DataLife Engine / თვითიდენტიფიკაციის მნიშვნელობა პიროვნების განვითარებაში

თვითიდენტიფიკაციის მნიშვნელობა პიროვნების განვითარებაში

თვითიდენტიფიკაციის მნიშვნელობა პიროვნების განვითარებაში





















ადამიანის სრული ჰარმონიული განვითარებისთვის, უწინარესი წინაპირობა სწორი თვითიდენტიფიცირებაა.
როცა ვინმეს ეკითხებიან “ვინ ხარ შენ?”, ხშირად ისმის პასუხი, რომ ის იურისტია, პოლიტიკოსი, სოციალური მუშაკი, ოპერატორი, მენეჯერი, პასუხად ითქმება ხოლმე აგრეთვე სახელი, გვარი და ა. შ. . სინამდვილეში, ეს პასუხები გახლავთ ინდივიდის საზოგადოებრივი სტატუსები, რომლებიც გარემოებათა მიხედვით კონკრეტული მომენტიდან ღებულობს სათავეს, ეს განსაზღვრებები პიროვნების არსობრივ ვინაობას გარედან აქვს მინიჭებული და ისეთივე ცვეთას განიცდის, როგორც ტანსაცმელი, ჭურჭელი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა... ესე იგი, ეს სტატუსები პიროვნების იდენტიფიკაციის შესაბამისი არ გახლავთ. მაშ, ვინ ხარ შენ? - ეს კითხვა ზოგისთვის რიტორიკულია, ზოგისთვის ფილოსოფიის, აზროვნების საგანი, ზოგისთვის კიდევ ზედმეტი ტვირთი, ზოგისთვის კი თვითშემეცნების აღმძრავი მუხტი...
ჩვენ ახლა არ ვეცდებით, ვინმეს თავს მოვახვიოთ მზა შაბლონები, თუ ვინ არის ადამიანი, რას წარმოადგენს იგი და რისთვის დაიბადა, რადგანაც ეს ინფორმაციული ნახევარფაბრიკატი განვითარებისთვის ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს. პიროვნება, ჯობია, თავად „მოიხარშოს“ შემეცნების პროცესში, ამიტომ, გთავაზობთ მოტივაციას, ინფორმაციას, თუ რაში გვეხმარება სწორი თვითიდენტიფიკაცია:
საკუთარი არსის სწორი გაიგივება გვეხმარება ცხოვრებისეული მთელი რიგი პროცესების ოპტიმალურად წარმართვაში, გვეხმარება დაგეგმარებაში, გარესამყაროს მოწყობაში, საკუთარი ამქყვეყნიური მისიის შესრულებაში და, რაც ყველაზე მთავარია, ეს ყველაფერი ნიშნავს ბედისწერის ოპტიმალური ვერსიით ცხოვრებას...
როდესაც ვამბობთ, ბედისწერის ოპტიმალური ვერსია-თქო, ამაში იგულისხმება ადამიანის პირად გარემოში მოვლენათა განვითარების 3 ვარიანტი ასტროსოფიული 3 ფსიქოტიპის შესაბამისად:
1) ინსტინქტური არსებობა;
2) გრძნობად-ემოციური, უკეთეს შემთხვევაში ინტუიტიური არსებობა;
3) გონებისმიერი, ცნობიერი ნებით არსებობა...

ფსიქიკის თითოეული ეს მდგომარეობა განსაზღვრავს ზუსტად ბედისწერის 3 ვარიანტს დაბადების მომენტიდან ინკარნაციის ბოლომდე, რომელიც აბსოლუტური სიზუსტით მოცემულია დაბადების თავდაპირველ მატრიცაში. ადამიანს გაჩენის დღიდან ეძლევა კონკრეტული მიმართულების პოტენციალი, რომელიც მან უნდა გააცნობიეროს, განავითაროს, გამოიყენოს და მიიღოს კონკრეტული შედეგი როგორც პიროვნებამ, აგრეთვე სამყარომ კონკრეტული ინკარნატისგან...
ცოტა დეტალურად რომ აღვწეროთ, ეს 3 ფსიქოტიპი დაახლოებით ასე ვლინდება:
1) ინსტინქტური არსებობა გულისხმობს სხეულის მოთხოვნილებების პრიორიტეტულობას ცხოვრებაში - კვება, სექსი, სიმდიდრე, სხეულებრივი სიამოვნებანი...
2) გრძნობად-ემოციური არსებობა გულისხმობს გრძნობების პრიორიტეტულობას, სიყვარულს, სიძულვილს, ხელოვნების მიმართ ინტერესით ცხოვრებასაც...
3) გონებისმისრი, ცნობიერი ნებით არსებობა კი გულისხმობს ინსტინქტებისა და გრძნობების რაციონალურ მმართველობასა და სწორედ ეს ვერსია გახლავთ ღვთაებრივი მდგომარეობა ადამიანისა, რადგანაც გაცნობიერებული ინსტინქტი და ემოცია ექვემდებარება ნებას, რომელიც არა გამორიცხავს მის ქვედა 2 მდგომარეობას, არამედ განმსჭვალავს და ავსებს მათ კონკრეტული აზრით, მიზნით... ესაა იდეის, იდეის გამოხატულებისა და იდეის რეალიზაციის სინქრონი ცხოვრებაში, როდესაც ადამიანის აზრი, სიტყვა და მოქმედება ერთია და თანადროული...

თვითიდენტიფიკაციის მნიშვნელობა პიროვნების განვითარებაში














უდიდესი მნიშნელობა აქვს გაცნობიერებულობას, ცნობიერ მოქმედებას, რადგან ეს უკვე ნიშნავს მედიტაციის უმაღლს საფუხურსაც, ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ მიწვდა კაცი იდეას, არა მხოლოდ იგრძნო ის, არამედ იდეის სრული ჰარმონიული რეალიზაცია მოახდინა და იმოქმედა... სწორედ ეს გახლავთ სიცოცხლის არსი, სიცოცხლის შემოქმედებითი დინამიკა, როდესაც ადამიანი მიყვება არა ინსტინქტებისა და გრძნობების ინერციას მხოლოდ, არამედ ქმნის, რითიც ის შ ე მ ქ მ ნ ე ლ თ ა ნ იგივდება, რადგან ის თავადაა შემქმნელი...
აი, ზუსტად ის მოტივაცია და მოკლე მინიშნება, რაც სწორ თვითიდენტიფიკაციას უდიდეს მნიშვნელობას და უპირატესობას ანიჭებს... ასე რომ, ყოველივეს გაცნობიერება, მაგრამ ჯერ საკუთარი არსის სწორი თვითიდენტიფიცირება, გახლავთ განვითარების პირველი წინაპირობა... თუ ადამიანი გააცნობიერებს, ვინ არის სინამდვილეში იგი, მისი ცხოვრება უკვე მეტად მნიშნელოვანი ხდება და ის მხოლოდ ნედლეულად არ ემსახურება სამყაროს, როგორც ენერგიის კონკრეტული ნაირსახეობა და ფორმა, არამედ გაცნობიერებლი ადამიანი უკვე მოღვაწეობს, ქმნის და ალამაზებს გარესამყაროს...

ლაშა ჩხენკელი
скачать dle 11.3
11-08-2016, 20:26
Вернуться назад