DataLife Engine / ატლანტიდა

ატლანტიდა

ატლანტიდა
ატლანტიდა ჩვენი რასის უძველესი და ჩვენთან ყველაზე ახლოს მდგომი ცივილიზაციაა, რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს იმაზე, თუ რა და ვინ ვართ ახლა. მანამდე არსებულ ცივილიზაციებმა განვითარების თავისი გზა გაიარეს და მათ ჩვენს განვითარებასა და მეხსიერებაზე გავლენა თითქმის არა აქვს. გარდა ლემურიისა რომლიგანაც წარმოიშვა ატლანტების ცივილიზაცია. დედამიწაზე ცივილაზაციები არსებობდნენ მილიონებით წლების წინ, ჩვენი რასა კი 150-200 ათასი წლისაა მხოლოდ და ლემურიიდან იღებს სათავეს.ატლანტიდის წარმოშობა რომ გავიგოთ, ლემურიას უნდა დავუბრუნდეთ, რომელიც ჩვენი აკვანი იყო. ლემურიელები სულიერი განვითარებით გაცილებით. გაცილებით მაღლა იდგნენ, ვიდრე ჩვენ ვართ. ისინი ჩვენგან განსხვავებით ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროთი ანე ქალური ასპექტით აღიქვამდნენ რეალობას მათი ტექნიკა იყო ფსიქოტრონული, რომელზეც ახლა ჩვენ ახლა წარმოდგენა თითქმის არა გვაქვს,მათ ურთიერთობა ქონდათ სხვადასხვა არამიწიერ ცივილაზაციებთან და გალაქტიკურ საბჭოსთან რაც მათთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო.დაახლოებით ათასი წლით ადრე ლემურიის ჩაძირვამდე ორმა ლემურიელმა მიაღწია უკვდავებას, ანუ ამაღლდნენ ფიზიკური სხეულით. მათ შექმნეს ჩვენი რასის პირველი მისტიური სკოლა – ნააკალის სკოლა სადაც წლების მანძილზე ათასმა სხვამ შეძლო ამაღლება. ლემურიელებმა იცოდნენ რომ მათი არქიპელაგი თანაფარდობის პრეცესიის დროს, რომელიც ყველა 26000 წელიწადში ერთხელაა, ჩაიძირებოდა, ამიტომ თავიანთი ცივილიზაციი ცენტრი გადაიტანეს ახლანდელ სამხრეთ ამერიკაში ტიტიკაკას ტბის მიდამოებიდან შასტის მთამდე. ლემურიაზე დარჩა მხოლოდ ნააკალი სკოლა ათასი უკვდავით, რომლებიც შესაფერ დროს ელოდებოდნენ.ტოტის მიხედვით ლემურიის ჩაძირვა და ატლანტიდის ოკეანეში ახალი მატერიკის გაჩენა ერთ ღამეში მოხდა. ეს მატერიკი შედგებოდა ხმელეთის ერთი დიდი ნაწილისა და ცხრა პატარა კუნძულისაგან. ნააკალის სკოლა გადავიდა ჩრდილოეთ კუნძულზე, რომელსაც უნდალი უწოდეს………

ნააკალის სკოლის ათასმა უკვდავმა, რომლებიც ჩვენი რასის პირველი ამაღლებული მასწავლებლები იყვნენ, დიდი დრო დაყვეს კუნძულ უნდალზე, საიდანაც საფუძველი ჩაუყარეს ქრისტეს ცნობიერების ქსელს დედამიწის გარშემო. მერე შესაფერ დროს, გალაქტიკური ფედერაციის დახმარებით და უფლებით ატლანტიდის კონტინენტზე მოახდინეს სიცოცხლის ხის პროექცირება, მიუხედავად იმისა რომ იგი ათასობით კილომეტრზე იყო გადაჭიმული, ერთი ატომის სიზუსტით იყო პროეცირებული და ათივე სეფირაში დაიწყო უდიდესმა სასიცოცხლო ენერგიამ მოძრაობა, წარმოიშვა ათი, სიცოცხლისთვის იდეალური ადგილი, შემდგომში ცნობილი ატლანტიდის ათი ქალაქი, ათი ქვეყანა.