DataLife Engine / ტყუპები (21 მაისი – 21 ივნისი)

ტყუპები (21 მაისი – 21 ივნისი)

ტყუპები (21 მაისი – 21 ივნისი)







ტემპერამენტი და ხასიათი


მხატვრების რთული ნიშანია, ჰაერის ნიშანი, რომელიც ცვალებადობს მერკურის გავლენით, გაორებულია. ინტელექტუალური, უშუალო, კარგი მოსაუბრე, ვაჟკაცური,
ტყუპები მხოლოდ მერკურის გავლენის ქვეშ იმყოფებიან. ეს ინსტიქტურ გულგრილობას ნიშნავს, რომელიც დამცავ მექანიზმს წარმოადგენს კრიტიკის, ირონიის, ნებისმიერი ხუმრობის, ემოციური ზემოქმედების წინააღმდეგ.
მერკურის გავლენის ქვეშ დაბადებულები ისწრაფვიან განაგონ საკუთარი თავი, დაიცვან და მოაწყონ თავიანთი ცხოვრება საკუთარი ინტერესების შესაბამისად. ისინი ეძებენ სიმარტივეს, მაგრამ ამას ხშირად ნევრასტენიამდე მიყავს ისინი. უყავრთ თამაში, აქვთ გამჭრიახი გონება. ცოცხალნი, მოხერხებულნი, ცოდნის მოყვარენი არიან, ზოგჯერ წარუმატებლობას განიცდიან ცვალებადობისა და დაბნეულობის გამო. განვითარებულ გონიერებას უნდა დაემატოს მტკივნეული მგრძნობელობა, ცვალებადობა და წვრილმანების გაზვიადებისკენ მიდრეკილება. ისინი გაუწონასწორებელნი, არათანმიმდევრულნი არიან, რამოდენიმე საქმეს ერთდროულად აკეთებენ, მაგრამ ამავე დროს პრაქტიკულებიც არიან. მგრძნობიარობას, ეგოისტურობას, აგრეთვე მეწვრილმანეობას იჩენენ. ტყუპების არსებობა ყოველთვის ბოლომდე ბედნიერი არ არის. უიღბლობისა და საოჯახო საზრუნავის გამო ისინი ხან დოვლათით ტკბებიან, ხან კი სიღარიბეში იტანჯებიან. წარუმატებლობის მიზეზი ზოგჯერ ენერგიის არქონა და საქმეების თვითდინებაზე გაშვება ხდება. მათ ზიანს აყენებს ფატალიზმისა და ცვალებადობისკენ მიდრეკილება. თუ ძალისხმევას გამოიყენებენ, ტყუპებს შეუძლიათ წარმატების მიღწევა. ისინი მსუბუქი ხასიათის და ცვალებადი ბუნების არიან. ეს შინაგანი ინტელექტუალებია. მათ ცვალებადი ხასიათი აქვთ და ადვილად იტაცებენ ყველაფერს, სიგიჟემდე უყვართ კამათი და ქეიფი, გააჩნიათ ორმაგი ცხოვრებით ცხოვრების უნარი. ტყუპები ეგოცენტრულები, ხშირად ემოციურები, ცივები და ყოველთვის მერყევნი არიან. ასტრონომები ამას ხსნიან იმით, რომ მერკური- უსქესო პლანეტაა, ის გავლენას ახდენს ტყუპებსა და ქალწულზე, რომელთაც არ გააჩნიათ გრძნობები. ისინი მოხერხებულნი, შეუპოვარნი და საზრიანები არიან. სატურნის არახელსაყრელი მდებარეობისას მოუწესრიგებელი, უკონტაქტო ადამიანები იბადებიან. ტყუპები საყვარელი, ჭკვიანი, მსუბუქი, თავისუფალი, დამთმობი ადამიანები არიან, მათ უყვართ შეხვედრები, მოგზაურობა, შემთხვევითი კონტაქტები და კავშირები. ქალებს ჭრელი ტანსაცმლის ტარება მოსწონთ. ტყუპების ნიშანი მართავს ნერვულ სისტემას. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებებულებს გააჩნიათ სწრაფი რეაქცია, ხშირად აქვთ ლიტერატურული ნიჭი. ნიჭიერი ტყუპების ნეგატიურ თვისებას წარმოადგენს ცვალებადობა. უზარმაზარია მათი შეწყობის უნარი ისევე, როგორც მიდრეკილება ტყუილისა და არაორგანიზებულობისკენ. არც ისე ძლიერებს, მათ ეშინიათ დაღლილობის, ვინაიდან მალე იღლებიან იმის გამო, რომ მათი სიმკვირცხლე აღემატება მათ ძალებს.

