DataLife Engine / ბედის ციფრის გამოთვლა და პარტნიორული შეთავსებადობა

ბედის ციფრის გამოთვლა და პარტნიორული შეთავსებადობა

ბედის ციფრის გამოთვლა და პარტნიორული შეთავსებადობა

ნუმეროლოგიის საშუალებით გამოთვალეთ თქვენი და თქვენი პარტნიორის ბედის ციფრი და გაიგეთ თუ როგორი ურთიერთშეთავსება გაქვთ.
ბედის ციფრის გაგება ძალიან მარტივია და ეფუძნება ნუმეროლოგიის მთავარ მეთოდს - დაბადების თარიღის (დღე, თვე, რიცხვი) ციფრთა ჯამის გამოთვლას.
მაგალითად, თქვენ დაიბადეთ 1950 წლის 23 სექტემბერს (23.9.1950) წელს. განაცალკევეთ ეს ციფრები და მიუმატეთ ერთმანეთს:
2+3+9+1+9+5=29.
შემდეგ ვაჯამებთ მიღებულ ციფრს
2+9=11.
თავის მხრივ, მასაც ვაცალკევებთ და ვაჯამებთ:
1+1 =2 მივიღეთ ბედის ციფრი 2,
რასაც თავისი შესაბამისი ინტერპრეტაცია აქვს. იგივე მეთოდით შეგიძლიათ გაიგოთ თქვენი პარტნიორის ბედის ციფრი და გააკეთოთ ანალიზი.


ციფრი 1
ამ ციფრის პატრონები არიან ძალიან სექსუალურები, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში უჭირთ ამოირჩიონ ცხოვრების თანამგზავრი, რაც მიგვითითებს მათ არასერიოზულ დამოკიდებულებაზე ამ საკითხის მიმართ. თუმცა ამ ციფრის მფლობელებს იზიდავთ ისეთი ადამიანები, რომლებიც სერიოზულად უყურებენ ცხოვრებას, მაგრამ მათ ყოველთვის არ ესმით, ის, რომ სასიყვარულო ან პარტნიორული ურთიერთობა გვთავაზობს თანასწორუფლებიან კავშირს, არა მხოლოდ საწოლში, არამედ ზოგადად ურთიერთობებში. თუ მათ გააკეთეს თავისი არჩევანი, საბოლოო ჯამში იქნებიან მოსიყვარულე მეუღლეები და მზრუნველი მშობელები.
ციფრი 2
ასეთი ადამიანებისთვის აუცილებელია ოჯახური მდგომარეობა, სიმყუდროვე, სიმშვიდე, ამიტომ მათ პარტნიორებს უნდა ჰქონდეთ საღი აზრი და პრაქტიკულობა. სექსუალური ლტოლვა შეიძლება მეორეხარისხოვანი გახდეს და ადგილი დაუთმოს გრძელვადიან სასიყვარულო ურთიერთობებს. მგზნებარე ვნებების გარეშე ოჯახი არ დაკარგავს ბედნიერებას. ასეთი ადამიანები - ერთგულნი და უღალატონი არიან.
ციფრი 3
ასეთ ადამიანებს ძლიერი ლტოლვა გააჩნიათ საპირისპირო სქესის მომხიბვლელი წარმომადგენლებისადმი. თავადაც მომხიბვლელნი არიან და ადვილად იზიდავენ ადამიანებს. მაგრამ სტაბილური ოჯახისთვის აუცილებელია ბევრად უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ მომხიბვლელობა, ამიტომ ასეთმა ადამიანმა უნდა შეისწავლოს ადამიანების შინაგანი სამყარო. ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით ახალგაზრდობაში ბევრი ვარდება ილუზიაში. მსგავსმა იდეალიზმა და ოჯახის შექმნის საკითხში არასწორმა დამოკიდებულებამ შეიძლება იმედგაცრუება გამოიწვიოს. მათ უნდა ისწავლონ და მიხვდნენ იმას, რომ ერთადერთი გარანტია ოჯახის სიმყარისა ეფუძნება პარტნიორის ინტერესებს, ასევე ერთობლივ მოქმედებას. ეს ერთმანეთის მიმართ სიყვარულს და პატივისცემას გააძლიერებს.