ამის შემდეგ უკვდავმა ლემურიელებმა მოუწოდეს დედამიწაზე გაფანტულ ლემურიელებს ჩასახლებილიყნენ ატლანტიდაზე და დაიწყო ატლანტიდის დასახლება ლემურიელებით, რომლებიც ჩასახლდნენ რვა ადგილას, ასე რომ სასიცოცხლო ენერგიის ორი მორევი ცარიელი დარჩა, მაგრამ რადგან ეს ენერგია სიცოცხლეს იზიდავდა, ისინი დაიკავა ორმა სხვა არა ლემურიულმა და არამიწიერმა ცივილიზაციამ.ერთში ჩასახლდნენ, ჩვენი მომავლიდან, რასა, რომელმაც ბოლომდე ვერ გაიარა სულიერი განვითარების გზა, მიეცა მეორე შანსი და უკან იქნა დაბრუნებული, ისინი აქ ჩასახლდნენ გალაქტიკური საბჭოს უფლებით, ისინი ჩვენზე მეტად განვითარებულები იყვნენ და არანაირი ცუდი გავლენა ჩვენზე არ მოუხდენიათ(ჩვენი როგორც რასის, კაცობრიობის, ასაკი იმ დროს იყო დაახლოებით 13-14 წლის გოგონას ასკის ტოლი), მათ უბრალოდ თავიანთი გზა ჰქონდათ. — ესენი იყვნენ ებრაელები.მეორე ენერგეტიკული მორევი დაიკავეს მარსელებმა, რომლებიც გახდნენ ყველა ჩვენი შემდგომი პრობლემის და სულიერი დაცემის მიზეზი. მილიონობით წლების წინ მარსზე ძალიან ძლიერი და ტექნოლოგიურად განვითარებული ცივილიზაცია არსებობდა, გაცილებით მაღლა მდგომი ვიდრე ჩვენი ახლანდელი, მაგრამ მათ არ გააჩნდათ ემოციური სხეული, და რეალობას მთლიანად მარცხენა ნახევარსფეროთი, მამაკაცური ასპექტით აღიქვამდნენ, მათ სამყაროში გამუდმებული დამპყრობლური ომები მიმდინარეობდა რომლებმაც საბოლოოდ პლანეტა მოკლა.მაგრამ მარსის დაღუპვამდე რამოდენიმე ხნით ადრე მარსელების ერთმა ჯგუფმა შექმნეს მოწყობილობა, რომელიც საშუალებას აძლევდათ მომავალში ჩაეხედათ, დაინახეს რა ელოდებოდა პლანეტას და შენიშნეს ატლანტიდაში ცარიელი სასიცოცხლო მორევი, შემდეგ სპეციალურად ააგეს პირამიდების გარკვეული კომკლექსი, რომლი საშუალებიტაც შექმნეს ძლიერი ველი დროის და სივრცის გადასაკვეთად(ამ პირამიდების ნაწილი ჯერ კიდევ შეიმჩნევა მარსის ზედაპირზე) და ჩასახლდნენ ატლანტიდაზე, ანუ ისინი წარსულიდან მოვიდნენ, მათ ამისათვის არანაირი უფლება არ ქონდათ, არც უთხოვიათ, უბრალოდ მოვიდნენ და ჩასახლდნენ, პირველად გადაწყვიტეს დაეპყროთ მთელი კონტინენტი, მაგრამ რახან დიდ უმცირესობას წარმოადგენდნენ ეს გადაიფიქრეს. მათ ქონდათ გასაოცარი მარცხენა ნახევარსფეროული ტექნოლოგია, დაახლოებით რაც ჩვენ ახლა გვაქვს, მაგრამ გაცილებით მაღალი დონის, რომელზედაც ლემურიელებს წარმოდგენა არ ქონდათ, მაგრამ ამავე დროს ლემურიელებს ქონდათ სულ სხვა სახის ფსიქოტრონული (გონების, აზრის ძალაზე მომუშავე) ტექნიკა, რომლებზედაც მარსიანელებმა, ისევე როგორც ჩვენ ახლა, არაფერი იცოდნენ. ვერცერთი მხარე ვერ იტანდა ერთმანეთს. წარმოიდგინეთ 13-14 წლის გოგონა, მეოცნებე, იდეალურ გარემოში, აქვს ყველაფერი რასაც იოცნებებს, იცის მხოლოდ სიკეთე და სიყვარული და მეორე მხვრივ 60-70 წლის გამოცდილი, დაბოღმილი მოძალადე კაცი, რომელსაც სიყვარულზე წარმოდგენა არა აქვს – დაახლოებით ასე დაიწყო იყო ჩვენი და მარსელების ურთიერთობა……..

