DataLife Engine / მზის ქვა - ოლიკოგლაზი

მზის ქვა - ოლიკოგლაზი

მზის ქვა - ოლიკოგლაზი
















მზე - ჩვენი გალაქტიკის მნათობია. მის გარეშე დედამიწაც ჩაქვრება. მზე პირველი ღმერთია ადამიანისა და ის ყველგანაა. მზის წრე, სინათლე, ფერი. ყველაზე ძვირფასი, რაც შეიძლება იყოს ადამიანისთვის ასოცირდება მზესთან. მზის ქვა - ესე შეიძლება დავარქვათ ლამაზ, თბილი შეფერილობის ქვას, რომელსაც მოაქვს სიხარული და ბედნიერება და ასეთი ქვაა ოლიგოკლაზი. მზის ქვა გამოიყენებოდა ძველ ინდოეთსა და საბერძნეთში, ასევე კანადელი ინდიელები აქტიურად იყენებდნენ მას მზის რიტუალებში, მისი დახმარებით ამყარებდნენ კონტაქტს მფარველ-სულებთან. არსებობს ასევე გამჭვირვალე ოლიკოგლაზის ნაირსახეობა
ბელომორიტი, მთვარის და მზის ქვები ითვლება ოლიგოკლაზის ვარიანტებად. არსებობს თითქმის სრულად გამჭვირვალე ოლიგოკლაზები. ასეთ ქვებს ზოგჯერ „ფოცხვერის თვალს“ უწოდებენ. ითვლება, რომ ოლიგოკლაზი დადებითად მოქმედებს ნერვული აშლილობების დროს. ის აღვიძებს ფანტაზიას, შემოქმედებით უნარებს და ბადებს სწრაფვას მისტიკისადმი. ეზოთერულ პრაქტიკაში მიღებულია მზის ქვა შევუთავსოთ მთვარის ქვას, რათა მზის და მთვარის ენერგიების ბალანსს მივაღწიოთ. ბელომორიტი ითვლება ქვად, რომელიც ადამიანებს ეხმარება უძილობის დაძლევაში, ის ასევე ითვლება ნათელმხილველთა ქვად.
ჰელიოლიტი - ენერგიის და ოპტიმიზმის ქვაა. მას შეუძლია გააძლიეროს მისი მფლობელის მომხიბვლელობა, მას ხომ ჯანმრთელობის და გულწრფელობის ქვასაც უწოდებენ.
ოლიგოკლაზი - მზის ქვა მფარველობს ცეცხლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნებს, განსაკუთრებით ლომს და ვერძს და არც ისე შეეფერება წყლის ნიშნებს. თუმცა სხვა ქვებთან ერთად მისი ტარება შეუძლიათ ზოდიაქოს სხვა ნიშნებსაც.
მზის ქვა ხსნის სტრესს და ფანტავს შიშს. ის ასევე ეფექტურია სულიერ სფეროზე ზემოქმედების მოსახდენად. ფერები: ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი, ვარდისფერი, ფორთოხლისფერი, მწავანე და ნაცრისფერი.
მზის ქვა - ოლიკოგლაზიასოციაციები: სასწორი, ლომი, მე-2 და მე-3 ჩაკრები, მზე, იანი.
პერისტერიტი (წარმოშ. ბერძნული პერისტერა-მტრედი), ნახევრადგამჭვირვალე ქვა, გარდამავალი ცისფერი-იასამნისფერი ფერით, გვაგონებს ფერებს მტრედის კისერზე. პერისტერიტს თითქმის ვერ გავარჩევთ ბელომორიტისგან.
მთვარის ქვებს ხშირად პოულობენ ჩრდილო ამერიკაში ოკეანის სანაპიროებზე. მზის ქვა მოიპოვება მადაგასკარში, ტანზანიაში, ნორვეგიაში, რუსეთში, ურალსა და კარელიაში. ასევე ნორვეგიაში, ინდოეთში, შრი-ლანკაში და კანადასა და ამერიკაში.
მზის ქვის დამუშავება ძალიან მოსახერხებელია. ის არც ისე მყარია და მისი პოლირება ძალიან ადვილად არის შესაძლებელი. ის ჯერჯერობით არც ისე პოპულარულია და იუველირული ქვის კვალობაზე მისი ფასი არც ისე მაღალია. ჰელიოლიტი შეიძლება აგვერიოს ყვითელ ოპალთან, თუმცა განსხვავება იმაშია, რომ ოპალს ბზვინვარება შიგნიდან ეტყობა, ჰელიოლიტს კი - გარედან. ოლიკოგლაზი იშვიათად გამოიყენება სამკაულებში, მაგრამ თუ ასეთი რამ მოხდა მაშინ ის ძვირფას ქვებს თავისი მშვენიერებით არ ჩამოუვარდება. გარდამავალი ფერების ქვები იმით არის მომხიბლავი, რომ ის არასოდეს გვბეზრდება, თითქოს ყოველ ჯერზე ახალ ფერს იძენენ. მისი ბრწყინვალებით შეიძლება დიდ ხანს ვტკბებოდეთ, მისი ყურებით კი თვალები ისვენებს. საკმარისია ერთი სამკაული მზის ქვით, რომ ნებისმიერი მორთულობა ცოცხლდება და საოცარი მომხიბვლელობა ეძლევა.
ოლიგოკლაზს არ გააჩნია მუდმივი შემადგენლობა და მისი შემადგენელი კომპონენტებიც ვარირებს. ორივე მინერალი, რისგანაც ის შედგება - ალბიტი და ანორტიტი იშვიათად გვხდება სუფთა სახით. მაგალითად, თუ ანორტიტის შემადგენლობაა 10 პროცენტამდე ადის, ითვლება, რომ მინერალი უკვე სუფთა ალბიტია. თუ 10-დან 30 პროცენტამდე, უკვე ოლიგოკლაზად მიიჩნევა.
ასევე ოლიგოკლაზის სახეობად ითვლება ლაბრადორი, თუმცა ეს ბოლომდე სწორი არ არის. ლაბრადორი უფრო მეტად ოლიგოკლაზის ბიძაშვილად ითვლება. ზოგიერთ მინეროლოგიურ ტრადიცებში, განსაკუთრებით დასავლეთის, ითვლება, რომ ოლიგოკლაზი ალბიტის ნაირსახეობაა.

მირიან ბეგიშვილი
скачать dle 11.3
12-02-2016, 01:59
Вернуться назад