DataLife Engine / ასტროლოგია ქართულ მართლმადიდებელ საქრისტიანოში

ასტროლოგია ქართულ მართლმადიდებელ საქრისტიანოში

ასტროლოგია ქართულ მართლმადიდებელ საქრისტიანოში „ეტლთაგან მოეცემის ქვეყანასა წყალობა, მშვიდობა, სიმართლე და ნაყოფიერება“...
სულხან-საბა ორბელიანი.

ქართულ მართლმადიდებელ ჰიმნოგრაფიაში დამაჯერებლადა არის ასახული ქართველი კაცის გულისხმიერება ქრისტეს 12 მოწაფე-მოციქულის მიმართ, რაც მრავალ სასულიერო თხზულებათა შორის, განსაკუთრებული მიმზიდველობითაა აღწერილი მიქაელ მოდრეკილის საგალობელში, სადაც ჩამოთვლილია თორმოეტივე მოწაფე-მოციქული: „ფილიპე, მათე, თომა, ბართლომე, იაკობ ზებედესი, იოანე ღვთისმეტყველი, პეტრე, პავლე, ანდრია, იაკობ ძმა უფლისა, თადეოზი და სვიმეონი“.
ქართველი ერის გამოჩენილი მოძღვარი, საზოგადო მოღვაწე, ლექსიკოგრაფი, სულხან-საბა ორბელიანი თავის სასულიერო თხზულების - „სწავლანის“ ერთ-ერთ ქადაგებაში „სწავლა წმინდათა მოციქულთა დღესასწაულისა“, იზიარებს რა ქრისტიანული მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციით მიღებულ თორმეტი მწაფე-მოციქულის კავშირს 12 ეტლთან (ამ მოციქულებუის თანავარსკვლავედებთან ანუ ეტლებთან გაიგივების საშუალებით), რაც სახარებაშიც არის დამოწმებული (ი. 21: 2), დასძენს, რომ ეს ის თანავარსკვლავედებია ანუ ეტლებია (ზოდიაქოები), რომელთაგანაც „მოეცემის ქვეყანასა წყალობა, მშვიდობა, სიმართლე და ნაყოფიერება 12 მოციქულთან ერთად“ (საქართველოს საეკლესიო კალენდარი, 1981, გვ. 99-100).

ასტროლოგია ქართულ მართლმადიდებელ საქრისტიანოში














სახარებაში დამოწმებულ მოციქულ თომას ზეწოდება: - „თომა, რომელსაც ერქვა მარჩბივი“ (ი. 212), იმაზე მიგვითითებს, რომ მაცხოვარს თავისი თორმეტი მოწაფე-მოციქული ეტლთა (ზოდიაქოთა) ნიშნის მიხედვით ჰყავდა შერჩეული.
ეს მეტად საინტერესო თავი დაიწერა საქართველოს კათოლიკოს-პატრტიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გამოცემულ საქართველოს ეკლესიის 1981 წლის კალენდრის 99-100 გვეერდებზე განთავსებული მასალის საფუძველზე. ბოლოს წერია: „სწორედ მათი მსგავსებით, მამა-ღმერთმა... „ეგრევე სახენი ათორმეტნი მათ მოციქულთანი დასხნა, რამეთუ: ვერძი, პირველი ეტლი (წერია „ზოდიაქო“), ემსგავსების მშვიდსა თავსა მოწაფეთასა - პეტრეს; ხოლო კურო - ლუკას“ და ა. შ. ჩამოთვლილია მოციქულთა და ეტლების დაკავშირებები“. დაშვებულია შეცდომები, როგორც დაკავშირებებში, ისე მოციქულების - იაკობ ძმა უფლისა და თადეოზის ნაცვლად აქ მოყვანილია ლუკა და მარკოზი მახარობლები.
скачать dle 11.3
11-08-2016, 22:18
Вернуться назад