ათასწლეულების მანძილზე მცირერიცხოვანმა მარსელებმა მოახერხეს გავლენა მოეხდინათ ლემურიელებზე, რომლებიც მანამდე ღვთიური გზით ვითარდებოდნენ. ნელ-ნელა გააცნეს მათ თავიანთი ტექნიკა, მოექცნენ ხელისუფლების სათავეებში. თვითონ ცდილოდნენ გაეგოთ ლემურიული გზა მაგრამ ემოციური სხეულის არქონა ამის საშუალებას არ აძლევდათ და ალბათ არც დიდი სურვილი ქონდათ. რაც უფრო მეტ გავლენას ახდენდნენ მარსელები, მით უფრო დაბლა იწევდა ყოფილ ლემურიელთა ცნობიერების დონე. ატლანტიდის არსებობის მანძილზე მხოლოდ 600 მა ატლანტიდელმა მოახერხა მიეღწია ამაღლებას და დამატებოდა პირველ ათას უკვდავს.ატლანტებმა მოახერხეს შეექმნათ უძლიერესი,მდიდარი და აყვავებული სახელმწიფო. მიუხედავად მარსელების გავლენისა მათი ძირითადი მოწყობილობები მაინც ფსიქოტრონული რჩებოდა. ენერგიის წყაროდ კრისტალებს იყენებდნენ. ერთერთ ასეთ უზარმაზარ კრისტალზე, რომელიც დიდ ტერიტორიას ენერგიით ამარაგებდა პლატონიც ყვება, როცა დეტალურად აღწერს ატლანტების ქალაქ პოსეიდონს. ატლანტებს დამწერლობა არ ქონდათ, რადგან ამის საჭირობა არ არსებობდა, მათ ჯერ კიდევ შემორჩენილი ჰქონდათ ტრანსპერსონალური მეხსიერება ანუ ის რაც ცნობილი იყო ერთისთვის, სურვილის მიხედვით ყველასთვის შეეძლო გაეზიარებინა, როგორც ინფორმაცია ასევე შთაბეჭდილება.ჩვენი თანამედროვე ცივილიზაცია თავისი დიდი ქალაქებით, ცათამბჯენებით და კომპიუტერებით მხოლოდ უსუსური, კარიკატურული, ნაცრისფერი ანაბეჭდია ატლანტიდის მრაველფეროვან სიცოცხლით სავსე ცივილიზაციის.დაახლოებით 26000 წლის წინ, მორიგი პოლუსების ცვლილების დროს ატლანტიდის ერთი ნაწილი ჩაიძირა ოკეანეში, რამაც ატლანტებში საშინელი შიში გამოიწვია, ეშინოდათ რომ ატლანტიდასაც ლემურიის ბედი ეწეოდა. მაგრამ კარგა ხანს სიმშვიდე სუფევდა და ჩაძირული ატლანტიდის ნაწილი წყალწვეშა მუზეუმი იყო ათასწლეულების მანძილზე.მერე კი დაახლოებით 13-16 ათასი წლის წინათ ატლანტებმა თავისი ჩვენსაზე გაცილებით ძლიერი ტელესკოპებით შეამჩნიეს დიდი კომეტა, რომელიც დედამიწას უახლოვდებოდა. მარსელების გადაწყვეტილებით კომეტა უნდა აეფეთქებინათ სანამ დედამიწასთან ახლოს მოვიდოდა, ლემურიული მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უარი განაცხადა მარსელების ტექნიკის გამოყენებაზე ისინი თვლიდნენ რომ ეს კომეტა ღვთის ნება იყო და მისზე გავლენა არ უნდა მოეხდინათ……….

….საბოლოოდ ლემურიელებმა გაიმარჯბეს, რადგან მიუხედავად იმისა რომ ლემურიელებსა და მარსელებს შორის გენეტიკური აღრევა ხდებოდა, კვლავ დიდ უმრავლესობას წარმოადგენდნენ. და მოთმინებით დაელოდნენ რას მოუტანდათ ეს ციური სხეული.კომეტა მართლაც შეეჯახა დედამიწას და ატლანტიდის ოკეანეში, სამხრეთ- დასავლეთით ჩავარდა(მის ნამსხვრევებს დღემდე პოულობენ ჩრდილო ამერიკის ტერიტორიაზე), მისი ერთი დიდი ნამსხვრევი დაეცა ატლანტიდაზე, სწორედ იქ სადაც მარსელების დასახლება იყო, ასე რომ ყველაზე მეტად ისედაც მცირერიცხოვანი მარსელები დაზიანდნენ.ამ ამბის შემდეგ მარსელებმა გადაწყვიტეს საერთოდ ჩამოშორებოდნენ ლემურიელებს და სამყაროში უსაფრთხო ადგილი მოეძენათ, ამისათვის კვლავ გადაწყვიტეს გაერღვიათ სივრცე-დრო-განზომილება, როგორც ეს მარსზე გააკეტეს, მაგრამ გასული იყო 50000 წელზე მეტი და კარგად აღარ ახსოვდათ როგორ ემართათ საამისი ენერგეტიკული ველი.ამ მიზნით ატლანტიდის ერთ მომცრო კუნძუზე, რომელიც ახლა ოკეანის ფსკერზეა ბერმუდის სამკუთხედის ტერიტორიაზე, ააშენეს პირამიდების კომპლექსი, ამ სისტემას ხელოვნურ ენერგეტიკულ ველს უნდა გაეხსნა მაღალი განზომილების პორტალი. მაგრამ რახან უკვე კარგად არ ახსოვდათ რა უნდა გაეკეთებინათ, ეს ველი უმართავი გახდა და მაღალი, ზედა განზომილებების ნაცვლად გაიხსნა დედამიწის ქვედა დაბალი განზომილებები, რამაც გამოიწვია მილიონობით უცხო არსებების შემოსევა, რომლებიც ასევე თავისთვის უცხო გარემოში აღმოჩნდნენ და არსებობა რომ გაეგრძელებინათ ადამიანებს უსახლდებოდნენ, ეს იყო სრული კატასტროფა, ალბათ, ყველაზე დიდი დედამიწის ისტორიაში.