DataLife Engine / ოშო – საუბრები იესოზე

ოშო – საუბრები იესოზე

ოშო – საუბრები იესოზე
საუბრები იესოს იგავების შესახებ

იოანეს სახარება- თავი პირველი

1. დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი.

2. ის იყო დასაბამიდან ღმერთთან.

3. ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა.

4. მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ნათელი კაცთა.

5. ნათელი ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი.

6. იყო კაცი, მოვლინებული ღვთისგან; სახელი მისი იყო იოანე.

7. იგი მოვიდა დასამოწმებლად, რათა დაემოწმებინა ნათლის შესახებ, რათა ყველას ერწმუნა მისი მეშვეობით.

8. არ იყო ის ნათელი, არამედ რათა ემოწმებინა ნათლისათვის.

9. იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც გაანათლებს ყველა კაცს, მომავალს ქვეყნად.

10. ამ ქვეყნად იყო და ქვეყანა მის მიერ შეიქმნა, და ქვეყანამ ვერ იცნო იგი.

11. თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ შეიწყნარეს.

12. ხოლო ყველას, ვინც შეიწყნარა იგი, მისცა ხელმწიფება ღმრთის შვილებად წოდებულიყვნენ; ყველას, ვისაც სწამს მისი სახელი;

13. და ვინც არა სისხლისაგან, არა ხორცის ნებისაგან, არა მამაკაცის ნებისაგან, არამედ ღმრთისაგან იშვნენ.

14. სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე. და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება მხოლოდშობილისა მამის მიერ.

15. იოანე მოწმობს მისთვის და ღაღადით ამბობს: ეს არის იგი, ვისთვისაც ვთქვი: ჩემს შემდეგ მომავალი ჩემი წინამორბედია, ვინაიდან ჩემზე უწინარეს იყო.

16. და მისი სავსებისგან ყველამ მივიღეთ მადლი მადლისა წილ.

17. რადგან რჯული მოსეს მიერ მოგვეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა.

მე მინდა ვილაპარაკო ქრისტეზე მაგრამ არა ქრისტიანობაზე. ქრისტიანობას არაფერი აქვს საერთო ქრისტესთან. ფაქტიურად ის ისევე წინააღმდეგია ქრისტესი როგორც ბუდიზმი ბუდასი ან ჯაინიზმი მაჰავირასი. ქრისტე თავისთავადაა რაღაც ისეთი,რომლის ორგანიზებაც არ შეიძლება: მისი არსია ბუნტი და ეს ბუნტი შეუძლებელია იყოს ორგანიზებული. იმწუთში როდესაც იქნება ამის მცდელობა თქვენ მოკლავთ მას. შემდეგ დარჩება უბრალოდ გვამი რომელსაც შეგეძლებათ ეთაყვანოთ მაგრამ ის უკვე ვეღარ მოახერხებს თქვენს შეცვლას. თქვენ ათრევთ თქვენს ტვირთს საუკუნიდან საუკუნემდე მაგრამ ის მხოლოდ დაგამძიმებთ და ვარ გაგანთავისუფლებთ.

ამიტომაც დაე დასაწყისიდანვე ყველაფერი იყოს აბსოლუტურად ნათელი: მე მთლიანად და ტოტალურად ქრისტესთან ვარ ხოლო ჩემი თუნდაც უმცირესი ნაწილაკიც კი არ არის ქრისტიანობაში.

თუ თქვენ გსურთ ქრისტე, მოგიწევთ აღმოჩნდეთ ქრისტიანობის მიღმა და თუ ძალიან ეჭიდებით ქრისტიანობას, ვერ მოახერხებთ მის გაგებას იგი ყოველგვარ ეკლესიაზე მეტია. ქრისტე არის მთლიანი არსი რელიგიის,მასში რეალიზდება კაცობრიობის მთელი მისწრაფება, ის იშვიათი სინთეზია.

ჩვეულებრივ ადამიანი ცხოვრობს აგონიაში, ფორიაქში და ტკივილში ამიტომაც თუ თქვენ შეხედავთ კრიშნას ნახავთ რომ, ის სულ სხვა პოლუსს მიეკუთვნება, ის ცხოვრობს ექსტაზში აქ არ არის არანაირი აგონია ყოველგვარი ტანჯვა მასთან ქრება. თქვენ შეიყვარებთ მას, გარკვეული დროის მონაკვეთში იცეკვებთ კიდეც მასთან ერთად მაგრამ თქვენს შორის ვერ წარმოიშვება ხიდი. ის ექსტაზშია თქვენ კი აგონიაში სად შეიძლება იყოს ხიდი ?

