DataLife Engine / კურო (21 აპრილი-20 მაისი)

კურო (21 აპრილი-20 მაისი)

კურო (21 აპრილი-20 მაისი)
პლანეტა: ვენერა, ქირონი
ეგზალტირბულია – მთვარე.

ფერები: ლიმნისფერი, ყვითელი, ღია ცისფერი,მუქი ნარინჯისფერი, მომწვანო-მოლიმნისფრო (წითელი ფერი არ არის იღბლიანი).

ქვები: ფირუზი, საფირონი, გიშერი, ოპალი, ზურმუხტი, მწვანე მარმარილო.

ლითონი: სპილენძი.

თილისმა: ბუ, ოქროსკერპი.

იღბლიანი დღეები: ორშაბათი, პარასკევი.

უიღბლო დღე: სამშაბათი

ბედნიერი რიცხვები: 2, 4, 16 (ყველა რიცხვი, რომელიც 6-ზეიყოფა).







ტემპერამენტი და ხასიათი

ვენერასა და მთვარის ორმაგი გავლენა კუროს მგრძნობიარესა და სენტიმენტალურს ხდის, მას უყვარს უბრალო, მაგრამ კარგად შეკერილი ტანისამოსი, არ უყვარს ყელსაბამი, უხეში საყელოები და ჰალსტუხები, უყვარს ნაზი სუნამოები. ტანსაცმელს დიდხანს ხმარობს, ერთსა და იმავე სტილს მიმართავს, თუ თვლის, რომ ის მას უხდება. ჩვეულებრივ, კუროები მშვიდობისმოყვარულნი და მომთმენნი არიან. აქვთ ჰარმონიის მოთხოვნა და ამის გამო ბევრ რამეს ურიგდებიან, მაგრამ საშინელებაა, როდესაც მათ მოთმინებას ბოლო ეღება. კუროებს არ უყვართ კამათი, განსაკუთრებით მაღალ ხმაზე და ვერ იტანენ დისჰარმონიულ ცხოვრებას. ენდობიან თავიანთ აღქმას, შინაგან რწმენას, რომელიც უფრო გრძნობებზეა დამყარებულ, ვიდრე მოსაზრებებზე. ფრთხილი დამკვირებელები არიან, არჩევენ კიდევ ერთხელ გაიხედონ წინ, ვიდრე გააკეთებენ დასკვნებს.
მათ უნდა დასძლიონ აზრი, თითქოსდა მთელი სამყარო მათ ირგვლივ ბრუნავდეს, უნდა ისწავლონ ლოიალურობა.
ისინი გულჩათხრობილნი არიან, როდესაც საკითხი მათ პირად საქმეებს ეხება, მაშინაც კი როდესაც კარგი მოსაუბრენი არიან.
დიდსულოვანი, მაგრამ ამავე დროს ძუნწები და მესაკუთრეები არიან. უნდა ისწავლონ სწორი ბალანსის გაკეთება: `გაცემა-მიღება~.
კუროებს საღი გონიერება და უბრალოება ახასიათებს, მათში გრძნობები უფრო მძაფრია, ვიდრე სხვა ნიშნის წარმომადგენლებში.


პროფესიები


ახალგაზრდობაში ბევრს ფიქრობენ პროფესიის არჩევაზე, სურთ იცოდნენ, რომ ყველაფერი კარგად გამოუვათ და შეძლებენ ყველაფრის კარგად გაკეთებას, ბევრის გამომუშვებას. ეგუებიან გარკვეულ რუტინულობას, განმეორებადობას, რომელიც სტაბილურობის შთაბეჭდილებას ქმნის. იცავენ წესებს და უყვართ წარმატება, არცერთი ნიშანი არ ხარჯავს ამდენ ძალას უმნიშვნელო რამეებზე.
ბიბლიური დროიდან კუროს ნიშანი ასოცირდება სიმდიდრესთან, ფულთან, რომელსაც კურო თავისკენ იზიდავს და რომლებიც უსხლტებათ უიღბლოებს.
ჩვეულებრივ, კუროებს კარგი ხელი აქვთ. მწერალი კუროები მანქანას ხელს არჩევენ, ხოლო თუ ბეჭდავენ მხოლოდ თვითონ.
კუროების საუკეთესო გამოყენება ყველაფერი რაც უზრუნველყოფს დაჯილდოვებას, გრძნობების დაკმაყოფილებას საფერმერო საქმიანობიდან ყვავილების მოშენებამდე, მეცხოველეობა, მზარეულობა, მცხობელობა, სარესტორნო საქმე (ცნობილი შეფ-მზარეულები უპირატესად კუროები არიან).
კარგად ავლენენ თავს ყველაფერში, რაც შეეხება კომფორტს სახლში: არქიტექტურა, შიდა ინტერიერი, მშენებლობა. კარგად არიან განწყობილნი მოდისადმი, საფეიქრო საქმიანობისადმი და ზრუნავენ სილამაზეზე. აქვთ პოეზიის, მწერლობის, პედაგოგიკის (განსაკუთრებით ენების), ფერწერის, მუსიკის, ეკონომიკის, საბირჟო საქმიანობის ნიჭი. როგორც წესი აპოლიტიკურები არიან (მათი შეხება პოლიტიკასთან არ სცდება ეკონომიკას, სოციოლოგიას, ბიოლოგიას, ანთროპოლოგიას).