რომ არა 1600 ამაღლებული მასწავლებლის უდიდესი ძალისხმევა დღეს ადამიანები და დედამიწა აღარ იარსებებდა. ისინი ლოცულობდნენ და ღმერთს და უმაღლეს არსებებს შესთხოვდნენ დახმარებას. უმაღლესი არსებების დახმარებით მათ შეძლეს უცხო არსებების დიდი ნაწილის უკან დაბრუნება და დაბალი განზომილების პორტალის დაკეტვა, მაგრამ მათი მცირე ნაწილი მაინც დარჩა დედამიწაზე(ძირითადად სწორედ ეს არსებები უსახლდება მათ, ვისაც შეპყრობილს ვეძახით)ატლანტიდელები და თვითონ კონტინენტი დაავადდა, დაბალ განზომილებებთან კავშირმა გამოიწვია ჩვენი ცნობიერების დონის მკვეთრი დაცემა, დედამიწა აღმოჩნდა ჩაკეტილი ამ ყველაზე მყარ და არც თუ ისე ნათელ ადგილას სადაც დღეს ვიმყოფებით. ეს იყო – დაცემა.ატლანტიდაზე მოიშალა სახელმწიფო და სოციალური სტრუქტურები, მისი არსებობის ბოლო ორასი წელი იყო არსებობისატვის უსუსრი ბრძოლა, დაავიწყდათ ღვთიური წარმოშობა და ისიც საიდან მოვიდნენ დედამიწაზე.ამაღლებულმა მასწავლებლებმა იცოდნენ რომ მორიგი ელექტრომაგნიტური ნულოვანი ზონის, ანუ პოლუსების ცვლილების დროს ატლანტები დარჩენილ მეხსიერებასაც დაკარგავდნენ რადგან ამ დაცემამ თავიანთ მერკაბასთან კავშირიც დააკარგვინათ. ისიც იცოდნენ რომ მთელი კონტინენტი ჩაიძირებოდა, ამიტომ ატლანტიდის დაღიპვამდე ცოტა ხნით ადრეს ეგვიპტეს ესტუმრნენ..

….იმისათვის რომ გავიგოთ რა და რატომ მოიმოქმედეს ამაღლებულმა მასწავლებლებმა ეგვიპტეში და როგორ განვითადა შემდგომი მოვლენები, ცოტა ხნით თემიდან უნდა გადავუხვიოთ და გავიგოთ თანაფარდობის პრეცესიის და ცნობიერების ქსელის, ბადის არსი.თანაფარდობია პრეცესია, ანუ დედამიწის ღერძის მიერ ციური ეკვატორის გარშემოვლის ხანგრძლივობა დაახლოებით 26000 ათასი წელია, სხვადასხვა გამოთვლებით 25920 ან 25765. რადგანაც დედამიწა და საერთოდ სამყარო მოძრაობს არა მარტო წრიულად არამედ სპირალურადაც ამ პროცესის ხანგრძლივობა ყოველთვის ზუსტად ერთნაირი არ არის.ამ ციკლს ასტრონომიაში დიდი წელი ან პლატონის წელი ეწოდება, მასზე მეცნიერულ და ასტრონომიულ განმარტებებს შესაბამის სამეცნიერო ლიტერატურაში ბლომად ნახავთ, ჩვენ მხოლოდ ეზოთერული კუთხით შევხედოთ რა ხდება ამ დროს. როდესაც დედამიწა ამ წრის იმ ნაწილში იმყოფება რომელიც გალაქტიკის ცენტრთან ყველაზე ახლოა და მისგან გარეთ იწყებს მოძრაობას დედამიწაზე და ადამიანების ცნობიერებაში იწყება დაძინების აპთიის სულიერი დეგრადაციის პერიოდი, ხოლო პრეცესიის შუადან ანუ დაახლოებით 13000 წლის შემდეგ (180 გრადუსი) დედამიწა იმყოფება გალაქტიკის ცენტრიდან ყველაზე შორს წერტილში და იწყებს მოძრაობას ცენტრისაკენ მიმავალ წრის ნაწილზე, ეს არის გამოღვიძების, აღორძინების პერიოდი.ეს პროცესი ციკლურად მეორდება, ძველი ბერძნები ამ დიდ წელს ოთხ პერიოდად, ჩვეულებრივი წლის სეზონების შესაბამისად ყოფდნენ: ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს და რკინის პერიოდებად. უპანიშადების მიხედვით კი ოთხ იუგად იყოფოდა, თუმცა ამ იუგების, რომლებიცაა სატია, ტრეტა, დვაპარა და კალი იუგა დროის ხანგრძლივობას სხვადასხვა წყარო ქრონოლოგიურად განსხვავებულს იძლევა, პრინციპი ერთია.იმ დროს, როდესაც ატლანტიდის კატასტროფა მოხდა, ატლანტიდელების ცნობიერების ასე მკვეთრად დაცემას იმანაც შეუწყო ხელი, რომ დედამიწა იმყოფებოდა გალაქტიკის ცენტრიდან ახლო წერტილში და იწყებოდა სულიერი მიძინების პერიოდი, რომ არა მარსელები და მათი ექსპერიმენტი ატლანტები, რადგან სულიერი განვითარების მაღალ საფეხურზე იდგნენ, მიუხედავად იმისა ფიზიკურად გადარჩებოდნენ თუ არა შეძლებდნენ მომდევნო 13000 წლის მანძილზე შეენარჩუნებინათ თავიანთი სულიერი განვითარების დონე. მაგრამ დაბალ განზომილებებთან კავშირმა მათი განვითარება სრულიად შეაჩერა და შერჩენილი ცნობიერების ნამსხვრევებით არანაირი შანსი არ ქონდათ ეს ციკლი სრული დაცემის გარეშე გადაეტანათ.უმაღლესმა სულიერმა არსებებმა და ამაღლებულმა მასწავლებლბმა იცოდნენ რომ ატლანტიდა და ატლანტიდელები ფიზიკურად განწირული იყო, ხოლო სულიერად ამ ციკლის მანძილზე მათ ვერაფრით დაეხმარებოდნენ, მათ ამოცანას წარმოადგენდა მოემზადებინათ საფუძველი რომ შემდგომი ციკლის დასაწყსისთვის ანუ 13000 წლის შემდეგ ადამიანებს ჰქონოდათ შანსი დაებრუნებინათ დაკარგული ცნობიერება……….