ბუდასთან კიდევ უფრო რთულდება სიტუაცია. ის არც ტანჯვაშია და არც ექსტაზში ის მთლიანად გარინდულია და მშვიდი. ის ისე შორსაა რომ, დანახვა კი შეიძლება მაგრამ დაჯერება რომ, საერთოდ არსებობს ძალიან ძნელი. ის ჩანს როგორც მითი, საკრალური სურვილი მთელი კაცობრიობის. როგორ შეიძლება ესეთი ადამიანი დადიოდეს დედამიწაზე რომლმაც გადალახა ტანჯვაც და ექსტაზიც ? ის ძალიან შორს არის თქვენგან.

იესო ! აი კულმინაცია ყოველგვარი მოლოდინის იგი ისევე განიცდის როგორც თქვენ,ზუსტად ისევე როგორც ნებისმიერი დაბადებული ადამიანი, ის იტანჯება ჯვარზე და ასევე ისეთივე ექსტაზშია როგორშიც იყო კრიშნა მაგრამ არის მომენტები როდესაც სულ უფრო და უფრო უახლოვდებით მას და ხედავთ რომ, მისი შინაგანი არსება არც ჯვარია და არც ექსტაზი არამედ ტრანსცედენტაცია, გადალახვა ამ ყოველივის.

ამაშია სწორედ იესოს სილამაზე: არსებობს ხიდი თქვენსა და მას შორის ! თქვენ შეგიძლიათ ნელ ნელა მიუახლოვდეთ და მას კი შეუძლია მიგიყვანოთ შეუცნობელთან ისე რომ, ვერც კი შეამჩნევთ ზუსტად როდის გადახვედით საზღვარს სადაც იწყება ღმერთი.

თქვენ შეგწევთ უნარი ენდოთ მას, ის ხომ ესე გგავთ თქვენ და თან არ გგავთ, მასში თქვენი ტანჯვის ნაწილიცაა და სწორედ ამიტომ შეგიძლიათ გაიგოთ მისი ენა.

აი რატომ გახდა იესო კაცობრიობის ისტორიის ნიშანსვეტი, შემთხვევით არ არის რომ, მისი დაბადება ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. ეს ესეც უნდა იყოს. ქრისტემდე სხვა სამყაროა და მას შემდეგ სრულიად სხვა. ის არის დემარკაციის ხაზი კაცობრიობის ცნობიერებაში. არსებობს უამრავი კალენდარი, უამრავი თარიღის გამომთვლელი სისტემა, მაგრამ სწორედ ის კალენდარი რომელიც ეფუძნება ქრისტეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რაღაც შეიცვალა ადამიანში მის გამოჩენასთან ერთად. მასთან ერთად რაღაც ახალმა შემოაღწია დედამიწაზე.

ბუდა სრულყოფილია, მაგრამ ის თითქოს არ ეკუთვნის ამ სამყაროს, კრიშნა შეიძლება გიყვარდეთ მაგრამ არ არსებობს ხიდი თქვენს შორის. იესო კი თავადაა ხიდი !

სწორედ აქედან გამომდინარე მე გადავწყვიტე ვილაპარაკო ქრისტეზე.

მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ, მე არ ვლაპარაკობ ქრისტიანობაზე. ეკლესია ყოველთვის იესოს წინააღმდეგაა მომართული. როდესაც ორგანიზებას გაუკეთებთ ბუნტს ეს ესეც უნდა მოხდეს მან უნდა განიცადოს კრახი. ბუნტი მხოლოდ მანამდეა ჭეშმარიტი სანამ ის არის ქაოსი როგორც ქარიშხალი, შესაძლებელია კი ქარიშხლის მოწესრიგება ?