სიყვარული

ახალგაზრდობაში სიყვარულზე ოცნებობენ, პირველი საყვარლი გაჩენამსე დიდი ხნით ადრე უყვარდებათ `სიყვარული. როდესაც ეს ხდება, მათ სჭირდებათ დრო რათა გამოერკვიონ, გაიხსნან რეალობისა და სხვა პიროვნები წინაშე სანამ მათი პიროვნება გახდება სიყვარულის ობიექტი.
ვნება უფრო მოწიფულ ასაკშიც კი არ ჩნდება მოულოდნელად, ის ნელ-ნელა და შეუმჩნევლად იზრდება, მაგრამ თუ გრძნობები ალაპარაკდა, ამაზე მგრძნობიარე ნიშანი არ არსებობს, ის თავის არჩევანს არ ღალატობს.
კუროებისთვის გრძნობები და სურვილები ერთი და იგივეა. კუროების გატაცება სრულია: ის ბოლომდე მიდის, მიუხედავად იმისა, ტკბილი იქნება თუ მწარე დასასრული. სიყვარულში კუროს ვერ შეაჩერებს ვერც კრიტიკა, ვერც უხერხულობა, ვერც დისკომფორტი, თუმცა სხვა მიმართებაში კურო პრაქტიკულია.
კუროს მგრძნობელობა სექსუალურ აქტზე მაღლა დგას, ის ვლინდება ყველაფერში რაც საყვარელ ადამინას ეხება: ტასაცმელში, სახის ფერში, სუნში, ხმაში. კუროს სიყვარულში იმალება მზის ციალში უდაბური კუნძულის ინტიმურობა და მარტოობა, თბილი და ბნელი გამოქვაბულის მისტიკა. ის ძალიან შთამბეჭდავი და ნაზია, არ არის გართულებული და ხანგრძლივია.
კუროსთვის ძალას ინარჩუნებს მარადიული ერთგულების ძველმოდური რომანტიკული დაპირება,მზად არიან რომეოსა და ჯულიეტას მსგავსად სიკვდილისთვის, თუ მათ სიყვარულს ხელს შეუშლიან, ამასთან ეს დამახასიათებელია, როგორც ახალგაზრდა, ისე ზრდასრული კუროებისთვის, მამაკაცებისთვისაც და ქალებისთვისაც.
მათ სურთ დაეუფლონ თავიანთ მიჯნურს და ბოლომდე ეკუთვნოდნენ მას. თუ სინამდვილე არ შეესაბამება იდეალს, კურო ეჭვიანობის, მოწყენილობის ჯოჯოხეთში იტანჯება, მას არ სურს არანაირი შეგუება და გულის გადაყოლება, ზოგჯერ შეიძლება მოკვდეს გატეხილი გულის გამო.მათ შეუძლიათ სხვა უკიდურესობებშიც ჩავარდნა _ `დონ ჟუანობა~, ალკოჰოლიზმი, მსუნაგობა, მაგრამ ეს შედარებით იშვიათად ხდება.
ქალი- კუროებისაგან ყველაზე საშინელი შინაბერები გამოდიან, მამაკაცი კურო მთლიანობაში უფრო თბილი, დაფიქრებული, ერთგული მიჯნურია, თუმცა მესაკუთრეა, მას სიამოვნებს თავისი რჩეულის ყველა მოთხოვნის დაკამყოფილება და ფუფუნებით განებივრება, ამით ისინი შეიძლება გადაიღალონ კიდეც, მაგრამ ისინი არ კონკურირებენ სხვა მამაკაცებთან თავიანთი მიჯნურის გამო, არ ინაწილებენ მას სხვებთან, არ მიდიან კომპრომისზე, არ ივიწყებენ და არ პატიობენ ღალატს და ტყუილს.
ქალი- კუროები მოითხოვენ მიჯნურებისგან ქედის მოხრას და მათი გრძნობების დამტკიცებას. დარწმუნდებიან თუ არა მათ გრძნობებში გაწონასწორებული, ალერსიანი, გამოცოცხლებულნი ხდებიან და სიამოვნებით ანებივრებენ მამაკაცს სხვადასხვა ხერხებით. ხშირად მათ იციან, როგორ უნდა შეაკავონ მამაკაცი.
ქალებიც და მამაკაცებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სასიყვარულო ურთიერთობების ფიზიოლოგიურ ასპექტს და ვერ ეგუებიან ფრიგიდულ პარტნიორებს.
კუროსთან კავშირი ნიშნავს რთულ მდგომარეობაში ჩავარდნას. ქორწინება კუროსთან არ ითვალისწინებს განქორწინებას და გათვლილია ჰარმონიაზე.
კუროებისაგან ნაზი, თბილი მშობლები გამოდიან, რომელნიც სიამოვნებით ზრუნავენ თავიანთ შვილებზე. ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ვერ იტანენ პარტნიორის ემოციურ სიახლოვეს შვილებთან.
კუროები ამყარებენ ჰარმონიას ოჯახში, ვერ იტანენ ჩხუბს, შეუძლიათ სუსტი დიქტატორობა გამოავლინონ ბავშვების მიმართ. თუ კურო დაძლევს ეჭვიანი მესაკუთრის თვისებებს , მასზე იდეალური მიჯნური არ არსებობს. სენტიმენტალური კურო და მორიელი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან.скачать dle 11.3
13-10-2013, 04:49
Вернуться назад