.ატლანტიდაზე არსებობდნენ სულიერად მაღალგანვითარებული ადამიანები, რომლებიც მის საბოლოო დაღუპვამდე ასეული წლებით ადრე იცოდნენ, რა ბედი ეწეოდა ატლანტიდას და კაცობრიობას, რომ გარდა ფიზიკური განადგურებისა, ისინი დაკარგავდნენ საერთო ცნობიერებას და დუალიზმის ყველაზე დაბალ წერტილში აღმოჩნდებოდნენ, და განვითარების მთელი გზა თავიდან ექნებოდათ გასავლელი, თუ ამის უფლებას მიიღებდნენ. ისინი ფლობდნენ სამყაროს შექმნის და საერთოდ ქმნილების საიდუმლოებას, რომელიც მაღალი რანგის ქურუმების(ალბათ, ყველაზე შესაფერი სიტყვაა) ინახავდნენ, რაღაც მისტიური საძმოს მაგვარი, მაგრამ რადგან მათ უკვე იცოდნენ, როგორი იქნებოდა კაცობრიობა და თვითონაც პოლარული ძვრის შემდეგ, საერთო საძმო წინასწარ დაყვეს ორად, პირობითად თეთრ და შავ საძმოდ, მათ გაყვეს ეგზოთერული ცოდნა და თითოეულ საძმოს მართავდა მცირეცხოვანი შიდა წრე. მაგრამ ამ ორივე შიგა წრეს აერთიანებდათ ერთი საერთო წრე და საერთო ეზოთერული ცოდნა. რეალურად ეს იყო ერთ და იგივე ცოდნამდე მისასვლელი ორი გზა. როდესაც დადგა “ბნელი ეპოქა”, ატლანტიდელემა ამაღლებულმა მასწავლებლება თავიანტი სიბრძნე და ცოდნა დედამიწის სამ წერტილში გადაიტანეს: ეგვიპტე – მამაკაცური ცოდნის და ენერგიის სათავე, ამერიკა – ქალური ენერგია და სიბრძნე და ტიბეტი და ინდოეთი – ნეიტრალური, ბავშვი, რომელსაც უნდა შეენახა უძველესი ცოდნა და საჭირო დროს შეერთებინა მამაკაცური და ქალური საწყისი. ტიბეტის არჩევა შემთხვევით არ მომხდარა, პოლუსების ყოველი ცვლილების წინ ადგილს იცვლის დედამიწის ძირითადი ენერგიული ძალა – დედამიწის კუნდალინი, რომელსაც ყველა ცივილიზაცია დახვეული გველის სახით გამოხატავს და სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ, დედამიწის კუნდალინის, იგივე სინათლის გველის თავი, 13 000 წლის წინ ტიბეტის მთიანეთის ქვეშ მოკალათდა ატლანტიდის დაღუპვამდე, და ამ ადგილს ყველაზე დიდი და სუფთა სულიერი ენერგია მიეწოდებოდა. დრესდღეობით კუნდალინმა უკვე დატოვა ტიბეტი, და ახალი ცნობიერების ქსელის გაცოცხლებას დაუდო სათავე, მაგრამ ეს უკვე ცალკე თემაა.რაც შეეხება იმ უზარმაზარ ცოდნას, რასაც ატლანტიდელთა თეთრი და შავი საძმო ინახავდა, მათ საფუძველზე ასწლეულების მანძილზე მრავალი ორდენი და საძმო წარმოიშვა, დღეს დედამიწაზე არსებული ყველა სერიოზული მისტიური ორდენის ძირი ან თეთრი ან შავი საძმოდან მოდის. თუმცა ნამდვილი წარმოშობა და ძირითადი ეზოთერული ცოდნა დავიწყებული ქონდათ, ერთი ორდენი მეორეს უწოდებდა შავ საძმოს და პირიქით, მათ შორის დაპირისპირება, ჩვენი დუალიზმით გამოწვეული, იმდენად გაიზარდა, რომ დედამიწაზე მილიონობით წლის მანძილზე არსებულმა რეპტილოიდურმა ცივილიზაციამ, შეძლო ზოგიერთი მათგანის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება. მაგრამ ორივე ორდენის შიგა წრე უკვე გაერთიანებულია ძირითად საერთო წრესთან და საერთო ეზოთერულ სიბრძნესთან, დედამიწაზე აღარ არსებობს შავი და თეთრი საძმოს დაპირისპირება. ახლა ისევ შიგა წრეებიდან მიმდინარეობს დაშვებული შეცდომების გამოსწორება, რაც ისევ და ისევ პოლარული ხედვით იყო გამოწვეული..