იესოსთან ერთად ქაოსი იჭრება ადამიანის ცნობიერებაში, ამიერიდან წესრიგი ვეღარ დამყარდება გარედან საზოგადოების მიერ, თქვენი შინაგანი წესრიგი თქვენვე უნდა შექმნად. იესომ შემოიტანა თქვენში ქარიშხალი ეხლა თქვენ უნდა დაიბადოთ ამ ქაოსიდან სრულიად ახალი, წესრიგი რომელიც დამყარდება თქვენი არსების ცენტრიდან არ იქნება ახალი ეკლესია, არამედ ახალი ადამიანი, ახალი ცნობიერება და არა ახალი ორგანიზაცია – ეს არის სწორედ აღმოჩენა.

სიტყვები იოანეს სახარებიდან ალბათ რადენჯერ გექნებათ ნანახი ! რადენჯერ მოსმენილი ! ისინი გახდნენ თითქმის არაფრის მომცემნი უკვე ტრივიალურნიც. იმდეკჯერ იმეორებდნენ მათ რომ, მათი მოსმენისას უკვე აღარანაირი ზარი აღარ რეკავს თქვენში, მათი არსი დაკარგულია, მაგრამ თუ იქნებით ცოტათი მაინც ფხიზლად, ცოტათი უფრო მეტად ცნობიერნი მათი მნიშვნელობა ისევ შეიძლება იქნას დაბრუნებული, აქ კოლოსალური პოტენციალია მაგრამ მათთვის ისევე უნდა ვიბრძოლოდ როგორი ბრძოლითაც ზღვას ართმევენ ხმელეთს. ქრისტიანობამ გაახვია ეს საოცარი სიტყვები იმდენნაირი ინტერპრეტაციის საბურველში რომ, მათი პირველადი სისუფთავე დაიკარგა მღვდელმსახურების ბაგეებში. ისინი იმეორებენ როგორც თუთიყუშები ისე რომ არც ესმით და არც თრთიან ამ სიტყვების სიწმინდით. როგორც მექანიკური რობოტები მხოლოდ იმეორებენ სიტყვებს როდესაც მათი ჟესტებიც კი არ არის ნამდვილი ესეც კი ნასწავლია.

ერთხელაც მე ვიყავი მიწვეული ინდოეთის ერთ ერთ ყველაზე დიდ ქრისტიანულ საღვთისმეტყველო კოლეჯში, ყოველ წელიწადს უამრავი მღვდელმსახური თუ ქრისტიანი მისიონერი ამთავრებს მას და როდესაც მათვალიერებინებდნენ იქაურობას გაკვირვებული დავრჩი, იქ ასწავლიდნენ მათ ყველაფერს, როგორ ელაპარაკათ, როგორ მდგარიყვნენ საეკლესიო კათედრაზე, რაზე გაეკეთებინად აქცენტები, როგორი ჟესტიკულირება ქონოდათ ქადაგებისას – ეს ყველაფერი ნასწავლი უნდაყოფილიყო მათთვის ! ზუსტად ესე იქცევა ყველაფერი ფარსად, თითოეული გამოიმუშავებს მხოლოდ ყალბ ჟესტიკულირებას.

სახარების ეს სიტყვები არის როგორც ცეცხლი, მხოლოდ მრავალსაუკუნოვანი თუთიყუშებრივი გამეორებებით ეს ცეცხლი დაიფარა ბევრი მტვრით. მე შევეცდები კვლავ გავაღვიო იგი. იყავით ძალიან ყურადღებით რადგან ეხლა ჩვენ შევუდგებით ოდითგანვე ცნობილ გზას სრულიად უცნობი თვალთახედვით. ჩვენ შევაბიჯებთ ზალზედ ნაცნობ ტერიტორიაზე საერთოდ ახალი დამოკიდებულებით მის მიმართ. ჩემი მცდელობა იქნება რომ მოგცეთ სრულებით ახალი ცნობიერება მის შესამჩნევად. მე გათხოვებთ ჩემ თვალებს რომ დაინახოთ ძველი ახლებურად, ახალი თვალებით თქვენთვის ყველაფერი იქნება ახალი, ისმინეთ :

დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი

უპანიშადები ისმის როგორც სუსტი ხმა, ვედები ფერმკრთალდება აქ: დასაწყისში იყო სიტყვა !

მაგრამ რას გულისხმობს სახარება: ”დასაწყისში” ? ქრისტიანობა ინტერპრეტირებდა მას თითქოს და მართლაც იყო რაღაც დასაწყისი. ისინი იყენებდნენ ამ სიტყვას: ”დასაწყისში”, როგორც აღმნიშვნელს რაღაცის დროში დაწყების.