ციფრი 4
მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები საკმაოდ ჩაკეტილები არიან, ყველას ესაჭიროება ჩვეულებრივი ოჯახი და ჭეშმარიტი სიყვარული. მათ უფრო სხვა ოჯახური ფასეულობები აქვთ. უმეტეს შემთხვევაში, ფლირტი და სექსი არ აინტერესებთ, მათთვის მთავარი სიყვარულია, რასაც სერიოზულად ეკიდებიან. ურთიერთობებში მთავარ მიზნად ქორწინებას ისახავენ. ციფრი 4-ის პატრონები არ გადადგამენ სერიოზულ ნაბიჯს მანამ, სანამ ბოლომდე არ გაერკვევიან საკუთარ გრძნობებში. ისინი შორს არიან რომანტიკული ურთიერთობებისაგან და უფრო რაციონალურ ადამიანებად გვევლინებიან.
ციფრი 5
პარტნიორის ძიებაში ისინი მეტწილად დაუფიქრებელ და თამამ ხასიათს ავლენენ. მათ შეიძლება ჰყავდეთ რამდენიმე პარტნიორი ერთად. ეს ხდება მანამ, სანამ არ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას. მათ უყვართ ექსპერიმენტები სასიყვარულო სფეროში და დიდხანს შეუძლიათ ლოდინი. მათი ქორწინება ან ინტიმური ურთიერთობა იღბლიანი იქნება თუ უიღბლო, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა როლი ეკავება პარტნიორებს, მზად იქნებიან თუ არა სულიერი საზრდოთი გაამყარონ სასიყვარულო კავშირი. მათ ეუხერხულებათ გრძნობების გამოხატვა, სიტყვები მათთვის თამაშობს მთავარ როლს, ვიდრე მოფერება და ხან თვით სექსიც კი. წლების განმავლობაში ისინი მიხვდებიან, რომ ჰარმონიისთვის მხოლოდ სიტყვები არ კმარა.
ციფრი 6
ციფრი 6 - ის პატრონები ძალზე სექსუალურები არიან. პარტნიორთან ურთიერთობაში ყურადღებას აქცევენ ურთიერთგაგებას და ასევე მატერიალურ მხარეს. ხოლო თუ სექსში ვერ შეეწყობიან და არ იქნება ორმხრივი სიყვარული, მაშინ ასეთი კავშირი მოიტანს იმედგაცრუებას და კრახით დასრულდება. ასეთ ადამიანების გრძნობები უფრო ღიად უნდა იქნას გამოხატული. გულახდილობა უფრო მეტად გახსნის მათ და ნამდვილ ბუნებას გამოავლენინებს.
ციფრი 7
ასეთ ადამიანებთან ჰარმონიული ურთიერთობების შენარჩუნება ადვილი არ არის, თუმცა შვიდიანებთან ბედნიერი ქორწინება ნიშნავს ერთგულებას, პასუხისმგებლობის გრძნობას, საერთო ინტერესებსა და მიდგომას ბავშვების აღზრდის საკითხებში.
ციფრი 8
თუ ეს ადამიანები ადრეულ ასაკში დაქორწინდებიან, მათ პარტნიორებს დასჭირდებათ დიდი მოთმინება და გამძლეობა, რადგან სწორედ ამ პერიოდში ისინი მთლიანად გატაცებულები არიან დასახული მიზნის მიღწევით. შეუძლიათ დაანგრიონ სასიყვარულო ურთიერთობები, ამიტომ მათთვის უკეთესია გვიანი ქორწინება. ამ დროს გრძნობებიც დაუსტაბილურდებათ. ჯამში თუ მათ გააკეთეს სწორი არჩევანი, იქნებიან ერთგული და მოსიყვარულე მეუღლეები. მათ ოჯახურ ცხოვრებაში განსხვავებული ცვლილებები შემოაქვთ. ბევრი მათგანი მზად არის ქორწინება ნებისმიერ ასაკში კარიერის გამო გასწიროს.