ახლა დავუბრუნდეთ ატლანტიდის ბოლო დღეებს და ამაღლებული მასწავლებლების მცდელობას აღედგინათ ქრისტეს ანუ ერთიანობის ცნობიერების ქსელი დედამიწის გარშემო.ადრე ვახსენე რომ ყველა სახეობას, რომელიც კი არსებობს დედამიწაზე აქვს მისი შესაბამისი რთული გეომეტრიული აგებულების ქსელი, ბადე, დედამიწის გარშემო დაახლოებით 100-150 კილომეტრით ზედაპირიდან დაშორებით, ყველა ეს ქსელი ერთმანეთისაგან განსხვავდება და უნიკალურია, და დღესდღეობით ასეთი 15-18 მილიონია ანუ იმდენი რამდენი ცოცხალი სახეობაც არსებობს დედამიწაზე.დაახლოებით რომ გავიგოთ რაზეა საუბარი კარგად დაგვეხმარება ე.წ. “მეასე მაიმუნის კონცეპცია” – ვისაც არაფერი გაგიგიათ ამის შესახებ, ვეცდები მოკლედ აგიხსნათ: დოქტორი ლაიელ უოტსონი 30 წლის მანძილზე აკვირდებოდა და იკვლევდა მაიმუნებს იაპონიის პატარა კუნძულ კოსიმაზე, ამ ექსპერიმენტების შესახებ დაწერა წიგნში “lifetide:The Biology of the Unconscious”, მაიმუნებს საკვებად ბატატს უყრიდნენ სანაპიროზე, რომელიც ძალიან მოსწონდათ, მაგრამ არ მოსწონდათ სილა რომლითაც ბატატები თავისთავად ისვრებოდა, 1952 წელს ერთმა პატარა მაიმუნნა დაიწყო ბატატის ზღვაში გარეცხვა, რაც დედამისს და მერე სხვა პატარა მაიმუნებსაც ასწავლა, ასე რომ კარგა ხნის მანძილზე რამოდენიმე მაიმუნი გარეცხილ ბატატს მიირთმევდა რასაც პირდაპირ იმ პირველი მაიმუნისგან სწავლობდნენ, მერე 1958 წელს, როცა ასეთი მაიმუნების რიცხვმა დაახლოებით ასს მიაღწია მოულოდნელად მტელმა კოლონიამ დაიწყო ბატატის რეცხვა, ამაში დიდი გასაკვირი არაფერი იქნებოდა (მეცნიერები ჩათვლიდნენ რომ მაიმუნებს შეუძლიათ ერთმანეთისგან ისწავლონ), რომ არა ის ფაქტი, რომ ბატატის რეცხვა დაიწყეს არა მარტო კოსიმის მაიმუნებმა, არამედ ყველა კუნძულზე, სადაც მაიმუნებს ბატატით კვებავდნენ და სადაც მანამდე არც ერთ მაიმუნს არ უფიქრია ბატატის გარეცხვა და კოსიმის მაიმუნებთან არანაირი კონტაქტი არ ქონიათ არასდროსმეცნიერები იძულებული გახდნენ ეღიარებინათ, რომ უნდა არსებობდეს რაღაც მორფოგენეტიკური სტრუქტურა, ველი, რომელიც აერთიანებს ამ კუნძულებს და საერთოდ დედამიწის ყველა წერტილს, რის მეშვეობითაც მაიმუნები ცვლიან ინფორმაციას. ამის შემდეგ ჩატარდა ექსპერიმენტები ადამიანებზე ინგლისსა და ავსტრალიაში ერთდროულად, რაც ასევე ამტკიცებდა ადამიანთა შორის ინფორმაციის ქვეშეცნეულ გაცვლას. – ეს ოფიციალური ინფორმაციებია, თუმცა სავარაუდოდ ამერიკის და რუსეთის მთავრობებმა ადამიანთა ცნობიერების ამ (ჩვენი, შემეცნების მეორე საფეხურზე მყოფთა) ქსელის შესახებ ჯერ კიდევ 40-იანი წლებიდან იცოდნენ, როდესაც სამხედო ბაზების განლაგება დაიწყეს ამ ქსელის სპირალების კვეთის ქვეშ…….თუმცა ეს სხვა ისტორიაა…ატლანტიდის კატასტროფული ექსპერიმენტის დროს დაზიანდა ქრისტეც ცნობიერების ქსელი, ანუ დაიკარგა ღვთიური წარმოშობის, ერთიანობის შეგნება, მის გარეშე კაცობრიობა განწირული იყო სამგანზომილებიან სამყაროში სამუდამოდ ჩარჩენისათვის(მანამდე ატლანტიდელები ჩვენს სამყაროს ისე არ აღიქვამდნენ როგორც ჩვენ – მესამე განზომილებაში)..

