скачать dle 11.3
13-10-2013, 04:21
Вернуться назад