ასტროლოგიურ ეზოთერული ცენტრი > ფენ-შუი / პრაქტიკული > ხელოვნება და სკულპტურა

ხელოვნება და სკულპტურა

ხელოვნება და სკულპტურა

ფერწერა
სახლში მოთავსებული მხატვრული ტილო, ფერწერა, სურათი ან კედლის მხატვრობა, ხელს შეუწყობს სილამაზის და ჰარმონიას მიმდებარე სივრცეში. მაგრამ ასეთივე წარმატებით შეიძლება რომელიმე ცნობილი მხატვრის აღიარებულმა შედევრმა დაამახინჯოს სახლის ენერგეტიკა. კარგი ფერწერა განსაკუთრებული სიმსუბუქით და პოზიტივით ავსებს სახლს, აღვიძებს კეთილ აზრებს და დადებითი ენერგეტიკით მუხტავს გარემოს. კითხვაზე, თუ როგორ უნდა განსაზღვროს, რა არის კარგი პროდუქტი, პასუხი უნდა გასცეთ თქვენ! თქვენი გემოვნებით და განწყობით. ტექნიკური თვალსაზრისით შეიძლება იყოს ორიგინალურად და ვირტუოზულად შესრულებული ნახატი, მაგრამ ამას რა მნშვნელობა აქვს?! თუ ის თქვენ შთაგონებას არ მოგიტანთ.
უმეტეს შემთხვევაში სურათები მოგვითხრობს ფსიქოლოგიურ მდგოამრეობაზე, თუ რას აირჩევს ადამიანი, ესაა მისი შინაგანი სამყაროს ანარეკლი. სხვასხვა შენობებში სხვა სიმბოლიზმი გამოიკვეთება. სახლში როგორია ცოლ-ქმრის ურთიერთობა, რა ტენდენციებია, ვისი როლია ოჯახში დომინანტი. თუ საძინებელში სამი ადამიანის გამოსახულების ფოტოა, ან ერთის, ეს არის ნიშნები. რომელთა აღმოჩენისასაც აუცილებლად უნდა შევცვალოთ ფოტო ან გადავაგდოთ საერთოდ.
არ არის რეკომენდირებული ჭარბი მუქი ტონალობები როგორიცაა მეწამული, ნაცრისფერი, შავი, ყავისფერი, ჭაობისფერი და ა.შ.. მუქ ფერს მოაქვს სიმძიმე, დეპრესია და ეს ემოციები და გვართმევს ენერგიას. კარგად დააკვირდით სურათებს რაც გაქვთ, თუ მათში იგრნძობა ოდნავ მაინც ნეგატივი გაყიდეთ ან გადააგდეთ ის. აარჩიეთ ნახატები, სადაც სიცოცხლე, სინათლე, კეთილშობილება, სილაღე და სიხარულია.

ქანდაკებები

ყველაფერი ზემოთ ნათქვამი ფერწერაზე, ვრცელდება ქანდაკებაზეც. თანამედროვე ხელოვნებაში ხშირად გვხდება დამახინჯებული ფორმები, ადამიანის ორგანოები და კიდურები ცალ-ცალკე. ეს არ არის კარგი, ეს ანგრევს ჰარმონიას და არაა სასურველი სახლში. ნეგატიური ქანდაკებები ოჯახშიც შემოიტანს კონფლიქტს, როგორი დახვეწილი და ნატიფი ნამუშევარიც არ უნდა იყოს ის. არც ვიუსტები, ანუ მკერდზე მჭრილი თავის სკულპტურა არის სასურველი ფენ შუის მხიედვით. კარგად დააკვირდით ყველაფერს, როგორც ცალკე ორგანიზმს რა მოაქვს მას, რა ინფორმაციას ატარებს ის და რა სარგებლობას მოიტანს ოთახის და ოჯახის ენერგეტიკაში.
ბევრი კულტურები, იყენებენ სარიტუალოდ ნიღბებს, ნიტებს. როდესაც ადამიანი მოგზაურობს საზღვაგრეთ, კულტურუად განსხვავებულ ქვეყანაშ, ზოგჯერ ჩამოიტანსხოლმე სუვენირს. მაგრამ დააკვირდით რა ჩამოიტანეთ რეალურად. დიდი გრძელი ჭრელი ნიღბებუბი, გაურკვველი პიროვნების მიერ გამოთლილი რატქმაუნდა არ არის კარგი.
თუ მაინცდამაინც გიზიდავთ სიმბოლიზმი და სხვადასხვა ქვეყნის კულტურული ხელოვნების ნიმუშები, აქცენტი გააკეთეთ პოზიტივზე. ნათელი, სიყვარულით სავსე ნივთები მიიტანეთ სახლში.



ანა თოფურიძე
GeoAstro.Ge
скачать dle 10.4фильмы бесплатно



უკან დაბრუნება