……….ატლანტიდის დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე ამაღლებულ მასწავლებელთა ერთმა პატარა ჯგუფმა, რომელთაც უმაღლესი არსებები ეხმარებოდნენ, მიაშურა ეგვიპტეს, მათი მიზანი იყო დაზიანებული ცნობიერების ქსელის აღდგენის დაწყება, და ეს უნდა დაეწყოთ ძველი ღერძიდან, ეს ადგილი მდებარაებს გიზის პლატოზე, დიდი პირამიდის მახლობლად, იმ ადგილას საიდანც ზედაპირზე ენერგეტიკული მორევი ამოდიოდა ამოთხარეს და აგურით ამოაშენეს დაახლოებით კილომეტრის სიღრმის ორმო, რასაც ჩვენი გაგებით წამები დაჭირდა, რადგან ამას მეექვსე განზომილების არსებების დახმარებით აკეთებდნენ, მერე შექმნეს ამ ხვრელიდან ამომავალი ათი ოქროს კვეთის სპირალი, რომლებიც შორს სიღრმეში იწყებოდნენ და კოსმოსში მიემართებოდნენ. ერთ-ერთი ამ სპირალის მრუდი გადიოდა ზუსტად იმ ადგილას სადაც ახლა დიდი პირამიდა დგას, რომელიც მათ ააგეს ატლანტიდის დაღუპვამდე ანუ პოლუსების წინა ცვლილებამდე 200 წლით ადრე. მოგვიანებით ამ სპირალის მიხედვით ორი შემდგომი პირამიდა იქნა აგებული. 80-იან წლებში გამოთვალეს რომ გიზის სამივე პირამიდა განლაგებულია ლოგორითმულ სპირალზე, ამ სპირალის ცენტრის გამოთვლით აეროფოტოგადაღებებით მიაგნეს ხვრელს რაც დარეგისტრირებული იქნა 1985 წელს.ამ ხვრელიდან გამომავალი სპირალები რომლებიც ერთმანეთში გადადიან და კვეთენ ერთმანეთს წარმოადგენს შემეცნების მესამე საფეხურზე მყოფთა ცნობიერების ქსელს. მას შემდეგ რაც ააგეს დიდი პირამიდა, ანუ მოინიშნა პირველი წერტილი, დედამიწის მეოთხე განზომილებაში მონიშნეს დაახლოებით 84 000 წეტილი სადაც ეს სპირალები კვეთენ ერთმანეთს, თითოეული ამ წერტილთაგანი ერთმანეთთან დაკავშირებული იყო ოქროს ან ფიბონეჩის სპირალით, ეს იყო მეოთხე განზომილებაში შექმნილი მატრიცა , რის მიხედვითაც დედამიწის მესამე განზომილებაში შესაბამის წერტილებში იგებოდა ან ეკლესია მონასტერი ან ქვების მონოლითები ან სალოცავები…….. არც ერთი რელიგიის საკულტო შენობის ადგილი , იშვიათი გამონაკლისის გარდა, შემთხვევითი არ არის (თუნდაც თითქმის ყველა ჩვენს ეკლესიას აქვს გადმოცემა რატომ იქნა აგებული იმ გარკვეულ ადგილას, ძირითადად ეს არის ანგელოზის ან რომელიმე წმინდანის გამოცხადებით მითითებული……), მესამე განზომილებაში ამ ქსელის ბოლომდე გააქტიურება-გაცოცხლება შესაძლებელი გახდებოდა მხოლოდ მორიგი პრეცესიის თანაფარდობის დროს..