ციფრი 9
ეს ადამიანები მთლიანად იძირებიან სიყვარულის მორევში და დიდი სურვილი აქვთ, რომ სხვებსაც უყვარდეთ. ცხრიანები მზად არიან სიყვარულის გულისთვის წავიდნენ ყველაფერზე. ობიექტის მიმართ კარგავენ ინტერესს მაშინ, თუ დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოახერხეს მისი მოხიბვლა. უმეტეს შემთხვევაში, ქორწინება ამ ადამიანებთან იღბლიანია, თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან სექსუალურები არიან. თანასწორობის და ოჯახური ღირებულებების საკითხს უდგებიან სერიოზულად. რაღაც ეტაპზე შეუძლიათ თავიანთ ოჯახურ ურთიერთობებს გადახედონ.
ეს ბედის ციფრის ზოგადი დახასიათება იყო. ქვევით მოცემულია განმარტებანი, რითაც შეგიძლიათ გაანალიზოთ თქვენი და თქვენი პარტნიორის ურთიერთშეთავსება, ზემოთმოყვანილ ინტერპრეტაციებში კი მონახოთ პრობლემის გასაღები.
1 - 1 მყარი კავშირი, მაგრამ ბევრია პრეტენზია და ემოცია. ორივე მხარეს სურს ლიდერობა.
1 – 2 საერთო ჯამში ისინი ავსებენ ერთმანეთს, მაგრამ 1 ყოველთვის თრგუნავს 2-ს. დიდია სკანდალების ალბათობა.
1 - 3 ძალიან ჰარმონიული ურთიერთობაა.
1 - 4 4 ცოტათი ბოჭავს 1-ის მისწრაფებებს, მაგრამ საერთო ჯამში მათ შორის კარგი ურთიერთობაა.
1 - 5 ურთიერთობებში ბევრი მოულოდნელობაა, მაგრამ ეს ციფრები ერთმანეთს ავსებენ.
1 - 6 ღრმა და პოზიტიური ურთიერთობაა, მაგრამ ამ კავშირში 6 ძალიან ჯიუტია.
1 - 7 მათ სჭირდებათ დრო, რათა მიეჩვიონ ერთმანეთს. თავიდან 7 ძალიან საეჭვოდ იქცევა, თუმცა დროთა განმავლობაში კავშირი მყარდება.
1 - 8 რთული ურთიერთდამოკიდებულებაა. ისინი ძლიერად იზიდავენ ერთმანეთს, მაგრამ როგორც კი შეერთდებიან, მაშინვე აყალმაყალი იწყება.
1 - 9 კარგი ურთიერთობაა, ინტერესებისა და სურვილების თანხვედრით.
2 - 2 კარგია, მაგრამ დროთა განმავლობაში შეიძლება მოწყენილობისგან ეს ურთიერთობა ჭაობს დაემსგავსოს, ამიტომ სულ მუდამ ტონუსში ყოფნაა საჭირო.
2 - 3 მშვიდობიანი, ჰარმონიული კავშირია.
2 - 4 თუ მკაცრი 4 მიეჩვევა 2-ის კაპრიზებს, მაშინ ასეთი კავშირი საკმაოდ მყარია.
2 - 5 ძალიან არასტაბილური ურთიერთობაა, ერთგული 2 და ქარაფშუტა 5 ერთმანეთს ძნელად უგებენ.
2 - 6 საუკეთესო შეთავსება, იდეალური კავშირი.
2 - 7 ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო, რათა ურთიერთობა შენარჩუნდეს.
2 - 8 შეთანხმებული კავშირი, 8 მხარს უჭერს 2-ს. ეს კავშირი განსაკუთრებით კარგია საქმიანი ურთიერთობების დროს.
2 - 9 მათ უძნელდებათ დათმობებზე და კომპრომისზე წასვლა. გარედან ეს კავშირი საკმაოდ მყარი ჩანს, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ გარედან!
3 - 3 დინამიური ურთიერთობა, ხანდახან ორივე მხრიდან მოსალოდნელია აგრესიული აფეთქებები.
