DataLife Engine / ჰოვლიტი

ჰოვლიტი

ჰოვლიტი















ჰოვლიტს უძლიერესი, დამამშვიდებელი ენერგეტიკის მატარებელი ქვაა. მას მფლობელისთვის მოაქვს სიმშვიდე და რელაქსაცია. ის გეხმარებათ სტრესისა და აგრესიის დაძლევაში, თუ თავის წარმოჩენის პრობლემა გაქვთ, ეს ქვა თქვენთვისაა, ჰოვლიტი ხელს გიწყობთ გამოაჩინოთ თქვენი ნამდვილი სახე, ის აგიმაღლებთ თვითშეფასებას.

ის აგრეთვე ადამიანში სიუხეშეს ამცირებს და ავსებს მას ტაქტის შეგრძნებით. განსაკუთრებით მათში, ვისაც გარემომცველებთან ურთიერთობა უჭირთ. უბეში პატარა ჰოვლიტის ტარებისას, თავიდან აიცილებთ ენერგეტიკულ ვამპირიზმსა და სხვებისგან მოჭარბებული ბრაზის თქვენზე გამოვლინებას.
ჰოვლიტი















ჰოვლიტი დაგეხმარებათ დაისახოთ მიზანი და ბოლომდე მისდიოთ მას.
განსაკუთრებით კარგია სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის. ის კონცენტრაციისთვის საუკეთესო ქვაა.

ჰოვლიტს ხშირად თეთრ ფირუზს უწოდებენ, რაც მცდარი ინფორმაციაა, ეს ორი ქვა ერთმანეთთან კავშირში არ არის. მისი შავი მატრიცისა და თეთრი ფერის გამო, ჰოვლიტი ცისფრად ადვილად იღებება, მხოლოდ იმიტომ, რომ ფირუზი გაცილებით ძვირიანი ქვაა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ჰოვლიტი ძლიერი და უნიკალური თვისებებით გამოირჩევა, რომლის სხვა მინერალებში პოვნა რთულია.

რაც შეეხება სამკურნალო თვისებებს, გამოიყენება სხვადასხვა ტკივილის შესამსუბუქებლად და უძილობის დასაძლევად. ორგანიზმში კალცის ბალანსს აღადგენს, ამაგრებს ძვლებს, კბილებს, თმას, ფრჩხილებს.
ეხმარება სტრესსთან დაკავშირებული დაავადებების განკურნებას. აგრეთვე, გამოიყენება ენდოკრინოლოგიური და ცირკულაციის სისტემის დარღვევებისას.

Keli Create
скачать dle 11.3
11-02-2016, 00:27
Вернуться назад