პროფესიები

ტყუპების ნიშნის ქვეშ იბადება ბევრი გონივრული შრომის ადამიანი. ტყუპები არჩევენ ისეთი სახის სამუშაოს, რომელიც დაკავშირებულია შთაბეჭდილებების და საქმიანობის მუდმივ ცვლასთან: სარეკლამო სამსახურის აგენტები, მენეჯერები, ტელე- და რადიო რეპორტიორები. ტყუპებს შეუძლიათ იმუშაონ მსახიობებად, ჟურნალისტებად, გამომცემლებად, მდივნებად, საფოსტო მსახურებად, ბუღალტრებად, მწერლებად, წვრილ ვაჭრებად, მეცნიერებად. არსებობს მჭიდრო კავშირი ტყუპების თანავარსკვლავედსა და ლიტერატურულ ნიჭს შორის. პრაქტიკულად ყველა მათგანს გააჩნია სიტყვის ნიჭი და ფრაზების აგების უნარი. ისინი მარჯვედ ადგენენ მოხსენებებს, ანგარიშებს, დოკუმენტებს და სახელმძღვანელოებს, წერენ წიგნებს _ უმთავრესად რომანებს ან სამეცნიერო-პოპულარულ ლიტერატურას. ტყუპები ძალიან იშვიათად წერენ მემუარებს და მიყავთ საკუთარი დღიური, მათ აქვთ ენების ათვისების უნარი, ამიტომ მათ შორის ხშირად გვხვდებიან პოლიგლოტები. საყვარელი ენა, ჩვეულებრივ, ფრანგულია. ტყუპების მეტყველების ნიჭი იმდენად დიდი და მრავალფეროვანია, რომ მათ შეუძლიათ ნებისმიერი ვინმე დააჯერონ ნებისმიერ რამეში. ტყუპების ბაგეში ყველაზე აბსურდული იდეა გონივრულად ჟღერს, ხოლო სიცრუე – სიმართლეს ჰგავს. მსგავსი თვისება ზოგიერთ მათგანს უპატიოსნო გზისკენ უბიძგებს, მაგრამ ეს არც ისე ხშირად ხდება, რადგან სულის სიღრმეში ის იდეალისტია. და მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ნიჭს ხელების არაჩვეულებრივ მოხერხებულობასთან ერთად შეუძლია ისინი კრიმინალური მეცნიერების უბადლო ოსტატად აქციოს.
ტყუპებთან ძნელია შეჯიბრი მეწარმეობის დარგში. არიან რა ჭკუამხიარულები, მათ გააჩნია წარმოსახვა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის უნარი.
მერკურის შეუძლია აქციოს ტყუპები როგორც გენიოსებად, ისე ავანტიურისტებად. სატურნი დადებით გავლენას ახდენს მერკურზე და თუ მას ტყუპებისთვის ხელსაყრელი მდებარეობა უჭორავს, მაშინ იბადებიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება ფილოსოფიისკენ, პედაგოგიკისკენ, დიპლომატიური საქმიანობისკენ.

სიყვარული


ტყუპი-მამაკაცის სიყვარული მსუბუქი და სასიმოვნოა, მხოლოდ თუ მას არ მიეცემით მთელი ვნებით. მას გააჩნია რაღაცნაირი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სულიერი არსი, რომელსაც ის არავის არ გაუზიარებს. არ არის საჭირო ურთიერთობების დაძაბვა და დრამატიზირება, ყველაფერს მშვიდად და მარტივად უნდა მოეკიდოთ, არ უნდა მოაბეზროთ თავი და ყოველთვის შეეცადოთ მისი წარმოსახვის გაღვიძებას. არ შეეწინააღმდეგოთ მის ცვალებადობას, არამედ შეიცვალოთ მასთან ერთად. უნდა იყოთ ცოცხალი საინტერესო მოსაუბრე იმიტომ, რომ ტყუპებისთვის ყველაზე მთავარია პარტნიორის ინტელექტუალური დონე, ის უპირატესობას მიანიჭებს, პირველ რიგში, არა მორთულობას, არამედ მახვილგონიერებას. როგორც წესი, ტყუპები არაერთხელ ქორწინდებიან, თუმცა რაც უფრო გვიან შედგება პირველი ქორწინება, მით მეტია ალბათობა იმისა, რომ ის დიდხანს შენარჩუნდება, შესაძლებელია სამუდამოდაც კი. ტყუპებს გააჩნია ფარული აზრების ამოცნობის უნარი. შეყვარებულ ტყუპ -მამაკაცს თან მოაქვს გარე სამყაროდან დაცულობის გრძნობა, ტყუპი მხად არის დახმარებისთვის ყოველთვის და ყველაფერში, მაგრამ თითქმის ყველა წესს აქვს გამონაკლისი და ამ გამონაკლისს წარმოადგენს ტყუპი მიჯნური, აქ უკვე ყოველგვარ საიმედოობაზე საუბარი ზედმეტია. მას შეუძლია წავიდეს პურზე გვერდით მდებარე მაღაზიაში და დაბრუნდეს სამი დღის შემდეგ. ფარული სასიყვარულო კავშირები ხშირად წარუმატებლობით მთავრდება. მათი გრძნობები ზედაპირულია. ადრეულ ახალგაზრდობაში ტყუპი ქალი აბსოლუტურად ამოუცნობია და სიყვარული მისთვის მხოლოდ თამაშია. მაგრამ ასაკთან ერთად მასთან ურთიერთობა უფრო საინტერესო ხდება. უდიდესი ძალით ავლენს ის საკუთარ თავს სიყვარულში, ვინაიდან სწორედ სიყვარული არის ის დარგი, სადაც ყველაზე კარგად ვლინდება ქალური არსი, იხსნება მისი სიმდიდრე და ბუნების სირთულე. ის სენტიმენტალური და რომანტიული, მიმზიდველი და ჭკვიანია. ვერავინ შეედრება მას საზრიან სიყვარულში. მასთან ვერასდროს ვერ მოიწყენ. ქალი- ტყუპის ერთგულებაში დასარწმუნებლად ყოველთვის მის გვერდით უნდა იყო, მას ყოველთვის უნდა შეახსენო საკუთარუ თავი. მას არ შეუძლია საკუთარი ემოციების და გრძნობების დამორჩილება, ხშირად ეცვლება ბუნება.скачать dle 11.3
13-10-2013, 04:44
Вернуться назад