3 - 4 ამ ურთიერთობაში ბევრი ინტრიგაა. 3 ეხმარება 4-ს უფრო მარტივად შეხედოს სამსახურს და ზოგადად სოციუმს, ხოლო 4 თავის მხრივ ასწავლის 3-ს იყოს უფრო დისციპლინირებული.
3 - 5 უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის, საოცარი კავშირია.
3 - 6 სასარგებლო კავშირია, მათ შორის დიდი თანადგომა და ჰარმონიაა.
3 - 7 კარგია, უბრალოდ კარგია.
3 - 8 ეს კავშირი განსაკუთრებით კარგია საქმიან სფეროში. ბევრი ამბიცია და ვნებაა.
3 - 9 9-ს მოუწევს კომპრომისებზე წასვლა. საერთო ჯამში ჰარმონიული კავშირია.
4 - 4 მყარი კავშირია, ერთმანეთის ერთგულები არიან.
4 - 5 ძალიან კონფლიქტური ურთიერთობაა. სრულიად განსხვავებული ადამიანები არიან.
4 - 6 სტაბილური ურთიერთობაა, თუ თანაარსებობა სტრესულ გარემოში უწევთ. მხოლოდ მაშინ შეუძლიათ ერთმანეთის თანადგომა.
4 - 7 ნაყოფიერი საქმიანი ურთიერთობა, კარგი ქორწინებაა.
4 - 8 ძლიერი ემოციონალური ურთიერთობა. ამ კავშირს ბევრი ფული მოაქვს.
4 - 9 კონტრასტული ურთიერთობა. აუცილებელია საერთო ინტერესების გამონახვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კავშირი დაირღვევა.
5 - 5 ძალიან ცვალებადი ურთიერთობაა, ორივე ციფრს უყვარს პარტნიორებში თავისუფლება და მრავალფეროვნება.
5 - 6 6 ყოველთვის ცდილობს დათრგუნოს 5. არასტაბილური ურთიერთობაა.
5 - 7 ადვილად მსხვრევადი ურთიერთობა.
5 - 8 ეს კავშირი შეიძლება გამოდგეს ძალინ გამოხატულებითი და შემოქმედებითი.
5 - 9 არასტაბილური კავშირია, შეიძლება კარგი აღმოჩნდეს ურთიერთობისთვის ვალდებულებების გარეშე.
6 - 6 სტაბილური ურთიერთობაა, მაგრამ ძალზე მოსაწყენი.
6 - 7 კარგი კავშირია საქმიან ურთიერთობებში. სასიყვარულოს რაც შეეხება - დამაკმაყოფილებელი.
6 - 8 შესაძლებელია განხეთქილებები, განქორწინება. ერთმანეთს ძალიან რთულად უგებენ.
6 - 9 ღრმა კავშირია, სრული ურთიერთგაგება. ეს მაგიური კავშირია.
7 - 7 ძალიან ვნებიანი კავშირია. ეს ორი მისტიკოსია, რომელთაც კარმული კავშირი აქვთ.
7 - 8 ბევრი კონტრასტია, მაგრამ ურთიერთობა ძალიან ვნებიანია.
7 - 9 საჭიროა საერთო იდეალები, რათა ურთიერთობა შედგეს. საერთო სულიერი კავშირია.
8 - 8 კარგი კავშირია. შესაძლებელია საქმიანობაში პროგრესის მიღწევა.
8 - 9 მათი ხასიათი ავსებს ერთმანეთს, მაგრამ მათ შორის მუდამ წარმოიშვება წვრილმანი ჩხუბები და კონფლიქტები.
9 –9 საუკეთესო ურთიერთგაგება, მაგრამ ძლიერი ემოციული აფეთქებების ალბათობაც არსებობს.

რა თქმა უნდა, ის ვინც თავის მეორე ნახევარს ეძებს, ნუმეროლოგიის ამ გამოთვლას გადამწყვეტი ყურადღება არ უნდა მიაქციოს. აქედან შეგიძლიათ რაღაც ნიუანსებსა და ხასიათის შტრიხებს მიაქციოთ ყურადღება.


GeoAstro
скачать dle 11.3
13-12-2013, 22:12
Вернуться назад