….ქრისტეს ცნობიერების ქსელი დედამიწაზე აქტიურია უკვე ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისიდან, მის გარეშე ადამიანებს არანაირი შანსი არ გვექნებოდა მოსალოდნელი პოლუსების ცვლილებისას ფიზიკურად ან რამდენადმე სულიერად გადარჩენისთვია. მანამდე კი ასეთი ორი ქსელი იყო: ერთი ცნობიერების პირველ საფეხურზე მყოფთათვის, რომელთაც ავსტრალიელი აბორიგენები განეკუთვნებიან, და მეორე მთელი დანარჩენი კაცობრიობისათვის, ანუ ცნობიერების მეორე საფეხურზე მყოფთათვის…….სამი ამაღლებული მასწავლებელი ჩავიდა სფინქსის ქვეშ მიწისქვეშა დარბაზში, სადაც ინახებოდა უძველეს ხომალდი, რომლის წარმოშობაც არავინ იცის და სავარაუდოდ ასეულ მილიონობით წლებია, ამ ხომალდს აქვს დისკის ფორმა, და იდეალურად ჯდება დიდი პირამიდის თავზე, მისი გარშემოწერილობა ემთხვევა დიდი პირამიდის ფუძის კვადრატს, მისი კედლები გამჭვირვალეა და მათი სისქე მხოლოდ სამიდან ხუთ ატომამდეა, ამ ხომალდს არ გააჩნია არანაირი ხილული ძრავა, მოქმედებაში მოდის ადამიანის აზრთან და მის ელექტრო-მაგნიტურ ველთან კავშირში, იგი დაკავშირებულია დედამიწის სულთან და არა მარტო ხომალდი, არამედ დედამიწის დამცავი საომარი ობიექტია. ეს ხომალდი დღესაც სფინქსის ქვეშ ინახება.სამმა მასწავლებელმა მოქმედებაში მოიყვანეს ხომალდი და ატლანტიდაზე დაბრუნდნენ, სადაც ზუსტად პოლუსების ცვილებამდე ხომალდზე აიყვანეს 1600 ამაღლებელი მასწავლებელი და სანამ ატლანტიდა ჩაიძირებოდა, ეგვიპტისკენ გაემართნენ, ატლანტიდა ერთდღეში – საშინელი მიწისძვრებით, ვულკანებით, წყალდიდობებით… დაიღუპა და დედამიწაზე დადგა სამდღენახევრიანი სიბნელე-სიცარიელე.კაცობრიობის 1600 მასწავლებელი ამ სამი დღის მანძლზე ხომალდში იმყოფებოდნენ. რომელიც დიდი პირამიდის თავზე იჯდა, ისინი დაცული იყვნენ ხომალდის ველით. სამდღენახევრის შემდეგ როდესაც დედამიწა გამოვიდა დიდი სიცარიელიდან, უკვე მესამე განზომილებაში ვიყავით ჩამოვარდნილები და მხოლოდ ეს 1600 ინახავდა მეხსიერებას და მათზე ბევრად იყო დამოკიდებული კაცობრიობის შემდგომი განვითარება……..
მას შემდეგ რაც ჩვენ – როგორც შედარებით მცირერიცხოვანი ფიზიკურად გადარჩენილი, ასევე გარდაცვლილები ანუ ასტრალურ პლანზე გადანაცვლებულები ჩაკეტილი აღმოვჩნდით მესამე განზომილებაში, ამაღლებული მასწავლებლები სამ ჯგუფად გაიყო: ერთი ჯგუფი დარჩა ეგვიპტეში და დაარსეს ტატის საძმოს შიგა წრე, რომელიც დღემდე არსებობს და უძველესი სიბრძნის მცველ საიდუმლო ორგანიზაციად ითვლება, მეორე ჯგუფი წავიდა სამხრეთ ამერიკაში – ტიტიკაკას ტბის მიდამოებში და მესამე ჯგუფი ტიბეტში. სამ ჯგუფად გაყოფა შემთხვევითი არ ყოფილა, ეგვიპტე დახდა ჩვენი ცივილიზაციის მამაკაცური საწყისი, სამხრეთ ამერიკა (პერუ) – ქალური, ხოლო ტიბეტი, ნეიტრალური, იგივე ბავშვი, ანუ ორივე ასპექტის შემაერთებელი და მატარებელი.მეცნიერები ეგვიპტურ, ინდიელების, შუმერების ცივილიზაციებს საფეხურებად განვითარებს უწოდებენ, რადგან ისინი ჩვეულებრივი აღმავალი გზით კი არ ვითარდებოდნენ, არმედ გარკვეულ პერიოდში აღწევდნენ განვითარების პიკს, ფლობდნენ საოცარ კოსმოგონიურ ცოდნას და მერე იწყებდნენ დაცემას, შემდეგ კვლავ რაღაც ცოდნის საფუძველზე იწყებდნენ განვითარებას, რასაც ისევ დეგრადაცია მოყვებოდა და ასე შემდეგ, სანამ საბოლოოდ არ განადგურდნენ. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ამ ცივილიზაციებს გარკვეული პერიოდულობით ამაღლებული მასწავლებლები აწვდნიდნენ მზამზარეულ ცოდნას, რომელსაც მერე ქურუმები ინახავდნენ, მაგრამ კალი-იუგის გავლენის გამო დიდხანს არ შეეძლოთ ამ ინფორმაციის აზრის გაგება…..

…….ამაღლებული მასწავლებლები, რომლებსაც სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ: ზეადამიანები, მაჰათმები, კაცობრიობის მასწავლებლები, უკვდავი წმინდანები და სხვა და რომელთაც შეუერთდა ეხნატონის მისტერიის სკოლის 300 მოსწავლე, რომელთაც უკვდავებას მიაღწიეს (მათ შორის იყო მარიამ ღვთიშნშობელიც), სხვანაირად ცნობილია როგორც “დიდი თეთრი საძმო”, ეს საძმო დედამიწაზე მუშაობს 72 მისტიური ორდენის მეშვეობით, ამ 72 ორდენს სხვანაირად alfa&omega ქვია, მათ შორის პირველი ანუ ალფა – “მელქისედეკების ორდენია”, ბოლო – ომეგა კი “შვიდი სხივის ორდენი”, მათ ეკუთვნის ესსეებიც, როზენკროიცერებიც, ყველა ამ ორდენის შიგა ფარულ წრეს ამაღლებული მასწავლებლების გარკვეული ჯგუფი შეადგენს.

GeoAstro.Ge

скачать dle 11.3
20-10-2013, 17:40
Вернуться назад