DataLife Engine / გიორგი გურჯიევის ფილოსოფია და მისი ანალი ზი - მრავალი მე- (ნაწ. 2)

გიორგი გურჯიევის ფილოსოფია და მისი ანალი ზი - მრავალი მე- (ნაწ. 2)

გიორგი გურჯიევის ფილოსოფია და მისი ანალი ზი - მრავალი მე-   (ნაწ. 2)
















რადგან რამოდენიმე სტატიაში გურჯიევის სისტემის პრაქტიკული მხარე ძნელად აიხსნება, სანამ გურჯიევის პრაქტიკულ სავარჯიშოებზე გადავლ, ჩემი სუბიექტური აღქმით გირჩევთ რომელი წიგნიდან დაწყება არის ყველაზე მოსახერხებელი ამ თემაში უფრო ღრმად გასარკვევად.

- ცბიერის გზა - ყველაზე მარტივად აქვს ჩამოყალიბებული გურჯიევის ყველაზე ცნობილ მოსწავლეს პიტერ უსპენსკის მის წიგნში - საოცრების ძიებაში - და ამიტომ თავად გურჯეივის წიგნების წაკითხვამდე ყველას გირჩევთ პირველად ეს წიგნი აიღოთ ხელში. ქვემოთ მოიძიებთ ამ წიგნის ინგლისურ და რუსულ ვერსიებს:

http://www.gurdjieff.am/in-search/index.pdf

http://www.fhotm.kpi.ua/guest/ouspensky_miracle.pdf

მოკლედ რომ ვისაუბროთ ამ პრაქტიკის შესახებ, გურჯიევი ყველასგან გამორჩეული ფიგურაა ,,ეზოთერიზმში’’ რადგან თუ რელიგიებში ან სხვა მისტიკურ სწავლებებში ნებისმიერ ადამიანს განიხილავენ როგორც სულის მქონე არსებას, თვლიან რომ ადამიანი არის სული და ეს უბრალო მოცემულობაა, გურჯეივი ასე არ უდგება ამ საკითხს, მისი აზრით ადამიანთა უმრავლესობას საერთოდ არ გააჩნია სული. სულის მოპოვება ! ანუ ისეთი ნატიფი სუბსტანციის ფორმირება სხეულში როგორიც სულია, მხოლოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე საკუთარ თავზე ცნობიერად მუშაობის შემდეგ შეიძლება იქნას მიღწეული.

ასეთი მიდგომა გამომდინარეობს იქიდან რომ გურჯიევი ადამიანს განიხილავს როგორც გარკვეულ მექანიზმს , მანქნას, რომელსაც არ გააჩნია ერთი ურყევი - მე - ანუ ნებელობა , ის მთლიანად გარე თუ შინაგანი ზეგავლენების მსხვერპლია და სიცოცხლეს ამ გამაღიზიანებლებზე მექნიკურ რეაგირებაში ატარებს.


თუნდაც ერთი შეხედვით ძლიერი ნების პიროვნებასაც, რომელმაც ბევრს მიაღწია ცხოვრებაში ამ უნარით, ის განიხილავს მხოლოდ ცალმხრივად განვითარებულ არსებად და არა მთლიან ურყევ ნების მოქნე ინდივიდად, რადგან მისი აზრით ასეთი ადმიანიც თუ ის ცნობიერად არ მუშაობს საკუთარ თავზე და გარკვეული არ არის იმ სისტემის კანონებში რომლის ტყვეობაშიც ის დაბადებიდანვე მოხვდა (იგულისხმება პლანეტარული მდებარეობა, ცნობიერი თუ არაცნობიერი ზეგავლენები და აშ, რაზეც კიდევ გვექნება საუბარი ) მისი ნებისყოფა რომელიც მიმართულია ცხოვრების გარკვეულ სეგმენტისადმი აუცულებლად დაბალანსდება სხვა სფეროებში მისი ქცევის სრული მექანიკურობით და უნებსყოფობით.

გურჯიევი ამბობდა რომ ადამიანი ძალაინ მარტივად ხმარობს სიტყვა -მეს- და ვერ აცნობიერებს რომ ის შედგება არა ერთი არამედ უამრავი ერთმანეთისგან დამოუკიდბელი ემოციის და მიზნის მქონე - მე-ებისგან, რომლებიც განუწყვეტლივ იბრძვიან ერთმანეთთან ლიდერობის მოსაპოვებლად, როდესაც გარკვეულ მომენტში ადამიანი იძახის მე -ს, ეს -მე- მხლოდ იმ მომენტში გამარჯვებული დროებითი მართველია, რაც გარე თუ შიდა ფაქტორების შეცვლასთან ერთად მალევე შეიძლება ჩანაცვლდეს სურულიად სხვა მეთი, ხოლო იგივე ადამიანი არც კი მაიქცევს ამ მისი სხვა და სხვა მეების ურთიერთ გამომრიცხავ ცვლილებებს ყურადღებას.

მას მოყავს ასეთი მაგლითი : ,, ერთ დღესაც თქვენ გადაწყვეტთ ებრძოლოთ თქვენ თავში გვიან გაღვძების ნეგატიურ თვისებას და მიიღებთ გადაწყევეტილებას ხვალიდან დაიწყოთ ყოველ დღე დილით ადრე ადგომა, ეს თქვენში იმ მომენტში გამარჯვებული -მეს - მიღებული გადაწყვეტილებაა ხოლო როდესაც გათენდება დილა და თქვენ უნდა შეასრულოთ ეს გადაწყვეტილება აღმოეჩენთ რომ იმ -მესგან- რომელმაც მიიღო გადაწყევტილება დილას ადრე ამდგარიყო აღარაფერია დარჩენილი, ეხლა სრულიად სხვა მე გარწმუნებთ რომ გარეთ ცივა ,ცუდი ამინდია თქვენ კი ასე თბლად ხართ, ჯობია ისევ განაგრძოთ ძილი’’

სწორედ ამ მექნიკურობის და ცნობიერების ძილისგან განთავისუფლებას შეადგენს გურჯიევის სწავლების პრაქტიკული მხარე, ხოლო პირველი ნაბიჯი ამ ყველაფერთან არა ბრძოლის დაწყება არამედ მისი გაცნობიერებაა.

შემდეგ სტატიაში განვიხილავთ გიორგი გურჯიევის სწავლების მთავარ ,,იარაღს’’ რაც მისი აზრით ადამიანის ტყვეობიდან დაღწევის ერთადერთი საშუალებაა, იგი მას - თვითდაკვირვებას - ეძახდა .

(მეორე ნაწილის დასასრული,გაგრძელება იქნება)

მოამზადა : ნიკოლოზ ჩიხლაძე
FB: https://www.facebook.com/nikoloz.chikhladze

GeoAstro - 07.12.2015скачать dle 11.3
7-12-2015, 17:41
Вернуться назад