DataLife Engine / "სულელის გზა"- საქართველოს მდგომარეობა

"სულელის გზა"- საქართველოს მდგომარეობა

"სულელის გზა"- საქართველოს მდგომარეობა"სულელის გზა"- საქართველოს მდგომარეობა














საქართველოს ბედ-იღბალი ყოველთვის დიდი მითქმა-მოთქმის იწვევდაა. ბევრი ადამიანისგან გაიგებთ შეკითხვას: „რა გვეშველება?’’. ზოგი საქართველოს ასტროლოგიურად, ზოგი ოკულტურად განიხილავს და აქედან დებს დასკვნებს. მე მინდა დღეს ტაროლოგიურად განვიხილო საქართველოს მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივა.
დიდი ობიექტების განხილვისას ტაროლოგიაში გამოიყენება ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური გაშლა, სახელად „სულელის გზა’’. სწორედ საქართველოზე შესრულებული „სულელის გზის’’ განხილვას მიეძღვნება ჩემი პოსტი.

მოდით დაივწყოთ სულ თავიდან, შევხედოთ რომ ციკლი იწყება მე-8 არკანი „ძალისგან’’ და მთავრდება მე-15 არკანი „ეშმაკით’’. ამით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ სახელწმიფოსთვის მნიშნველოვანია ძალაუფლება, გარე პრესტიჟი და საკუთარი სურვილების უპირობოდ დაკმაყოფილება. მას სურს იყოს გამორჩეული და ეს სჭრდება უპრიობოდ (არკანი „ეშმაკი’’).

ამ გაშლის პირველი და ბოლო არკანი „სულელთან’’ და „სამყაროსთან’’ ერთად პასუხს აგებს სახელმწიფოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე. არკანი „ძალა’’ დგას არკან „კოშკთან’’ ერთად, რაც მიუთითებს, რომ ჩვენი სახელმწიფოს თავისუფალ სვლას ხელს უშლის გარე პირები და გარე ძალები, ამასთან ერთად არკანი „სულელი’’ იკავებს მე-13-ე პოზიციას, რომელიც შეესაბამება არკან „სიკვდილს’’. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში ხშირად ხდება რიგი შეუქცევადი პროცესები, რომლთა პროვოცირება ხდება გარედან.

საინტერესო იქნება განვხილოთ არკანი „სიკვდილის“ გალვენა სახელმწიფოს განვითარებაზე, შევხედოთ არკან „სიკვდილს’’ ის დგას მე-20 არკან „სამსჯავროსთან’’ ერთად - ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ სახელმწიფოში ხდება უამრავი რევოლუცია და გარდაქმნა, რომელიც გამოწვეულია ხალხის უკმაყოფილებით. მე-16 არკანი „კოშკი’’ გვიჩვენებს იმ სფეროს სადაც არის გარღვევა, სადაც ხდება მოულოდნელი ნგრევა და ცვლილება. ჩვენს შემთხვევაში ეს კარტი ხვდება 1 არკანი „მაგის’’ პოზიციაზე, ანუ ხალხს რაც უნდა ბოლომდე ის არასდროს არ გამოდის. ერთვება გარე ძალები, რომლებიც ყველაფერს ამას აფერხებს. ზემოთ მოყვანილი პირობების გამო ხალხს სჭირდება სჭირდება კომპენსაცია და ამ კომპენსაციას ის იღებს, რომელიმე სულიერი სწავლების, რელიგიური სახით.

ვნახოთ თუ რაში ხედავენ ადამაინები ბედნიერებას?! უფროსობაში (მზე დგას მე-4 არკანი „იმპერატორის’’ ადგილას), თუმცა ერთის ხმრივ ისინი განიცდიან ბედნიერებას, მაგრამ ეს ყველაფერი მათთვის არის ერთგვარი სტრესი, რადგან მის გვერდით არის არკანი „სიკვდილი’’ რომელიც იკავებს ‘’იეროფანტის’’ ადგილს. მოკლედ ეს ყველაფერი ასე ჟღერს: „გასაჭირი ყველაზე კარგი მასწავლებელია’’.

საინტერესოა ვნახოთ რა არის ადამიანების მიზანი და მისწრაფება, ამას გვიჩვენებს მე-7 არკანი „ეტლი“. ეს ნიშნავს, რომ ერთს მხრივ ადამაინები მიისწრაფვიან სულიერი განვითარებისკენ (ეტლის გვერდით არკანი „იეროფანტი’’), თუმცა ცნობიერად სურთ განამტკიცონ („ეშმაკი’’) თავიანთი უპირობო ექსპანსია („სამყარო’’) და გავლენა („ეშმაკის ადგილას დგას „იმპერატორი’’).

ყველაფერ ამას ქართველი ერი ქვეცნობიერად მაინც ხვდება, არკანი „ვარსკვლავი’’ გვაჩვენებს სანუკვარ ოცნებებს. ჩვენთან ვარსკლავი დგას არკანი „ჩამოკიდებული კაცის’’ ადგილას, შესაბამისად ხალხს უნდა რომ განთავისუფლდეს ამ მკვდარი პერიოდისგან, სურთ თავისუფლება („სულელი’’) და სურთ სამართლიანობა (არკანი „სმაართლიანობა’’).
როგორც ხედავთ სიტუაცია საკმაოდ მძიმეა, კიდევ შეიძლებოდა საქართველოზე საუბრის გაგრძელება, თუმცა ვთვლი რომ ამ ეტაპზე ეს სკმარისია. საკმაოდ დიდი ხანი ვფიქრობდი დამეწერა თუ არა ეს, თუმცა ვფიქრობ რომ, ჯობია ხალხმა იცოდეს თუ რა ხდება რეალურად. მართალია ჩვენი სახელმწიფოს დაბადების მომენტიდან გამომდინარე ძალიან კარგად ვერ ვიცხოვრებთ თუმცა საშუალება გვაქვს ცოტათი მაინც გამოვასწოროთ მდგომარეობა.

მოამზადა: DaTo
скачать dle 11.3
13-06-2015, 22:42
Вернуться назад