DataLife Engine / თოტის ტარო

თოტის ტარო

თოტის ტარო














თოტის ტარო არის მანტიკის ერთ-ერთი საშუალება, რომელიც ილუსტრირებულია ფრიედა ჰარის მიერ. (Lady Frieda Harris), ალისტერ კროულის მიხედვით (Aleister Crowley). კროული ამ დასტას მოიხსენიებდა როგორც თოტის წიგნს და შესაბამისად ამ სახელით დაწერა წიგნი რომელიც განკუთვნილია დასტისათვის.
თავდაპირველად, კროულის, თოტის დასტა განკუთვნილი ჰქონდა პროექტისთვის, რომელიც 6 თვე უნდა გაგრძელებულიყო და მიზნად ისახავდა ტრადიციულ ფერწერულ სიმბოლიზმთა განახლებას, თუმცა, ამ პროექტმა დაახლოებით 5 წელი გასტანა (1938-დან 1943-მდე). კროული და ჰარისი ზედმიწევნით მუშაობდნენ. სწორედ ამის დასტურია, რომ ჰარისმა ზოგი არკანი არაერთხელ დახატა.
ამერიკის გამოცემა სათამაშო დასტებისა, შეიცავს ჰარის მიერ მოხატულ ორ პროტოტიპს ჯადოქრისას. ყოველი მათგანი საგრძნობლად განსხვავებული სტილისაა და შეიცავს განსხვავებულ სიმბოლოებს. მიუხედავა იმისა, ჰარიმ საკმაოდ მაღალ დონეზე შეასრულა ილუსტრაცია, კროულიმ მაინც უარი თქვა, რომ იგი დასტის ნაწილი გამხდარიყო. ახლა ისინი დასტაში, როგორც ბონუსი, ისეა შესული.
ვერც ჰარი და ვერც კროული მოესწრო დასტის გამოქვეყნებას. იგი გამოვიდა 1969 წელს ორდო ტემპლის მიერ (Ordo Templi). განიხილებოდა, როგორც უხარისხო ილუსტრაციები, ამიტომ, 1977 წელს ჰარის ნახატები შეიცვალა მეორე გამოცემაში. მომდევნო განახლება 1986 წელს მოხდა, ხოლო მიმდინარე გამოცემა, რომელიც 1996 წელს დაიბეჭდა, დაფუძნებულია პირველად ილუსტრაციებზე.
თოტის დასტის არკანები მდიდარია სიმბოლიზმით, სწორედაც რომ ეს იყო ალისტერ კროულის სურვილი და მიზანი. იგი ითვალისწინებდა განსხვავებულ სიმბოლოებს სხვადასხვა დისციპლინებიდან. მათ შორის, მეცნიერებისა და ფილოსოფიის, ოკულტური სიმბოლოების (რომლებიც აღწერილია თოტის წიგნში). მაგალითისთვის: არკან ჩამოკიდებულ კაცსა და მთვარეში - ეგვიპტური მითოლოგიაა გამოყენებული.
ოთხ ნაწილად გაყოფილი დასტა: კვერთხები, თასები, ხმლები და დისკები - ასახავს თავიანთი ობიექტების საგულდაგულოდ შემუშავებულ პოზიციებს. მაგალითად, ოთხიანი ხმალი (რომელსაც კროულიმ უწოდა „ზავი“) გვიჩვენებს ოთხ ხმალს რომელთა წვეროები მიმართლია ცენტრისაკენ და მიუთითებს შესაძლო „დაძაბულ მშვიდობაზე“.. ილუსტრაციები არის თანაბრად მძიმე და ნათლად ილუსტრირებული.

თოტის ტარო














AquaRius
скачать dle 11.3
24-08-2016, 20:33
Вернуться назад