მაგრამ დროის გარეშე როგორ შეიძლება იყოს რაღაცის დასაწყისი, ამისთვის პირველ რიგში დრო უნდა არსებობდეს და თუ მანამდე არ არსებობდა დრო მაშინ რას უნდა ნიშნავდეს ეს ?

”დასაწყისში” ეს თავად არის დროის ნაწილი და ის ვერ იქნება დროზე ადრე, ამიტომ ”დასაწყისში” არ ნიშნავს რომ, ერთხელაც ღმერთმა შექმნა ყველაფერი. ეს აბსოლუტური სიბრიყვეა. არ შეიძლება იყოს საერთო დასაწყისი, დასაწყისი საერთოდაც არ ყოფილა ისევე როგორც ვერ იქნება საერთო დასასრული. ღმერთი თუ მუდმივია მისი შემოქმედებითი ძალაც მუდმივია, ეს იყო ასე და ასევე დარჩება მუდამ.

ამ სიტყვის ირგვლივ ”დასაწყისში” ასწლეულობის განმავლობაში მიმდინარეობდა უამრავი კამათი. არსებობდნენ სასულიერო პირები რომლებიც ცდილობდნენ კიდეც დაედგინათ ზუსტი დრო: ქრისტეს შობამდე ოთხი ათას ოთხი წლის წინ რომელიღაც ორშაბათს შეიქმნა სამყარო ! და რას აკეთებდა ღმერთი მანამდე ? საერთოდ არაფერს ? მაშინ რატომ მოხდა რომ ერთხელაც, განსაზღვრულ დროს, მან დაიწყო მისი შემოქმედება ?

ეს რჩებოდა პრობლემად მაგრამ პრობლემა წარმოიშვა სწორედ რომ არასწორი ინტერპრეტაციით. არა ! სიტყვა ”დასაწყისში” ეს მხოლოდ და მხოლოდ ფორმაა, თხრობის დაწყების საშუალება. სახარება სადღაც უნდა დაწყებულიყო. სიცოცხლე მარადიულია ის არასდროს არსად არ დაწყებულა მაგრამ ნებისმიერ წმინდა წერილს აქვს დასაწყისი. ამისთვის უნდა შეირჩეს სიტყვა და ვერ მოინახებოდა უკეთესი ვიდრე ”დასაწყისში”, ”დასაწყისში” ეს უბრალოდ ნიშნავს რომ ჩვენ არ ვიცით როდის.

სულ თავიდანვე თუ საერთოდ ქონდა მას ოდესმე თავი, ღმერთი იყო როგორც შემოქმედებითი ძალა, შეიძლება ასეც ითქვას: ღმერთი ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ქმნადობას ამიტომ თქვენ შეგიძლიათ საერთოდაც დაივიწყოთ სიტყვა ღმერთი, სახარებაც კი იწყებს თხრობას მის გარეშე: ”დასაწყისში იყო სიტყვა”.

დასაწყისში იყო სიტყვა

რა სიტყვაზე არის აქ ლაპარაკი ? რას ნიშნავს ეს ”სიტყვა” ?

მან ვინც შეიცნო ჭეშმარიტება, კარგად იცის რომ უაზრობაა დაერქვას რაიმე სახელი ღმერთს . არ არსებობს ამისთვის სახელები, განსაზღვრებები, ყოველი სიტყვა უსუსურია რადგან არცერთ მათგანს არ შეუძლია მოიცვას მთელი.

აქაც ”სიტყვა” მხოლოდ ხერხია, სტილისტიკური ფორმა მისანიშნებლად გამოუთქმელის დეფინიციის არარსებობის.

იუდაიზმა რომელიც წინ უძღოდა იესოს და რომლის სულის განვითარების მწვერვალიც თავად იგი იყო … რათქმაუნდა უარყო ქრისტე, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ისტრიაა, ხშირად ხდება ასე, ერთი რომელიც ცხოვრობს თქვენს შორის საკუთარ თავში ახდენს მთელი მისი ერის სულიერ თვითრეალიზებას , მაგრამ ეს თვითრეალიზება იმდენად უსაზღვროა იმდენად დიდი და თქვენ ისე დაბლა ხართ მასთან შედარებით რომ, უარს ამბობთ მასზე და ავტომატურად ხდებით მისი წინააღმდეგი.


იუდეველები ასწლეულობის მანძილზე ელოდნენ ამ ადამიანს – ნახეთ ირონია, ისინი ასწლეულობის გამნავლობაში ელოდნენ რომ გამოჩნდებოდა იგი. მთელი მათი იმედები იყო დამყარებული ამ კაცზე, რომელიც შეცვლიდა მათ ყოფას და დააფუძნებდა ღვთის სასუფეველს მიწაზე მათვის. შემდეგ უეცრად ჩნდება ის და სწორედ მათ ვინც მას ასე ელოდა არ შეუძლიათ იწამონ , არ ენდობიან . რა მოხდა ?

ისინი ძალიან იყვნენ გართულნი საკუთარ მოლოდინებში << თუ ეს სწორედ ის ადამიანია , ჩვენ რა უნდა ვქნათ ? >> მაშინ მოვიდა დრო როდესაც ეს მოლოდინები უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მათ უკვე იმდენ ხანს უცადეს რომ არაფერს გარდა მოლოდინისა აღარ აკეთებდნენ. რელიგიურ ასპექტში ფაქტიურად ეს იყო მათი ყველაფერი, ისინი ელოდნენ ღვთის შვილს . ეხლა კი უცბად ეს კაცი ჩნდება და იძახის: << აი მე აქ ვარ >>

და იმის მაგივრად რომ, გაჰყვნენ მას, მათ ურჩევნიათ ისევ დაიმალნონ მოლოდინების მიღმა … რადგან ერთი მზერაც კი ამ ადამიანის ნიშნავს დასასრულს. ამის შემდეგ უკვე აღარაფერი რჩება რასაც უნდა ელოდონ. მომავლის იმედით ცხოვრებას ბოლო ეღება. ეს კაცი გვაბრუნებს აწმყოში ! ეს უკვე მეტის მეტია ! .

ძველი ცნობიერება გახდა ტყვე საკუთარი მოლოდინების, საკუთარი ტანჯვის და იმადგაცრუების.

ესე ხდება: როდესაც დიდხანს ავადმყოფობ ნელ ნელა ერწყმები შენს დაავადებას და შემდეგ გეშინია კიდეც გამოჯამრთლების. შენ გაშინებს ის რომ, მოგიწევს დაბრუნება შენს ადგილას. ორი წელი გამოთიშული იყავი ,მიეცი თავს საშუალება დაგესვენა, ამაზე მეტიც შენ გითანაგრძნობდნენ კიდეც , ამით შენ გახდი ცენტრი შენი ოჯახის, მეგობრების. ყველანი იყვნენ თითქოს უფრო კეთილგანწყობილნი შენს მიმართ.

ახლა კი ისევ გიწევს დაუბრუნდე შენს უხეშ, მკაცრ რეალობას და ტვინს თავზარი სცემს ამის გამო, მას ისევ უკან დახევა უნდა.

თუ ერი ძალიან დიდი ხნის მოლოდინის რეჟიმშია- იუდეველები ესეც იყვნენ…. ისინი ეხლაც კი ელოდებიან, ადამიანი უკვე მოვიდა და წავიდა კიდეც, მაგრამ მათ ეს პროცესი აქციეს საკუთარ ლოცვად. სინაგოგები მეტი არაფერია თუ არა მესიის მოლოდინის დარბაზები სადაც იგი აუცილებლად მივა . მაგრამ ის უკვე იყო მანდ !

მე გეუბნებით თქვენ: თუ იესო კვლავ მოვა, რაშიც ეჭვი მეპარება რომ იგივე შეცდომა დაუშვას მან, – თუ ის კვლავ მოვა, ზუსტად იგივე შიშებით რომ მათ მოუწევთ დატოვება ციხის რომელიც უკვე კარგად მორთულ სახლად იქცა და გამოსვლა ხიფათებით სავსე ღია ცის ქვეშ უარს იტყვიან მასზე . გარეთ ხომ ხან მზე ანათებს და ხანაც თქეში წვიმაა, ხან ცხელა და ხან ძალიან ცივა – აქ დაუცველნი ხართ მათ კი თავი აქვთ შეფარებული მშვიდად.


Existence

www.esoteric.geскачать dle 11.3
13-10-2013, 05:08
Вернуться назад